• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინო წიკლაური OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი

February 3, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ Travel Book-ის მოწვეულ რედაქტორს, რომელმაც მკითხველს არაერთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო თემა შესთავაზა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ ნინო წიკლაურს.

გვიამბეთ Go Tour-ის შესახებ, რამდენი ხანია, რაც კომპანია ტურისტულ ბაზარზე ოპერირებს?

განათლებით ეკონომისტი ვარ და ამ მიმართულებით საკმაოდ კარგ კომპანიაში ვმუშაობდი, სანამ არ მივხვდი, რომ საკუთარი თავი ამოვწურე. ამიტომ გადავწყვიტე ახალი პროფესია მეცადა. მანამდე ტურიზმის სფეროში არ მქონია გამოცდილება, თუმცა ისე გადავწყვიტე ჩემი თავის ამ პროფესიასთან დაკავშირება, ბევრი არ მიფიქრია.

ბავშვობიდან მიყვარდა მოგზაურობა. გარდა ამისა, სტუდენტობის შემდეგ გერმანიაში ვცხოვრობდი და უკვე ჩამოყალიბებულ ასაკში მოვიარე ევროპის ბევრი ქვეყანა, რამაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ისედაც, ყოველთვის მიზიდავდა ადამიანებთან ურთიერთობა და ვთვლიდი, რომ ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნებოდა ტურიზმის სფეროში მოღვაწეობა.

ეს საქმიანობა დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. თავდაპირველად აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო სახელის მოხვეჭა და ნდობის მოპოვება, რაც ჩვენს შემდგომ მოღვაწეობას განსაზღვრავდა. მით უფრო მაშინ, როდესაც ტურისტულ ბაზარზე უკვე არაერთი კომპანია იყო წარმოდგენილი და კონკურენცია საკმაოდ მაღალი გახლდათ. ყველაფერი გაცილებით რთულად იყო იმიტომაც, რომ მანამდე არანაირი გამოცდილება არ მქონია ამ სფეროში. თუმცა ჩემი ახლობელი ადამიანების გვერდში დგომით და გამხნევებით გადავლახე ყველა ეს სირთულე და ძალიან მალე დავიმსახურეთ მომხმარებლის ნდობა. თავიდანვე მქონდა ინდივიდუალური მიდგომები, რასაც ეტაპობრივად ვაუმჯობესებდით, რაც არც ჩვენს მომხმარებელს დარჩენია  შეუმჩნეველი და საბოლოოდ დღევანდელ დღემდე მოვედით. უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ და ვფიქრობ, სწორი არჩევანი იყო ჩემი საქმიანობის ტურიზმთან დაკავშირება.

გვესაუბრეთ Go Tour-ის პრიორიტეტებზე.

გარდა კომპანიის გამორჩეულად კარგი მიდგომებისა, Go Tour მუდმივად ცდილობს ქართულ ტურისტულ ბაზარზე სიახლეების დანერგვას. ჩვენ გვაქვს ჯგუფური საავტორო ტურები საინტერესო პროგრამებით ცნობილ და საზოგადოებისთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამ ტურებმა დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან. პანდემიის შემდეგ ჩვენც უფრო მეტად გავაქტიურდით და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით მოღვაწეობას.

ასევე პირველებმა გავაკეთეთ დაგროვებითი ბარათი, „გოუ ქლაბი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან შეიძენენ ტურებს, დაუგროვდებათ გარკვეული რაოდენობის თანხა და შემდეგ ამ თანხის მოგზაურობის დროს გამოყენებას შეძლებენ. ასევე პირველებმა გავაკეთეთ 50, 100, 200-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, რაც ძალიან პოპულარულია და მოთხოვნაც იზრდება. მუდმივად ვამჯობესებთ ჩვენი მომსახურების ხარისხს და ეტაპობრივად უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.

ჯგუფური ტურის პარალელურად ჩვენს მომხმარებელს ვემსახურებით მოთხოვნის შესაბამისად, იქნება ეს მხოლოდ ავიაბილეთი, სასტუმრო, სამოგზაურო დაზღვევა თუ ინდივიდუალური ტური, ვუკეთებთ ყველაფერს, სურვილიდან გამომდინარე. ასევე აქტიურად ვართ ჩართული უცხოელი ტურისტების მიღებაშიც. ვცდილობთ აეროპორტიდანვე შევუქმნათ განწყობა და დაუვიწყარი პირველი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. შესაბამისად, ისე ვხვდებით, რომ მათი მოლოდინები გავამართლოთ და უკან ემოციებით სავსენი და ბედნიერები დაბრუნდნენ.

 

თავად როდის იმოგზაურეთ პირველად და რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

რაც შეეხება ჩემს პირველ მოგზაურობას, ვიყავი 8 წლის, როდესაც სამეჯლისო ცეკვიდან გასტროლებზე რუმინეთში წამიყვანეს, შემდეგ წელს ბულგარეთში. ასე გრძელდებოდა ჩემი მოგზაურობები ბავშვობაში. მაშინ საკმაოდ რთული იყო და ბევრ დაბრკოლებასთან ასოცირდებოდა ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ მერგო ბედნიერება, პატარაობიდან გავსულიყავი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თავიდანვე ძალიან მომეწონა ეს პროცესი – თვითმფრინავი, აეროპორტი, გარემო, ადამიანებთან ურთიერთობა… და მივხვდი, რომ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.

გამოვყოფ იტალიას. ბავშვობიდან ჩემი საყვარელი ქვეყანაა თავისი კულტურით, ხალხით, ფეხბურთით… დღემდე არ გამნელებია მათ მიმართ სიყვარული. დაუსრულებლად შემიძლია მოგზაურობა პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ასევე ძალიან მომეწონა მალტა და დიდხანს გამყვა შთაბეჭდილებები. ეს არის პატარა ქვეყანა, საკმაოდ ცოტა მცხოვრებით, მაგრამ იმდენად ბედნიერია იქ ხალხი, ასეთი სიმშვიდე სხვაგან იშვიათად მინახავს. დაბოლოს მალდივები, რამაც წარუშლელი ემოციებით ამავსო, ეს არის სამოთხე დედამიწაზე.

რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ახლო მომავალში სამოგზაუროდ წასვლას გეგმავენ?

ვინც ახლო მომავალში მოგზაურობას გეგმავს, ვურჩევ წაიკითხოს OK! Travel Book, სადაც ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა გავუზიარეთ. გარდა ამისა, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ Go Tour-ს, თუნდაც კონსულტაციისთვის და ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ.

როგორია ტურიზმის განვითარება საქართველოში?

საქართველოში ტურიზმი საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდება, არის წინგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუნდაც ინფრასტრუქტურის, მომსახურების და ხარისხის ამაღლების კუთხით, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ყველანაირი პირობა აქვს  ტურისტების მოსაზიდად.

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის
რედაქტორის რჩევით

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 11, 2026
#OK! სტეფანე და ფანიკო
Slider Area

#OK! სტეფანე და ფანიკო

January 12, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის

January 5, 2026
#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის
OK! ბათუმი

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

December 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნანა აბულაძის სვეტი OK! ბათუმის ნომრისთვის

#OK! ნანა აბულაძის სვეტი OK! ბათუმის ნომრისთვის

October 24, 2024
#OK! მარიკა მოდებაძის გზა ფერადი ოცნებიდან რეალობამდე

#OK! მარიკა მოდებაძის გზა ფერადი ოცნებიდან რეალობამდე

June 12, 2025
#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი

#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი

September 11, 2025
#OK! სალვადორ დალის ყველაზე პოპულარული ნახატები და გამონათქვამები!

#OK! სალვადორ დალის ყველაზე პოპულარული ნახატები და გამონათქვამები!

May 11, 2021

კვირის ჰიტები

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 13, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები