• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქალობა როგორც პრივილეგია – ნინჩო ჯიბლაძის სიყვარულითა და მადლიერებით სავსე ცხოვრება

March 1, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალ OK!-ის მარტის ნომერში ქალებზე ვწერთ, ჭკვიან, მშრომელ, ნიჭიერ, წარმატებულ და თავდაჯერებულ ქალებზე. ქალებზე, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი დამოკიდებულებით, ცხოვრების წესით, ქალთა მიმართ მხარდაჭერითა და  მომავლის იმედით. ზუსტად ასეთი ქალია ნინჩო ჯიბლაძე,  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული სპეციალისტი, არაჩვეულებრივი მწერალი, გულითადი მეგობარი, საოცარი დედა, პასუხისმგებლიანი მოქალაქე და მოტივაციის მომცემი ქალი, რომელიც თვლის, რომ ქალობა მისთვის პრივილეგია უფროა, ვიდრე დაბრკოლება. ქალი, რომელიც დღეს მადლობით იწყებს და მადლობით ასრულებს. ქალი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს სიმშვიდეს და კეთილგანწყობას და ქალი, რომელიც მუდამ იქ არის, სადაც მისი დახმარება სჭირდებათ.

 

რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი?

ქალებს ძალიან ბევრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა აგვკიდეს და თითქოს ვალდებულებიც გაგვხადეს, ვიყოთ ძლიერები. ჩემთვის საერთოდ არ არსებობს განსხვავება, ქალი ძლიერი თუ კაცი ძლიერი, ყველა თანაბრად უნდა ინაწილებდეს იმ ვალდებულებებს, რაც აკისრიათ და რაც თავად აირჩიეს.

შესაძლოა ქალებმა თავად ჩვენ  დავიკისრეთ და ავიღეთ ჩვენს თავზე იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, მაგრამ სხვანაირად არ შეგვიძლია, გვინდა ყველაფერი იყოს იდეალურად, სწორად დაგეგმილი და, რაც მთავარია, გვინდა, რომ ჩვენი დრო თანაბრად გავანაწილოთ ოჯახსა და სამსახურზე. ვფიქრობ, იყო ძლიერი ადამიანი ზოგადად, და არა მარტო ქალი, ნიშნავს, რომ გქონდეს ბალანსი, შეგეძლოს საკუთარი რესურსის გადანაწილება – ემოციების, სიყვარულის, თავდადების, საკუთარი დამოკიდებულებისა და, რაც მთავარია, ფასეულობების.

ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც თავად სურს. ზოგიერთისთვის სიძლიერე და წარმატება ოჯახი, ბევრი შვილის ყოლა და მათი აღზრდაა, რაც ჩემთვისაც უდიდესი წარმატებაა, მაგრამ მთავარია შენ რა განიჭებს სიამოვნებას და თავად რაში ხედავ შენს სიძლიერეს.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ქალისთვის?

მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  თუ ხდება ისე, რომ რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი იმ მომეტში რაიმეში მხარს არ მიჭერს, ძალიან მიჭირს. გაცილებით უკეთ გამომდის საქმე, როდესაც ოჯახისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. პირველ რიგში ვგულისხმობ ჩემს მეუღლეს, რომელიც სულ მიჭერს მხარს, მაძლიერებს და, რაც უნდა იყოს, მაინც ჩემს მხარეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ობიექტურია და  სწორად აფასებს სიტუაციებს, სულ ვგრძნობ მის მხარდაჭერას. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ადამიანისთვის.  ბედნიერებაა სჯეროდეთ შენი და მხარს გიჭერდნენ.

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოში დროის გამოყენების ძირითადი შედეგების ანალიზს ეხება, დაადგინეს, რომ საქართველოში დედები ბავშვზე ზრუნვას 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე მამები. თქვენს ოჯახში როგორ ხდება საოჯახო შრომის გადანაწილება?

ნამდვილად ძალიან სამწუხარო შედეგია. საბედნიეროდ, ჩვენს ოჯახში ეს საკითხი დაბალანსებულია. ჩემი მეუღლე უდიდეს შრომას სწევს ბავშვების აღზრდის საკითხში. აქტიურადაა ჩართული მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და საოჯახო საქმეებშიც.  რაც მთავარია, ეს არ ხდება ძალდატანებით, პირიქით, მას ეს ძალიან სიამოვნებს.

 

 

ასევე უთანასწოროა ანაზღაურებულ შრომით ბაზარზე ქალებისა და კაცების ძალთა გადანაწილება, მით უმეტეს წამყვან პოზიციებზე. რას ფიქრობთ ამაზე და რა ვითარებაა ამ მხრივ თქვენთან „გალფში“?

ჩვენს კომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე ძალიან ბევრი ქალია დასაქმებული. არაჩვეულებრივი ქალბატონები მუშაობენ და დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი კომპანიის წარმატებაში. ამ მხრივ „გალფში“ ბალანსი დაცულია. ქალებიც და კაცებიც თანაბარი ძალებით ვზრუნავთ და ვიხარჯებით ჩვენი კომპანიისთვის.

ამ საკითხის მოგვარება, ვფიქრობ, უფრო ჩვენს მენტალობაშია, რომელიც აუცილებლად შეიცვლება.

დღეს მსოფლიო ლიდერები ერთხმად აღიარებენ, რომ რომელ კომპანიაშიც ბევრი ქალია, ის კომპანია მით უფრო კომფორტული, წარმატებული და დაბალანსებულია. ქალებმა უკეთესად იციან სიტუაციების მართვა და კრიზისის მენეჯმენტი.

 

ნინჩო, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დაკავებული ხართ სხვადასხვა საქმიანობით, როგორ უმკლავდებით საქმეებს გარეთ და საქმეებს სახლში? როგორ ინარჩუნებთ ბალანსს?

დროის მართვა არის მთავარი გასაღები. ვცდილობ დღე სწორად გადავანაწილო.

ჩემთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტულია ჩემი ოჯახი, ვერაფერს ვერ დავაყენებ მასზე წინ. ამიტომ ნამდვილად არ არის მარტივი, სამსახურშიც იყო, ოჯახსაც არ აკლდე, მეგობრებშიც გაერიო, იმოგზაურო და გაერთო კიდეც, ურთულესია…

მაგრამ, მთავარია დროის სწორად გადანაწილება. მაგალითად, დილაობით ჩემთვის გარკვეული დრო მჭირდება, ამიტომ ვიღვიძებ 6 საათზე, 8-ის ნახევრამდე ვასწრებ მოწესრიგებას, ვარჯიშს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ყოველთვის ასე ვიყავი, ნებისმიერ ასაკში.

8 საათისკენ ოჯახის დანარჩენი წევრებიც იღვიძებენ და 9-ის ნახევრისთვის სახლიდან გავდივართ. სამსახურში მაქსიმუმ 10-ის 15 წუთზე ვარ და ზუსტად 6 საათზე ვამთავრებ.

მაგალითად, დედაჩემი მთელი ცხოვრება ძალიან დაკავებული იყო და იშვიათად ახერხებდა ჩვენთან დროის გატარებას, თუმცა მასთან ყოფნა ყოველთვის იყო ძალიან დახუნძლული, საინტერესო, ხარისხიანი. მას შემდეგ სულ ვფიქრობ, რომ ჯობია ცოტა დრო გაატარო შვილებთან და საინტერესოდ, ვიდრე სულ ბავშვებთან იყო მოწყენილი და არაფერი გქონდეს მათთვის სათქმელი. ბავშვებთან ურთიერთობა ბედნიერ შეგრძნებას მანიჭებს. ხშირად ყოფილა, როცა საღამოს სადღაც მომსურვებია წასვლა და უარი მითქვამს, რადგან ეს არის ბავშვების დრო. მერე ვხვდები, რომ სულაც არ მინდა სადმე წასვლა, მათთან ყოფნა მირჩევნია. მირჩევნია ბავშვები წავიყვანო თეატრში, კინოში ან ერთად ვისეირნოთ. შაბათ-კვირას გამორიცხულია რამე დავგეგმო.

დროისა და პრიორიტეტების სწორი გადანაწილება – ესაა მთავარი და ყველაფერს მოასწრებ ადამიანი.

 

ნინჩო, თუ შეგხვედრიათ ცხოვრებაში სირთულეები მხოლოდ იმიტომ, რომ ხართ ქალი?

რა თქმა უნდა, ბევრჯერ. ხშირად არასერიოზულად გიყურებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ.

რაღაც თითქოს არ გეცოდინება კარგად, იმიტომ რომ გოგო ხარ, რაღაცას თითქოს თავს ვერ გაართმევ იმიტომ, რომ გოგო ხარ, მანქანის ტარების დროსაც ხშირია ეგ დამოკიდებულება, გავრცელებული სტერეოტიპი – ქალი საჭესთან და ა. შ.

რაც შეეხება კარიერულ წინსვლას, ამ მხრივ დაბრკოლება არ მქონია, პირიქით, ყოველთვის ხელი შეუწყვია იმას, რომ ქალი ვარ.

სამწუხაროდ, შემხვედრია ქალები, რომლებიც ქალს კი არ დააფასებენ და ხელს შეუწყობენ, პირიქით.

ჩემთვის ვისაც კარიერულ წინსვლაში ხელი შეუწყვია და წინ წავუწევივარ,  სულ კაცები იყვნენ. არასოდეს მქონია მომენტი, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს, კარიერულ წინსვლაში თუ სხვა პროცესებში ჩემთვის ჩემს სქესს ხელი შეეშალა. ქალობა ჩემთვის უფრო პრივილეგიაა, ვიდრე დაბრკოლება.

 

რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი, რა გაძლევს ენერგიას?

სიცოცხლე. ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ადამიანები. მიმაჩნია, რომ ყოველი დღე არის დამატებითი მოტივაცია, თავი კარგად იგრძნო. რთული პერიოდებიც მქონია, ძალიან კარგი პერიოდებიც, როგორც ყველას, მილიონი პრობლემაც, მაგრამ ყოველი დილა, როცა ვიღვიძებ, იწყება მადლობით და მთავრდება მადლობით. მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა.

უდიდესი ძალაა მადლიერებაში, მადლობა ყველაფრისთვის.

 

ნინჩო, თავად ხშირად ყოფილხართ მრავალი საინტერესო ინიციატივის ავტორი, სადაც ყოველთვის ქალების გაძლიერებაზე ზრუნავთ. თქვენი ბლოგითაც უამრავ ქალს აძლევთ მოტივაციას – როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი, რაც ქალებს გვსურს?

ვფიქრობ, პირველ რიგში, ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს, ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ. სულ მინდა ვაკეთო ის, რაც მიყვარს. არ მინდა ვინმეზე ვიყო დამოკიდებული. მინდა მქონდეს იმის კეთების თავისუფლება, რაც მსიამოვნებს. სარკეში რომ ჩავიხედავ, მომწონდეს ჩემი თავი და ვიყო ჩემი პიროვნების საუკეთესო ვერსია. ჩემ გარშემო  როგორც შემიძლია, ისე დავეხმარო სხვას.

სიყვარული გვსურს ქალებს. სიყვარულს ეფუძნება მთელი ჩემი ცხოვრება. სიყვარული მაძლევს ყველაზე დიდ ძალას და მოტივაციას –  ჩემი ოჯახის,  მეგობრების, ჩემი საქმის სიყვარული. ყველაფერი ბევრად უკეთ გამოდის, როდესაც სიყვარულით აკეთებ…

 

 

ტექსტი: სალომე სიხარულიძე

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ასევე გაეცანი

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით
ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში
ინტერვიუ

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023
#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში
ინტერვიუ

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში

March 17, 2023
#OK! მარტის თვეა ჩვენი….
ინტერვიუ

#OK! მარტის თვეა ჩვენი….

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! სემ სმიტი Brit Awards-ზე ლატექსის გიგანტური, გაბერილი სამოსით გამოჩნდა

#OK! სემ სმიტი Brit Awards-ზე ლატექსის გიგანტური, გაბერილი სამოსით გამოჩნდა

February 12, 2023
#OK! ფიბი ფაილოს ფენომენი

#OK! ფიბი ფაილოს ფენომენი

October 1, 2021
#OK! საჭირო ნივთები მოგზაურობის დასაგეგმად

#OK! საჭირო ნივთები მოგზაურობის დასაგეგმად

August 26, 2021
#OK! გასტრონომი ჯგუფი 3 წლისაა

#OK! გასტრონომი ჯგუფი 3 წლისაა

September 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

March 30, 2023
#OK! “ის ნამდვილი ბარბის თოჯინაა” – კადრები კიმ კარდაშიანის ახალი ფოტოსესიიდან

#OK! “ის ნამდვილი ბარბის თოჯინაა” – კადრები კიმ კარდაშიანის ახალი ფოტოსესიიდან

March 27, 2023
#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

March 26, 2023
#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

March 29, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×