კინოდაჯილდოებების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. კინოს მოყვარულებისთვის წლის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა „ოქროს გლობუსი 2026“ გახდა. წელს ცერემონიას კომიკოსი მსახიობი ნიკი გლეიზერი უძღვებოდა, რომელმაც საღამოს განმავლობაში რამდენიმე კაბა გამოიცვალა. წითელ ხალიჩაზე ნომინანტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი საუკეთესო სამოსი წარმოადგინეს.

„ოქროს გლობუსი 2026-ის“ ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული ტეიანა ტეილორი გახდა ნომინაციაში „ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება“. 16 წლის ოუენ კუპერმა თავისი პირველი „ოქროს გლობუსი“ სერიალ „გარდატეხის ასაკში“ (The Age of Transition) შესრულებული როლისთვის მიიღო და ამ ჯილდოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ახალი ნომინაციის — „საუკეთესო პოდკასტის“ გამარჯვებული სცენაზე სნუპ დოგმა გამოაცხადა.

სტუმრებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო მაკოლეი კალკინის გამოჩენა, რომელმაც პოლ ტომას ანდერსონს ფილმისთვის „ბრძოლა ბრძოლისთვის“ (Battle Run) ჯილდო „საუკეთესო სცენარის“ ნომინაციაში გადასცა. ტიმოთი შალამეს სცენიდან თავისი შეყვარებული, კაილი ჯენერი ადრეც უხსენებია და ახლაც, სამადლობელი სიტყვის დროს მადლობა მას და მშობლებს გადაუხადა. საღამოს ყველაზე ამაღელვებელი წუთები კი სცენაზე ჯულია რობერტსის გამოჩენა გახდა. დარბაზი ფეხზე წამოუდგა ლეგენდარულ მსახიობს, რომელმაც ნომინაციაში „საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია“ გამარჯვებული გამოაცხადა.

ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტი სერიალი „გარდატეხის ასაკი“ აღმოჩნდა -მან 4 ნომინაციიდან 3-ში გაიმარჯვა. რაც შეეხება ნომინაციების მიხედვით წლევანდელ რეკორდსმენს, ფილმს „ბრძოლა ბრძოლისთვის“, მან 9-დან 4 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „საუკეთესო რეჟისორისა“ და „საუკეთესო მიუზიკლი ან კომედიის“ კატეგორიებში.
„ოქროს გლობუსი — 2026“-ის გამარჯვებულების სრული სია:
საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა
![HAMNET - Official Trailer [HD] - Only In Theaters This Thanksgiving](https://i.ytimg.com/vi/xYcgQMxQwmk/maxresdefault.jpg)
Hamnet – გამარჯვებული
Frankenstein
It Was Just an Accident
Sentimental Value
Sinners
he Secret Agent
საუკეთესო მხატვრული ფილმი – კომედია / მიუზიკლი

One Battle After Another (გამარჯვებული)
Blue Moon
Bugonia
Marty Supreme
No Other Choice
Nouvelle Vague
საუკეთესო რეჟისორი

პოლ თომას ანდერსონი
პოლ თომას ანდერსონი, One Battle After Another – გამარჯვებული
რაიან კოგლერი, Sinners
გილერმო დელ ტორო, Frankenstein
ჯაფარ ფანაჰი, It Was Just an Accident
იოახიმ ტრიერი, Sentimental Value
ქლოი ჟაო, Hamnet
საუკეთესო მსახიობი ქალი – დრამა

ჯესი ბაკლი
ჯესი ბაკლი – Hamnet – გამარჯვებული
ჯენიფერ ლოურენსი – Die My Love
რენატა რეინსვი – Sentimental Value
ჯულია რობერტსი – After the hunt
ტესა ტომფსონი – Hadda
ევა ვიქრორი – Sorry, Baby
საუკეთესო მსახიობი კაცი – დრამა

ვაგნერ მოურა
ვაგნერ მოურა – The Secret Agent – გამარჯვებული
ოსკარ აიზეკი – Frankenstein
დუეინ ჯონსონი – The Smashing Machine
მაიკლ ბ ჯორდანი – The Sinners
ჯერემი ალენ უაითი – Springsteen: Deliver Me From Nowhere
საუკეთესო მსახიობი ქალი – მიუზიკლი ან კომედია

როუზ ბირნი
როუზ ბირნი – If I Had Legs I’d Kick You – გამარჯვებული
სინტია ერივო – Wicked: For Good
ქეით ჰადსონი – Song Sung Blue
ჩეის ინფინიტი – One Battle After Another
ამანდა სეიფრიდი – The Testament of Ann Lee
ემა სტოუნი – Bugonia
საუკეთესო მსახიობი კაცი – მიუზიკლი ან კომედია

ტიმოთი შალამე
ტიმოთი შალამე – Marty Supreme -გამარჯვებული
ჯორჯ კლუნი – Jay Kelly
ლეონარდო დიკაპრიო – One Battle After Another
ითან ჰოუკი – Blue Moon
ლი ბიან ნანი – No Other Choice
ჯესი პლემონსი – Bugonia
საუკეთესო სცენარი

პოლ თომას ანდერსონი
პოლ თომას ანდერსონი – One Battle After Another -გამარჯვებული
რონალდ ბრონშტეინი და ჯონ საფდი, Marty Supreme
რიან კოგლერი – Sinners
ჯაფარ ფანაჰი – It Was Just an Accident
იოახიმ ტრიერი და ესკილ ვოგტი – Sentimental Value
მეგი ო’ფარნელი და ქლოი ჟაო – Hamnet
საუკეთესო ანიმაცია

KPop Demon Hunters -გამარჯვებული
Arco
Demon Slayer: Kimetsu No Yaiba Infinity Castle
Elio
Little Amélie or the Character of Rain
Zootopia 2
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

The Secret Agent, ბრაზილია – გამარჯვებული
It Was Just an Accident, საფრანგეთი
No Other Choice, სამხ.კორეა
Sentimental Value, ნორვეგია
Sirāt, ესპანეთი
The Voice of Hind Rajab, ტუნისი
საუკეთესო სიმღერა
Golden – KPop Demon Hunters – გამარჯვებული
Dream as One – Avatar: Fire and Ash
Lied to You – Sinners
No Place Like Home – Wicked: For Good
The Girl in the Bubble – Wicked: For Good
Train Dreams – Train Dreams
საუკეთესო საუნდტრეკი
ლუდვიგ გიორანსონი – Sinners – გამარჯვებული
ალექსანდერ დესპატი – Frankenstein
ჯონი გრინვუდი – One Battle After Another
კანგდინგ რეი – Sirāt
მაქს რიხტერი – Hamnet
ჰანს ციმერი – F1
საუკეთესო სერიალი – დრამა

The Pitt-გამარჯვებული
The Diplomat
Pluribus
Severance
Slow Horses
The White Lotus
საუკეთესო მსახიობი ქალი – დრამატული სერიალი
![]()
რეა სიჰორნი – Pluribus -გამარჯვებული
კეტი ბეითსი – Matlock
ბრიტ ლოუერი – Severance
ჰელენ მირენი – MobLand
ბელა რამზი – The Last of Us
კერი რასელი – The Diplomat
საუკეთესო მსახიობი კაცი – დრამატული სერიალი
ნოა უაილი
ნოა უაილი – The Pitt -გამარჯვებული
სტერლინგ ბრაუნი – Paradise
დიეგო ლუნა – Andor
გარი ოლდმენი – Slow Horses
მარკ რუფალო -Task
ადამ სკოტი – Severance
საუკეთესო სერიალი – მიუზიკლი ან კომედია

The Studio-გამარჯვებული
Abbott Elementary
The Bear
Hacks
Nobody Wants This
Only Murders in the Building
საუკეთესო მსახიობი კაცი – კომედიური სერიალი

სეთ როგენი
სეთ როგენი – The Studio – გამარჯვებული
ადამ ბროუდი, Nobody Wants This
სტივ მარტინი, Only Murders in the Building
გლენ პაუელი, Chad Powers
მარტინ შორტი, Only Murders in the Building
ჯერემი ალენ უაითი, The Bear
საუკეთესო მსახიობი ქალი – კომედიური სერიალი

ჯინ სმარტი
ჯინ სმარტი – Hacks – გამარჯვებული
კრისტენ ბელი – Nobody Wants This
აიო ედიბირი – The Bear
სელენა გომეზი – Only Murders in the Building
ნატაშა ლიონი – Poker Face
ჯენა ორტეგა – Wednesday
საუკეთესო მინისერიალი

Adolescence – გამარჯვებული
All Her Fault
The Beast in Me
Black Mirror
Dying for Sex
The Girlfriend
საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში

მიშელ უილიამსი
მიშელ უილიამსი, Dying for Sex – გამარჯვებული
კლერ დეინსი, The Beast in Me
რაშიდა ჯონსი, Black Mirror
ამანდა საიფრიდი, Long Bright River
სარა სნუკი, All Her Fault
რობინ ვრაითი, The Girlfriend
საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში
Stephen Graham, Adolescence – გამარჯვებული

ჯეიკობ ელორდი, The Narrow Road to the Deep North
პოლ ჯიამატი, Black Mirror
ჩარლი ჰანემი, Monster: The Ed Gein Story
ჯუდ ლოუ, Black Rabbit
მეთიუ რაისი, The Beast in Me
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში

ტიანა ტეილორი, One Battle After Another – გამარჯვებული
ემილი ბლანტი, The Smashing Machine
ელ ფენინგი, Sentimental Value
არიანა გრანდე, Wicked: For Good
ინგა იბსდოტერ ილეასი, Sentimental Value
ემი მადიგანი, Weapons
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში

სტელან სკარსგარდი
სტელან სკარსგარდი – Sentimental Value – გამარჯვებული
ბენისიო დელ ტორო, One Battle After Another
ჯეიკობ ელორდი, Frankenstein
პოლ მესკალი, Hamnet
შონ პენი, One Battle After Another
ადამ სენდლერი, Jay Kelly
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი სერიალში

ერინ დოჰერტი, Adolescence – გამარჯვებული
ქერი კუნი, The White Lotus
ეიმი ლოუ ვუდი, The White Lotus
ჰანა ეინბენდერი, Hacks
კეტრინ ო’ჰარა, The Studio
პარკერ პოუზი, The White Lotus
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი სერიალში

ოუენ კუპერი
ოუენ კუპერი, The Adolescence – გამარჯვებული
ბილი ქრუდაპი, The Morning Show
ვალტონ გოგინსი, The White Lotus
ჯეისონ აიზეკსი, The White Lotus
ტრამელ ტრილმანი, Severance
ეშლი უოლტერსი, Adolescence
საუკეთესო სტენდაპ შემსრულებელი

რიკი ჯერვაისი
რიკი ჯერვაისი – Mortality – გამარჯვებული
ბილ მეიჰერი: Is Anyone Else Seeing This?
ბრეტ გოლდშტეინი: The Second Best Night of Your Life
კევინ ჰარტი: Acting My Age
კუმალი ნანჯიანი: Night Thoughts
სარა სილვერმეინი: PostMortem
![]()
ასევე დაგაინტერესებთ












