• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ნანიკო კლდიაშვილი ოჯახზე, საქმიანობასა და ინტერესებზე

February 1, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

ქართული OK!-ის თებერვლის ნომრის მთავარი გმირი ულამაზესი ნანიკო კლდიაშვილია. როგორ ახერხებს ნანიკო წარმატებით გაუძღვეს ბიზნესს, ოჯახს, იყოს მუდმივად თვითგანვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებული, მიჰყვეს ჯანსაღი ცხოვრების წესს და გამოიყურებოდეს არაჩვეულებრივად. ამაზე თავად ჩვენს გმირს ვესაუბრეთ, რომელიც სიამოვნებით მოგვიყვა ოჯახზე, 2 წლის ლეაზე, რომელიც ოჯახის მთავარი ღერძი და ბედნიერებაა, საყვარელ საქმესა და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო თემაზე. გთავაზობთ ნანიკო კლდიაშვილთან ინტერვიუს.

 

 

ნანიკო, რა პროფესიის ხართ? მოგვიყევით, სად მიიღეთ განათლება.

სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი მილანში, გამოცდები ბაკალავრიატზე ჩავაბარე ბიზნესის მიმართულებით და შემდეგ მარკეტინგში გავიარე სპეციალიზაცია. იტალიიდან თბილისში დავბრუნდი და გამოცდები GIPA-ში, ბიზნესის მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია. ერთდროულად რამდენიმე კურსზე ვსწავლობდი: გავიარე ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის განხრით და შემდეგ საკუთარი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით განვავითარე. ჩემი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია − მიმუშავია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ჩემი პროფესიული ინტერესები იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ სად მიწევდა ცხოვრება და მეც ამ ახალ მიმართულებებს დიდი ინტერესით მივყვებოდი.

ასე შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში კულინარია..

დიახ, თუმცა ეს არ იყო უეცარი შემოსვლა. ადრეული ასაკიდან ძალიან მაინტერესებდა კულინარია, მაგრამ არასოდეს მეცალა, რათა ამ სფეროსთვის სათანადო ყურადღება დამეთმო. იმ წელს გამომიჩნდა დრო, წავსულიყავი სასწავლებლად პარიზში, „კორდონ ბლუს კულინარულ სკოლაში“. გავიარე კულინარიის ყოვლისმომცველი, ინტენსიური კურსი, რომელშიც შედიოდა კულინარია, კონდიტერია და სომელიეს სპეციალიზაცია. მიწევდა დილის 6-იდან 10 საათამდე სწავლა და მუშაობა. სხვა აღარაფრისთვის მრჩებოდა დრო, შინ მოვდიოდი და მაშინვე ვიძინებდი. ერთი წელი ვიცხოვრე ამ რეჟიმით. რთული იყო, თუმცა ბევრისმომცემი. ახალი გამოცდილება, ახალი ხედვა და ენერგია მომიტანა პარიზში სწავლამ.

 

მხოლოდ ფრანგული კულინარია ისწავლებოდა?

ძირითადად, ფრანგული, თუმცა ხშირად ჩამოჰყავდათ ცნობილი შეფები სხვადასხვა ქვეყნიდან და გვიტარებდნენ მასტერკლასებს.

ვეუფლებოდით სხვადასხვა ტექნიკას.

ნანიკო, მოგვიყევით, როგორი იყო პარიზში ცხოვრება?

დაუვიწყარი. განსაკუთრებულად ესთეტიკურია პარიზი. იმ ერთი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მქონდა საიმისოდ, რომ ქალაქისთვის სათანადო დრო დამეთმო.

 

ნუტრიციოლოგიაც პროფესიულად შეისწავლეთ, ასეა?

„კორდონ ბლუში“ გამიჩნდა სურვილი, კულინარია ჩემი საქმიანობის ნაწილი გამხდარიყო. მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით და პირადი, ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, დავიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სწორი კვების ირგვლივ ინფორმაციის მოძიება.

დავიწყე ნუტრიციოლოგის პროფესიულად შესწავლა, გავიარე პროფესიული პროგრამები სტენფორდის უნივერსიტეტში და ასევე, ინტეგრალური ნუტრიციოლოგიის ინსტიტუტში. ამის შემდეგ საქმეში გადავიტანე ჩემი ცოდნა და გამოცდილება.

 

მოვედით „ლუმბამდე“. როგორ დაიწყო ყველაფერი?

საქმიანობის წამოსაწყებად უპირველესად მჭირდებოდა საიმედო, ერთგული და მცოდნე პარტნიორი. ვინც თავში მომივიდა, ჩემი ბიძაშვილი − მაშო იოსელიანია. მაშო ამჟამად ინგლისის წამყვან ინსტიტუტში ნუტრიციოლოგიას ეუფლება. შევხვდით, დავილაპარაკეთ და ჩვენი ინტერესები დაემთხვა. დიდი გზა გამოვიარეთ და მივედით იმ ფორმატთან, რომლითაც ვსაქმიანობთ დღეს ბაზარზე.

როდის დააფუძნეთ „ლუმბა“?

2 წლის წინ. დღეს უკვე ქართულ ბაზარზე გამოვჩნდით. ვთავაზობთ მომხმარებელს პლატფორმას, რომელიც აწვდის სასარგებლო ინფორმაციას და მეცნიერულად დაზუსტებულ რჩევებს ჯანსაღი და სწორი კვების შესახებ. ასევე, ხელმისაწვდომს ვხდით ჯანმრთელ საკვებს ხემსის სახით.

ჯანსაღი ცხოვრების წესს რა როლი მიუძღვის თქვენს ცხოვრებაში?

ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის თანხვედრაა. ამისთვის მხოლოდ სწორი კვება ან მხოლოდ ვარჯიში და მედიტაცია არ არის საკმარისი. პირადად, ვცდილობ ჩემი საკვები იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და მარტივი კერძებისგან შემდგარი. ამასთან ერთად, აქტიურად ვვარჯიშობ, კვირაში საშუალოდ 4-5-ჯერ. ვეუფლები საბრძოლო ხელოვნება გოჯურიოს. ჩემი სენსეი ლევან როგავაა. ამ ხელოვნებას დიდ დროს ვუთმობ, რადგან ის სწორად განსაზღვრავს ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესს − მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის ბალანსს. გარდა ამისა, ვჯირითობ და გარკვეულ დროს ვუთმობ იოგას.

 

ნანიკო, ძალიან ლამაზად გამოიყურებით, ყოველთვის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ხართ. გაგვიზიარეთ თავის მოვლის თქვენეული გზები და ხრიკები.

ძალიან დიდი მადლობა ქათინაურისთვის. ვცდილობ ჩემი ცხოვრების წესი იყოს ბუნებრივად სწორი: დღე-ღამეში მეძინოს საშუალოდ 8 საათი. პარიზში აღმოვაჩინე, რომ დილის 6 საათზე გაღვიძება განსაზღვრავდა ჩემს პროდუქტიულობას. თურმე რამხელა მნიშვნელობა აქვს დღის ადრე, ღიმილით დაწყებას. ყველას ვურჩევდი, რაც შეიძლება ადრე დაიძინონ და ადრე გაიღვიძონ. მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ხანგრძლივობის ძილი.

დილას ვიწყებ 2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყლის დალევით და დღის განმავლობაშიც 2 ლიტრამდე წყალს ვსვამ. ვცდილობ, ვიკვებო მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტით. მარტივი, არა შედგენილი კერძებით. მუდმივად მიწევს ბრძოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელისშემშლელ ფაქტორებთან, როგორიცაა სმარტფონი, კომპიუტერი, ეკრანებთან დიდი დროის გატარება.

გადავინაცვლოთ ოჯახზე. გაგვაცანით მეუღლე და შვილი.

მყავს მეუღლე − კახი ჟორდანია და შვილი − ლეა, რომელიც მალე 2 წლის გახდება. სულ ცოტა ხანია, რაც ლეამ ლაპარაკი დაიწყო და ამით ვართ მოცული მთელი ოჯახი. კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს.

აქვე გკითხავთ თქვენს დედამთილზე − მაკა ასათიანზე. როგორც ვიცით, ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, ასეა?

მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, მგონია, რომ არ არსებობს იდეალური ფორმულა, რომელიც ადამიანების კარგი ურთიერთობისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია  გულწრფელობა და სიყვარული, რომელიც ჩვენ ჭარბად გვაქვს. მე და მაკა ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ.

 

გაქვთ ოჯახური რიტუალი?

ჩვენი ოჯახური ტრადიცია ასეთია: შეძლებისდაგვარად, სხვადასხვა დღესასწაულზე, ჩვენი დიდი ოჯახი იკრიბება ერთ ქალაქში და ერთად ვატარებთ დროს.

ნანიკო, მეუღლეს თქვენი მომზადებული რომელი კერძი უყვარს ყველაზე მეტად?

კახი ჩემს მომზადებულ ყველა კერძს აქებს ხოლმე, ქათინაურებს არ იშურებს, თუმცა გამოვყოფ პარი ბრესტს − ძალიან უყვარს და მე მგონი ყველაზე მეტად მოსწონს.

თავად რის მომზადება გიყვართ?

ზოგადად, ძალიან მიყვარს კერძის მომზადება, მედიტაციასავით არის ჩემთვის. ექსპერიმენტებიც მსიამოვნებს. ყველაზე მეტად, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, მიყვარს საუზმის მომზადება.

რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?

უპირველეს ყოვლისა, მიყვარს ყველაფერი ქართული და შემდეგ ფრანგული სამზარეულო. გურმანი ვარ, სიახლეებს დიდი ინტერესით ვიღებ და თავადაც ვამზადებ.

როგორ განიტვირთებით? რის გაკეთება განიჭებთ სიამოვნებას?

ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა თხილამურით ვსრიალებ. თუმცა ყოველდღიურობაში ქმართან და შვილთან თავისუფალი დროის გატარება ყველაზე დიდი განტვირთვაა ჩემთვის.

 

გამოყავით საკუთარ თავში თვისება, რომლითაც ყველაზე ნაკლებად ხართ კმაყოფილი, და თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

არ მომწონს ის, რომ ვარ ძალიან ემოციური. ისიც, რომ ემპათია მრავლად არის ჩემში. მე მგონი, ეს ერთგვარი სისუსტეა, მაგრამ ამავდროულად შეიძლება ძლიერ ნაწილადაც მოვიაზრო. დადებით მხარეებზე გამიჭირდება ლაპარაკი. სჯობს, სხვამ თქვას ჩემზე.

როგორია თქვენთვის პატივსაცემი ადამიანი?

პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა ჩემთვის ძალიან დასაფასებელი თვისებებია ადამიანში. მოსაწონია ის, ვინც მაქსიმალურად მუშაობს საკუთარ თავზე და თავისი შესაძლებლობების განვითარებაზე.

ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ, გახსოვთ? როგორი ემოციები მოგიტანათ?

ბოლოს წავიკითხე ჰანია იანაგიჰარას „პატარა ცხოვრება“. ეს არის მოთხრობა დაბადებასა და სიკვდილზე. ამ ორ წერტილს შორის გზა განსხვავებულია ყველასთვის − როგორც დროით, ასევე შინაარსით. არ ვიცი, როგორ შევაფასო ეს საკმაოდ მძიმე ნაწარმოები… საფიქრალი გამიჩინა არაერთი მიმართულებით.

მუსიკას რა როლი მიუძღვის თქვენს ცხოვრებაში?

ძალიან მიყვარს მუსიკა და შესაბამისად, დიდი როლი მიუძღვის. განსხვავებული ჟანრები მიტაცებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ახლა რომელ ჟანრს უსმენთ? რა გაქვთ აკვიატებული?

როკი. ბოლო დროა კლასიკურ და ასევე, ალტერნატიულ როკს ვუსმენ.

და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ: თქვენი ყველაზე დიდი სურვილი/ოცნება რომელია?

სურვილი ბევრი მაქვს, თუმცა ახლა ყველაზე მეტად ვინატრებდი, მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. პანდემიამ ძალიან დაგვაშორა ერთმანეთს. არ ვიღებ მოსაზრებას, რომ ძველებურად აღარასდროს ვიქნებით. იმედი მაქვს მალე დავუბრუნდებით სრულფასოვან ცხოვრებას.

 

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე

ტექსტი: თაკო გვაზავა

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თეონა ტაბატაძის გზა და სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ

#OK! თეონა ტაბატაძის გზა და სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ

October 14, 2024
#OK! ნინი ბრეგვაძე The voice-ის ფინალში დაბრუნდა!

#OK! ნინი ბრეგვაძე The voice-ის ფინალში დაბრუნდა!

December 20, 2023
#OK! როგორ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა

#OK! როგორ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა

March 11, 2023
#OK! ბიჭი, რომელსაც თავად სიყვარული უყვარს…

#OK! ბიჭი, რომელსაც თავად სიყვარული უყვარს…

October 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

July 5, 2025
#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025
#OK! „ქუთაისი 2010“  საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

#OK! „ქუთაისი 2010“ საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები