რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Décor
41378319 - house in construction  project with brick and blueprint

41378319 - house in construction project with brick and blueprint

#OK! რით განსხვავდება ერთმანეთისგან შავი, თეთრი და მწვანე კარკასები?

November 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

ბინის შეძენა ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენაა, რომლის არასწორად გადაჭრა ადამიანის მთელ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ამიტომ, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

შავი, თეთრი თუ მწვანე კარკასი? მსგავსი შეთავაზება თუ ტერმინი ძალიან ხშირად გვხვდება სამშენებლო კომპანიების სარეკლამო კამპანიების დროს. ყოველდღიურობაში ეს სიტყვები თითქოს უკვე ნაცნობი და გასაგებია, რის გამო მყიდველები ხშირად ზედმეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებენ და შემდგომ მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან.

სწორედ ამიტომ, Decor Book-ი გთავაზობთ თითოეული კარკასის მიახლოებით განხილვას, რათა დაგეხმაროთ თქვენთვის უფრო მისაღები და სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში.

ახლა კი უფრო დეტალურად თითოეულ დონეზე:

შავი კარკასი

შავი კარკასის შემთხვევაში, საცხოვრებელ ბინაში დაგხვდებათ მხოლოდ გარე პერიმეტრზე ამოყვანილი კედლები შიდა ტიხრებისა და შელესვის გარეშე. დამონტაჟებული იქნება შესასვლელი ცენტრალური კარი და გარე პერიმეტრზე არსებული ფანჯრები/ვიტრაჟები. მოწყობილი და დასრულებულია აივნები, არსებობის შემთხვევაში. ელექტროგაყვანილობა მიყვანილია შესასვლელ კარამდე. ელექტრო და სუსტი დენის სადენები (ტელევიზია, ინტერნეტი) მიყვანილია შესასვლელ კარამდე. არ არის დაპროექტებული ელექტროსამუშაოები და შესაბამისად, განსაზღვრული ადგილები როზეტებისა და ჩამრთველებისთვის. ასევე არ არის მოწყობილი იატაკის მოჭიმვა. წყლისა და კანალიზაციის წერტილები, როგორც წესი, მიყვანილია ერთ ან რამდენიმე ადგილას, სადაც განლაგებული უნდა იყოს სანიტარული კვანძები.

აღნიშნული ჩამონათვალით ნათელია, რომ შავი კარკასის შეძენა ნიშნავს, გააკეთოთ არქიტექტურულ-მოსაპირკეთებელი სამუშაოები სრულად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს მომხმარებელი, ვინც ასეთი მოცემულობით დაინტერესებულია.

თეთრი კარკასი

შავი კარკასის სამუშაოებზე დამატებით, თეთრი კარკასი მოიცავს მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შიდა ტიხრების მოწყობას და გარე პერიმეტრისა და შიდა ტიხრების შელესვას.  იატაკი მოჭიმულია, ელექტროგაყვანილობა დამონტაჟებულია, განსაზღვრულია ადგილები როზეტებისა და ჩამრთველებისთვის. სამზარეულოსა და აბაზანა-ტუალეტში შეყვანილია წყლისა და კანალიზაციის მილები. ამ დონეზე, საცხოვრებელი ბინა მზადაა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის (კედლების შეღებვა, ფილებისა და ლამინატის დაგება და ა.შ.). რაც შეეხება გათბობის სისტემას, ბევრი სამშენებლო კომპანია თეთრ კარკასში მოიაზრებს ცენტრალური გათბობის მილების მოწყობას, ასევე ინტერნეტი-ტელევიზიის კაბელების მოწყობას. აღნიშნული დამოკიდებულია ხელშეკრულების პირობებზე. თეთრი კარკასის პირობით ბინის შეძენისას დაზოგავთ დროს და ენერგიას შავი სამუშაოების განხორციელებაზე.

 

მწვანე კარკასი

შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს მწვანე კარკასი, ცალსახა პასუხი არ არსებობს. თითოეული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია თავად განსაზღვრავს და ადგენს მწვანე კარკასის პირობებს. საცხოვრებელი ბინის მწვანე კარკასის პირობით მოწყობა დამატებით შეიძლება მოიცავდეს ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით მოწყობას და გათბობა-გაგრილების შიდა და გარე აგრეგატების/სისტემების დამონტაჟებას მყიდველთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

სწორედ ამიტომ, ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია პოტენციურმა მყიდველმა ბინის შეძენამდე დეველოპერთან ან მშენებელთან დააზუსტოს, თუ რას მოიცავს შეთავაზებული ჩაბარების პირობა.

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია
Décor

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა
Décor

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

December 28, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები
Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

December 27, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

June 25, 2022
#OK! მოოქროვილი საპირფარეშო, 314 000 $-იანი ლეიბი და სხვები – ცნობილი ვარსკვლავების ყველაზე მოულოდნელი შენაძენები

#OK! მოოქროვილი საპირფარეშო, 314 000 $-იანი ლეიბი და სხვები – ცნობილი ვარსკვლავების ყველაზე მოულოდნელი შენაძენები

May 15, 2021
#OK! ვანესა ჰაჯენსმა საკუთარი ბრენდის, Caliwater-ის წარდგენისთვის გამართულ წვეულებაზე ორი სხვადასხვა დახვეწილი იმიჯი მოირგო!

#OK! ვანესა ჰაჯენსმა საკუთარი ბრენდის, Caliwater-ის წარდგენისთვის გამართულ წვეულებაზე ორი სხვადასხვა დახვეწილი იმიჯი მოირგო!

May 3, 2021
#OK! ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი და პრინცი ჯორჯი იტალია-ინგლისის თამაშს დაესწრნენ

#OK! ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი და პრინცი ჯორჯი იტალია-ინგლისის თამაშს დაესწრნენ

July 12, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

January 31, 2023
#OK! როგორ შეხვდა ნუცა ბუზალაძე დაბადების დღეს

#OK! როგორ შეხვდა ნუცა ბუზალაძე დაბადების დღეს

January 29, 2023
#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია

January 30, 2023
#OK! ალეკ ბოლდვინს ბრალი მკვლელობისთვის ოფიციალურად წაუყენეს

#OK! ალეკ ბოლდვინს ბრალი მკვლელობისთვის ოფიციალურად წაუყენეს

February 2, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×