• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! “მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ბრენდი მაქვს, არასდროს ვურჩევ ქალბატონებს ზედმეტად ბევრი პროდუქტი გამოიყენონ, როდესაც საქმე სახის კანს ეხება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ” – რიანა

February 21, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

რობინ რიანა ფენტიმ გასული ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა
ამერიკულ კულტურაზე, როგორც მუსიკალურ ინდუსტრიაში, სილამაზისა და მოდის სამყაროში
მიღწეული წარმატებით, ასევე ჰუმანიტარული საქმიანობით. თაობის ერთ-ერთი ყველაზე
გავლენიანი მომღერალი, მსახიობი, ბიზნესვუმენი და დიზაინერი, რომელიც ამჟამად უკვე
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. ვარსკვლავი
მეგობარ მამაკაცთან, ამერიკელ რეპერ A$AP Rocky-ისთან ერთად უკვე მეორე შვილს ელოდება.

ყველაფერი 2005 წელს დაიწყო, როდესაც რიანამ კონტრაქტი Jay-Z-ის ლეიბლთან გააფორმა და
პირველი Dance-pop ჟღერადობის სიმღერა Pon de Replay გამოუშვა, რაც დამწყები
ვარსკვლავისთვის საერთაშორისო აღიარების მომტანი აღმოჩნდა. 17 წლის ასაკში რიანას სინგლი
უკვე Billboard-ის ცხელ ასეულში მოხვდა.

2008 წელს რობინ რიანა ფენტიმ Jay-Z-ისთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერისთვის Umbrella
პირველი გრემი აიღო, 2012 წელს კი პოპვარსკვლავის პროექტი Unapologetic მისი პირველი ნომერ
პირველი ალბომი გახდა. 23 წლის ასაკში რიანა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არტისტად
დასახელდა, რომლის ნომერ I ჰიტების რაოდენობამ ათს მიაღწია.

მუსიკალურ ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების პარალელურად რიანა ყოველთვის იქცევდა
საზოგადოების ყურადღებას ექსცენტრიული გარეგნობითა და ეპატაჟური ჩაცმულობებით. 2014
წელს მან „ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს“ გადაწყვეტილებით მოდის ოსკარად წოდებული
Fashion Icon-ის ჯილდო მიიღო.

Pin by George Hall on Rihanna | Rihanna photoshoot, Fashion, Rihanna style

ბარბადოსელმა ლამაზმანმა 2012 წელს არაკომერციული ორგანიზაცია Clara Lionel Foundation
დააარსა, მას შემდეგ რიანა იყენებს საკუთარ პლატფორმას, რათა გაზარდოს საზოგადოებისთვის
განათლებაზე ხელმისაწვდომობა. კარიერის მანძილზე რიანამ სოლიდარობა არაერთ სოციალურ
მოძრაობას გამოუცხადა, სწორედ ამიტომ ის 2017 წელს Harward-ის წლის ჰუმანიტარად
დასახელდა.

Harvard Gives Rihanna Humanitarian of the Year Award

რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ რიანამ საკუთარი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა,
რომელიც მანამდე არსებული ბრენდებისგან რადიკალურად გამოირჩეოდა. 2017 წელს
საერთაშორისო ბაზარზე Fenty Beauty-ის ინკლუზიური პროდუქცია გამოჩნდა, რომელიც
თავდაპირველად 40 განსხვავებული ფერით წარსდგა.
Forbes-ის ინფორმაციით, Fenty Beauty-ის ბრენდის ღირებულება 2.8 მილიარდი დოლარია.

Rihanna Charts on Twitter: "Rihanna on the cover of Forbes France. https://t.co/LqttPilffh" / Twitter

სილამაზის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების შემდგომ რიანამ Savage X Fenty-ის
თეთრეულის ხაზი წარადგინა. ეს არის ბრენდი, რომელიც გამოხატავს უშიშრობას,
თავდაჯერებულობას, ინკლუზიურობას, მოდური სტილის ფართო სპექტრითა და ხემისაწვდომი
ფასებით. მოდის კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ Savage X Fenty-ის Victoria’s Secret-ის
შემცვლელად, რადგან მათ შოუებსა და კამპანიებში სხვადასხვა ზომის, გარეგნობის, სიმაღლისა
და რასის წარმომადგენელი ქალბატონები იღებენ მონაწილეობას.

„ის, რაც მაძლებინებს ამდენი წლის განმავლობაში არის კრეატიულობა. როდესაც მებადება იდეა,
ყოველთვის ვცდილობ მის რეალობაში მოყვანას. დედაჩემი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა
სილამაზის ინდუსტრიაში, ის უამრავ ადამიანს ულამაზებდა დღეს, როდესაც მათ მაკიაჟს
უკეთებდა, ასე რომ მე ადრეული ასაკიდანვე შემიყვარდა ეს საქმიანობა და ყოველთვის
ვგრძნობდი კავშირს ამ ყველაფერთან“.

„დედაჩემი შესანიშნავი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა გადავლახოთ ცხოვრებაში არსებული
სირთულეები და არასდროს დავნებდეთ. ზოგჯერ შესაძლოა გვქონდეს ისეთი პრობლემები,
რომელთა მოგვარებაც კონკრეტულ მომენტში შეუძლებლად გვეჩვენება, თუმცა იმედის
დაკარგვა არ შეიძლება. მიზანდასახულობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს დედამ მასწავლა“.

How Fenty revolutionized the beauty industry | Vogue France

რიანასთვის Fenty Beauty მხოლოდ სილამაზის ბრენდი ან შემოსავლის წყარო არასდროს ყოფილა.

„მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ბრენდი მაქვს, არასდროს ვურჩევ ქალბატონებს ზედმეტად
ბევრი პროდუქტები გამოიყენონ. როდესაც საქმე სახის კანს ეხება, ძალიან ფრთხილად უნდა
ვიყოთ. არასდროს ვუყურებდი Fenty Beauty-ის ისე, როგორც სილამაზის წყაროს, ბავშვობიდან
ვიყავი დაინტერესებული თავის მოვლით, ჩემი აზრით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს
„სილამაზის საკუთარი ფორმულა“, რომელიც შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში
განვითარდეს ან შეიცვალოს.”

იქიდან, გამომდინარე, რომ გასული წლების 10 ყველაზე მაღალშემოსავლიან სელებრითულ
სილამაზის ბრენდთა სიაში Fenty Beauty პირველ ადგილზეა, საზოგადოება ვარსკვლავის
საყვარელი პროდუქტებითა და ყოველდღიური რუტინით ხშირად ინტერესდება.

„ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი დამატენიანებელი კრემია, რომელიც
ლამაზი კანისა და უნაკლო მაკიაჟის საფუძველია. თუ გსურთ, გამოიყურებოდეთ კარგად,
იკვებეთ ჯანმრთელად. თუ თქვენ ყოველდღიურად მიირთმევთ სწრაფი კვების რესტორნებში,
ვერ იქნებით ძვირადღირებული პროდუქტების იმედზე. თქვენი კვების რუტინა თქვენს კანზე
ყოველდღიურად გამოისახება“.

2021 წელს Forbes-მა რიანა ოფიციალურად მილიარდერად გამოაცხადა, რამდენიმე თვის შემდეგ
ყველაზე მდიდარი ქალ მუსიკოსად დასახელდა, იმავე წელს კი ბარბადოსის რესპუბლიკად
ცნობისადმი მიძღვნილი ცერემონიის დროს კი კარიბის რესპუბლიკის ეროვნული გმირის წოდება
მიენიჭა.

„დაახლოებით 10 წელიწადში მინდა, რომ შევქმნა ოჯახი და მქონდეს საკუთარი ბიზნესი“. – 2008
წელს რიანამ InStyle-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ოჯახის შექმნას გეგმავდა და
შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი მომავალი წარმატებულად იწინასწარმეტყველა.

„ბოლო რამდენიმე წელია, რაც დავიწყე იმის გაანალიზება, რომ დრო საკუთარ თავსაც უნდა
დავუთმო. იმიტომ, რომ მივხვდი, ეს ყველაფერი ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს
ზეგავლენას. თუ არ ხართ ბედნიერები, ვერც თქვენი საყვარელი საქმის კეთება მოგანიჭებთ
სიამოვნებას… ამჟამად ვარ ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობაში, რაც ჩემთვის
პრიორიტეტულია.“

Vogue UK Magazine (May, 2020) Rihanna Cover: Amazon.com: Books

„ვცდილობ, სიამოვნება მივიღო ამ რამდენიმე თვისგან, რომლებიც ძალიან საინტერესო
მოგზაურობას ქმნიან ჩემთვის. მოდა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამის
გამოსახატად. ყოველ კვირას ჩემთვის ახალი თავგადასავალი იწყება, ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცი დედობის შესახებ, თუმცა ესეც კი მახარებს, ბევრი რამე მაქვს სასწავლი და ეს იმედისმომცემია“.

გაიგე მეტი: Birthday Girlმომღერალირიანასტილის აიქონი

ასევე გაეცანი

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ
Fashion

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
#OK!  დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება
Fashion News

#OK! დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება

July 5, 2025
#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია
Fashion

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 5, 2025
#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?
Hollywood News

#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

July 1, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Apple Music Awards-მა The Weeknd დაჯილდოების გამარჯვებულებს შორის დაასახელა

#OK! Apple Music Awards-მა The Weeknd დაჯილდოების გამარჯვებულებს შორის დაასახელა

December 1, 2021
#OK! დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის დაასახელა

#OK! დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის დაასახელა

October 29, 2021
#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Rake Magazine-ისთვის

#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Rake Magazine-ისთვის

March 9, 2022
#OK! Passiontosew – ინტერვიუ საქართველოში კერვის პირველი ონლაინკურსების შემქმნელ ნათელა აბაიშვილთან

#OK! Passiontosew – ინტერვიუ საქართველოში კერვის პირველი ონლაინკურსების შემქმნელ ნათელა აბაიშვილთან

February 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

July 7, 2025
#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები