• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

December 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ბლოგი ჩემს ძაღლზე

თითქმის ყოველთვის ადამიანებზე ვწერ ჩემს სარედაქტორო სვეტს. დეკემბრის ბლოგი კი ძაღლებს მინდა მივუძღვნა, რადგან მათი არსებობა ჩვენს ცხოვრებაში ხანდახან ადამიანებზე უფრო მეტია და მათი სიყვარულიც ხშირად აღემატება ზოგი ადამიანის სიყვარულს. ეს ისე, სიტყვების მასალად ვთქვი, სინამდვილეში კი მგონია, ძაღლებს საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვართ, მათ იციან როდის გვიჭირს და გვეკვრიან, გვათბობენ, თანაგვიგრძნობენ. მათ იციან, როდის გვიხარია და ცამდე უხარიათ − სიხარულიც და სევდაც ჩვენზე უკეთ გამოსდით. მაგრამ ამ ბლოგის წერა სულაც არ დამიწყია იმის გამო, რომ ძაღლები ადამიანებს შევადარო. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, მინუსებია, რომლებიც ძაღლებს ჩვენზე გაცილებით ნაკლები აქვთ.

 

ალბათ ყველას გვქონია დღე, როცა ცხოვრებაში ჩაგვვარდნია შანსი შინ ძაღლი წამოგვეყვანა, ან სულაც, კარი გაგვეღო და შემოგვეშვა არსება, რომელიც იქამდე არ არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ასე არ გავაკეთეთ, ან ვერ გავაკეთეთ, ან მშობლებმა არ შემოუშვეს… მიზეზი ბევრია, პასუხი კი ერთი − იმ დღეს შანსი გავუშვით, ჩვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გამხდარიყო, ჩვენ თავად გავმხდარიყავით უკეთესები.

 

ჩვენი ძაღლი დაახლოებით ორი წლის წინ მოვიდა ჩვენს სახლში. როგორც შვილი, ისე მივიღეთ და მას მერე მართლაც ყველაფერი შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ათასი ისტორია შემიძლია მოვყვე, ვერცერთს ვერ გამოვყოფ, რადგან ყველა შესანიშნავი და ერთიმეორეზე უკეთესია. ამ ისტორიებითაა სავსე ჩვენი ყოველდღიურობა და ამ სიყვარულში ცხოვრებამ უამრავი რამ გვასწავლა − ერთმანეთის მიმართაც კი შევიცვალეთ. ერთმა პატარა, სიკეთით სავსე არსებამ სულ თავდაყირა დააყენა ჩვენი ყოველდღიურობა.

 

მინდა ამ პლატფორმით ვისარგებლო და მადლობა იმ ადამიანებს გადავუხადო, ვისაც მე ამ ცოტა ხნის წინ გადასარევი პროექტის ფარგლებში „ძაღლების მცველები“ დავარქვი. ასეთი ძალიან ბევრი პიროვნება გავიცანი ამ ბოლო დროს. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი საკუთარ თავზე მაღლა მიუსაფარ ოთხფეხა ცხოველებს აყენებენ და მათზე მეტად ზრუნავენ, ვიდრე ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზეც კი. ეს ხალხი ხშირად 10-20 ძაღლს ერთად უვლის, მათი შემოსავლები შესაძლოა მწირია, მაგრამ ძაღლების დაპურებაზე და ექიმთან წაყვანაზე არასოდეს იტყვიან უარს. ჩვენს ქუჩებში უამრავი მიუსაფარი ცხოველია და თუ დამიჯერებთ, არცერთი არ იმსახურებს ქუჩაში ცხოვრებას. ყველა მათგანს უნდა ალბათ თბილ სახლში კოტრიალი და გემრიელი კვება, მაგრამ მათთვის მთავარი ისევ ადამიანთან ურთიერთობაა. ჩვენ შეგვიძლია ეს პრობლემა ერთობლივი ძალებით გადავჭრათ და ერთ დღესაც საქართველოში არცერთი მიუსაფარი ცხოველი აღარ არსებობდეს. ამისათვის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ეს დღე არც ისე შორსაა. ამიტომაც, მცირე თხოვნა მაქვს თქვენთან − ვისაც ეს შეგიძლიათ, უარი არ თქვათ და ამ ახალ წელს, თუ ვერ ახერხებთ მიუსაფარი ცხოველის შეფარებას, უბრალოდ მოძებნოთ და დაიმეგობროთ მიუსაფარი ცხოველი. მას აუცილებლად იპოვით, საკმარისია გარეთ გახვიდეთ და რამდენიმე ასეული მეტრი გაიაროთ. მიიჩვიეთ და შეიყვარეთ, გამოკვებეთ, თუნდაც ერთხელ მიიყვანეთ ექიმთან − სამეზობლოში აუცილებლად იქნება ვეტერინარული კლინიკა. ვეტერინარს კი ეცოდინება, რა არის საუკეთესო თქვენი მეგობრისთვის. ბევრი რამ შეიცვლება თქვენ გარშემო, როცა ძაღლი თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება.

 

ტკბილ, მყუდრო და სიყვარულით სავსე დეკემბერს გისურვებთ…

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი
რედაქტორისგან

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი

June 5, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 1, 2023
#OK! სალომე ბენიძის სარედაქტორო სვეტი
რედაქტორისგან

#OK! სალომე ბენიძის სარედაქტორო სვეტი

May 30, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 2, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! სიახლე La Clinique-სგან! ენდოსფეროს “ჯადოსნური” აპარატი

#OK! სიახლე La Clinique-სგან! ენდოსფეროს “ჯადოსნური” აპარატი

October 8, 2022
#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც მერწყულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც მერწყულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

January 25, 2023
#OK! ჟერარდ პიკე შეყვარებულთან, კლარა ჩიასთან ერთად Coldplay-ის კონცერტს დაესწრო

#OK! ჟერარდ პიკე შეყვარებულთან, კლარა ჩიასთან ერთად Coldplay-ის კონცერტს დაესწრო

May 29, 2023
#OK! “‘მე არ მეშინია სექსუალურობის” – მეგან ფოქსმა VMA-ის ჩაცმულობაზე კომენტარი გააკეთა

#OK! “‘მე არ მეშინია სექსუალურობის” – მეგან ფოქსმა VMA-ის ჩაცმულობაზე კომენტარი გააკეთა

September 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პროფესიული საქმიანობა ტრადიციაა

#OK! პროფესიული საქმიანობა ტრადიციაა

June 5, 2023
#OK! „თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა – ინტერვიუ ბრენდშეფ ალექს ნათაძესთან

#OK! „თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა – ინტერვიუ ბრენდშეფ ალექს ნათაძესთან

June 5, 2023
#OK! ქუთაისში დაბადება დიდი გამართლებაა

#OK! ქუთაისში დაბადება დიდი გამართლებაა

June 5, 2023
#OK! ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

#OK! ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×