რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი ინტერვიუ

#OK ქართველი წარმატებული ბლოგერისა და ინფლუენსერის − სოფია ცაავას ამერიკული ცხოვრება

დეკემბერი 26, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა
რეკლამა

ბოლო დროს, ორგანიზაციები და ბრენდები ადამიანებზე გავლენის მოსახდენად ნაკლებად იყენებენ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრადიციულ საშუალებას. კომუნიკაციაში მსოფლიო მასშტაბით ცვლილებები განაპირობა ციფრული სამყაროს, სოციალური ქსელების, ახალი მედიის შექმნამ და განვითარებამ. შეიცვალა სამყარო და მასთან ერთად − კომუნიკაციის ფორმები. აქტუალური გახდა სიტყვა „ინფლუენსინგი“ („გავლენის მოხდენა“), როგორც საკომუნიკაციო შესაძლებლობა ბრენდსა და მიზნობრივ აუდიტორიას შორის. OK! გაგაცნობთ აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ბლოგერსა და ინფლუენსერს − სოფია ცაავას, რომელსაც ათიათასობით გამომწერი ჰყავს და დიდი პოპულარობითა და ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მოგესალმები, სოფია. მოგვიყევით თქვენ შესახებ. რა არის ამჟამინდელი თქვენი საქმიანობა?

მოგესალმებით. უპირველესად, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩემით დაინტერესდით. მოკლედ გეტყვით ჩემ შესახებ: შვიდი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, საქართველოს ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, აქაურობა ამ მოკლე დროშიც ძალიან შემიყვარდა.

ვარ ბლოგერი, ე.წ. ინფლუენსერი და ჩემი დროის დიდ ნაწილს სწორედ ამ სასიამოვნო საქმიანობას ვუთმობ.

 

 

როდის დაინტერესდით ბლოგერობით? ვინ ან რა გახდა ინსპირაციის წყარო?

საკუთარი ბლოგი წლების წინ შევქმენი. თავდაპირველად, ამ საქმიანობას დიდ დროს ვერ ვუთმობდი − რაც უნდა იყოს, ახალი ჩამოსული ვიყავი. ოჯახი, სამსახური − დრო ნაკლებად მრჩებოდა. მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრების რუტინა შედარებით მოწესრიგდა, ბლოგსაც თანდათან მეტი აქტიურობა დაეტყო.

ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, საყიდლებზე სიარული. პირდაპირ გეტყვით, ბავშვობიდან ძალიან პრანჭია ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფოტო საკუთარ გამომწერებს გავუზიარე და მათგან დადებითი ემოციები მივიღე, მომეცა სტიმული მეტად გავაქტიურებულიყავი. თანდათან ჩემი გამომწერების რიცხვი იზრდება, ჩემ მიმართ პოზიტიური შინაარსის კომენტარებიც იმატებს და მეც ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ეს არის საქმე, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში.

როგორია თქვენი ცხოვრება ეკრანზე და ეკრანს მიღმა?

სიმართლე გითხრათ, არც ისე განსხვავებულია. დიდად არ მიწევს „მსახიობობა“, რადგან მართლა ასეთი ვარ. შემიძლია დღეში რამდენიმე ფოტო გადავიღო და კიდევ უფრო მეტჯერ გამოვიცვალო სამოსი.

მრავალი სხვა ინტერესიც მაქვს, თუმცა თითოეული ჩემი გატაცება უფრო ხელოვნებას უკავშირდება. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტიც, რომ ხშირად მეკითხებიან რჩევებს გარკვეულ ბრენდებთან და ტანისამოსთან დაკავშირებით.

 

რა არის მთავარი ნიშა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ?

ყველა ადამიანი უნიკალურია საკუთარი ნიშითა და ინდივიდუალიზმით. მეც, რა თქმა უნდა, სხვებისგან გამოვირჩევი, თუმცა საკუთარი თავის შეფასებებისგან ვცდილობ თავი შევიკავო. ამ საკითხს სრულად ვანდობ ჩემს გამომწერებს.

როგორია თქვენი ერთი დღის რუტინა? რა გზას გადის პოსტი, ვიდრე   ფართო მასებისთვის გაზიარდება?

ჩემი დღე იწყება ძალიან ენერგიულად − ვიდეო ზარით ჩემი გუნდის წევრებთან. ვგეგმავთ გადაღებებს და ყველა დეტალს განვიხილავთ. შემდეგ მივდივარ სავარჯიშოდ, რადგან მსგავსი გამამხნევებელი აქტივობები მანიჭებს უდიდეს სტიმულს.

 

როგორია ამერიკული ცხოვრება და გეგმავთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?

საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გამიწყვიტავს. ყოველ წელს ერთხელ ან ორჯერ ჩამოვდივარ. ეს არის ერთგვარი თერაპია ჩემთვის, ოჯახისა და მეგობრების ნახვა და ჩემს ქალაქში გასეირნება. ეს არის ის, რაც მავსებს და მმატებს ენერგიას. მის გარეშე ჩემი საქმიანობა ამერიკაში არც ისეთი ნაყოფიერი იქნებოდა. საოცარია ამერიკული ცხოვრება − თითოეული დღე მომდევნო დღისგან სრულიად განსხვავებულია. ამერიკა − ეს არის შესაძლებლობებისა და თავგადასავლების ქვეყანა, მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო.

დაბოლოს…

საუბარს სურვილებით დავასრულებ: ოცნებად მაქვს, ჩემს ქვეყანაში − საქართველოში, ეს სფერო ისეთივე პოპულარული და დაფასებული იყოს, როგორც ამერიკაშია. ეს ქვეყანა ბევრ შანსს გაძლევს ცხოვრებაში, რაღაც შექმნა. იცით, მთავარი რა არის? საქართველოშიც შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ ამით ცხოვრებას ვერ შეძლებ − ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს. შენი ჰობი სასურველ შემოსავალს ვერ მოგიტანს. აქ კი ყველაფერი სხვაგვარად არის. დიდი სურვილი მაქვს ჩემი ქვეყანაც გაიმართოს წელში ამ კუთხით და ადამიანებს შეეძლოთ იმ სფეროებში დასაქმდნენ, რომლებიც თავის დროზე პროფესიად აირჩიეს.

ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს! ჩემს ქვეყანას მშვიდობას, ადამიანებს კი ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებასა და ულევ სიხარულს ვუსურვებ!

 

ტექსტი: ქეთა დაუშვილი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან
Health & Beauty

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

დეკემბერი 30, 2022
#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება
Health & Beauty

#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება

დეკემბერი 29, 2022
#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!
Health & Beauty

#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!

დეკემბერი 29, 2022
#OK! 40 წელი პაციენტების გვერდით – ინტერვიუ „დროფსის“ თერაპევტ ნესტან კვიციანთან
Health & Beauty

#OK! 40 წელი პაციენტების გვერდით – ინტერვიუ „დროფსის“ თერაპევტ ნესტან კვიციანთან

დეკემბერი 29, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! Valentino-ს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის “ოტ კუტიურ” კოლექცია

#OK! Valentino-ს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის “ოტ კუტიურ” კოლექცია

ივლისი 12, 2022
#OK! “ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები.. სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა,” -თამუნა თანდაშვილის ემოციური პოსტი კოვიდკლინიკიდან

#OK! “ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები.. სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა,” -თამუნა თანდაშვილის ემოციური პოსტი კოვიდკლინიკიდან

აგვისტო 11, 2021
OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები დემი ლოვატოს შესახებ!

OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები დემი ლოვატოს შესახებ!

აგვისტო 20, 2021
#OK! კაილი ჯენერის ფერადი იმიჯი! ვარსკვლავი Jean Paul Gaultier-ის კაბით!

#OK! კაილი ჯენერის ფერადი იმიჯი! ვარსკვლავი Jean Paul Gaultier-ის კაბით!

მაისი 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “ნამდვილი, ბუნებრივი სილამაზე არასდროს ბერდება” – 57 წლის ბრუკ შილდსის გამოჩენა Sundance-ის კინოფესტივალზე

#OK! “ნამდვილი, ბუნებრივი სილამაზე არასდროს ბერდება” – 57 წლის ბრუკ შილდსის გამოჩენა Sundance-ის კინოფესტივალზე

იანვარი 21, 2023
#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ელდარ შენგელაიას ცხოვრებას და შემოქმედებას?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ელდარ შენგელაიას ცხოვრებას და შემოქმედებას?

იანვარი 27, 2023
#OK! ოსკარის ნომინაცია 12 წლიანი პაუზის შემდეგ – ბრენდან ფრეიზერი The Whale-ში შესრულებული მთავარი როლისთვის “ოსკარებზეა” ნომინირებული

#OK! ოსკარის ნომინაცია 12 წლიანი პაუზის შემდეგ – ბრენდან ფრეიზერი The Whale-ში შესრულებული მთავარი როლისთვის “ოსკარებზეა” ნომინირებული

იანვარი 27, 2023
#OK! 78 წლის მაიკლ დუგლასი და 53 წლის კეტრინ ზეტა ჯონსი BAFTA-ს ყოველწლიურ Burns Bash-ზე

#OK! 78 წლის მაიკლ დუგლასი და 53 წლის კეტრინ ზეტა ჯონსი BAFTA-ს ყოველწლიურ Burns Bash-ზე

იანვარი 21, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×