როგორც იცით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავური წყვილი – შონ მენდესი და კამილა კაბელო ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ.
ვარსკვლავებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
“ჩვენ მივიღეთ საერთო გადაწყვეტულება, დავასრულოთ რომანტიკული ურთიერთობა და ვიყოთ მეგობრები, ძალიან გვიხარია ერთმანეთის წარმატება და გვჯერა, რომ ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საუკეთესო მეგობრები, რადგან ჩვენ ურთიერთობა მეგობრობით დავიწყეთ და ახლაც ასე გაგრძელდება.” – აღნიშნა წყვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაში.
კამილა კაბელო რამდენიმე საათის წინ პაპარაცებმა დასავლეთ ჰოლივუდში შენიშნეს.
მომღერალი შონ მენდესთან დაშორების შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს გაიცნო. რომანტიკული ურთიერთობა კი 2019 წელს დაიწყო.
კამილამ და შონმა პირველი საერთო კოლაბორაცია “I Know What You Did Last Summer” 2015 წელს, ხოლო მეორე დუეტი “Señorita” 2019 წელს გამოუშვეს.