• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქართული სპორტის ლეგენდა – როსტომ აბაშიძე

October 11, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

OK! ბათუმი განსაკუთრებული პატივისცემით წარმოგიდგენთ ქართული სპორტის, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობის ლეგენდას, სამგზის მსოფლიო ჩემპიონს, საპატიო ნიშნის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერს როსტომ აბაშიძეს.

 

ბატონო როსტომ, თქვენ ძალიან ნაყოფიერი და  წარმატებული სპორტული ცხოვრების გზა გამოიარეთ. ამ გადასახედიდან რა ემოციები გეუფლებათ, როცა თვალს გადაავლებთ თქვენს წარსულ, მდიდარ გამოცდილებას? როგორ ფიქრობთ, რა იყო  წარმატების მთავარი გასაღები?

ერთადერთი მოჭიდავე ვარ მსოფლიოში, რომელსაც ჩატარებული 90 შეხვედრიდან არც ერთი წაგება არ ჰქონია. არასოდეს წამიგია. ძალიან სწრაფი ვიყავი და  ამ სისწრაფით ვჯაბნიდი მეტოქეს. როცა ის ფანდის გაკეთებას დაიწყებდა, ვასწრებდი და ასე ვუგებდი.  ყოველთვის განსხვავებული მანერებით ვჭიდაობდი, ვერავინ იტყოდა, აბაშიძე ერთ ფანდს აკეთებსო. თუმცა განსაკუთრებულ მოგვერდს კი ვაკეთებდი ისე, რომ წინააღმდეგობას ვერავინ მიწევდა.

 

გაიხსენეთ ისეთი ასპარეზობები, რომელიც განსაკუთრებული იყო თქვენთვის და დღემდე ემოციურად გახსენდებათ.

1962 წელს ამერიკაში შეხვედრა მქონდა თურქ ათლისთან – მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონთან. 10 წუთს ვჭიდაობდით, როგორც განსაზღვრული იყო რეგლამენტით. ხელი ჩამოვართვით თუ არა, შემომიტია, ჩემზე დაბალი და ღონიერი იყო. ბრძოლაში 5 წუთი გავიდა, შემდეგ  ერთი წუთით შევისვენეთ. სასტვენით ნიშანი მოგვცა თუ არა მსაჯმა, კვლავ გამოქანდა ათლი, გავუკეთე მოგვერდი და მეექვსე წუთზე წავაქციე. ხელი არ ჩამომართვა, ისე გავიდა არენიდან., ძალიან გაბრაზდა.  რამდენიმე წლის შემდეგ თურქეთში შემხვდა, რომ დამინახა, გამოქანდა და გადამეხვია. გამიკვირდა ასეთი შეხვედრა. ათლიმ  სავიზიტო ბარათი მომცა, სადაც წააწერა- „ჩემს მეგობარს“ და ანკარაში დამპატიჟა. მერე გამომადგა ეს ბარათი, თურქეთში, პოლიციელებთან მომიწია გადაკვეთა პატარა დარღვევაზე და ეს ბარათი რომ ვაჩვენე, ხელები ასწიეს, გამომიშვეს ჯარიმის გარეშე.

1957 წელს მოსკოვში ფესტივალი და სპორტული თამაშები ერთდროულად ტარდებოდა. იმ დროისთვის ამ თამაშებს  მსოფლიო ჩემპიონატის დონის დატვირთვა ჰქონდა. ასპარეზობის წინა დღეს სიცხე მომცა, 41 გრადუსამდე ამივიდა. ძალიან ცუდად ვიყავი, საჭიდაო ფეხსაცმელებიც კი ვერ ჩავიცვი, ჩემმა მწვრთნელმა ჩამაცვა და მითხრა, იქნებ 2-3 წუთი მაინც შეძლო და იჭიდავოო. ცნობილ მოჭიდავეს – რუმინელ მარტინესკოს ვხვდებოდი.  ხელის ჩამორთმევიდან 30 წამში წავაქციე მეტოქე.  ამ დროს უკვე სასწრაფო დახმარება იყო გამოძახებული ჩემთვის და არენიდან პირდაპირ  საავადმყოფოში წამიყვანეს.  მედალი მწვრთნელმა აიღო ჩემს ნაცვლად.

მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე, შვედეთში, კვლავ მარტინესკო იყო  ჩემი მოწინააღმდეგე. ის ბრძოლა აუცილებლად უნდა მომეგო, ფრე არ იყო საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის. გავედი საჭიდაო ხალიჩაზე და ვხედავ, მარტინესკო არ მეჭიდავება, გამირბის. ბოლოს ავწიე ხელები, შემოვტრიალდი და ხალიჩაზე დავწექი. ფაქტიურად ვაიძულე, რომ მოახლოებულიყო და ხელით შემხებოდა, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა.  უკნიდან ჩამავლო და გადამაგდო, ამ მანევრში 3 ქულა მიიღო. საბოლოოდ კი  5:3 მოვუგე მარტინესკოს. მახსოვს, რუმინელები თავში იშენდნენ ხელებს, ეს რა მოგვივიდაო.

 

ბატონო როსტომ,განსაკუთრებით ძლიერი მეტოქე გაიხსენეთ. როდის იყო ისეთი ბრძოლა, როცა მეტი ძალისხმევა დაგჭირდათ მოსაგებად?

ასეთი იყო შვედი იანსონი, ძალიან ძლიერი მოჭიდავე. თბილისში იყო ჩამოსული, ვიჭიდავეთ და ის შეხვედრა ფრედ დამთავრდა. ძალიან სწრაფი სპორტსმენი იყო. შემდეგ  უკვე ამერიკაში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. შეხვედრამდე ვფიქრობდი, როგორ მომეგო იანსონსთვის. სპორტსმენი  ყოველთვის ფიქრობს  წინასწარ ბრძოლის სპეციფიკაზე,  თავში მოძრაობებს, ფანდებს ალაგებს, მაგრამ არენაზე იცვლება სიტუაცია, ბრძოლა ხომ ცოცხალი პროცესია.. შევუტიე იანსონს, გამიკეთა მოგვერდი და ქულა მიიღო. მივხვდი, რომ ასეთ შეტევას აზრი არ ჰქონდა, გავჩერდი და ისიც გაჩერდა. დავიწყე უკან დახევა, ჭიდაობაში ასეა: ხალიჩიდან ერთხელ გასვლა მსაჯისგან  გაფრთხილების მოცემას ნიშნავს, მეორედ თუ გახვალ, უკვე ქულას კარგავ. ერთხელ გამიზნულად გავედი ხალიჩიდან, გააქტიურდა იანსონი, მე  ჩემს მომენტს ველოდი, ისიც მალე დადგა, გავუკეთე მოგვერდი  და ასე გავიმარჯვე. სპორტში მხოლოდ ღონე არაა საკმარისი, აზროვნებაც მნიშვნელოვანია, გონება თუ არ ჩართე, მხოლოდ ძალის გამოყენებით ვერ მოიგებ. სწორად აზროვნება მეხმარებოდა ყოველთვის. ალბათ ამიტომაც მოხდა ის, რომ არც ერთი შეხვედრა წამიგია.

ბატონო როსტომ, სულ რამდენი შეხვედრა გაქვთ დასრულებული ფრედ?

6-7. დანარჩენი ყველა მოგება იყო.

თქვენ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ბრძანდებით ჭიდაობაში. მოდით, გაიხსენეთ პირველი დიდი გამარჯვება.

1958 წელს ბუდაპეშტში გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, 23 წლის ვიყავი.

გამარჯვების შემდეგ იუგოსლავიელმა მწვრთნელმა დაუძახა კოლეგებს და უთხრა: ხომ  გითხარით, აბაშიძე გახდება ჩემპიონიო? ისინიც უხალისოდ დაეთანხმნენ. თურმე როცა შეჯიბრებამდე გუნდებს გადახედეს, ერთმა მწვრთნელმა თქვა, აბაშიძე სუსტი იქნებაო, მაშინ პირველად ვმონაწილეობდი მსოფლიო ჩემპიონატში.  იუგოსლავიელ მწვრთელსკი უპასუხია, აბაშიძე ქართველია, ის რომ სუსტი იყოს, გუნდში საერთოდ არ გააჩერებდნენო.

ძალიან დიდი ზეიმი იყო ბათუმში, ჩემპიონი რომ გავხდი. განსაკუთრებულად აღნიშნეს ეს მოვლენა ბათუმელებმა.

ბატონო როსტომ, ჩვენი ჟურნალის საშუალებით რა რჩევებს მისცემდით დამწყებ სპორტსმენებს?

თუ საქმეს მოკიდებენ ხელს, ის აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანონ, ემოციებს არ აყვნენ, მსხვერპლი გაიღონ მიზნის მისაღწევად. ერთი ღერი სიგარეტიც კი არ მომიწევია, რადგან ვიცოდი, ხელს შემიშლიდა მავნე ჩვევა. 14 წლის ვიყავი, როცა ჭიდაობა დავიწყე, თავიდან დედაც და მამაც წინააღმდეგი იყვნენ, რომ ამ გზით წავსულიყავი. ფეხბურთზე და ჭიდაობაზე ერთმანეთის პარალელურად დავდიოდი. შემდეგ ფეხბურთს დავანებე თავიდა მთელი დრო ჭიდაობას მივუძღვენი. მამა პედაგოგი იყო, ჩემი არჩევანის გაგონებაც არ უნდოდა. ჩუმად ვიპარებოდი სახლიდან და ისე ვვარჯიშობდი.

16 წლის ვიქნებოდი, აჭარის ჩემპიონატზე რომ გამოვედი. 25 წლის საკმაოდ გამოცდილი მეტოქე შემხვდა.შეჯიბრზე ჩემს საქომაგოდ დედა და ბიცოლა მოვიდნენ, მამამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა და არ წამოვიდა, არ ვუყურებ მის შერცხვენას, წააქცევენო. გავედი ტატამზე და ძალიან მალე დავამარცხე ჩემი მეტოქე. იყო მქუხარე ტაში და ოვაციები. სახლში მისულს მამამ ხელი ჩამომართვა და მითხრა, შეგიძლია ამიერიდან თამამად  იჭიდავოო. ამის შემდეგ  მთლიანად  გამეხსნა გზა.

ყველას ვურჩევ, არასოდეს დანებდნენ და საყვარელ საქმეს მთლიანად მიუძღვნან საკუთარი თავი.

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სატელევიზიო ისტორიები – პირველი ტელეგადაცემები

#OK! სატელევიზიო ისტორიები – პირველი ტელეგადაცემები

November 7, 2022
#OK! “ვფიქრობ, შვილებთან ერთად უფრო იზრდები, გეცვლება შეხედულებები და უფრო თანამედროვე ხდები” – დევიდ ბექჰემი

#OK! “ვფიქრობ, შვილებთან ერთად უფრო იზრდები, გეცვლება შეხედულებები და უფრო თანამედროვე ხდები” – დევიდ ბექჰემი

March 29, 2023
#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

September 24, 2021
#OK! დვ დეველოპმენტი – მყუდრო, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი სივრცე

#OK! დვ დეველოპმენტი – მყუდრო, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი სივრცე

August 10, 2023

კვირის ჰიტები

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025
#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები