• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ის იყო ქალი, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდი შექმნა და ცხოვრება ქართველ თავადს დაუკავშირა. ზღაპრული სიმდიდრის მიუხედავად, რომელსაც დიდი შრომითა და მონდომებით მიაღწია, ელენა რუბენშტეინი ბედნიერი მაინც ვერ გახდა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები წარმოუდგენელ ფუფუნებასა და უიმედო მარტოობაში გაატარა.

Элена Рубинштейн в юности

შვიდი და და არცერთი ძმა

მომავალი „კოსმეტიკის დედოფალი“ 1870 წელს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ებრაულ კვარტალში დაიბადა. ის პატარა მაღაზიის მფლობელის რვა ქალიშვილიდან უფროსი იყო. ბავშვობაში სულ ძმაზე ოცნებობდა, თუმცა ბედმა მხოლოდ უმცროსი დები არგუნა, რომლების მოვლაშიც დედას მუდმივად ეხმარებოდა.

Элена Рубинштейн

ელენას დედა ჩვეულებრივი დიასახლისი იყო, თუმცა შვილების აღზრდის უნიკალური ხერხი ჰქონდა. ის გოგონებს თავდაჯერებას უნერგავდა და არწმუნებდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევდნენ და სილამაზისა და სიყვარულის ძალით სამყაროზე გავლენას მოახდენდნენ. დედა დებს თავის მოვლას და ბალახეულისა და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტებისგან სახის მალამოების გაკეთებას ასწავლიდა. ელენამ თოჯინებით თამაშს თავი ადრეულ ასაკში დაანება და დედასთან ერთად კოსმეტიკურ ექსპერიმენტებში ჩაერთო. გოგონას კოსმეტიკის გარდა, ზუსტი მეცნიერებებიც აინტერესებდა. ის მამას ბუღალტერიაში ეხმარებოდა და 16 წლისამ მისი სახელით პირველი წარმატებული გარიგება დადო.

Элена Рубинштейн / Фото: spletnik.ru

ავსტრალიაში გაქცევა

სკოლის დამთავრების შემდეგ ელენამ გადაწყვიტა მედიცინას გაჰყოლოდა და ადამიანებს დახმარებოდა. ის კრაკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ პირველივე პრაქტიკაზე აღმოაჩინა, რომ სისხლის დანახვაზე გონებას კარგავდა, ამიტომ სწავლის მიტოვება მოუწია.

Коллекция Элены Рубинштейн в Еврейском музее Нью-Йорка | BURO.

ამასობაში ელენას მამამ წიაღისეულის მოპოვების ბიზნესით მცირე ქონება დააგროვა. მას უფროსი ქალიშვილის ბიზნესში ჩართვა სურდა და ებრაულ კვარტალში მდიდარი საქმროც კი უპოვა, თუმცა ელენას არც მამის ბიზნესი ხიბლავდა და არც მისი შერჩეული საქმრო, ამიტომ შორეულ ავსტრალიაში, ნათესავებთან წასვლა გადაწყვიტა.

მედიცინა და კოსმეტიკა

როდესაც დედამ უფროსი ქალიშვილი სხვა კონტინენტზე გაამგზავრა, ჩემოდანში რამდენიმე ქილა მალამო ჩაუდო. სწორედ ამ მალამოებმა ითამაშეს სამეწარმეო ნიჭით დაჯილდოებული გოგონას ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი. ელენას დედის მალამოები და თავის მოვლის ჩვევა ავსტრალიაში ძალიან გამოადგა – ადგილობრივი, მზისგან დამწვარი ქალბატონები მისი ქათქათა, ხავერდოვანი კანის დანახვაზე გაოცებას ვერ მალავდნენ და ელენა მიხვდა, რომ თავისი ნიჭითა და უნარებით ფულის შოვნა შეიძლებოდა. დედისგან მიღებული ცოდნა მას საკუთარი პროდუქციის შექმნასა და გაყიდვაში დაეხმარა. მალე ახალბედა კოსმეტოლოგის მალამოებზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ მელბურნში პირველი მაღაზია გახსნა.

Элена Рубинштейн за косметическими процедурами / Фото: estportal.com

Элена Рубинштейн / Фото: fromthebygone.wordpress.com

ელენა დღეში 18 საათს მუშაობდა, თუმცა მიღწეული არ აკმაყოფილებდა. მალე ის ევროპაში დაბრუნდა, რომ დერმატოლოგია და კანის მოვლის თანამედროვე მეთოდები პროფესიონალებისგან ესწავლა. მან ავსტრალიაში დედის ნაცნობი ექიმი, იაკობ ლიკუსკიც კი ჩაიყვანა, რომელიც მუშაობაში ეხმარებოდა. ელენას უშეცდომო ინსტინქტი ჰქონდა და ზუსტად ხვდებოდა, ქალებს რა სურდათ. მელბურნის მაღაზიებს ევროპასა და ამერიკაში მაღაზიათა ქსელი და კოსმეტიკური სალონები მოჰყვა, სადაც ქალებს უახლეს მომსახურებას სთავაზობდნენ.

Элена Рубинштейн / Фото: estportal.com

ქორწინება ქართველ თავადზე

მელბურნში ელენამ თავისი პირველი ქმარი, პოლონურ-ამერიკული წარმოშობის ჟურნალისტი ედვარდ უილიამ ტიტუსი გაიცნო. მათ 1908 წელს იქორწინეს და 30 წელი ერთად გაატარეს. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა. ქმარი ელენას კოსმეტოლოგიური იმპერიის დაარსებაში და გავლენიანი ადამიანების გაცნობაში დაეხმარა, თუმცა, სამუშაოთი გადატვირთული ელენა ოჯახს დროს თითქმის არ უთმობდა. ახლობლებს ისიც კი უკვირდათ, რომ ქალმა ორჯერ დაორსულება მოახერხა.

Элена Рубинштейн и ее первый муж Эдвард Титус

შვილები, რომლებიც ძიძების ხელში გაიზარდნენ, დედის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვერ გრძნობდნენ, ქმარიც გამუდმებით ღალატობდა, თუმცა ელენა მის ღალატს 30 წლის განმავლობაში ითმენდა, სანამ განქორწინება თავად ტიტუსმა არ მოითხოვა.

ელენას ქმრის წასვლა დიდხანს არ უდარდია. მომდევნო წელს ქალი მასზე 23 წლით უმცროს ქართველ თავადს, არჩილ გურიელი–ჭყონიას გაჰყვა ცოლად. გარკვეულწილად ეს ყურადღების მისაქცევად გაკეთებული მარკეტინგული სვლა იყო, ნაწილობრივ კი პირველ ქმარზე შურისძიება, რომელმაც ახალგაზრდა ქალზე გაცვალა.

Элена Рубинштейн и Арчил Гуриели

თავადი არჩილ გურიელი–ჭყონია ქართველი ემიგრანტი იყო, რომელიც ევროპაში რევოლუციის შემდეგ დამკვიდრდა. ის დახვეწილი არისტოკრატი იყო, რამდენიმე ენას ფლობდა და საოცარი მომხიბვლელობით გამოირჩეოდა, თუმცა, იმ პერიოდის ბევრი ემიგრანტი თავადის მსგავსად, საკუთარი სტატუსის შესაფერისი ცხოვრებისთვის მატერიალური სახსრები არ გააჩნდა.

ისინი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. ელენა მაშინ 60 წელს იყო გადაცილებული, არჩილი კი 37 წლის გახლდათ. ელენასთვის ეს ქორწინება იყო შანსი, რომ ნამდვილი არისტოკრატი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი იყო, ნიუ-იორკისა და პარიზის არისტოკრატია მას მაინც უბრალო ვაჭრად და ებრაელ ემიგრანტად აღიქვამდა. თავადზე დაქორწინებით მან „Princess Gourielli“-ს ტიტული მიიღო, რამაც ყველა დახურული კარის გასაღები მისცა.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

„თავადი გურიელი“ – ბრენდი მამაკაცებისთვის

ელენას ქმრის ტიტული მხოლოდ სოციალური სტატუსისთვის არ გამოუყენებია, მან ის ბიზნეს-პროექტად აქცია და მამაკაცების კოსმეტიკური ხაზი შექმნა, რომელსაც „Gourielli“ დაარქვა. 1941 წელს მან ნიუ-იორკში, 55-ე ქუჩაზე გახსნა „The Gourielli Shop“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მამაკაცის სილამაზის სალონი იყო. არჩილი ამ ბრენდის სახე გახდა –  ის ევროპულ ელეგანტურობასა და კეთილშობილებას განასახიერებდა.

Елена Рубинштейн и Арчил Чкония - Sputnik Грузия

მეორე მეუღლესთან ელენას მხოლოდ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა – ელენამ თავადის ცოლის სტატუსი მიიღო, რაც საზოგადოების თვალში წონას მატებდა, არჩილი კი მის ფულს იყენებდა. წყვილს ერთმანეთის მიმართ ნაზი გრძნობები არ ჰქონია, ისინი ხშირად სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ. ელენა ამბობდა, რომ არჩილი მისი საუკეთესო „აქსესუარი“ იყო.

Князь Арчил Гуриели-Чкония - Sputnik Грузия

თავადი გურიელი ცნობილი იყო აზარტული თამაშების სიყვარულით. ის ბრიჯის შესანიშნავი მოთამაშე იყო, ნიუ-იორკის ელიტურ კლუბებში დიდ დროს ატარებდა და ელენასთვის საჭირო კავშირებს ამყარებდა. ცოლი მას „ჯიბის ფულისთვის“ საკმაოდ დიდ თანხებს აძლევდა, რომელსაც არჩილი კაზინოებში ხარჯავდა. ელენას ეს დიდად არ ადარდებდა – მას მიაჩნდა, რომ ეს იყო საფასური სტატუსისთვის, რომელსაც ქმარი ანიჭებდა.

Елена Рубинштейн и Арчил Чкония за игрой в бридж - Sputnik Грузия

როდესაც 1955 წელს თავადი გურიელი გარდაიცვალა, ელენა მის დაკრძალვაზეც კი არ ჩასულა და ამის მიზეზად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი დაასახელა. ახლობლები იხსენებდნენ, რომ ელენამ გარდაცვლილ ქმარზე მხოლოდ ერთი რამ თქვა: „მან თავისი როლი კარგად ითამაშა“. სიყვარულში იმედგაცრუებული ელენა აღარასოდეს გათხოვილა.
ელენა რუბინშტეინისა და არჩილ გურიელი–ჭყონიას ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო ფურცელია მეოცე საუკუნის „მაღალი საზოგადოების“ ისტორიაში.

23-летняя разница в возрасте не стала препятствием для Арчила Гуриели, он женился на любимой женщине – история любви грузинского князя и «королевы косметики»

სიმდიდრე, სიძუნწე და მარტოობა

მიუხედავად იმისა, რომ ექიმი არასოდეს ყოფილა, ელენა რუბინშტეინი კოსმეტიკურ ინდუსტრიაში პირველია, ვინც სილამაზე და მეცნიერება ერთმანეთს დაუკავშირა. 1920-იანი წლების შუა პერიოდისთვის მან პირველი გლობალური კოსმეტიკური იმპერია შექმნა. მან კომპანიას „Helena Rubinstein“ დაარქვა და ამით ხაზი გაუსვა, რომ პროდუქციის ხარისხზე პირადად აგებდა პასუხს.

Элена Рубинштейн / Фото: pinterest.com

ელენას მიზანი მხოლოდ ფული არ ყოფილა – ის ძალაუფლებისკენ ისწრაფოდა.  ერთხელ, პარკ-ავენიუზე მდიდრული ბინის ქირაობა გადაწყვიტა, მაგრამ უთხრეს, რომ მეპატრონე ებრაელებზე ბინას არ აქირავებდა, მაშინ მან მთელი შენობა იყიდა.

1950-იან წლებში ელენა რუბენშტეინი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად ითვლებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ანტიკვარიატის კოლექციონირებით დაინტერესდა – მისი კოლექცია ოცი ათასამდე ექსპონატს – მათ შორის პიკასოსა და სხვა ცნობილი მხატვრების ტილოებს მოიცავდა. გამოფენებზე ის ნივთებს ბითუმად ყიდულობდა და ამბობდა: „ხარისხი კმაყოფილებას მანიჭებს, რაოდენობა კი შოუს ქმნის“.

სიცოცხლის მიწურულს ელენას ხასიათი საშინლად გაუფუჭდა ბუზღუნა და წარმოუდგენლად ძუნწი გახდა – თანამშრომლებს ხელფასებს უმცირებდა და უგვიანებდა და იჯარის გადასახადის თითოეულ ცენტზე ვაჭრობდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო რესტორნებში სადილობა შეეძლო, საჭმელი პარკით დაჰქონდა და პირდაპირ სამუშაო მაგიდასთან მიირთმევდა. მას მეგობრები აღარ დარჩა, შვილებმა კი დედასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.

Элена Рубинштейн / Фото: pinterest.com

ელენამ ბოლო წლები სრულ მარტოობაში გაატარა. ის დიაბეტით იტანჯებოდა, თუმცა კომპანიის მართვას სიკვდილამდე არ წყვეტდა. „კოსმეტიკის დედოფალი“ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ კომპანია ვაჟს გადაეცა, რომელმაც მართვა ვერ შეძლო და მალე „Helena Rubinstein“-ის აქციები „L’Oreal“-მა შეისყიდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! 2025 წლის 16 მთავარი მოვლენა მოდის ინდუსტრიაში

გაიგე მეტი: არჩილ გურიელი-ჭყონიაელენა რუბენშტეინი

ასევე გაეცანი

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს
OK! News

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

February 27, 2026
#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?
OK! News

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს
OK! News

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა
OK! News

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საახალწლო რიტუალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

#OK! საახალწლო რიტუალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

December 28, 2025
#OK! სტილის ინსპირაცია რიტა ორასგან! მომღერლის ვარდისფერი იმიჯი!

#OK! სტილის ინსპირაცია რიტა ორასგან! მომღერლის ვარდისფერი იმიჯი!

March 15, 2021
#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალი ელიზაბეტი საცხოვრებლად აღარასდროს დაბრუნდება

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალი ელიზაბეტი საცხოვრებლად აღარასდროს დაბრუნდება

March 23, 2022
#OK! NAVNE – აისრულეთ სურვილები იაფად

#OK! NAVNE – აისრულეთ სურვილები იაფად

July 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები