• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

November 2, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა არსებობდეს თუნდაც ერთი ნივთი, რომელზე ზრუნვისთვის განსაკუთრებით დიდ ენერგიას გაიღებს; რის მოვლაშიც ისე გაიხარჯება დღიდან დღემდე, რომ ვერც შეამჩნევს, თუ რამხელა ძალას ითხოვს ეს რუტინა მისგან. აი, მაგალითად, გაიხსენეთ თქვენი საყვარელი მცენარე, რომელსაც ყოველდღიურად უსხამთ წყალს, უნოყიერებთ ნიადაგს, რუდუნებით აცლით გამხმარ ფოთლებს და ჰპირდებით სამყაროს ყველა სიკეთეს, თუ თქვენთვის იყვავილებს. ჩვენთვის, ვისთვისაც #ტკბილინოემბერი დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, ვისაც არასდროს გვიცხოვრია ამ დაავადებასთან ერთად, მაგრამ გვინახავს ადამიანები, რომელთაც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრი, ეს პროცესი სწორედ ყვავილების მორწყვის, ან რაიმე განსაკუთრებულზე ზრუნვის აქტად გვესახება. რუტინა, რომელმაც არ უნდა დაგღალოს და რომლის შესრულებისას ყველაზე მნიშვნელოვანი − შენი კეთილდღეობა იყვავილებს.

#ტკბილინოემბრის ფარგლებში აუცილებელია ავამაღლოთ ცნობიერება დიაბეტისა და კანის მდგომარეობის შესახებ, რადგან ეს დაავადება, ისევე, როგორც სხვა პათოლოგიური პროცესები, გარეგანი გამოვლინების გარეშე იშვიათად მიმდინარეობს. კანი არის ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო და ფარავს მთელ სხეულს, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ მასაც სურს მოჰყვეს ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია.

დასაწყისშივე უნდა შევთანხმდეთ, რომ დიაბეტის თითოეული ტიპი განსხვავებული სახით ვლინდება და მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო რევოლუციები ევოლუციებად იქცა, არასდროს იცი, რას უნდა ელოდო კონკრეტულ პათოლოგიასთან ერთად ცხოვრებისას, ამიტომ ქვემოთ ჩამოთვლილი, განზოგადებული დისკომფორტები შესაძლოა სულაც არ აღენიშნებოდეს დიაბეტის მქონე ადამიანთა ნაწილს.

მოცემულობა ასეთია: ყოველ სამ დიაბეტიან ადამიანში ერთს მაინც აწუხებს კანის განსაკუთრებული მდგომარეობა. სამედიცინო ენციკლოპედია რომ არ მოგაძიებინოთ, გიყვებით, თუ როგორ იკვრება მარტივი ჯაჭვი: სისხლში შაქრის მაღალი დონე კანის გაუწყლოვნების წინაპირობას ქმნის, ანელებს სისხლის მიმოქცევას, იწვევს უჯრედის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ცვლილებებს და შესაბამისად, კანის დაცვითი ფუნქციის რღვევას. ასეთ დროს ვითარდება: კანის სიმშრალე, დაბალი ელასტიკურობა, აქერცვლა, ქავილი, ჰიპერკერატოზი, წყლულები, ინფექციები (რომლებიც დაზიანებულ კანზე ადვილად ვრცელდება) და სხვა.

ბუნებრივია, რომ მსგავსი სიმპტომატიკის გაჩენამდე და მას შემდეგაც, კანის მოვლის საშუალებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნებისმიერ დისკომფორტთან თანაცხოვრებისას, აუცილებელია იცნობდე გავრცელებულ ტრიგერებს და მაქსიმალურად ერიდებოდე მათ გამოყენებას, ამიტომ ჩვენ გირჩევთ დერმატო-კოსმეტიკის იმ პროდუქტებს, რომელთაც მაქსიმალური ნდობა შეგიძლიათ გამოუცხადოთ:

SVR Topialyse

თუ ვთანხმდებით, რომ დიაბეტის (ტიპი 1-2) დროს გავრცელებულ ჩივილებს შორის მოწინავეა კანის სიმშრალე, წვა, დაჭიმულობის შეგრძნება, აქერცვლა და შესაბამისად − გაუწყლოვნება, აუცილებელია ვიპოვოთ კანის მოვლის ისეთი ხაზი, რომელიც მის ბარიერულ ფუნქციას აღადგენს და მაქსიმალურად დაამშვიდებს გაღიზიანებულ დერმას. ფრანგული ფარმაციის ერთ-ერთ გამორჩეულ ბრენდ, SVR-ის Topialyse-ხაზი, გარდა იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს სრულად აკმაყოფილებს, სხვა ბევრი სიკეთითაც ხასიათდება. მაგალითად, მაქსიმალურად დაცლილია ალერგენებისგან. ყველაზე მსუყე ბალმიც კი არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას, მულტიფუნქციურია − გამოიყენება მთელ სხეულზე, სახესა და კანზე, და რაც მთავარია, რეკომენდებულია მთელი ოჯახისთვის! წარმოიდგინეთ, თქვენ თუ თქვენი პატარა, მთელი 48 საათის განმავლობაში გრძნობთ კანის ხავერდოვნებასა და სირბილეს.

 

Bioderma

Atoderm

„ბიოდერმა“ ის ბრენდია, რომელზე საუბარიც არასოდეს მომბეზრდება. წარმოიდგინეთ, ჰოლივუდის ვარსკვლავების რჩეული პროდუქტები, ლეგენდარული მიცელარული წყალი, დაკვირვებით შერჩეული ინგრედიენტები და ნაზი ფორმულები… რა შეიძლება გვჭირდებოდეს სხვა იმისათვის, რომ ვაღიაროთ − ხარისხი ასეთ ხელმისაწვდომ ფასად იშვიათია! „ატოდერმი“ ის ხაზია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია გამოიყენოს მგრძნობიარე, მშრალ და ძალიან მშრალ კანზე. კლინიკური კვლევებით დადასტურებული ეფექტურობით, ზუსტად 27 დღეში კანის ჰიდრატაციის დონე 26%-ით უმჯობესდება. „ატოდერმის“ ხაზში რამდენიმე განსხვავებულ პროდუქტსაც შეხვდებით. მაგალითად, სახისა და სხეულის ზეთს, რომელიც არაკომოდოგენურია, იდეალურად აშორებს მაკიაჟსა და ჭუჭყს, ზედმეტად არ გამოაშრობს კანს და არ ტოვებს დაჭიმულობის შეგრძნებას.

 

La Roche-POSAY

Lipikar / Cicaplast

მაშ ასე, თქვენ წინაშეა ლეგენდარული „ლა როშ-პოზე“, თან − მთელი ორი ხაზით! ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ თითოეული ჩვენგანი უნიკალურია და ჩვენი კანის პასუხიც დიაბეტსა თუ სხვა პათოლოგიებზე − განსხვავებული. ამიტომ, ჩვენ გიყვებით მოვლის სხვადასხვა საშუალებაზე, ხოლო არჩევანი თქვენზეა!

CICAPLAST − პარაბენების, პარფიუმის, ლანოლის გარეშეა ფორმულირებული. შესაბამისად, იდეალურია გაღიზიანებული ან დაზიანებული კანისთვის. 5%-იანი პანთენოლი მოგიხსნით წვის, ტკივილის ან აქერცვლის შეგრძნებას. ასევე, ვინაიდან დიაბეტისას, დაზიანებული კანის ზედაპირიდან ინფექციის გავრცელება საკმაოდ მარტივია, „სისაპლასტის“ ანტიბაქტერიული აგენტები იდეალური გადაწყვეტილებაა.

Lipikar – 10-წლიანი მუშაობისა და 19 კლინიკური კვლევის შემდეგ შექმნილი „ლიპიკარი“− ეგზემის, მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლის ხაზია. ფორმულა მდიდარია ისეთი დამატენიანებელი კომპონენტებით, როგორიცაა შიის კარაქი, ნიაცინამიდი და გლიცერინი. შემადგენლობის ერთ-ერთი „ვარსკვლავი“ კი, ასე პოპულარული თერმული წყალია. იგი ჭარბი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და პრებიოტიკებს შეიცავს, რაც ხაზს დამამშვიდებელ და აღმდგენ ფუნქციას ანიჭებს. „ლიპიკარის“ ფორმულირება იმდენად ნაზია, რომ ჩვილებში 2 კვირიდან ინიშნება და რეკომენდებულია ეგზემის ასოციაციების მიერ.

 

ISISPHARMA

Secalia Ultra

ფრანგული ფარმაციის მქუხარე სახელების ჩამოთვლის შემდეგ, რეკომენდაციების დასრულებისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო, ამიტომ ისეთ ბრენდსა და ხაზს გირჩევთ, რომლის შემადგენლობის გადახედვაც კი, ნდობას იწვევს. „სეკალია ულტრა“ დამატენიანებელი, დამამშვიდებელი, აღმდგენი ხაზია, რომელიც აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას და ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას. თავსებადია ატოპიურ კანთან და ტოლერანტულია დერმატიტისადმი. გლიცერინი, ვაზელინი, შიის კარაქი და ინკა ინჩის ზეთი − იდეალური კომბინაციაა მაშინაც კი, თუ დიაბეტისგან „საჩუქრად“ განსაკუთრებით მგრძნობიარე, აქერცვლადი კანი გერგოთ.

 

სტატიის დასასრულ, კვლავ დავუბრუნდეთ მთავარს. ტკბილი ნოემბერი დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა… ახლა და ყოველდღე, ჩვენ გვერდით მყოფი ჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივ გზას გადიან, გვაჩვენებენ მაგალითს, თუ როგორ უნდა ვიყოთ მუდმივ, განგრძობით, დაუღალავ რუტინაში, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში. მჯერა, რომ ზრუნვის ნაყოფი აუცილებლად იყვავილებს, თუნდაც ტკბილ ნოემბერში. ჯანმრთელობას გისურვებთ.

 

ტექსტი: ლალიკო თუმანიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ემა სტოუნმა “ოსკარი” საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში ფილმ Poor Things-ისთვის მიიღო

#OK! ემა სტოუნმა “ოსკარი” საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში ფილმ Poor Things-ისთვის მიიღო

March 19, 2024
#OK! “ატლასპროფილაქს ინ ჯორჯია“ – ხერხემლის პრობლემების დროული და ეფექტური მკურნალობა

#OK! “ატლასპროფილაქს ინ ჯორჯია“ – ხერხემლის პრობლემების დროული და ეფექტური მკურნალობა

August 15, 2023
#OK! Cardi B-ს განსხვავებული სტილი: რეპერი 80-იანი წლების იმიჯით!

#OK! Cardi B-ს განსხვავებული სტილი: რეპერი 80-იანი წლების იმიჯით!

June 14, 2021
#OK! ინტერვიუ მერაბ შარიქაძესთან

#OK! ინტერვიუ მერაბ შარიქაძესთან

December 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები