• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ონკოლოგიური დაავადება განაჩენი არ არის

July 14, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალი OK! ქირურგს, ონკოლოგს, მამოლოგსა და სარძევე ჯირკვლის სპეციალისტს, მიხეილ ჯანჯალიას გაგაცნობთ, რომელიც უკვე 28 წელია წარმატებით საქმიანობს საკუთარ პროფესიაში და მუდმივად განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული. სარძევე ჯირკვლების პათოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, რომელთა დროული აღმოჩენა გარანტიაა იმისა, რომ შესაძლებელია მოხდეს ავთვისებიანი პროცესის განვითარების პრევენცია, ამისათვის კი, რასაკვირველია უნდა მივმართოთ ექიმს და მუდმივად ვაკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა. მიხეილ ჯანჯალია ამ მიმართულებით არსებული ყველა ინოვაციის ერთ-ერთი ფუძემდებელია და იგი პაციენტებს „ინოვას“ კლინიკაში მასპინძლობს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და პროფესიონალთა გუნდით.

 

ბატონო მიხეილ, რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?
ჩემი პროფესიული მიმართულება არის სარძევე ჯირკვლების პათოლოგიები, რაც ავთვისებიან სიმსივნეთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა. მას სხვადასხვა ქვეყნის მედიცინა აქტიურად ებრძვის და ბევრ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულადაც მიმდინარეობს ეს პროცესები.

დღესდღეობით, საქართველოში სარძევე ჯირკვლების პრობლემა რა თქმა უნდა მწვავედ დგას და ისევე, როგორც დანარჩენ მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც ხდება ამ მიმართულებით დაავადების რიცხოვნობის ზრდა. ასევე, შეინიშნება ამ დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ მოქმედებები და ამ პრობლემას შევხვდეთ მომზადებულები და მობილიზებულები.

რა მიგაჩნიათ ამ პრობლემის თავიდან არიდების უმთავრეს გზად?
საუკეთესო გზა არის ის, რომ მოხდეს დაავადების დროული პრევენცია და ადრეულ სტადიაზე გამოვლინება. ჩვენ თუ დავყოფთ სარძევე ჯირკვლის დაავადებებს კატეგორიებად, შეგვიძლია გამოვყოთ ორი ძირითადი ჯგუფი − ეს არის კეთილთვისებიანი პროცესები და ავთვისებიანი დაავადებები.

მასტოპათია, ფიბროადენომა, კისტის არსებობა სარძევე ჯირკვალში, მასტალგია, სხვადასხვა ტიპის ფიბროზული პროცესები –კეთილთვისებიანი დაავადებებია, რომლებიც მიმდინარეობს სარძევე ჯირკვალში. ავთვისებიანს მიეკუთვნება სარძევე ჯირკვლის კიბო (პეჯეტის კიბო) და სარკომა.

სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში შვიდიდან რვა შემთხვევამდე ფიქსირდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იმისათვის, რომ მოხდეს დაავადების პრევენცია, საჭიროა ექიმთან დროული მიმართვა. ამისათვის პაციენტმა უნდა იცოდეს სქემის შესახებ, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ექიმთან მისვლის შემთხვევაში.

 

უფრო ვრცლად გვიამბეთ ამ სქემის შესახებ.
ეს სქემა ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პროგრამებს. საქართველოში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სარძევე ჯირკვლის წინააღმდეგ არის მიმართული 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებში და ატარებს სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიული სკრინინგის სახელს. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც უფრო მეტი ალბათობა არსებობს იმისა, რომ შესაძლოა განვითარდეს ეს დაავადებები. ამ ქალბატონებს უტარდებათ წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ მამოგრაფიული სკრინინგი ან სარძევე ჯირკვლების რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის დროსაც ხდება არა მარტო ავთვისებიანი პროცესების აღმოჩენა, არამედ ფონური პროცესების აღმოჩენაც. ასევე, არსებობს კიბოს წინარე დაავადებები, რომელთა დროული აღმოჩენა გარანტიაა იმისა, რომ ჩვენ მოვახდენთ ავთვისებიანი პროცესის განვითარების პრევენციას.

 

რამდენად დროულად მოგმართავენ პაციენტები?
წლების წინ მომართვიანობა რასაკვირველია ძალიან დაბალი იყო  და საკმაოდ ცუდი შედეგებითაც მთავრდებოდა ადამიანების ჯანმრთელობა თუ სიცოცხლე. თუმცა, დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით 2004–2005 წლიდან, როდესაც მერიის თაოსნობით მოხდა სკრინინგ-პროგრამის ჩართვა და შემდგომ ამ პროგრამის მთელი საქართველოს მასშტაბით ამუშავება, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. მოხდა დიდი რაოდენობით ინვესტიციის გაწევა სამედიცინო მიმართულებით და მათ შორის ონკოლოგიაში, რამაც გამოიწვია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაახლება, გაუმჯობესება, თანამედროვე ტიპის აპარატურით ჩანაცვლება, კადრების გადამზადება, მსოფლიო გამოცდილების ქართველი ექიმებისთვის გაზიარება. მათ შორის მეც ძალიან ბევრ ქვეყანაში მივიღე გამოცდილება და ცოდნა. ეს გამოიხატებოდა სპეციალურ კურსებსა თუ პროგრამებში, რომლებიც გვეხმარებოდა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აგვეთვისებინა და მიგვეღო ის ინფორმაცია, რომელიც მაშინაც და ახლაც ძალიან აქტუალური იყო. 2005 წლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, რადგან დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა გაცილებით გაიზარდა. თუ ადრე 70-80% დაგვიანებული შემთხვევები იყო, ახლა პირიქითაა − ეს არის ადრეული შემთხვევები, რომელთა მკურნალობა ძალიან მაღალეფექტურია.

 

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით?
დიდი მნიშვნელობა იქონია ინფორმაციულობის ამაღლებამ მოსახლეობაში, ასევე ტაბუდადებული მიმართულებების – ონკოლოგიის გასაგებად ახსნამ, რომ საკმაოდ საშიში დაავადებებია, მაგრამ არ წარმოადგენს სასიკვდილო განაჩენს. ექიმთან ვიზიტი წინაპირობაა იმისა, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ წინამორბედი მდგომარეობა და მოვახდინოთ შესაბამისი მანიპულაციები პრევენციის მიზნით.

ამავე დროს, ძალიან ამაღლდა ქართველი ექიმების ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით. გაფართოვდა და გაახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დანერგილია თანამედროვე მიმართულებები, რომლებიც ჩვენი თაოსნობით განხორციელდა.

 

 

რა ასაკიდან არის რეკომენდებული ექიმთან კონსულტაცია?
სისტემატური გასინჯვა იწყება 40 წლის ასაკიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე ექიმთან მისვლა საჭირო არ არის. სანამ ქალბატონი სკრინინგის ასაკს მიაღწევს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, თუკი რაიმე სიმპტომებს შენიშნავს. 40 წლის შემდეგ კი უკვე საჭიროა წელიწადში ერთხელ კონტროლზე სიარული.

ქართულ მედიცინას სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების მიმართულებით, აქვს ყველა იმ მიღწევის გამოყენების საშუალება, რომელიც მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. გვყავს მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. მათ შორის მეც მქონდა რამდენიმე ქვეყანაში მუშაობისა და თანამედროვე მიმართულებების დანერგვის საშუალება.

 

რას ეტყოდით ქალბატონებს?
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადება ან ავთვისებიანი პროცესის წინარე დაავადების აღმოჩენა არის ფაქტობრივად 100%-იანი გარანტია იმისა, რომ დაავადება მთლიანად დამარცხდება. ნუ შეგეშინდებათ ექიმთან მისვლის, რადგან სწორედ ექიმი არის ის ადამიანი, რომელიც დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ.

 

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი: ვარსკვლავები Murder Mystery-ის მეორე ნაწილის გადაღებებზე ჰავაის კუნძულებზე იმყოფებიან

#OK! ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი: ვარსკვლავები Murder Mystery-ის მეორე ნაწილის გადაღებებზე ჰავაის კუნძულებზე იმყოფებიან

January 27, 2022
#OK! მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება

#OK! მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება

October 4, 2022
#OK! მსოფლიოს უხუცესმა კაცმა კოვიდი დაამარცხა და 122 წლის იუბილე აღნიშნა

#OK! მსოფლიოს უხუცესმა კაცმა კოვიდი დაამარცხა და 122 წლის იუბილე აღნიშნა

February 9, 2023
#OK! “ რაც უფრო მემატება ასაკი, ვხვდები, რომ ნამდვილი სილამაზე გულიდან მოდის” – ქეით უინსლეტი 48 წლის გახდა

#OK! “ რაც უფრო მემატება ასაკი, ვხვდები, რომ ნამდვილი სილამაზე გულიდან მოდის” – ქეით უინსლეტი 48 წლის გახდა

October 5, 2023

კვირის ჰიტები

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები