• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რეგიონული განვითარების მეტი შესაძლებლობა – როგორ შთავბეროთ ახალი სიცოცხლე მიწის ფართს და ვაქციოთ თანამედროვე პროექტად

December 28, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საქართველოს რეგიონები ბევრ ისეთ შესაძლებლობას იძლევა, რომელთა რაციონალური გამოყენება ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის არაერთი სარგებლის მომტანია. Bega projects-ის გუნდი კი ხელს უწყობს მათ, ვისაც სურთ საინტერესო მიწის ფართებზე ახალი, თანამედროვე, მიმზიდველი და მდგრადი პროექტები განახორციელონ. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ბიზნესმენს, ეკონომისტსა და Bega projects-ის ავტორ გიორგი ბეგაძეს.

 

თქვენი აზრით, განვითარების როგორ შესაძლებლობებს იძლევა რეგიონები?

მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ახასიათებს, ყველამ ვიცით, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობაა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიყენებთ სათანადოდ.

რეგიონებს აქვთ განვითარების უამრავი შესაძლებლობა და რაც მთავარია, ეს შესაძლებელია იყოს მდგრადი განვითარების საუკეთესო მაგალითები. მუნიციპალიტეტები მაქსიმუმს უნდა აკეთებდნენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ინვესტორებსა და პროექტის ინიციატორებს, რომლებიც ბიზნესპროექტების განხორციელების პარალელურად აძლიერებენ კულტურული მემკვიდრეობის თუ ბუნებრივი რესურსების მდგრადობას.

ჩვენი გუნდი ზუსტად ასეთი პროექტების ხელშეწყობას ახორციელებს მათთვის, ვისაც სურს საინტერესო მიწის ფართებზე ახალი, თანამედროვე, მიმზიდველი და მდგრადი პროექტები განახორციელონ. ჩვენ ვეხმარებით მიწის მესაკუთრეებს და გახსნილები ვართ საქმიანი ურთიერთობისთვის.

გვესაუბრეთ თქვენი პროექტების სპეციფიკურობასთან დაკავშირებით.

ჩვენ მხოლოდ კომერციული მიზნები არ გვაქვს. ეს არის იმ სურვილების ხორცშესხმის მცდელობა, რომელიც ქვეყნისა და მისი რეგიონების მდგრადი განვითარების მიზნებზე გადის. ჩვენ თანამედროვე, ეკომეგობრული, რეგიონული აქცენტებით დასახლებების მშენებლობის მხარდაჭერას ვახორციელებთ.

 

გაგვაცანით ის ორი პროექტი, რომელთა განხორციელებაც უკვე დაიწყეთ.

პირველი არის ეთნოდასახლების პროექტი, ღვინის სოფელი Winevillage ყვარელში, ქინძმარაულის ზონაში − უნიკალურ ეგზოტიკურ გარემოში, რომელიც 4.5 ჰექტარზე ხორციელდება.

მეორე, თბილისთან ახლოს, ასევე უნიკალურ ლოკაციაზე − ეკოდასახლების პროექტი „ეკოვილა“ Ecovilla. მესამე პროექტი მზადების პროცესშია, კონცეფციას ჯერ არ ვამხელთ, მაგრამ მისი კონცეფციაც მდგრად მიზნებს ეყრდნობა.

როგორ გაჩნდა ამ პროექტების განხორციელების იდეა?

დიდი ხნის წინ გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა სინთეზი თანამედროვე დასახლების, კულტურისა და ტრადიციების. ბუნებრივია, 8000-წლიანი ღვინის კულტურის მქონე ქვეყანაში ეს დაკავშირებული იქნებოდა ღვინის კულტურასთან… ასე დავიწყეთ ღვინის სოფელზე ფიქრი.

ჩემი საქმიანი პარტნიორები, უკვე მაშინ, ჩემი შვილები − გიორგი და ნიკოლოზი იყვნენ. დავიწყეთ პირველი იდეის ხორცშესხმა და გავინაწილეთ საქმეები.

მე შესაბამისი მიწის მოძებნა და კონცეფციის დაწერა ჩავიბარე, გიორგის პროექტირების, არქიტექტურისა და ფოტო-ვიდეოვიზუალიზაციებისთვის შესაბამისი პროგრამების შესწავლა და პროექტის კომპიუტერული აწყობა დაევალა. იმ პერიოდში ნიკოლოზი კრივში ევროპის ჩემპიონი გახდა და მიღებული პრემიით პირველი შერჩეული მიწის გამოსყიდვა შეძლო. და ასე დაიწყო ყველაფერი.

გვიამბეთ ღვინის სოფლის შესახებ.

ღვინის სოფელი არის დახურული დასახლება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გახდეს ერთ-ერთი მესაკუთრე, აიშენოს ეთნოსახლი − მარნით, კრამიტითა და ქართული აგურით გაფორმებული, უკვე დარგული ვენახით აწარმოოს საკუთარი ღვინო, და თუ სურვილი ექნება, სარფიანადაც გააქირაოს სახლი სტუმრებზე. გადავწყვიტეთ, შუაგულში შეგვექმნა განტვირთვისთვის სკვერი, სადაც ღვინისა და ეთნოთემატიკის გამოფენებს და ფესტივალებს მოვაწყობთ და ვამატებთ აუზს, რათა კახეთის მწველ მზეზე გაგრილებაც შევძლოთ. ტერიტორიაზე თიხის უძველესი ქოთნები აღმოვაჩინეთ და გვექნება სივრცე, სადაც ამ უძველესი ისტორიის მქონე კულტურის დათვალიერებას შეძლებს ნებისმიერი სტუმარი. მნიშვნელოვანია, რომ ხედებს მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს პროექტებში: კომუნიკაციები (დენი, გაზი) მიწის ქვეშ არის განთავსებული, და ღვინის სოფელშიც საოცარი სანახავია მთებსა და ვენახებზე არსებული ხედები, ამ გარემოში კრამიტით გადახურული ეთნოსახლები.

 

 

გაგვაცანით თქვენი მეორე პროექტი. რა ღირებულებებს ემყარება მისი კონცეფცია?

მეორე ამბიციური პროექტი უკავშირდება რეალურად ეკოგარემოს შექმნას საცხოვრებელი დასახლებისთვის. კონცეფცია შემდეგ მიმართულებებზე დგას:

საცხოვრებლად მაღალი კლასის კომფორტული და უსაფრთხო, მდგრადი გარემოს შექმნა;

ბუნებასთან ჰარმონიული, ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობა.

ინფრასტრუქტურა აქაც მიწის ქვეშაა მოწყობილი. მაქსიმალურად ვუფრთხილდებით გარემოს და კიდევ უამრავი ნარგავის გაშენებას ვგეგმავთ.

ქუჩა უკვე განათდა მზის ენერგიის სანათებით, ყველა სახლის სახურავზე მოეწყობა მზის პანელები, დამონტაჟდება ელექტრომანქანების დასამუხტები, მესაკუთრეებს ექნებათ ეკოპროდუქციის შინ მიღების შესაძლებლობა, გვექნება წვიმის წყლის მართვის სისტემა, მინისათბურები, იოგას და რელაქსაციის სივრცეები, სამკურნალო ბალახების ჩაის კუთხეები და ა.შ.

გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ვგეგმავთ მოლაპარაკებას სახელმწიფოსთან, მოსაზღვრე მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით და გარემოზე ზრუნვისა და მდგრადი განვითარების მიზნებისთვის დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, როგორიცაა მზის პანელების სისტემის, ელექტროავტომობილების დამუხტვისა და მფრინავი ელექტროტრანსპორტის პარკინგის ინფრასტრუქტურის შექმნა.

პრიორიტეტად დავისახეთ მდგრადი განვითარების მიზნები. ბევრი ხედვა გვაქვს, შემდეგი პროექტებიც საოცრად საინტერესო გამოდის, მიწის მესაკუთრეები გვიკავშირდებიან, სურთ, თავიანთ მიწებზე ვიპოვოთ ის მთავარი უპირატესობა, რომელიც წარმატების საწინდარი იქნება, შემდეგ კი ერთობლივად შევქმნათ კონცეფცია და პროექტი შემდგომი განხორციელებისთვის.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! გამარჯვებების წელი ქართული ფარიკაობისთვის
OK! Sport

#OK! გამარჯვებების წელი ქართული ფარიკაობისთვის

January 5, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026
#OK! მუსიკა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება…  ზურაბ ჯეგნარაძე მუსიკოსი ბათუმიდან
OK! კულტურა

#OK! მუსიკა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება… ზურაბ ჯეგნარაძე მუსიკოსი ბათუმიდან

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Machine Gun Kelly და მეგან ფექსი Daily Front Row Fashion Awards-ის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

#OK! Machine Gun Kelly და მეგან ფექსი Daily Front Row Fashion Awards-ის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

April 11, 2022
#OK! ზენდეია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა

#OK! ზენდეია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა

May 24, 2022
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

December 10, 2025
#OK! ანია ტეილორ-ჯოი Dior Croisiere 2022-ის ჩვენებაზე!

#OK! ანია ტეილორ-ჯოი Dior Croisiere 2022-ის ჩვენებაზე!

June 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სტეფანე და ფანიკო

#OK! სტეფანე და ფანიკო

January 5, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის

January 5, 2026
#OK! საკუთარ ხმასთან დაბრუნება – ნათია დუმბაძემ მსმენელს ახალი სიმღერა „ჩემი გულით“ წარუდგინა

#OK! საკუთარ ხმასთან დაბრუნება – ნათია დუმბაძემ მსმენელს ახალი სიმღერა „ჩემი გულით“ წარუდგინა

January 5, 2026
#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

January 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები