• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Phytorelax-ის პრემიუმკლასის სასაჩუქრე ნაკრებები

January 23, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

სასურველი და გამორჩეული საჩუქარი ნებისმიერ სიტუაციაში

 

დღესასწაულები პოზიტიურ განწყობას გვიქმნის და სასიამოვნო ემოციებით გვავსებს. მათი მოახლოებისთანავე კი გონებაში მუდმივად გვიტრიალებს შეკითხვა: რა ვაჩუქო, რომ მოეწონოს? როგორ შევარჩიოთ საჩუქარი სწორად?.. ეს იმ შეკითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დღესასწაულების პერიოდში აქტუალობას ნამდვილად არ კარგავს. ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა არ არის მარტივი პროცესი, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაფიქრებას საჭიროებს, რათა ზუსტად „მოვარტყათ მიზანში“ და გავახაროთ ადრესატი.

 

საჩუქრის შერჩევისას გვიწევს უამრავ ალტერნატივას შორის გადაწყვეტილების მიღება. შერჩევის დროს ორიგინალურობა მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს საჩუქრები, რომლებიც თითქმის ყველა ტიპის ადამიანს უყვარს და ზუსტად ვიცით, რომ მოეწონება. ასეთ კატეგორიებში ყველაზე პოპულარული თავის მოვლის საშუალებებია. არავინ ამბობს უარს მაღალი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებზე, რადგან საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა ყველას ახალისებს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი, რომელსაც უპირატესობა უნდა მიანიჭოთ, არის იტალიური პრემიუმკლასის ორგანული და ნატურალური ბრენდი PHYTORELAX და მისი სასაჩუქრე ნაკრებები, რომელთაც ექსკლუზიურად „იმპექსში“ აღმოაჩენთ.

 

Phytorelax-ს იტალიური წარმოების სრულყოფილებას უწოდებენ. სასაჩუქრე ნაკრებების ვიზუალი ისეთივე დახვეწილი და სრულყოფილია, როგორც შიგნით მოთავსებული ორგანული და ნატურალური თავის მოვლის პროდუქტები, რომლებიც ქიმიური ნივთიერებების შემცველ ალტერნატიულ პროდუქციასთან შედარებით, მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა და აქვს ხანგრძლივი მოქმედება, რადგან უჯრედულ დონეზე აღწევს კანში. ბრენდი Phytorelax ფლობს მსოფლიოში აღიარებულ ორგანული კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელ ევროპულ სერტიფიკატს − COSMOS ORGANIC. მას ასევე მინიჭებული აქვს უმაღლესი სტანდარტით დამზადებული ნატურალური პროდუქციის დამადასტურებელი სერტიფიკატი − COSMOS NATURAL და AIAB, რაც ბიო-ეკო-კოსმეტიკურ სტანდარტზე მიუთითებს.

 

არჩევანი რომ გაგიმარტივდეთ, აქვე წარმოგიდგენთ PHYTORELAX-ის რამდენიმე სასაჩუქრე ნაკრებს, რომლებიც შეგიძლიათ სხვადასხვა გემოვნების, სურვილებისა და საჭიროებების მქონე ადამიანებს მოარგოთ და მეტად პერსონალიზებული გახადოთ თქვენი საჩუქარი:

 

სხეულის მოვლის ნაკრები დამზადებული არგანის ზეთზე. არგანის ზეთი მიიღება არგანის ხისგან, რომელიც იზრდება მხოლოდ სამხრეთ მაროკოში. ათასობით წლის განმავლობაში ბერბერი ქალები მას სილამაზის ელექსირად იყენებდნენ. ეს არის კანის დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური საშუალება, რომელიც განსაკუთრებით ფასდება მისი ანტიოქსიდანტური, დამარბილებელი და დამატენიანებელი თვისებებით. ნაკრებში შედის ხავერდოვანი და დამარბილებელი ტექსტურის შხაპის გელი და მდიდარი ტექსტურის სამასაჟე კრემი.

 

 

ტკბილი ნუშის ზეთზე დამზადებული ტანის მოვლის ნაკრები. ტკბილი ნუშის ზეთი ცნობილია მისი უნიკალური თვისებებით, რომელიც ელასტიურს ხდის კანს. ის განკუთვნილია დეჰიდრატირებული კანისთვის და სტრიების პრევენციისათვის. ნაკრებში შედის დამარბილებელი და მკვებავი შხაპის გელი და ტკბილი ნუშის ზეთი.

 

ქოქოსის ზეთზე დამზადებული სხეულის მოვლის ნაკრები. ორგანული ქოქოსის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და სასარგებლო ვიტამინებით. აქვს მსუბუქი ტექსტურა და დამამშვიდებელი ეფექტი კანზე. ნაკრებში შედის მკვებავი შხაპის გელი და ქოქოსის ზეთი.

 

ბახის ყვავილებზე დამზადებული სხეულის მოვლის ნაკრები. ბახის ყვავილების ხაზი ატარებს ბრიტანელი ექიმის სახელს, ვინც პირველად შეისწავლა ისინი. ამ ხაზის პროდუქტების უნიკალური თვისება ის არის, რომ ამშვიდებს და ჰარმონიას ანიჭებს სხეულს. ხელს უწყობს ემოციური სტრესის მოხსნას და ფსიქოფიზიკურ კეთილდღეობას. ნაკრებში შედის დამამშვიდებელი შხაპის გელი სარელაქსაციო აბაზანის/შხაპისათვის და სამასაჟე ტანის კრემი.

 

რაც შეეხება უშუალოდ Phytorelax-ის მამაკაცის ხაზის პროდუქტებს, ისინი შექმნილია თანამედროვე მამაკაცის მოთხოვნილებებისთვის. უსაფრთხო ფორმულები მდიდარია ბუნებრივი და ეფექტური ინგრედიენტებით. შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ატენიანებს და იცავს კანს. სასიამოვნო და არაცხიმიანი ტექსტურის პროდუქტები კი მალე შეიწოვება კანში. Phytorelax-ის მამაკაცის თავის მოვლის ნაკრებები მარტივად გადაგიწყვეტთ მამაკაცებისათვის საჩუქრის შერჩევის მარადიულ პრობლემას.

 

 

2 ძალიან პრაქტიკულ მამაკაცის ნაკრებს აღმოაჩენთ Phytorelax-ის ასორტიმენტში. ერთ-ერთ ნაკრებში შედის დასაბანი ქაფი თმისა და ტანისათვის, ბალზამი გაპარსვამდე და პარსვის შემდგომ. გუარანასა და ჟენშენის ექსტრაქტებზე დამზადებული მატონიზირებელი გელი იდეალურია ვარჯიშის და სამუშაო დღის შემდეგ კანის რეგენერაციისათვის. დასაბანი ქაფის შემადგენლობაში შედის ასევე მენთოლი, რომელსაც გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს. ბალზამი ამზადებს წვერს პარსვისთვის, გამოიყენება ელექტრო პარსვის დროს, გამჭვირვალეა და ამარტივებს წვერისთვის ფორმის მიცემას. გაპარსვის შემდგომ გამოყენებისას კი მომენტალურად ხსნის გაღიზიანებას და არბილებს კანს.

 

Phytorelax-ის მეორე ნაკრებში შედის წვერისა და სახის გამწმენდი გელი სანდლის ხის ექსტრაქტით, წვერისა და თმის მრავალფუნქციური სპრეი ბამბუკის და ალოე ვერას ექსტრაქტით. წვერ–სახის გამწმენდი გელი იდეალურია ღრმა და დელიკატური წმენდისა და დატენიანებისთვის. წვერისა და თმის სპრეი ბამბუკის და ალოე ვერას ექსტრაქტით კი არის სურნელოვანი, დამარბილებელი, მოცულობის მიმნიჭებელი პროდუქტი, რომელიც ასევე იდეალურია თმის და წვერის დასაყენებლად.

 

Phytorelax-ის სასაჩუქრე ნაკრებები არასოდეს დატოვებს თქვენს ადრესატს გაწბილებულს. ის ნებისმიერ სიტუაციაში დახვეწილი და სასურველი საჩუქარი იქნება. Phytorelax-ის სასაჩუქრე ნაკრებები შეგიძლიათ ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ.

 

ასევე, დაგაინტერესებთ:

 

#OK! COSNATURE − ეფექტიანი და უსაფრთხო ფორმულების იდეალური კომბინაცია, ექსკლუზიურად „იმპექსში“

#OK! იტალიური წარმოების სრულყოფილება თქვენი სილამაზისთვის PHYTORELAX − ორგანული და ნატურალური იტალიური კოსმეტიკური ბრენდი „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ასაკი მხოლოდ ციფრებია” – 57 წლის მონიკა ბელუჩის იშვიათი გამოჩენა მილანის ქუჩებში

#OK! “ასაკი მხოლოდ ციფრებია” – 57 წლის მონიკა ბელუჩის იშვიათი გამოჩენა მილანის ქუჩებში

April 6, 2022
#OK! T&N Darchia-მ TBILISI FASHION FESTIVAL‑ზე ახალი კოლექცია წარადგინა

#OK! T&N Darchia-მ TBILISI FASHION FESTIVAL‑ზე ახალი კოლექცია წარადგინა

July 15, 2024
#OK! მაშო ავალიანი DJ-ის პროფესიის შესახებ

#OK! მაშო ავალიანი DJ-ის პროფესიის შესახებ

November 30, 2022
#OK! ოდრი ჰეპბერნის როლს რუნი მარა შეასრულებს

#OK! ოდრი ჰეპბერნის როლს რუნი მარა შეასრულებს

January 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

January 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები