• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მხოლოდ წინ, ბედნიერებისკენ!

March 1, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მეგობრობიდან სიყვარულამდე გზა არც ისე გრძელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ“-პანდემიამ სულ სხვა რეალობაში გვაცხოვრა, ამ ადამიანებმა შეძლეს საკუთარი თავის რწმენით სრულიად ახალ გამოწვევებს შესჭიდებოდნენ. მთავარი ამ ყველაფერში რწმენაა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი სურვილი და მონდომება გაქვს. შრომა კი ყოველთვის აკეთილშობილებს ადამიანს, როგორი რთული პერიოდიც უნდა იყოს. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი მახარაშვილთან და ლეკა მიქაძესთან.

 

როგორ გაიცანით ერთმანეთი და როდის მიხვდით, რომ ოჯახი უნდა შეგექმნათ?

(ლეკა):  მე და გიორგიმ ერთმანეთი „ტელეიმედში“ გავიცანით − მაშინ მეგაშოუების პროდიუსერად ვმუშაობდი და გიორგი იყო ერთ-ერთი მონაწილე პროექტში „ორი ვარსკვლავი“. თავიდან დაიწყო მეგობრობით და ისე ნელ-ნელა და მშვიდად გადავიდა სხვა ფაზაში, რომ არც კი გაგვიცნობიერებია. ნიშნობა ძალიან მოულოდნელი და სპონტანური იყო: გადაცემაში მისვლაზე ძლივს დამითანხმეს. მითხრეს, საოცარი საჩუქარი გელოდებაო და რატომღაც იმ მომენტში შვებულება და მალდივები  მესაოცრებოდა… ხელი ისე მთხოვა და ისე დავთანხმდი, კიდევ მალდივებს ველოდებოდი, გადაცემაც დამთავრდა და დავრჩი სიურპრიზის გარეშე. ბოლოს, ვიკითხე, სად არის ჩემი სიურპრიზი-მეთქი, და დამცინა მთელმა „იმედმა“.

(გიორგი):  ბაკურიანში ვიყავი წასული და უკან ჩამოსვლას კარგა ხანს არ ვაპირებდი. ამ პროექტის გამო დავბრუნდი. მახსოვს, შევედი თუ არა სარეპეტიციო ოთახში, დიდ სტაფში პირდაპირ ლეკა შევნიშნე. ნელ-ნელა ყველაფერი მეგობრობით დაიწყო და ოჯახის შექმნამდე მიგვიყვანა.

 

რას ნიშნავს ოჯახი?

(ლეკა):  ჩემთვის ოჯახი არის სიმშვიდე, სიმყუდროვე, ბედნიერება და ბევრი შრომა.

(გიორგი):  ოჯახი ჩვენთვის არის ის ყოველდღიურობა, ის ურთიერთობა, ის სიმყარე, ის შეგრძნებები და ემოციები, რაც ადამიანს ხდის ძალიან ბედნიერს და მიზანს აძლევს ცხოვრებაში. ოჯახის შექმნის დღიდან, მე და ლეკა ცალ-ცალკე აღარ ვარსებობთ − გავხდით „ჩვენ“. უკვე შემოგვემატა ნიკოლოზი და ყოველ დილით უფრო მეტი შემართებით ვახელთ თვალს.

„კოვიდმა“ შეცვალა თქვენი ცხოვრება? ვგულისხმობ, საქმიანობის სფეროსა და ცხოვრების წესს.

(ლეკა):  „კოვიდმა“ საერთოდ ყველაფერი შეცვალა − ჩემი ცხოვრების წესიდან დაწყებული, საქმიანობით დამთავრებული. პირველი კურსიდან ვმუშაობ, ყოველთვის მქონდა ჩემი საქმე, შემოსავალი, და უცებ, პირველი ლოკდაუნის დროს ისე დაკარგულად და უსუსურად ვიგრძენი თავი, რომ მივხვდი − სასწრაფოდ რაიმე უნდა მომეფიქრებინა. საქმე, რომელიც „კოვიდის“ ჟამსაც აქტუალური იქნებოდა, და დავიწყეთ ის, რასაც დღემდე ვაკეთებთ საკმაოდ წარმატებულად.

(გიორგი):  „კოვიდმა“, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც გამოგვკეტა შინ. რა თქმა უნდა, ეს საქმიანობასაც შეეხო − აღარც მუსიკალური პროექტები, აღარც პირადი, არქიტექტურული პროექტები… ყველაფერი გაჩერდა. ლეკაც, ტელევიზიაში ვეღარ მუშაობდა. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ბავშვობისდროინდელი ჰობი გამეხსენებინა და დავიწყე ფოტოების გადაღება: ჩემს ორ მეგობარს, რომელთაც ტანსაცმლის ბრენდები აქვთ, შევთავაზე ძალიან ბიუჯეტურ ფასად გადავიღებ ფოტოებს-მეთქი, და ეს საქმეც ასე დაიწყო.

რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი სფერო დღეს?

(ლეკა):  დღეს ჩვენი საქმე არის სოციალური მედია − ფოტო-ვიდეოგადაღება, მონტაჟი, კოპირაიტი… ვმართავთ უამრავი კომპანიის სოცმედიას, ვვითარდებით, ვსწავლობთ, ახალ-ახალ კურსებს გავდივართ, აპარატურას ვაახლებთ, ყოველი გადაღება წინაზე უკეთესი და ხარისხიანი გვაქვს. ტელევიზიაში 7-წლიანმა მუშაობამ და ჩვენმა სანაცნობო, სამეგობრო წრემ იმის შესაძლებლობაც მოგვცა, რომ კომპანიებს მთლიან პაკეტს ვთავაზობთ, გვაქვს ცნობილი ადამიანების ჩვენი ბაზა − ინფლუენსერების, რომელთაც იციან როგორი ხარისხით ვმუშაობთ და ყველა ახალ წამოწყებაზე მოგვყვებიან.

 

როგორ ახსნიდით ინფლუენსერობას? რას ნიშნავს და დღეს რამდენად მარტივია გამომწერს დააჯერო შენი ემოციის ნამდვილობა?

(ლეკა):  აი, ზუსტად პირველი ლოკდაუნის პერიოდში, როცა სხვა აღარაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მივხვდი, რომ საკუთარი ინფლუენსერობა, რომელიც ჰობის დონეზე მქონდა, იყო უმნიშვნელოვანესი და ძალიან კარგი შემოსავლის წყარო. დღეს, ამ ყველაფერს ვეკიდები სერიოზულად: ვთანამშრომლობ ძალიან ცნობილ ბრენდებთან, მაქვს საოცარი შემოთავაზებები, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რათა უფრო ლამაზად გადავიღო, უფრო მეტი შრომა დავახარჯო.

რაც მთავარია, არასდროს ვიტყუები. ყველაფერი, რაც ჩემს Feed-ზე ხდება, არის ნამდვილი. ძალიან რთულია, უარი თქვა შემოთავაზებაზე და კარგ ანაზღაურებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სტილი არ არის ან არ ხარ ამ ბრენდის ხარისხში კარგად გარკვეული. ამ ყველაფერზე უარს მხოლოდ საკუთარი გამომწერებისთვის ვამბობ, რადგან ძალიან მენდობიან. ამას ყოველთვის აღნიშნავენ და მიფასებენ. ამიტომ ჩემი გამომწერებისთვის ყველა ჩემი ემოცია ნამდვილია. თითქოს ეს ყველაფერი ჩემი დიდი ოჯახია, სადაც შესვლა მუდამ მიხარია. ყველაზე მეტად მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ბრენდები, რომელთა შეძენაშიც წლების განმავლობაში მთელ შემოსავალს ვხარჯავდი, მიყვარდა და მომწონდა, დღეს პირიქით − მე მიხდიან, რომ მათი პროდუქცია გამოვიყენო.

(გიორგი):  თუკი ციფრული არხისთვის ბრენდის შესაფერისად, სწორად შეარჩევ კონტენტს და ინფლუენსერებს, რომლებიც ამის რეკლამირებაში გეხმარებიან, მაშინ შესაძლებელია ბიზნესიც გაიზარდოს, განვითარდეს და გაყიდვების სტიმულირებაც მოხდეს. შესაბამისად, თუკი ადრე ცოტა მეცინებოდა ინფლუენსერობაზე, დღეს უკვე ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი პლატფორმაა ბრენდის განვითარება-გაზრდისთვის.

გიორგი, სიმღერის მიმართულებით გაქვთ სიახლეები?

სიმღერაზე და ამ სფეროზე გული დიდი ხანია აცრუებული მაქვს. „კოვიდამდეც“ ასე იყო, რადგან საქართველოში ეს სფერო, ფაქტობრივად, არ არსებობს. დათო ევგენიძის ბენდში ვარ რამდენიმე წელია, მიყვარს პროექტი „აკუსტიკა“ და სიამოვნებით ვთანამშრომლობ ხოლმე მათთან, ვმღერი სახელმწიფო კონცერტებზე და მაქვს სამომავლო გეგმები კლუბური მუსიკის მიმართულებით.

მთავარი, რაც „კოვიდ-19“-პანდემიის ორმა წელიწადმა გასწავლათ…

(ლეკა):  ალბათ ის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია სურვილი, მონდომება, და ის, რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს − როგორი რთული პერიოდიც უნდა იყოს!

(გიორგი):  მხოლოდ საკუთარი თავისა და შენი ოჯახის იმედი უნდა გქონდეს − აი, ეს მასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი.

სამომავლო გეგმები.

(ლეკა):  გადასარევი გეგმებით ვართ, ვინაიდან კარგი შემოთავაზებები გვაქვს. მიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენებებზე, გადაღებებზე. გადავწყვიტეთ წასვლა ევროპაში, იქ გვინდა გავხსნათ ფოტოსტუდია და გავაგრძელოთ ის საქმიანობა, რითაც აქ ვართ დაკავებული. უკვე ვმუშაობთ ამ საკითხზე: გვაქვს მოლაპარაკებები, გაზაფხულისთვის ცოტა ხნით წავალთ გადაღებებზე და სავარაუდოდ 1 წელიწადში უკვე გადავალთ საცხოვრებლად და სამუშაოდ.

(გიორგი):  პროფესიული ზრდა, აპარატურის გამრავალფეროვნება, რაც ხარისხს ზრდის და უფრო მასშტაბური თანამშრომლობის საშუალებას იძლევა. დღეს მხოლოდ ამ მიმართულებაზე მეფიქრება.

 

 

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები