• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი

შესაძლოა მათი მშობლები გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი ბიზნესმენი რენდი გერბერი და 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი სინდი კროუფორდი არიან, თუმცა პრესლი და კაია გერბერები ყოველთვის ცდილობენ საზოგადოებას საკუთარი თავი არამხოლოდ როგორც პოპულარული მშობლების შვილებად, არამედ წარმატებულ მოდელებად დაამახსოვრონ.

როგორი იყო სუპერმოდელ დედასთან ერთად ცხოვრება?

პრესლი: მე ვერ ვაანალიზებდი იმას, რომ დედაჩემი ცნობილი მოდელი იყო, სანამ 10 წლის არ გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მასთან ერთად გადასაღებ მოედანზეც კი მივდიოდი. ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო ჩემთვის, ნორმალური დედა, როგორიც მაგალითად ჩემს თანატოლებს ჰყავდათ. სინდის დავყავდით სკოლაში, გვიკითხავდა ზღაპრებს ძილის წინ, თამაშობდა ჩვენთან ერთად და დავყავდით სხვადასხვა ადგილებში. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად გადატვირთული იყო მისი გრაფიკი, მას ყოველთვის ჰქონდა დრო ჩვენთვის, ალბათ ამიტომაც იყო რთული ჩემთვის იმის გაანალიზება, რომ დედაჩემი იყო იმ დროის საკულტო სუპერმოდელი. ზოგჯერ პაპარაცები ცდილობდნენ ჩვენთვის ჩუმად გადაეღოთ ფოტოები, ამ დროს მიხსნიდან ხოლმე დედა, რომ პოპულარული იყო და ამიტომ გვიღებდნენ უცხო ადამიანები ყველგან და ყოველთვის მოულოდნელად ფოტოებს.

მოგონება, რომელიც ყველაზე მეტად გახსოვთ თქვენი პირველი ნაბიჯებიდან, რომელიც სამოდელო ინდუსტრიაში მოხვედრისთანავე გადადგით?

პრესლი: ეს იყო ფოტოსესია CR Fashion Book-ისთვის. ერთ-ერთი პირველი სერიოზული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

კაია: როდესაც პატარა ვიყავი Versace-ს ფოტოსესიაში მივიღე მონაწილეობა, ეს იყო პირველი ჯერი, როდესაც ჩემი ასაკის ბავშვები გამოიყენეს ბრენდის კამპანიაში. Mert & Marcus-მა შესანიშნავი ფოტოები გადაიღეს, მაშინ ვერ ვაანალიზებდი ეს რამხელა შესაძლებლობა იყო ჩემთვის, თუმცა ახლა ვხვდები და სიამაყით ვივსები.

რომელიმეს თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ტალანტი, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი არ იცის?

კაია: ჩემს შესახებ არვიცი რა გითხრათ საინტერესო, თუმცა პრესლი ძალიან ნიჭიერია თითქმის ყველაფერში. მას შეუძლია გაფუჭებული ნივთების შეკეთება და ზოგჯერ ახლების გაკეთებაც. ასევე ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება, ვფიქრობ, თუ სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს, ვიცი, რომ წარმატებას ფოტოგრაფიაშიც აუცილებლად მიაღწევს.

რომელ ვარსკვლავთან შეხვედრა/ მუშაობა გახსოვთ ყველაზე ემოციურად?

პრესლი: ძალიან კარგად მახსოვს დღე, როდესაც T.J. Miller-ს შევხვდი, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ის შესანიშნავი მსახიობი და კომიკოსია, მან მონაწილეობა მიიღო სერიალ Silicon Valley-ში.

კაია: ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როდესაც შევხვდი სტივენ მეისელს, მე ისე ვიქცეოდი, თითქოს ჩვეულებრივი მომენტი იყო ეს ჩემთვის, თუმცა შინაგანად ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ მჯეროდა ეს ყველაფერი. ის ლეგენდარული შემოქმედია, ასევე აღფრთოვანებული ვიყავი მაშინ, როდესაც კარინ როიტფელდს შევხვდი, ზოგადად ემოციების ზედმეტად გამოხატვა არ მიყვარს, თუმცა თუ გამოვხატავ ესეიგი ნამდვილად გახარებული ვარ.

ყოველთვის გსურდათ, რომ მოდელები გამხდარიყავით?

კაია: ჩემს შემთხვევაში ასე იყო, როგორც კი გავაანალიზე მოდის ინდუსტრია რას ნიშნავდა, მაშინათვე მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მეკეთებინა.

პრესლი: ერთი წამითაც არ მიფიქრია ბავშვობაში მოდელობაზე. არასდროს მომწონდა კამერების წინ მუშაობა, მაგრამ როდესაც პირველად ვცადე ეს საქმე მივხვდი რომ ძალიან მომწონდა. მომეწონა სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობა, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება და ადამიანები, რომლესაც მუშაობის დროს ვიცნობდი.

ორივე დიდი პოპულარობით სარგებლობთ სოციალურ მედიაში. არის თუ არა ისეთი პოსტები, რომლებიც არ გსურთ ხოლმე რომ თქვენმა მშობლებმა ნახონ?

კაია: დღევანდელ სამყაროში სოციალურიქსელები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ისეთ ინდუსტრიაში, რომელზეც ინსტაგრამმა ძალიან დიდიზეგავლენა მოახდინა. ვფიქრობარსებულმა კავშირმა სარგებელი მოუტანაისევე როგორც დიზაინერებს, ასევემოდელებს, რადგან ჩვენ უფროხელმისაწვდომები გაგვხადა.

შეიძლება ადამიანს 300 გამომწერიჰყავდეს და დიდი პასუხისმგებლობა არეკისრებოდეს, მაგრამ როდესაც ბევრიადამიანი ნახულობს შენს სოციალურქსელს ერთგვარი წნეხის ქვეშ ხარ. სანამ სოციალურ მედიაში რამეს გამოვაქვეყნებ, ყოველთვის ვფიქრობ, როგორ მოეწონებოდათ ეს დედაჩემს და მამაჩემს, მაშინ როდესაც რამე მნიშვნელოვანი მაქვს სოციალური მედიის საშუალებით სათქმელი, ვიცი, რომ თუ მშობლებს მოეწონებოდათ ის, ესიგი სხვებიც დადებითად შეხვდებოდნენ ჩემს გამოქვეყნებულ პოსტებს.ზოგადად არასდროს ვწერ იმას ჩემს საიტზე, რას მოგვიანებით ვინანებ.

გაიგე მეტი: კაია გერბერიპრესლი გერბერი

ასევე გაეცანი

#OK! 82 წლის ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
OK! News

#OK! 82 წლის ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

January 14, 2026
#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა
OK! News

#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა

January 14, 2026
#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო
OK! News

#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

January 13, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნინო ნოდიას OK! HEALTH AND BEAUTY BOOK

#OK! ნინო ნოდიას OK! HEALTH AND BEAUTY BOOK

July 2, 2021
#OK! “მისი ღიმილი 55 წლის ასაკშიც თვალისმომჭრელია” – ჯულია რობერტსი Critics’ Choice Awards-ის დაჯილდოებაზე

#OK! “მისი ღიმილი 55 წლის ასაკშიც თვალისმომჭრელია” – ჯულია რობერტსი Critics’ Choice Awards-ის დაჯილდოებაზე

January 16, 2023
#OK! ტექნოლოგიები, რომლებიც მოგზაურობას გაგიმარტივებთ

#OK! ტექნოლოგიები, რომლებიც მოგზაურობას გაგიმარტივებთ

December 10, 2021
#OK! საინტერესო ადამიანებისა და სულების მაძიებელი მრავალფეროვანი და აქტიური ცხოვრებით

#OK! საინტერესო ადამიანებისა და სულების მაძიებელი მრავალფეროვანი და აქტიური ცხოვრებით

March 17, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები