Pullman Tbilisi Axis Towers არის Accor-ის ჯგუფის პრემიუმ-კლასის სასტუმრო საქართველოში, რომელიც განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს დედაქალაქის საქმიან ვიზიტორებს და მოგზაურებს. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, ახალი კონცეფციის მქონე სასტუმრო გამოირჩევა შთამბეჭდავი დიზაინით, ელეგანტური და კომფორტული სივრცეებით. ამასთანავე, სასტუმრო ცნობილია ქალაქის მაღალი კლასის კვებისა და სოციალური სცენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. Pullman Tbilisi Axis Towers-ის 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით სასტუმროს მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელს – თათია ჩიკვაიძეს ვესაუბრეთ.
თათია, როგორი იყო განვლილი 3 წელი სასტუმრო „პულმანისთვის“?
2022 წლის ზაფხულში ქართულ ბაზარს კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო დაემატა. თბილისის ყველაზე მაღალ ცათამბჯენებში არსებული სასტუმრო ნელ-ნელა დამკვიდრდა წამყვან ადგილად როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციებისთვის.
განვლილი 3 წელი იყო საკმაოდ საინტერესო. თავდაპირველად „პულმანის“ ბრენდის ცნობადობა იყო საკმაოდ დაბალი, აქედან გამომდინარე, პირველ წელს ყურადღება გამახვილდა ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე, ძლიერი ადგილობრივი და საერთაშორისო რეპუტაციის ჩამოყალიბებასა და პანდემიის შემდგომ ოპერაციების სტაბილიზაციაზე.
მეორე წელს სასტუმრომ გააძლიერა თავისი პოზიციონირება სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩატარდა მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩვენს უნიკალურ აუთლეთებში, როგორიცაა Sky Bar Weather Report და ფრანგული რესტორანი Dumas, რომლებიც არა მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის, არამედ ექსპატებისთვის, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივების განუყრელ ნაწილად იქცნენ.
მესამე წლისთვის Pullman Tbilisi Axis Towers განვითარდა თბილისის ერთ-ერთ ფლაგმანურ სტუმართმოყვარეობისა და ცხოვრების წესის ცენტრად, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ საქმიანი მოგზაურობებით, არამედ ქალაქის მაღალი კლასის კვებისა და სოციალური სცენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
რამდენად ხელს გიწყობთ სასტუმროს მდებარეობა ვაკეში, ხომ არ არის დაბრკოლება სტუმრებისთვის, რადგან არ არის ისტორიულ ცენტრში?
Pullman Tbilisi Axis Towers-ს აქვს საუკეთესო მდებარეობა, რომელიც იდეალურად ერგება თანამედროვე მოგზაურების საჭიროებებს, რომლებიც ეძებენ როგორც კომფორტს, ასევე ქალაქის ინტერაქტიულ გამოცდილებას. სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ უბანში მდებარეობს, სავაჭრო ცენტრებთან, პარკებთან, კაფეებთან, რესტორნებსა და ბიზნესცენტრებთან პირდაპირი წვდომით, რაც გვაძლევს ძლიერ კონკურენტულ უპირატესობას.
საქმიანი მოგზაურებისთვის ჩვენი მდებარეობა ნიშნავს კორპორაციულ და დიპლომატიურ ოფისებთან მარტივად დაკავშირებას, რაც ამცირებს მგზავრობის დროს და ზრდის პროდუქტიულობას. დასასვენებლად მოსული სტუმრებისთვის ცოცხალი გარემო საშუალებას აძლევს მათ, შეისწავლონ თბილისის კულტურა, გასტრონომია და რითეილ სცენა. გარდა ამისა, ქალაქის ყველაზე მაღალ ტყუპ კოშკში – Axis Towers-ში განთავსება – ზრდის ჩვენს პრესტიჟსა და აღიარებას.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა? როგორი მიდგომა აქვს „პულმანს“ მდგრადი განვითარების კუთხით და რა არის თქვენს სასტუმროში ინტეგრირებული?
Accor Group-ს აქვს ყოვლისმომცველი მდგრადობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სასტუმროების გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. 2025 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია სასტუმროებიდან ნახშირბადის გამოყოფის 50%-ით შემცირება, წყლის მოხმარების შემცირება 30%-ით, ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა, ნარჩენების შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენების გაზრდა.
პროექტის ფარგლებში ვიყენებთ ოთახის ხის გასაღებებს, პლასტიკის ნაცვლად. ეს არის მრავალჯერადად გადამუშავებადი ბარათები.
ამავდროულად, 100%-ით ამოღებულია ერთჯერადი მოხმარების პლასტიკის შემცველი ნივთები (საწრუპები, ჭიქები, ერთჯერადი შამპუნები, ყველანაირი შეფუთვები, რაც პლასტიკს შეიცავს და ა.შ.). სასტუმროში უმეტესად დამონტაჟებულია ლედ სანათურები, რაც გვეხმარება ენერგიის დაზოგვაში და დარეგულირებული გვაქვს წყლის ნაკადის სიჩქარე, რაც გვეხმარება წყლის დაზოგვაში. დავამონტაჟეთ ელექტრომანქანების დამტენი. ჩვენი სასტუმროს ოპერირებისას ყველა კომპონენტში ვცდილობთ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას.
როგორ ახერხებთ გლობალური სტანდარტების შენარჩუნებას ქართულ ბაზარზე და რამდენად შეიცვალა მოგზაურების მოთხოვნები ბოლო 3 წლის განმავლობაში?
საქართველოს ბაზარზე გლობალური სტანდარტების შენარჩუნება მოითხოვს ბალანსს, ბრენდის მთავარი პრინციპების მკაცრ დაცვასა და ადგილობრივი რეალობის შერწყმას.
პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გუნდის ყველა წევრი საფუძვლიანად იყოს მომზადებული Accor-ის მომსახურების სტანდარტების, ოპერაციული პროცედურებისა და ბრენდის ღირებულებების შესახებ. რეგულარული აუდიტები, mystery shopper პროგრამები და სხვადასხვა უკუკავშირის მექანიზმები გვეხმარება ობიექტურად ვაკონტროლოთ ჩვენი მუშაობა.
ინტეგრირებას ვუკეთებთ ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის ტრადიციების, და საერთაშორისო მოგზაურობების ცვლად საჭიროებებს.
გახსნის პერიოდში საქართველოს უმეტესად სტუმრობდნენ ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან და ევროპიდან. 2024-2025-ში სექტორმა ნახა ცვლილება, ამ ეტაპზე დიდი დატვირთვა მოდის გალფის ქვეყნებიდან: ჩინეთი, ინდოეთი და კორეა. მათ სხვა საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ, შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ყველა სერვისის მათ სურვილებზე ადაპტირებას.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი