• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! #OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

გაზაფხულამდე დარჩა 28 დღე…

ეს წინადადება თითქოს სიტყვის მასალად დავწერე, სვეტის დაწყება რომ გამიოლებოდა, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, გარეთ ცივი ზამთარია თუ ცხელი ზაფხული − ჩვენი განწყობა უფრო ცხოვრებაში შეძენილი თვისებების მიხედვით უნდა ავაწყოთ და არა ამინდის, ან რაიმე სხვა გარე ფაქტორების გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საკმაოდ რთული და ცივი ზამთარია,

გადავწყვიტეთ OK!-ის ეს ნომერი ჯანსაღი ცხოვრების წესს მივუძღვნათ. თანამედროვე სამყაროში, ვფიქრობ, ვალდებულიც კი ვართ ჩვენს მკითხველამდე მივიტანოთ სწორი ინფორმაცია − მოვახდინოთ სწორი ჩვევების პოპულარიზაცია, და, შეძლებისდაგვარად მკითხველს გავაცნოთ ის სიახლეები, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხება.

სწორი რჩევების მოპოვებას კი ყოველთვის მათგან ვცდილობთ, ვინც ამ საკითხში მეტად კომპეტენტურია და ვინც ამ მხრივ საზოგადოებისთვის მაგალითს წარმოადგენს. თებერვლის ნომრისთვის სწორედ ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი რესპონდენტები შევარჩიეთ.

ყოველთვის მაქვს შეკითხვები − მაინც რას ეფუძნება ფილოსოფია, რომელიც ასე ფართოდ გავრცელდა ბოლო დროს მსოფლიოში. რეალურად, რა არის ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ საკითხზე, მართალი უნდა გითხრათ, ბევრს ვფიქრობ, ხშირად თავსაც კი ვიტანჯავ იმის გამო, რომ ვერ ვახერხებ შევასრულო ყველა ის ამოცანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, მხოლოდ კარგია ჩემთვის და ჩემი ჯანმრთელობისთვის. ყველანი ადამიანები ვართ და გვაქვს ჩვენ-ჩვენი სუსტი წერტილებიც, გვიყვარს თავის გათამამება ნაირ-ნაირი ტკბილეულითა თუ ხანდახან სიზარმაცითაც კი… რა თქმა უნდა, ეს ნორმაა და ზოგჯერ აუცილებელიც კი.

მაგრამ, ვფიქრობ, ადამიანებს აუცილებლად გვჭირდება დისციპლინა, რაც გახლავთ ნებისმიერი მიზნის შესრულების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. მონდომებას დამატებული დისციპლინა და ამ ყველაფრის სისტემაში ჩასმა, არის მიზნის მიღწევის ოქროს ფორმულა, რაც არ იცვლება…

დღეს სოციალური ქსელებით ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ასობით და ათასობით გვერდს, სადაც პირდაპირ ვუყურებთ როგორ ცხოვრობენ, იკვებებიან, ვარჯიშობენ, ისვენებენ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები, და ყველანაირი ინფორმაციაა ამ მხრივ ხელმისაწვდომი. მეტსაც გეტყვით − ინფორმაცია იმდენად დიდია, რომ ხშირად სწორი რეჟიმის თუ ჩვენთვის სასარგებლო ვარჯიშების ძიებისას ისე ვიღლებით, ვითრგუნებით და ვიბნევით, რომ საბოლოოდ არც არაფერს ვირჩევთ და ვართ ისევ საკუთარი თავის იმედად.

ამიტომ ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი კვება და დროის სწორად გადანაწილების სისტემა სწორედ ჩვენს თავებში უნდა მოვაწესრიგოთ. ვიპოვოთ ის, რაც ჩვენია, რაც გვიყვარს და რაც გვსიამოვნებს. პირადად მე არ მსიამოვნებს აუზში ცურვა ცუდ ამინდში და ისედაც, სპორტის ეს სახეობა მხოლოდ სიამოვნებისთვის მაქვს გადანახული, ამიტომ ფიტნესისთვის ცურვას არ ვეტანები − მირჩევნია იოგა და გაწელვები, ვარჯიშები, რომელიც მუშაობს გამძლეობაზე. ეს ინდივიდუალურია, ვის რა გვიხდება და ვის რა მეტად გვსიამოვნებს.

სიმართლე გითხრათ, ისიც არ არის სწორი, რომ ისტერიულად მუდამ ამ თემებით ვიყოთ მოცული. მთავარია დავიჯეროთ, რომ არის რამდენიმე თვისება, რომელიც გვეხმარება გავიუმჯობესოთ განწყობა, გავაძლიეროთ და გავაჯანსაღოთ ჩვენი სხეული, ვიყოთ მეტად ჯანმრთელი − როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად.

 

არის რამდენიმე წესი, რომელიც პირადად მე ბევრ რამეში დამეხმარა და მინდა გაგიზიაროთ მარტივი, სასარგებლო და ყველა დროს რომ გაუძლო, ისეთი რჩევები:

  1. წყალი − მიიღეთ წყალი დილას, გაღვიძებისთანავე, თითოეული კვების წინ, ძილის წინ. წყალს არ აქვს უარყოფითი ზემოქმედების უნარი. არ დაიჯეროთ… წყლის სასარგებლო თვისებების აღწერას ათი გვერდი არ ეყოფა, ამიტომ, უბრალოდ, დალიეთ წყალი, და თუ არ გიყვართ, მაინც დალიეთ…
  2. სწორი კვება − რა არის სწორი კვება? ამ საკითხზე ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ მთავარია კარგად დაბალანსებული კვება, სადაც თანაბრად არის თავმოყრილი ცილებიც და ნახშირწყლებიც. კარგია, თუ მოერიდებით შაქარს. შაქრის სიკეთეზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, აი, უარყოფით მხარეზე კი ბევრი ინფორმაცია არსებობს.
  3. ინტერვალური კვება − მე ძალიან გამიმართლა, რომ ვიპოვე ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი. ინტერვალური კვებისას ძნელად ვიკლებთ წონაში, მაგრამ საბოლოო შედეგი გასაოცარია. ჩემი რეჟიმი 16/8 საათია ამ ეტაპზე. თუმცა ხანდახან, როცა ორგანიზმს გადავღლი კვებით, გრძელ ინტერვალებს ვიწყობ − 40-48 საათამდეც ავდივარ ხანდახან. მერწმუნეთ, ასე არავინ კვდება. ნაყროვანებას და მუდმივად საკვებზე ფიქრს ხან ასე ვეთიშები და თუ დამიჯერებთ, მსიამოვნებს კიდეც გრძელი ინტერვალების გაკეთება და შიმშილის შეგრძნების უგულებელყოფა ბევრ სხვა სიტუაციაშიც მეხმარება. საკუთარი თავის წვრთნა ხანდახან აუცილებელია…
  4. სპორტი − სპორტი და ფიტნესი, ეს არის ერთსიტყვიანი ფორმულა ახალგაზრდობის გახანგრძლივების, კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის და ტვინისთვის მეტი ჟანგბადის მიწოდების. იმისთვის, რომ არ მოვიწყინოთ და საკუთარი თავი გავაძლიეროთ.
  5. ძილი − სწორი ძილის თვისებებიც კარგია, ვიცი, და მუდამ ვღელავ იმაზე, რომ ძილის დრო არ მაქვს. რას ვიზამ, nobody is perfect-ო, ხომ გაგიგიათ?.. ძილი ჩემი პრობლემაა და 6 საათზე მეტი დრო, სამწუხაროდ, არ მაქვს.
  6. პატარ-პატარა სიამოვნებები − ჩემთვის ასეთია თავის მოვლის ცენტრები ან მასაჟზე ვიზიტი, ან სულაც, სახლის პირობებში ჩატარებული სასარგებლო პროცედურები − კანისთვის, თმისთვის. სიგიჟემდე მიყვარს ჩვენი გოგირდის აბანო და ის ნამდვილი წმენდა, რომელსაც, ვფიქრობ, ასე კარგად მსოფლიოში არსად აკეთებენ.
  7. ყველაზე მეტად კი ის რჩევა მამშვიდებს, რომელიც ბოლოსთვის შემოვინახე. დღეები, როცა ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ წესს ვარღვევთ და ისე ვიქცევით, როგორც გვინდა. ასეთი დღეების მოწყობა ყველასთვის აუცილებელია, რადგან არ ვართ არც რობოტები და არც სამჯერ მოვევლინებით ამ დედამიწას.

უამრავი რჩევა მომისმენია ისეთი საოცარი ქალებისგან, რომლებსაც ასე, ერთი შეხედვით, ნაკლი არ აქვთ და მათი არსებობა უკვე იმის დასტურია, რომ ცხოვრება ყველა ასაკში მშვენიერია.

სიყვარულით,

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის
OK! ბათუმი

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

December 16, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

December 16, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 11, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ყოველთვის მსურდა ადამიანებისთვის დადებითი ემოციები მეჩუქებინა

#OK! ყოველთვის მსურდა ადამიანებისთვის დადებითი ემოციები მეჩუქებინა

December 30, 2022
#OK! ლედი გაგას თვალისმომჭრელმა იმიჯმა ინტერნეტი დაიპყრო: ვარსკვლავი ჯიმი კიმელის შოუს Christian Siriano-ს კაბით ესტუმრა

#OK! ლედი გაგას თვალისმომჭრელმა იმიჯმა ინტერნეტი დაიპყრო: ვარსკვლავი ჯიმი კიმელის შოუს Christian Siriano-ს კაბით ესტუმრა

January 26, 2022
#OK! იყავი ტრენდული და კომფორტული KEDDO სთან ერთად

#OK! იყავი ტრენდული და კომფორტული KEDDO სთან ერთად

April 12, 2023
#OK! “ვისურვებდი ადამიანებს შორის მეტ სიყვარულს, მიმღებლობას და სხვადასხვა ერებს შორის ურთიერთპატივისცემას”

#OK! “ვისურვებდი ადამიანებს შორის მეტ სიყვარულს, მიმღებლობას და სხვადასხვა ერებს შორის ურთიერთპატივისცემას”

October 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ტრევის შადრევნის მონახულება ფასიანი ხდება

#OK! ტრევის შადრევნის მონახულება ფასიანი ხდება

December 23, 2025
#OK! რატომ გამოყო აინშტაინმა ენა ფოტოს გადაღების დროს?

#OK! რატომ გამოყო აინშტაინმა ენა ფოტოს გადაღების დროს?

December 23, 2025
როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

December 21, 2025
#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

December 23, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები