• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

July 8, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ყველასთვის ცნობილი საკონდიტრო „რაფაელო“ 11 წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და განვითარების საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა განვლო ამ დროის განმავლობაში. საკონდიტროს მთავარი მიზანია, მომხმარებელს საუცხოო გემოსა და ვიზუალის დესერტები შესთავაზოს. დაუვიწყარი ბავშვობის გემოები და მათი ახალი ინტერპრეტაცია ის მთავარი ნიშაა, რითაც საკონდიტრო ბაზარზე გამოირჩევა.

საკონდიტრო „რაფაელოს“ შესახებ დამფუძნებელ მადონა ბარათაშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც საკონდიტრო სფეროსთან ბავშვობიდან აქვს მჭიდრო კავშირი.

როგორ გაჩნდა „რაფაელოს“ შექმნის იდეა?

საკონდიტრო სფეროსთან ბავშვობიდან მქონდა კავშირი, დედაჩემის დახმარებით 25 წლის ასაკიდან დავიწყე ტორტებსა და ნამცხვრებზე კერძო შეკვეთების მიღება, რომელსაც სახლის პირობებში, ერთობლივად ვამზადებდით. დროთა განმავლობაში დამიგროვდა საკმაოდ ბევრი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი, საქართველოშიც დაიწყო ამ სფერომ განვითარება და მოთხოვნა გაიზარდა, სწორედ ამ დროს მივიღე ბიზნესშემოთავაზება „რაფაელოს“ გახსნის შესახებ და დავთანხმდი.

 

თავდაპირველად რა მოლოდინი გქონდათ და გამართლდა თუ არა ეს მოლოდინი?

ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნულიდან დავიწყეთ. ჩემთვის ეს უდიდეს წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და ძალიან ვღელავდი, რომ შეიძლებოდა საქმე კარგად არ წასულიყო. ყველა პროცესში უწყვეტად ვიყავი ჩართული და ჩემი რესურსის მაქსიმუმს ვდებდი ამ საქმეში. შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და ამ შემთხვევაშიც, საქმემ გაამართლა და ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა.

 

გვესაუბრეთ საკონდიტრო „რაფაელოს“ უპირატესობებზე.

„რაფაელო“ უკვე 11 წელია ბაზარზე ლიდერობს. მან თავისი ნიშა სახლური გემოებითა და განსაკუთრებული დიზაინით დაიმკვიდრა. ჩემთვის, როგორც დამფუძნებლისთვის, შედარებით რთულია საკონდიტროს უპირატესობებზე ცალსახად საუბარი, რადგან შესაძლოა ჩემეული შეფასება სუბიექტური იყოს, თუმცა ვფიქრობ, ჩემი ბიზნესის მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა, მომხმარებლის მოთხოვნებზე მყისიერი რეაგირება და თანამშრომლებთან ჩემი უშუალო დამოკიდებულებაა ჩვენი ყველა უპირატესობის საწინდარი.

 

გზა, რომელიც გაიარეთ…

გზა, რომელიც გავიარე, საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსე იყო. შემხვდა ბევრი წინააღმდეგობა, იმედგაცრუება. თუმცა მომავლის რწმენით და ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით დგომით, ასეთ მომენტებს თავი გავართვი და წინსვლა გავაგრძელე.

 

რას სთავაზობს საკონდიტრო „რაფაელო“ მომხმარებლებს?

მომხმარებლებს ვთავაზობთ სტაბილურ ხარისხს. ვცდილობთ, ტრადიციული ტკბილეულის ძველი რეცეპტების შენარჩუნების პარალელურად, დახლები მუდმივად განვაახლოთ და არ ჩამოვრჩეთ ტრენდებს. თუმცა ჩვენი მთავარი მიმართულება სადიზაინერო ხაზია და ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენი საქმე ხელოვნების დონეზე გვყავს აყვანილი.

 

გვესაუბრეთ ხარისხზე.

ხარისხის შენარჩუნება საკონდიტრო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. განსაკუთრებით ქუთაისში, სადაც მომხმარებლები თავიანთ საყვარელ ტკბილეულში ძალიან მცირედ ცვლილებასაც კი მყისიერად ამჩნევენ. ამას გარდა, ჩვენი პროდუქტის ხარისხი დიდწილად მომწოდებლებზეც არის დამოკიდებული, ამ ყველაფერს კი მუდმივი, მკაცრი კონტროლი სჭირდება, რაშიც ჩვენს საწარმოში უამრავი ადამიანია ჩართული.

 

რამდენ ფილიალს ფლობთ და რამდენი თანამშრომელი გყავთ?

ამჟამად გვაქვს 12 ფილიალი, აქედან 8 ქუთაისში, 4 კი ახლომდებარე რეგიონებში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროდუქტი ქუთაისის გარეთაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. რაც შეეხება თანამშრომლების რაოდენობას, საწარმოში ამ ეტაპზე 200-მდე ადამიანია სტაბილურად დასაქმებული.

 

 

რა სახის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს და რაზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა?

ტკბილეულის მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, მომხმარებელს ნებისმიერი სირთულის, კონსტრუქციისა და მასშტაბის ტორტის შეკვეთა შეუძლია ჩვენთან, რაც მათთვის ძალიან საინტერესო და კომფორტულია. ხშირად წინასწარ იჯავშნება დიზაინერთან შეხვედრა. ხანდახან კონკრეტული ფოტოს გარეშე, ჩვენი შეხედულებით ვქმნით ესკიზებს და საავტორო დიზაინებს. ეს პროცესი ძალიან შემოქმედებითი და სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დამკვეთი შედეგის ნახვის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავს და წლების მერეც გამოხატავს ჩვენი შექმნილი ტორტით მიღებულ დადებით ემოციას. ამას გარდა, სუფრისთვის ტკბილეულის შერჩევისას მომხმარებლებს აქვთ საშუალება, წინასწარ დაჯავშნონ დეგუსტაცია, სადაც შეძლებენ დააგემოვნონ ჩვენი ყველა სახეობის ნამცხვარი და ადგილზევე შეარჩიონ მათთვის სასურველი ნაჭრები.

რას აკეთებთ ხარისხის შესანარჩუნებლად?

როგორც უკვე აღვნიშნე, ხარისხის შენარჩუნება ჩვენს სფეროში ყველაზე მეტ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვს. ამაში საკმაოდ ბევრი კადრი გვყავს ჩართული. ამას გარდა, მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც მუდმივად ვახორციელებთ როგორც საწარმოს, ისე გარე ფილიალებში არსებული პროდუქტების მონიტორინგს. პერიოდულად ვიწვევთ და ჩამოგვყავს მსოფლიოში წამყვანი შეფკონდიტერები, რომლებიც მუდმივად გვეხმარებიან ტექნოლოგიების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვაში.

 

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი საწარმოს მიმართ მრავალწლიანი მოთხოვნა და პოპულარობა?

 ვფიქრობ, ბაზრის მოთხოვნას ფეხი სწორად ავუწყვეთ და არ ჩამოვრჩით განვითარებაში. გავხსენით ფილიალები, რათა მეტი კომფორტი შეგვექმნა მომხმარებლისთვის. დღესაც ასე ვაგრძელებთ, ყოველთვის, როცა ვხედავთ, რაიმე ხარვეზი გვაქვს, ვცდილობთ სწრაფად აღმოვფხვრათ და უკეთესები გავხდეთ. დღესასწაულებსა და დატვირთულ დღეებში ჩვენი დიდი გუნდი ახერხებს, მსურველთა მოთხოვნა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. მომხმარებლებიც აფასებენ ჩვენს დამოკიდებულებას და ჩვენი ერთგული რჩებიან.

 

 

გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც საკონდიტრო „რაფაელოს“ ქმნის.

გუნდი, რომელიც ჩემს საწარმოში ამ წლების განმავლობაში შემოიკრიბა და შეიქმნა, ჩემი ყველაზე ფასეული მონაპოვარია. არ არსებობს არაფერი, რაც კარგ, ერთგულ და პროფესიონალ თანამშრომელზე უფრო წინ დგას ბიზნესის განვითარებაში. გვყავს ისეთი თანამშრომლებიც, დაარსების პირველი დღიდან რომ მოგვყვებიან. მათთვის „რაფაელო“ სტაბილური, საიმედო კომპანიაა, სადაც მოსვლისთანავე თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ ოჯახში – ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება?

მომხმარებლის ინტერესი არის პირველი, რასაც ბიზნესმა ფეხი უნდა აუწყოს. ბაზარი მუდმივად იცვლება, შემოდის სიახლეები, ტრენდები, ხშირად ჩნდება მოთხოვნა მანამდე სრულიად უცნობ ან კარგად მივიწყებულ პროდუქტზე. ამას, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და ყოველთვის ვცდილობთ ხალხის ყველა სურვილი დავაკმაყოფილოთ.

 

თქვენი აზრით, რა სჭირდება ქალს პროფესიული მიზნის მისაღწევად?

ქალებისთვის პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევა ბევრად უფრო რთულია. დედობა თავისთავად ცალკე ისეთი საქმიანობაა, რომელიც ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს და ოჯახში აღებული პასუხისმგებლობების პარალელურად, ქალებს ძალიან ცოტა დრო გვრჩება სხვა რამისთვის. თუმცა მთავარია სურვილი, მონდომება, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა.

 

გაგვაცანით საკუთარი თავი, ვინ არის მადონა ბარათაშვილი?

მადონა ბარათაშვილი არის ძლიერი ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, თავისი ქალაქი და ზოგადად, ქართველი ხალხი. მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც ყველა პრობლემა გამოწვევაა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუმკლავდეს. არ მიყვარს ერთ ადგილას დგომა და დროის ტყუილად დაკარგვა – ჩემთვის განვითარება და წინსვლაზე ორიენტირება ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა.

როგორია საკონდიტროს სამომავლო გეგმები?

საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იდეების დამუშავების პროცესში ვართ. უკვე დასრულდა „რაფაელოს“ საკონდიტრო სკოლის მოწყობა და შევიმუშავეთ პროგრამა, გვინდა ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა დამწყებ კონდიტერებს გავუზიაროთ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სადიზაინერო მიმართულებით ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში.

 

რჩევა მკითხველთათვის.

ყველაფერი, რაც ხდება, ხდება უკეთესობისკენ – ამ სიტყვებს ყოველთვის ვიხსენებ, როცა ბიზნესსა თუ პირად ცხოვრებაში რთული მომენტი მაქვს. ყველა გასაჭირის შემდეგ, რომელიც ამ წლების განმავლობაში გამომივლია, ვისწავლე რაღაც ახალი და გავხდი კიდევ უფრო ძლიერი, შევძელი ყოველ ჯერზე ახალ-ახალი თვისებები გამომემუშავებინა, რაც დღეს, ბაზარზე ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში, ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, ძალიან გამოსადეგია.

 

რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?

პირველ რიგში, მიყვარს საქმეში ჩართულობა და მთელი ეს პროცესი. ამას გარდა, მომხმარებლის კმაყოფილება და მადლიერებაა ჩემთვის უდიდესი სტიმული და მოტივაციის წყარო.

 

 

 

 

ტექსტი:  მარიამ ძოწენიძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია
OK! ქუთაისი

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“
OK! ქუთაისი

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე
OK! ქუთაისი

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მოტივაციად ქცეული სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა

#OK! მოტივაციად ქცეული სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა

March 17, 2025
#OK! ვალენტინა სამპაიო

#OK! ვალენტინა სამპაიო

October 9, 2024
#OK! გვინეთ პელტროუმ კიმ კარდაშიანს სექსუალური ხასიათის საჩუქრები გაუგზავნა

#OK! გვინეთ პელტროუმ კიმ კარდაშიანს სექსუალური ხასიათის საჩუქრები გაუგზავნა

March 31, 2021
#OK! Balenciaga-ს შემდეგ ქანიე უესტთან Vogue-იც წყვეტს თანამშრომლობას

#OK! Balenciaga-ს შემდეგ ქანიე უესტთან Vogue-იც წყვეტს თანამშრომლობას

October 31, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „სილამაზის ცენტრი New Day“ –  ადგილი, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის

#OK! „სილამაზის ცენტრი New Day“ – ადგილი, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის

July 10, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

July 10, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები