• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თანამედროვე მართვის პროცესში “Paperless” სტრატეგიის უპირატესობები

March 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

რა როლი აქვს ციფრულ ტრანსფორმაციას თანამედროვე ბიზნესში და როგორ აისახება ის კომპანიის ეფექტიანობაზე? რატომ ხდება „Paperless“ სტრატეგიის არჩევა სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობებს სთავაზობს ეს მიდგომა ბიზნესს? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე გვპასუხობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი – ნინო ქურასბედიანი.

 

ნინო, რა როლს თამაშობს ციფრულ ტრანსფორმაცია თანამედროვე ბიზნესში და როგორ აისახება ის კომპანიის ეფექტიანობაზე?

ნინო ქურასბედიანი: ბიზნეს სამყაროში ციფრულ ტრანსფორმაციაზე ფეხის აწყობა არა მხოლოდ ტენდენციას, არამედ წარმატების აუცილებელ პირობასაც წარმოადგენს. თანამედროვე სამუშაო პროცესები მაქსიმალურად არის ორიენტირებული პროცესების დიჯიტალიზაციაზე, რაც უზრუნველყოფს როგორც სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას, ასევე ხარჯების მინიმალიზაციას. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე და ქმნის ერთგვარ სირთულეებს, თუმცა, ამავდროულად, ახალ შესაძლებლობებსაც.

 

 

რატომ ხდება „Paperless“ სტრატეგიის არჩევა სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობებს სთავაზობს ეს მიდგომა ბიზნესს?

ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ე.წ. “Paperless” სტრატეგიას რაც მატერიალური დოკუმენტების ციფრული ფორმატით ჩანაცვლებასა და სრულად ციფრულ სამუშაო გარემოს გულისხმობს. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, ზრდის ბიზნესპროცესების ეფექტიანობას და ამავდროულად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა უსაფრთხოება ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, ციფრული პლატფორმების განვითარება და თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენება ამ გამოწვევებს მინიმუმამდე ამცირებს, რაც ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

 

არსებობს თუ არა “Paperless“ სტრატეგიის დანერგვის პროცესში მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და რა საუკეთესო პრაქტიკები არსებობს ამ კუთხით?

დიახ, „Paperless“ სტრატეგიის დანერგვის პროცესში მონაცემთა უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეს გამოწვევები მარტივად დაძლევადია, რადგან დღეს არსებული კიბერუსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმები და მოწინავე შიფრაციის მეთოდები უზრუნველყოფს მონაცემთა მაღალი ხარისხით დაცულობას.

დღეს ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ინსტრუმენტები, რომლებიც არა მხოლოდ იცავს მონაცემებს, არამედ ამარტივებს მათ მართვასაც. ეფექტური უსაფრთხოების სტრატეგიის დასანერგად კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს საკანონმდებლო მოთხოვნები, დანერგოს ორმაგი ავთენტიფიკაციის მეთოდი, ჩამოაყალიბოს მონაცემებზე წვდომის ე.წ. “Zero Trust” პრინციპი, უზრუნველყოს დოკუმენტაციის სარეზერვო ასლების არსებობა და ამავე მიმართულებით თანამშრომელთა პერიოდული გადამზადება. ასევე, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სისტემების პერიოდული მონიტორინგი, რათა დაიდენტიფიცირდეს არსებული ხარვეზები და დაიწყოს მუშაობა მათ გამოსწორებაზე.

 

ურჩევდით თუ არა ბიზნესს ამ სტრატეგიით მუშაობას?

დიახ, ცალსახად, რადგან, მიუხედავად ზემოთხსენებული გამოწვევებისა, “Paperless” სტრატეგია არა მხოლოდ ამარტივებს ბიზნესპროცესებს, არამედ ზრდის ეფექტიანობას და აუმჯობესებს სამუშაო გარემოს. ბიზნესისთვის, რომელიც კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და ინოვაციების დანერგვაზე არის ორიენტირებული, “Paperless” სტრატეგია არა მხოლოდ არჩევანი, არამედ წარმატების აუცილებელი პირობაა. რაც უფრო მალე მოხდება ამ სტრატეგიაზე გადაწყობა, მით უფრო მალე მოიპოვებენ ისინი ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას.

ასევე გაეცანი

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კახაბერი ზღვის ქალაქიდან

#OK! კახაბერი ზღვის ქალაქიდან

November 28, 2023
#OK! ნიკოლ კიდმარი “არმანის” კაბით ლოს ანჯელესში Being The Ricardos-ის პრემიერას დაესწრო

#OK! ნიკოლ კიდმარი “არმანის” კაბით ლოს ანჯელესში Being The Ricardos-ის პრემიერას დაესწრო

December 7, 2021
#OK! მათთვის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს

#OK! მათთვის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს

June 12, 2021
#OK! WORLD PHARMA − ქალბატონების საიმედო პარტნიორი

#OK! WORLD PHARMA − ქალბატონების საიმედო პარტნიორი

March 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 18, 2026
#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

February 13, 2026
#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

February 15, 2026
#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

February 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები