• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! რესტორანი Sheffpoint – მოგზაურობა ქართული ტრადიციული კერძების გემოებში

December 28, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ქართული ელემენტებით შემკული რესტორანი Sheffpoint საუკეთესო ადგილია უგემრიელესი ქართული კერძების დასაგემოვნებლად. ეს არის სივრცე, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთთან თანხვედრაშია და ქმნის იმ შეუდარებელ გარემოს, რომელიც აქ გახლავთ წარმოდგენილი. თუ გსურთ, დაუვიწყარი გახადოთ ჩვეულებრივი დღე, Sheffpoint ამისთვის საუკეთესო გზაა. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა რესტორნის სერვისმენეჯერ ლევან დავითაძეს.

 

 

როგორ გაჩნდა რესტორან Sheffpoint-ის გახსნის იდეა?

სამ ძმა კონცელიძეს ბავშვობიდან სურდა ჰქონოდა რესტორანი, რომელიც შემკული იქნებოდა ქართული ელემენტებით. სწორედ ამან განაპირობა ბათუმში ქართული კონცეპტუალური რესტორნის გახსნა. ვიდრე იდეა რეალობად იქცეოდა, დამფუძნებლებმა დიზაინერებთან ერთად გააკეთეს ინტერიერი, რომელიც ქმნის მშვიდ გარემოს, ადგილს, სადაც განტვირთვასა და გემრიელი კერძების მირთმევას შეძლებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ავეჯი მთლიანად საქართველოშია წარმოებული, რათა ჩვენმა თითოეულმა მომხმარებელმა შეძლოს ქართული გარემოთი ტკბობა.

გვესაუბრეთ მენიუს სპეციფიკურობასთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ჩვენი შეფის, გიორგი კოხოძის წვლილი იმ უნიკალური მენიუს შექმნაში, რომელიც Sheffpoint-შია წარმოდგენილი. მას მიაჩნია, რომ არ უნდა დაიკარგოს ქართული ტრადიციული გემოები, მაგრამ ამასთანავე, ფაქიზად უნდა მოხდეს ვიზუალური და ტექნიკური გარდაქმნა ამა თუ იმ კერძის. შესაბამისად, ჩვენთან წარმოდგენილია მოდერნიზებული ვიზუალის მქონე ქართული კერძები, რომლებშიც ძალიან მარტივია ჩვენი ტრადიციული გემოების ამოცნობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვგეგმავთ, მენიუ არ იყოს ჩარჩოებში მოქცეული. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ წელიწადის ოთხივე დროს განსხვავებული სეზონური მენიუ. ასევე ვგეგმავთ მოვაწყოთ ევროპული, აზიური და ინტერნაციონალური დღეები, როდესაც ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა ერის ნაციონალური კერძები. გარდა ამისა, ძირითად მიზნად გვაქვს დასახული ჩვენი კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები შეძლებისდაგვარად ადგილზევე დავამზადოთ. აგრეთვე, დავნერგეთ სურსათის უვნებლობის სისტემები, ე.წ. HACCP-ის სტანდარტები, რაც განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხო კვებასა და მომსახურებას.

 

გვესაუბრეთ რესტორნის თანამშრომლების შესახებ.

ჩვენი გუნდი, როგორც სამზარეულოს, ისე სერვისის მიმართულებით, დაკომპლექტებულია ადგილობრივი პროფესიონალი კადრით. შესაბამისად, ჩვენთან მეგობრული გარემო და სასიამოვნო ატმოსფეროა. ეს არის ის, რაც ხელს შეგვიწყობს სამომავლოდ დიდ წარმატებას მივაღწიოთ და მოწინავენი ვიყოთ ქართულ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მათ მუდმივად ვუტარებთ ტრენინგებს, რაც ერთიორად ეხმარება გუნდს იმუშაონ შეკრულად და შედეგის დანახვა მარტივად შესაძლებელი გახადონ.

Sheffpoint-ს პანდემიის პირობებში უწევს თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. რა სირთულეები ახლავს ყოველივე ამას?

უპირველესად, აღვნიშნავ, რომ პანდემიამ ყველაზე დიდი ზიანი სარესტორნო ბიზნესს მიაყენა, რადგან მასობრივად დაიკეტა კვების ობიექტები. თუმცა ჩვენ ყველა რეგულაციის დაცვით, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე დროში შევძლებთ თავის დამკვიდრებას. რა თქმა უნდა, ეს ხარჯებს ზრდის, რადგან ბევრი ისეთი დეტალია, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

გვესაუბრეთ რესტორნის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

რესტორნის დამფუძნებლების მთავარი იდეა და გეგმა გახლავთ, რომ ჩვენმა კერძებმა და მომსახურების სერვისმა Sheffpoint აქციოს ყველა ადამიანისთვის საყვარელ ადგილად. შესაბამისად, თუ ბიზნესი მოგვცემს საშუალებას, ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და ჩვენი ბიზნესის ქსელად გარდაქმნას.

 

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

June 24, 2025
#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება
Gastro

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025
#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი
Gastro

#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი

February 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! იპოვეთ შინაგანი სიმშვიდე „სანამენტეში“

#OK! იპოვეთ შინაგანი სიმშვიდე „სანამენტეში“

May 13, 2025
#OK! #ჩვენიანი – „ლიბერთის“ ახალი კონცეფცია

#OK! #ჩვენიანი – „ლიბერთის“ ახალი კონცეფცია

February 7, 2024
#OK! ტინა ტერნეტის ვილა სამხრეთ საფრანგეთში – ეგვიპტური, ბერძნული და რომაული ანტიკური ნივთებით სავსე “მუზეუმი”

#OK! ტინა ტერნეტის ვილა სამხრეთ საფრანგეთში – ეგვიპტური, ბერძნული და რომაული ანტიკური ნივთებით სავსე “მუზეუმი”

April 29, 2024
#OK! Emily In Paris ბრუნდება: ნეტფქლისი სერიალის მეორე სეზონის ოფიციალურ თრეილერს აქვეყნებს

#OK! Emily In Paris ბრუნდება: ნეტფქლისი სერიალის მეორე სეზონის ოფიციალურ თრეილერს აქვეყნებს

November 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით

#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით

July 1, 2025
#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

June 28, 2025
პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

June 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები