ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს კლინიკა „რენიუსა“ და მის დამფუძნებელს, ქირურგ ლაშა ოსეფაიშვილს. ეს არის სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, თანამედროვე მიდგომები და მომსახურების მაღალი სტანდარტი პაციენტებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნის. დღევანდელ ინტერვიუში კლინიკის დამფუძნებელი და ქირურგი, ლაშა ოსეფაიშვილი, ასევე ექიმი-კოსმეტოლოგი მაია ჯანხოთელი დეტალურად გვიამბობენ კლინიკის ქირურგიული და ესთეტიკური მიმართულებების შესახებ, ინოვაციურ მეთოდებზე, პაციენტებთან ინდივიდუალურ მიდგომასა და იმ სტანდარტებზე, რომლებიც „რენიუს“ ერთ-ერთ გამორჩეულ სამედიცინო სივრცედ აქცევს.

ბ-ნო ლაშა, მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა?
ჩემი პროფესიული არჩევანი გარკვეულწილად ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა – დედა ექიმია და მედიცინა ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა უკრაინაში, ხარკოვის პოსტდიპლომური განათლების აკადემიასა და ზოგადი და გადაუდებელი ქირურგიის ინსტიტუტში გავაგრძელე. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი, სადაც უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვე და პირველად შევეხე რთულ ქირურგიულ გამოწვევებს.
შემდგომი ეტაპი იყო მაგისტრატურა ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში, სადაც პლასტიკურ და ონკოქირურგიას დავეუფლე. პარალელურად, პროფესიული კურსები გავიარე ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ამ მრავალმხრივმა საერთაშორისო გამოცდილებამ სრულიად სხვაგვარად დამანახა ეს სფერო – როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზი. „რენიუმდე“ კი იყო 15-წლიანი ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი გია გვარამიას კლინიკაში.
როდის და რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი კლინიკის დაფუძნება?
„რენიუს“ დაფუძნება არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება. ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და იმ ხედვის რეალიზება, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად ჩამომიყალიბდა. მსურდა საქართველოში შემექმნა სივრცე, სადაც საერთაშორისო სტანდარტი, უსაფრთხოება და მაღალტექნოლოგიური ინოვაციები საბაზისო მოცემულობა იქნებოდა. „რენიუ“ არის ადგილი, სადაც პაციენტი თავს გრძნობს სრულიად დაცულად და ყურადღების ცენტრში.
როგორც კლინიკის დამფუძნებლისა და ქირურგისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტთა ნდობის მოპოვება?
ნდობა არის ერთადერთი ფუნდამენტი, რომელზეც სამედიცინო პრაქტიკა დგას. პლასტიკურ ქირურგიაში ეს კიდევ უფრო კრიტიკულია. ჩვენ ვმუშაობთ „პაციენტი პირველ რიგში“ მოდელით, რაც ნიშნავს, რომ არასდროს ვურჩევთ პროცედურას, თუ ის რეალურად არ ემსახურება მის ჯანმრთელობასა და ესთეტიკურ მიზნებს. ნდობა მოიპოვება გულწრფელობით – როცა პაციენტს ეუბნები არა იმას, რისი მოსმენაც მას სურს, არამედ იმას, რაც მისთვის რეალურად უკეთესია.

ქირურგიული მიმართულებით რა პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს?
„რენიუს“ სერვისები მოიცავს როგორც პლასტიკურ, ასევე რეკონსტრუქციულ ქირურგიას. სტანდარტული პროცედურების გარდა (რინოპლასტიკა, მამოპლასტიკა, ლიპოსაქცია, ფეისლიფტინგი), განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეკონსტრუქციულ ოპერაციებზე, რომლებიც მოიცავს ტრავმებისა და აღდგენით პროცესებს, თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტების კორექციას.
რეკონსტრუქციული ქირურგია ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ესთეტიკასთან, არამედ დაკარგული ფუნქციის აღდგენასა და ადამიანისთვის სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებასთან. თითოეული პროცედურა ტარდება უსაფრთხო გარემოში, მაღალი სტანდარტების დაცვით.
რას მოგვიყვებით „რენიუს“ სამომავლო გეგმებზე?
ჩვენი გეგმა უპირველესად არის მუდმივი განვითარება – კლინიკა განაგრძობს გაფართოებას როგორც სერვისების, ისე საერთაშორისო თანამშრომლობების მიმართულებით. უკვე დაწყებულია საერთო პროექტები ისრაელისა და ევროპის წამყვან კლინიკებთან, რაც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში დავნერგოთ ყველაზე თანამედროვე მიდგომები. ასევე, ვგეგმავთ საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნას ახალგაზრდა კოლეგებისთვის. ჩემი მიზანია, თითოეულ პაციენტს დავუბრუნოთ არა მხოლოდ სილამაზე, არამედ ცხოვრების ხარისხი და თავდაჯერებულობა.

ქ. მაია, მოგვიყევით „რენიუს“ ესთეტიკურ განყოფილებაზე, რა პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს?
ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო „რენიუს“ გუნდის წევრი, სადაც ესთეტიკური მედიცინა და ქირურგია ერთიან ეკოსისტემას ქმნის. ჩვენი ესთეტიკური განყოფილება ორიენტირებულია პაციენტის ბუნებრივი მონაცემების შენარჩუნებასა და მის მაქსიმალურად გაახალგაზრდავებაზე. 18-წლიანმა გამოცდილებამ დამანახა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როცა ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომასა და უახლეს ტექნოლოგიებს.
„რენიუში“პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ესთეტიკური პროცედურების სრულ სპექტრს:
- ინიექციური კოსმეტოლოგია: ბოტულინოთერაპია (ბოტოქსი, დისპორტი), ფილერებით სახის მოდელირება, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია და პლაზმოლიფტინგი.
- აპარატურული მეთოდები: ულთერაპია – კანის უოპერაციო ლიფტინგისთვის, ფრაქსელი და ლაზერული პილინგები.
- სამკურნალო-ესთეტიკური მანიპულაციები: ნაწიბურების, პაპილომებისა და კაპილარების მოცილება, სკლეროთერაპია.
- კანის მოვლა: სახის პროფესიული წმენდა და მიდლინგი.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ ვიყენებთ მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, სერტიფიცირებულ პრეპარატებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ პროცედურებისთვის ვიყენებთ უახლესი თაობის აპარატურას, რომელიც სპეციალურად „რენიუს“ დაკვეთით შეიქმნა. ეს ტექნოლოგიები წლების განმავლობაში დაგროვილი ჩვენი გამოცდილებისა და პაციენტების სპეციფიკური საჭიროებების ანალიზის შედეგია, რაც საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ მაქსიმალურ სიზუსტესა და ეფექტურობას.
თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ესთეტიკური პროცედურების ჩატარება?
ესთეტიკური პროცედურები არ არის მხოლოდ ვიზუალური ცვლილება; ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვის კულტურა. თანამედროვე რიტმში ჩვენს კანსა და სხეულს სჭირდება მხარდაჭერა, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ახალგაზრდული იერი. სწორად შერჩეული პროცედურა ადამიანს მატებს თავდაჯერებულობას, რაც პირდაპირ აისახება მისი ცხოვრების ხარისხსა და განწყობაზე. ეს არის ინვესტიცია საკუთარ მომავალში.

რა უნდა იცოდეს ადამიანმა, სანამ თქვენს კლინიკაში ესთეტიკური პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტს?
უპირველეს ყოვლისა, პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ „რენიუში“ მას პროფესიონალთა გუნდი დახვდება. მნიშვნელოვანია კონსულტაციის პროცესი, სადაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ პაციენტის მოლოდინებს და ვადგენთ ინდივიდუალურ გეგმას. პაციენტი უნდა ენდოს ექიმის რეკომენდაციას და იცოდეს, რომ ჩვენი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოება და ბუნებრივი შედეგია.
ჩვენთან მოსვლისას პაციენტს შეუძლია იყოს სრულიად მშვიდად, რადგან თითოეული მანიპულაცია სრულდება მაქსიმალურად უსაფრთხო და სტერილურ გარემოში, საერთაშორისო პროტოკოლების მკაცრი დაცვით. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის მასალებს, რომლებიც დროში გამოცდილი და სერტიფიცირებულია. განსაკუთრებულ სანდოობას კი ექსკლუზიური, „რენიუს“ საჭიროებებზე მორგებული უახლესი აპარატურა განაპირობებს, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ, ესთეტიკურად სრულყოფილ შედეგს. ჩვენი მიზანია, პაციენტმა თავი იგრძნოს არა მხოლოდ კლინიკაში, არამედ გარემოში, სადაც მის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე უმაღლესი პასუხისმგებლობით ზრუნავენ.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი












