• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! მოდის განათლება საქართველოში – ინტერვიუ ნინო მგალობლიშვილთან

April 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„დარწმუნებული ხართ, რომ მოდის ინდუსტრია და მოდის დიზაინი თქვენი მოწოდებაა?“ − ჩვენი რესპონდენტის აზრით, ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველა იმ ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, ვისაც მოდის დიზაინერობა სურს. როგორია მოდის განათლების სისტემა საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დგას ის − ამის შესახებ #OK! ესაუბრა კულტურის კვლევების დოქტორს, პროფესორს, თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელ ნინო მგალობლიშვილს.

(ნინო): „პანდემიის დასაწყისში შექმნილი კრიზისის ფონზე ჩვენ არ შევაჩერეთ სასწავლო პროცესი და დისტანციური სწავლების ფორმატში ჩვეულებრივ რიტმში წარვმართეთ. ასევე, გავაგრძელეთ საერთაშორისო თუ ადგილობრივი საპროექტო საქმიანობა. გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, რა თქმა უნდა იყო პრობლემებიც, მაგრამ ჩვენი სტუდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან საინტერესო შედეგები აჩვენა“.

 

რამდენად არის შესაძლებელი მოდის სწავლა? თუ ის თანდაყოლილი ნიჭია?

არსებობს სტერეოტიპი, რომ მოდის დიზაინერის პროფესიული განვითარებისათვის საჭიროა ფული და არა იმდენად უნარები. მე ვიტყოდი, რომ ეს მცდარი აზრია. წარმატებული კარიერისათვის აუცილებელია განათლება, ასევე, რა თქმა უნდა, თანდაყოლილი ნიჭი, გემოვნებისა და სტილის, სივრცისა და ფერის შეგრძნება და ა.შ. მოდის დიზაინში კარიერას გზას უხსნის ეს ძირითადი კრიტერიუმები. შესაძლებელია ისიც, რომ საკუთარ თავზე ხანგრძლივი და ძალიან მძიმე მუშაობის შედეგად, ეს მნიშვნელოვანი უნარები განვითარდეს, გამრავლდეს. ასე მაგალითად, XX საუკუნის ბევრ დიდ დიზაინერს არ ჰქონდა სპეციალური განათლება. მაგრამ მაინც, ჩვენს დროში სპეციალური მომზადების გარეშე, მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭის იმედით, ამ სფეროში წარმატების მიღწევა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რთულია. ყველაფერი, რაც არ არის დამოკიდებული იღბალსა და ნიჭზე, დამოკიდებული იქნება თქვენი ცოდნის ხარისხზე.

რამდენად მოთხოვნადი პროფესიაა დიზაინერობა საქართველოში?

წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად იმატა მოდის დიზაინის სპეციალობაზე სწავლის მსურველთა ნაკადმა. დამეთანხმებით, ეს ბევრს ნიშნავს.

 

როგორია მოდის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში? გვესაუბრეთ მოდაში განათლების ხარვეზებსა და გამოწვევებზე.

„ტანსაცმლის დიზაინერის“ პროფესია არ არის მარტივი, იგი მრავალკომპონენტიანია. შეიძლება ითქვას, ეს არის ინტეგრირებული მიდგომა სამრეწველო, ტექნიკური და შემოქმედებითი პრობლემების გადასაჭრელად. Fashion-განათლების ჩვენი არსებული პროგრამა უზრუნველყოფს ცოდნის ფართო სპექტრს. მოდის მიმართულების პედაგოგები ხომ გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და მართლაც დაუღალავ შრომას ეწევიან სტუდენტებთან… ასევე, სასწავლო პროცესს ვამდიდრებთ ახალი სპეციალური დისციპლინებით, გვყავს მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომლებიც საპროექტო საქმიანობის წარმართვაში გვეხმარებიან.

მაგრამ სახელმწიფო პროგრამის ჩარჩოში არ არის გათვალისწინებული საბაზრო ურთიერთობების კანონზომიერებანი, თანამედროვე ტანსაცმლის წარმოების სწრაფი ცვალებადობა. ახალი კოლექციების შექმნის გარდა, დიზაინერმა ხომ აუცილებლად უნდა იცოდეს წარმოების პროცესის მთლიანი სტრუქტურა, ესმოდეს ატელიეების მუშაობის სპეციფიკა, სამკერვალო დოკუმენტაცია; იცოდეს მასალის შეფუთვა და ა.შ. ამიტომ 21-ე საუკუნის დიზაინერისთვის, რომელსაც სურს საკუთარი ბრენდის გამოშვება, ეს აღარ არის საკმარისი.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ხარვეზის შესავსებად დიზაინის ფაკულტეტზე ვცდილობთ დავამკვიდროთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, ასევე, ავამუშავეთ ძალზე აუცილებელი საპილოტო პროექტი „ალტერნატიული დისკურსი“, რომლის მთავარი მიზანია სტუდენტების მომზადება მოდის ინდუსტრიის საჭიროებების შესაბამისად. ამ პროექტში, გარდა საერთაშორისო სპეციალისტებისა, ჩართულნი არიან ცნობილი ქართველი დიზაინერებიც, რომლებიც საბაზრო ურთიერთობების კანონზომიერებების ირგვლივ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უანგაროდ უზიარებენ სტუდენტებს. შეიძლება იმის აღიარებაც, რომ ეს პროექტი აღარ არის საპილოტო და მოდის მიმართულების სასწავლო პროცესის ორგანული სეგმენტი გახდა.

პირადი ინიციატივები და მონდომება არ არის საკმარისი, უნდა ჩამოყალიბდეს საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უპასუხებს საერთაშორისო კრიტერიუმებს. აუცილებელია ამ პროცესში სახელმწიფოსა და ბიზნესის აქტიური ჩართულობა.

მოდის ინდუსტრიის განვითარება ხომ მომგებიანია სახელმწიფოსათვის? თქვენი აზრით, რა სახის მთავარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით?

სამწუხაროდ, მოდის ინდუსტრია, როგორც ინსტიტუცია, ჩვენთან ჯერჯერობით არ არსებობს. ამისათვის ძალიან დიდი გზა გვაქვს კიდევ გასავლელი. განუვითარებელია ინფრასტრუქტურა, სარეკლამო კომპანიები; არ არის ქსოვილების წარმოება, სუსტია რიტეილერები, დიზაინერების მატერიალური შესაძლებლობები და ა.შ. დღევანდელი ინტერვიუს ფორმატში ვერ მოხერხდება ამ თემის გაშლა. სხვათა შორის, ეს პრობლემა დეტალურადაა აღწერილი ჩემს ახლად გამოშვებულ წიგნში „ვესტიმენტარული მოდა პოსტსაბჭოთა საქართველოში“. ერთს ვიტყვი − საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მოდის ინდუსტრიის ინსტიტუციონალიზაცია ძალზე მომგებიანი იქნება სახელმწიფოსათვის.

ადამიანს, რომელიც აპირებს დიზაინერობას და ამ სფეროში განათლების მიღებას, რას ურჩევდით?

მოდის დიზაინერი ყველა დროის სასურველი პროფესიაა, მაგრამ არ არის მარტივი. პროფესიონალებს უამრავი რთული დაბრკოლებისა და პრობლემის გადალახვა უწევთ: მაღალი კონკურენცია, შემოქმედებითი სტრესი, ტექნოლოგიების განვითარება, ტენდენციების სწრაფი ცვლილება… დარწმუნებული ხართ, რომ მოდის ინდუსტრია და მოდის დიზაინი თქვენი მოწოდებაა? მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყეთ განვითარება ამ მიმართულებით.

ასევე გაეცანი

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე
Fashion

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია
Fashion

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

February 13, 2026
#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე
Fashion

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

February 7, 2026
#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა
Fashion

#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა

February 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “დედობა საშინლად დამღლელია” – მადონამ აღიარა, რომ დღემდე ვერ გაუგია, როგორ იყოს “შესანიშნავი დედა”

#OK! “დედობა საშინლად დამღლელია” – მადონამ აღიარა, რომ დღემდე ვერ გაუგია, როგორ იყოს “შესანიშნავი დედა”

January 23, 2023
#OK! SEU-სა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT-ის შეთანხმება გლობალური ანტრეპრენერული განათლების მხარდასაჭერად

#OK! SEU-სა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT-ის შეთანხმება გლობალური ანტრეპრენერული განათლების მხარდასაჭერად

October 8, 2024
#OK! უკვე ოფიციალურად: ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაქორწინდნენ

#OK! უკვე ოფიციალურად: ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაქორწინდნენ

June 10, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

February 20, 2026
#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები