• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რა არის ყველაზე მთავარი ჯანსაღ ურთიერთობაში? – ინტერვიუ ფსიქოლოგ თინა როგავასთან

September 20, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

 

ყველა ადამიანი განსაკუთრებულია… სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჩემმა რესპონდენტმა. ყველა ადამიანს განსხვავებული აღქმა გვაქვს როგორც ბედნიერების, ისე უბედურების, თუმცა, ალბათ, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ გვსურს ვიყოთ ბედნიერები, გვქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა პარტნიორთან, მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს და წარმატებულ კარიერას. ეს ყველაფერი კი ჩვენს ხელშია, უბრალოდ, ხანდახან ადამიანები ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე თავს ჩიხში ვგრძნობთ, ამ დროს კი გვჭირდება ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება „ჩაკეტილი წრიდან“ გამოსვლაში და საკუთარი „მეს“ შეცნობაში, ეს ადამიანი კი შესაძლოა იყოს ფსიქოლოგი. ჟურნალ OK!-ის კითხვებს კოგნიტური ფსიქოლოგიის მაგისტრი, სერტიფიცირებული სპორტის ფსიქოლოგი და ნლპ პრაქტიკოსი, თინა როგავა პასუხობს.

 

თინა, რატომ გადაწყვიტეთ ფსიქოლოგობა?

ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი მოზრდილ ასაკში გამიჩნდა, გადამწყვეტი, ალბათ, ადამიანების დახმარების დიდი სურვილი იყო. ფსიქოლოგია გვაძლევს ადამიანების შესწავლის შესაძლებლობას, თუ როგორ და და რაზე რეაგირებენ ისინი, რაც ასევე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგიის მუშაობაში მთავარი კვლევითი ინტერესია, რადგან ძალიან რთულია პრობლემის ძირამდე ჩაწვდომა.

ადამიანი შინაგანად უმრავ ემოციას განიცდის, როდესაც ის მიმართავს ფსიქოლოგს, იგი ანდობს მას ყველაზე ძვირფასს, რაც მის სულშია. ფსიქოლოგი წარმართავს მას ახალ სამყაროში, სადაც ადამიანი პოვებს სიმშვიდეს და მიხვდება, რომ მთელი ცხოვრება მის ხელშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსიქოლოგს ეძლევა შესაძლებლობა, გაიგოს ადამიანის შინაგანი სამყარო.

საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის სურვილმა მიბიძგა დამეწყო საკმაოდ რთული და საინტერესო გზა.

 

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიას თქვენს ცხოვრებაში?

ჩემთვის ჩემი საქმე მეორე ოჯახივითაა. სწორად აირჩიო პროფესია, ეს ნიშნავს, აირჩიო შენი ადგილი ცხოვრებაში. ადამიანებს გვაქვს შესაძლებლობა ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს, სწორედ ეს გვანიჭებს სიამოვნებას და ბედნიერებას. მე ბედნიერი ვარ. ახლო მომავალში მინდა გავხსნა საკუთარი ფსიქოლოგიური ცენტრი.

 

ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ კონსულტაციაზე?

ზოგადად, ბევრს მეკითხებიან შფოთვით აშლილობაზე. ბოლო წლებში უფრო ხშირად მომმართავენ ქალები, რომლებსაც აწუხებთ პანიკური შფოთვები, შიშები და აკვიატებები. ისინი თავს გაურკვევლად გრძნობენ, ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს და წარმოიდგენენ ათას შესაძლო სცენარს, რათა მათთვის მოემზადონ. ეს ყველაფერი არა მხოლოდ აზრების აურზაურსა და ნეგატიურ ემოციებს იწვევს, არამედ გავლენას ახდენს ქალების ჰორმონალურ ფონზე და შესაბამისად, მათ ჯანმრთელობაზე. ჩემი ამოცანაა, დავეხმარო ქალებს შინაგანი საყრდენის გაძლიერებაში. თუკი ქალი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, ის მშვიდად აღიქვამს ბედისწერას, ყველა უბედურებას და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს.

ასევე, ბევრს სურს „საკუთარი თავის პოვნა“ – ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან უსვამს კითხვას საკუთარ თავს: ვინ ვარ მე? რა გავაკეთე ამ ცხოვრებაში? ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა თუ არა? რა უნდა გავაკეთო შემდეგ?

როგორც ჩანს, არ არის რთული იმის გარკვევა, თუ რა მოგწონთ და რა არა, რადგან საზოგადოების აზრის, სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპების ისეთი სქელი ფენა არის დაწესებული ჩვენზე, რომ შეიძლება რთული იყოს ჩვენი ნამდვილი სურვილებისა და მოთხოვნილებების გარჩევა.

ასევე, ქალებში აქტუალური თემაა – „ამორტიზაცია“, რაც მოიცავს ქმართან დამოკიდებულებას, ჩხუბს, გაუფასურებას, უკმარისობის შეგრძნებას – ეს ყველაფერი არაჯანსაღი ურთიერთობის ნიშნებია. ასეთ დროს ჩემი მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახვო ადამიანს სწორი მიმართულება, რატომ ხდება ასე. ურთიერთობაში მხოლოდ ორი ადამიანია – თქვენ და თქვენი პარტნიორი, ეს კი ნიშნავს, რომ ამ ორ ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა ურთიერთგაგებაზე. ხდება ისე, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს ურთიერთობაზე, მეორე კი ყველაფერს ისე იღებს, როგორც არის. ამის გამო შესაძლოა კონფლიქტი მოხდეს. რაც შეეხება დევალვაციას, ფსიქოლოგიური პრობლემის სიღრმიდან გამომდინარეობს. ურთიერთობაში დევალვაციას შეიძლება მოჰყვეს ერთ-ერთი შემდეგი ფაქტორი. განაწყენდებით და თავს იკავებთ, არ საუბრობთ, არ აჩვენებთ ემოციებს, ხშირად გარბიხართ სახლიდან, რათა პრობლემას გაექცეთ. ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ვინც თერაპიაზე იმყოფება, იცის, როგორ სწორად მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა. ჩვენ ამ პრობლემას ერთად ვაგვარებთ.

 

 

რა არის საჭირო ბედნიერი თანაცხოვრებისთვის?

ყველაზე მთავარი ჯანსაღ ურთიერთობაში არის ნამდვილი, ორმხრივი სიყვარული. ჯანსაღ ურთიერთობაში პარტნიორები ზრუნავენ ერთმანეთზე, როგორც სიტყვებით ასევე საქმით, მუდმივად აგრძნობინებენ ერთმანეთს, რომ აფასებენ.

ჩემი აზრით, მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაში კომუნიკაციის გარდა მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება. ეს ნიშნავს იმას, რომ პატივი სცენ ერთმანეთის აზრს, თუ საჭიროა კომპრომისზე წავიდნენ და ერთად მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რაც ორივეს მოუტანს სარგებელს.

რა თქმა უნდა, წარმატებული ურთიერთობის მრავალი სხვა ასპექტი არსებობს, მათ შორის საერთო ინტერესები და ღირებულებები, ფიზიკური სიახლოვე და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. თუმცა თუკი ურთიერთობა მოკლებულია ძლიერ კომუნიკაციას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდეს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ეს ფაქტორები. კომინიკაცია არის ის საფუძველი, რომელზეც შენდება ნდობა, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა, რაც აუცილებელია სირთულეებისა და პრობლემების გადასაჭრელად. კომუნიკაციის პრიორიტეტების მინიჭებით და თქვენი ურთიერთობის ცენტრალურ ნაწილად გადაქცევით შეგიძლიათ შექმნათ საფუძველი ძლიერი, ჯანსაღი ურთიერთობისა, რომელიც გაგრძელდება.

 

ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი პაციენტები, რომლებიც იზიარებენ თავიანთ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორი იყო მათი მოგზაურობა თერაპიამდე და როგორია ახლა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოტიავაციას მაძლევს.

 

დაბოლოს, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

იყავით ოპტიმისტები! არ შეგეშინდეთ ცვლილებების! ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს. დაიცავით ბალანსი პირად ცხოვრებასა და პროფესიას შორის. თუკი თქვენ მიჰყვებით ამ პრინციპებს, შეძლებთ მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე
ინტერვიუ

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

May 6, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! LAPPETIT- ადგილი, სადაც თითოეული ტორტი ხელოვნების ნიმუშია
ინტერვიუ

#OK! LAPPETIT- ადგილი, სადაც თითოეული ტორტი ხელოვნების ნიმუშია

April 30, 2025
#OK! დეველორის კვლევა L&D Kaleidoscope – სწავლებისა და განვითარების 2025 წლის ტრენდები
Uncategorized

#OK! დეველორის კვლევა L&D Kaleidoscope – სწავლებისა და განვითარების 2025 წლის ტრენდები

April 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სად ატარებენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საზაფხულო არდადეგებს (ფოტოები)

#OK! სად ატარებენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საზაფხულო არდადეგებს (ფოტოები)

July 12, 2022
#OK! როგორ გამოიყურება კაილი ჯენერი მშობიარობის შემდეგ: ვარსკვლავის იშვიათი გამოჩენა

#OK! როგორ გამოიყურება კაილი ჯენერი მშობიარობის შემდეგ: ვარსკვლავის იშვიათი გამოჩენა

March 8, 2022
#OK! წარმატება, როგორც უწყვეტი პროცესი და გამოწვევებთან ადაპტაცია

#OK! წარმატება, როგორც უწყვეტი პროცესი და გამოწვევებთან ადაპტაცია

March 13, 2025
#OK! გრემიზე “ძალით წაყვანილი” ბენ აფლეკის ტანჯული სახე ამჟამად ინტერნეტის ყველაზე პოპულარული მიმია

#OK! გრემიზე “ძალით წაყვანილი” ბენ აფლეკის ტანჯული სახე ამჟამად ინტერნეტის ყველაზე პოპულარული მიმია

February 7, 2023

კვირის ჰიტები

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

OK! მასპინძელი – ibis Tbilisi City

May 6, 2025
#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

May 6, 2025
#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

May 6, 2025
#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

#OK! სოფიო სურმავა წარმატებულ პროფესიულ მიღწევებსა და მოღვაწეობაზე

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები