„პსპ დაზღვევა“ მზარდი, განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა, რომლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინდივიდუალურ საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ეს არის „პსპ დაზღვევის“ მიმართ ნდობისა და მრავალწლიანი თანამშრომლობის განმაპირობებელი ფაქტორი. ის ასევე მუდმივად ავითარებს სამედიცინო და ქონებრივი რისკის მართვის თანამედროვე პრინციპებს და მომხმარებლებს სთავაზობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ქონებრივი რისკის პრაქტიკულად სრულ სპექტრს. უფრო დეტალურად, თუ რას მოიცავს „პსპ“-ს ავტოდაზღვევა, ამის შესახებ ჟურნალ OK!-ის ესაუბრა „პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი − სოფიო ლებანიძე.
რას სთავაზობს პსპ-ს ავტოდაზღვევა მომხმარებელს?
ზოგადად ავტოდაზღვევის სახეობა ყველასათვის ცნობილ სტანდარტულ რისკ-ფაქტორებს ითვალისწინებს, როგორიცაა ავტომობილის ნაწილობრივი ან სრული დაზიანება. რისკი, რომელიც ფინანსურ ზარალთან არის დაკავშირებული, შესაძლოა მომდინარეობდეს როგორც ავტოსაგზაო შემთხვევისგან, ასევე ბუნებრივი სტიქიური მოვლენებისგან. „პსპ დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტითა და ნორმებით აღიარებული ყველა რისკის შედეგად დამდგარი ფინანსური ზარალის ანაზღაურებას. რისკის მართვას ადამიანები სხვადასხვაგვარად ვაფასებთ და აქედან გამომდინარე ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ინდივიდუალურად მათთვის საინტერესო რისკ-ფაქტორების მართვის პროდუქტებს. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზღვეულებისთვის კომფორტისა და სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის დაზღვევის მნიშვნელობას. ასევე, ჩვენს დაზღვეულებს ვთავაზობთ 24/7 ავტო-ასისტანსს დიდ ქალაქებში, რაც გულისხმობს კომფორტისათვის საჭირო და აუცილებელი სერვისის მიწოდებას, მაგალითად, საწვავის მიწოდება, დაქოქვა, საბურავის შეცვლა და სხვ. აქედან გამომდინარე, ავტოდაზღვევის პაკეტი დაზიანების შემთხვევაში მოიცავს ფინანსური რისკის მართვას, ხოლო სხვა საჭიროების შემთხვევაში სერვისის მიღებას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ნებისმიერ დროს წარმოიშვას.
გვესაუბრეთ „პსპ დაზღვევის“ უპირატესობებზე…
ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებას. ჯერ კიდევ 2017 წელს „პსპ დაზღვევამ“ დაიწყო ელექტრონული სერვისების განვითარება და დაზღვევის ბაზარზე ვიყავით პირველები, რომლებმაც მომხმარებელს შევთავაზეთ ყველა სადაზღვევო სერვისის მიღების საშუალება დისტანციურად დაზღვევის პორტალის მეშვეობით. „დაზღვევის პორტალი“ არის ელექტრონული სივრცე, სადაც დაზღვეულს შეუძლია ყველა სადაზღვევო მომსახურება მიიღოს სპეციალური პლატფორმის მეშვეობით მარტივად, ელექტრონულად და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. „კოვიდ“-პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი სტრატეგიის სისწორე და აუცილებლობა.
ავტოდაზღვევის შემთხვევაში დაზღვევის შეძენის პროცესიც მაქსიმალურად გამარტივებული გვაქვს და მომხმარებელს სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე შეუძლია დააზღვიოს ავტომობილი, გააფორმოს ხელშეკრულება და თავიდან აირიდოს დამღლელი პროცედურები. ჩვენ ყოველთვის ვისმენთ და ვაანალიზებთ ადამიანის საჭიროებებს. მომხმარებელს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ მათი სტაბილური პარტნიორები და შეგვიძლია მათთვის არასასურველი მოვლენები, ფინანსური ზარალი ვმართოთ და ემოციური სტრესი მინიმუმამდე დავიყვანოთ. პარტნიორებთან მრავალწლიანი და უწყვეტი თანამშრომლობა, მოპოვებული ლოიალობა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ხედვა მართებულია და დაზღვეულებს მაღალი სტანდარტით ვემსახურებით.
ავტოსაგზაო შემთხვევების სიმრავლემ გვაჩვენა, რომ აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით. თქვენი კომპანია რამდენად აქტიურადაა ამ ყველაფერში ჩართული?
ჩვენ გვესმის, რომ გაუთვალისწინებელი გარემოება ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს, მაგრამ მეორეა პასუხისმგებლობის გრძნობა და უხეში გაუფრთხილებლობა, რის გამოც შეიძლება სიცოცხლე იყოს ხელყოფილი. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ცნობიერება უნდა ამაღლდეს საგზაო უსაფრთხოების წესებთან მიმართებით, ასევე, დაზღვევის სიკეთეზე. ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს სხვადასხვა კუთხით ჩაერთოს მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის კამპანიებში, სწორედ ამიტომ დაუფიქრებლად შევუერთდით OK!-ის კამპანიას „შეანელე სვლა“.
სულ ცოტა ხნის წინ ავტოდაზღვევის ბენეფიტებს დავამატეთ ახალი სერვისი − ნასვამი მძღოლის მომსახურება, რომლის მიხედვით დაზღვეულს შეუძლია მძღოლის გამოძახება, თუ ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება. ხუმრობით ვიტყვი, არ შეაფასოთ ეს სერვისი „თრობის წაქეზებად“, პირიქით − ეს სერვისი სწორედ იმისთვისაა, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვიმოქმედოთ. გვსურს ყველა მძღოლმა გაითავისოს, თუ რამხელა საფრთხის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ადამიანებისთვის, საჭესთან ნასვამი დაჯდომა. ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობა − ეს დანაშაულია! სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება შესაძლოა შეუქცევად ტრაგედიად იქცეს. ასევე, დასაფასებელია ისეთი მძღოლი, რომელიც კანონმორჩილია და არ არღვევს მოძრაობის წესებს. შესაბამისად, პირებს რომელთაც დაზღვევის პერიოდში არ ჰქონიათ ავტოსაგზაო შემთხვევა, ხელშეკრულების განახლებისას ვთავაზობთ უკეთეს პირობებს ნაკლები ღირებულებით. ვფიქრობთ, ესეც პატარა აგურია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ამაღლებაში.
სამომავლო გეგმები…
ჩვენი გეგმების ამოსავალი პრინციპი არის სიახლეები, მუდმივი განვითარება, ინოვაციური პროდუქტები და კიდევ უფრო მეტი კომფორტი. 2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“ მუდმივად ქმნის და სთავაზობს მომხმარებელს განსხვავებულ და ახალ სერვისებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას. რა თქმა უნდა, ჩვენს მომხმარებელს აუცილებლად შევთავაზებთ ახალ და კიდევ უფრო საინტერესო სერვისებს.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი