• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქალებს ყველაფერი შეუძლიათ

March 2, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„მინდა, რომ ყველა ქალმა ირწმუნოს საკუთარი თავის“ – ხატია ფიჩხაია

MED.CO წარმოადგენს პირველ მულტიპროფილურ სამედიცინო მომსახურებას სასურველ მისამართზე გამოძახებით. MED.CO გთავაზობთ ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს. თუ რა იყო მისი შექმნის მიზანი და როგორია იყო ქალი მმართველი, ამის შესახებ OK! გაესაუბრა სამედიცინო ცენტრ MED.CO-ს აღმასრულებელ დირექტორ ხატია ფიჩხაიას და გენერალურ დირექტორ ნინო ლომთაძეს.

რა იყო MED.CO-ს შექმნის მიზანი?

(ხატია):  სამედიცინო ცენტრ MED.CO-ს დაარსების იდეას პანდემიის პერიოდის გამოწვევები უდევს საფუძვლად. ჩვენი მიზანია, ამბულატორიული ტიპის სამედიცინო სერვისები უფრო მოქნილი გავხადოთ და მოსახლეობას მივაწოდოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სასურველ მისამართზე. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, პაციენტებს შევთავაზოთ სხვადასხვა პროფილის ამბულატორიული მომსახურება ერთ სივრცეში და ვუპასუხოთ არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოწვევებს, არამედ ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ნოზოლოგიის მართვასა თუ დიაგნოსტირებას. კომპანიის მთავარი ფასეულობაა ვიზრუნოთ ადამიანებზე, პრიორიტეტულად ბავშვებსა და მოხუცებზე, და უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

უფრო დეტალურად, რას მოიცავს MED.Co-ს მომსახურება?

(ნინო): MED.CO აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების 50-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ ექიმს, თანამედროვე ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებს. ცენტრი აღჭურვილია 2021 წლის აპარატურით. ბინაზე მომსახურება მოიცავს: ექიმის ვიზიტს სასურველ მისამართზე, პაციენტის ანამნეზის შესწავლას, მისთვის კონსულტაციის გაწევას, მკურნალობის ინდივიდუალური ტაქტიკის შერჩევას და შესაბამის მართვას. ასევე, შესაძლებელია შემდეგი სერვისების ჩატარება: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა – სხვადასხვა სეგმენტის ექოსკოპიური კვლევა ბავშვებშიც და მოზრდილებშიც; ციფრული რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა – MED.CO-ს რადიოლოგიური მომსახურება მოიცავს როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების სხვადასხვა სეგმენტის კვლევებს; ლაბორატორიული კვლევების სრულ სპექტრს და სხვა მომსახურებას.

საქართველოში მენეჯერულ პოზიციაზე ცოტა ქალია. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, როგორც დამფუძნებელი ქალის, როგორ მოხვედით აქამდე?

(ხატია):  უპირველესად, დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას და ოჯახის მხარდაჭერას. საზოგადოების ჯანსაღ წევრად ჩამოყალიბების გზა სწორედ ოჯახის, ტრადიციებისა და გარშემომყოფების მხარდაჭერაზე გადის. საკუთარი თავის რწმენა, შესაძლებლობების სწორად შეფასება, აღზრდის პროცესში იღებს სათავეს. მე თვითონ ორი ბიჭის დედა ვარ და ვცდილობ ისინი იყვნენ თავისუფლები, ბავშვობიდანვე გააცნობიერონ განათლების აუცილებლობა, იცოდნენ ქალის პატივისცემა, ჰქონდეთ მადლიერების გრძნობა გარესამყაროსთან და შეძლონ სირთულეების შეუპოვრად გადალახვა.

 

კარიერული გზის განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო და ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს შევხვდი. მმართველ პოზიციაზე ჩემ გარშემო ძირითადად ქალები იყვნენ. ძლიერი მენეჯერული და ქალური სოლიდარობის მაგალითები მათგან ავიღე, მათ მიმართ მადლიერების გრძნობა ცხოვრების ბოლომდე გამყვება. მიღებული გამოცდილება და წვლილი ფასდაუდებელია ჩემთვის. საკუთარი თავის რწმენა, მიზანდასახულობა და მონდომება − ეს არის ის, რამაც აქამდე მომიყვანა.

რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?

(ხატია):  არ შეშინდნენ. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა რთული მომენტები, როდესაც მიფიქრია: „რომ არ გამომივიდეს, მერე?“ თუ არ ცდი, ვერასოდეს გაიგებ, გამოვა თუ არა. მე მჯეროდა ჩემი თავის, შესაძლებლობების, და მინდა ყველა ქალმა ირწმუნოს საკუთარი თავის. ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენიმე წუთით მივიდნენ სარკესთან, შეხედონ საკუთარ თავს და უთხრან: „შენ ეს შეგიძლია!“ მჯერა, სიტყვას დიდი ძალა აქვს.

სამომავლო გეგმები…

წარმატება გაზომვადია და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეის მონაცემებით სამედიცინო ცენტრი მნიშვნელოვანი წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. უპირველეს ყოვლისა, ამაზე მეტყველებს კმაყოფილი, მადლიერი პაციენტების მომართვიანობა. სამედიცინო ცენტრს ჰყავს 30-ზე მეტი სოლიდური პარტნიორი, რომელთან ერთად ვახორციელებთ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივას. სამედიცინო ცენტრს აქვს რამდენიმეეტაპიანი განვითარების სტრატეგია. უახლოეს პერიოდში გაიმართება პედიატრიული პატრონაჟის პრეზენტაცია. შემდგომი ეტაპი გახლავთ მოხუცებულთა პატრონაჟი, რომელიც მოიცავს როგორც სამედიცინო კომპონენტს, ასევე ხანდაზმული პაციენტებისთვის სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ სერვისებს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მთავარი

https://www.facebook.com/MedcoMC

ავტორი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023
#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

April 30, 2021
#OK! ნათია ნუცუბიძის ესთეტიკური ხედვა

#OK! ნათია ნუცუბიძის ესთეტიკური ხედვა

July 10, 2023
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

December 26, 2022

კვირის ჰიტები

#OK! აშშ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

#OK! აშშ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

January 15, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 14, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები