• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან

February 13, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალი OK! გაგაცნობთ რესტორატორს, ლექტორსა და რითეილერს, რომელსაც 12-წლიანი გამოცდილება აქვს ჰორეკა სექტორში. მათე ხვიჩია აზიურ რესტორან „მირაის“ დამფუძნებელია და ახლახან ახალ საქმესაც მოჰკიდა ხელი – ვაკეში გახსნა მაღაზია Umamia, რომელიც პროფესიონალ შეფებსა და კულინარიის მოყვარულებს უნიკალურ პროდუქტებს სთავაზობს.

 

გვიამბეთ თქვენ შესახებ.

მე ვარ მათე ხვიჩია, 29 წლის, შეფმზარეული და რესტორატორი. უკვე 12 წელია, კულინარიის სფეროში ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში ძალიან საინტერესო გზა გავიარე. კულინარიის აკადემია დავამთავრე, სადაც მიღებული ცოდნა საფუძვლად დაედო ჩემს პროფესიულ საქმიანობას. 2017 წლიდან ლექტორი ვარ – მომავალი თაობებისთვის აზიური სამზარეულოს სწავლება ჩემთვის მხოლოდ პროფესიული პასუხისმგებლობა კი არა, პირადი სიამოვნებაცაა. სტუდენტებთან ურთიერთობა ყოველთვის მაძლევს ახალ ენერგიას და მარწმუნებს, რომ ცოდნის გაზიარება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი კარიერის განვითარება.

 

 

 

როგორ დაიწყეთ რესტორატორის გზა?

ყველაფერი ჩემი დიდი ინტერესით დაიწყო – მინდოდა ისეთი ადგილი შემექმნა, სადაც ავთენტური აზიური გემოები და ამერიკული სამზარეულოს ელემენტები ერთიანდებოდა. ასე გაჩნდა „მირაი“ 2016 წელს, რომელიც „მომავალს“ ნიშნავს. თავდაპირველად ეს გახლდათ დიდი გამოწვევა, რადგან ქართულ ბაზარზე ავთენტური აზიური სამზარეულო იშვიათობა იყო. დღეს „მირაი“ უკვე მყარად დგას და ბევრი სტუმრისთვის საყვარელ ადგილად იქცა. ძალიან ამაყი ვარ, რადგან ჩემი ხედვა რეალობად იქცა.

 

რა გამოცდილება დაგიგროვდათ ჰორეკა სექტორში?

ჰორეკა ჩემთვის უნივერსიტეტივით იყო – ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობდი. სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობამ, მათ საკვებ პროდუქტებთან მუშაობამ და ბრენდ-ამბასადორის გამოცდილებამ მაჩვენა, რა სჭირდება რეალურად ბაზარს. ეს იყო შესაძლებლობა, არა მხოლოდ პროფესიულად გავზრდილიყავი, არამედ გამეგო, როგორ მუშაობს ინდუსტრია გლობალურ დონეზე. აღნიშნულმა გამოცდილებამ დამანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხი და ნიშური პროდუქტების სწორი შერჩევა.

 

ამ დაკვირვებებმა სად მიგიყვანათ?

გავიგე, რომ ქართულ ბაზარზე ბევრი ნიშური პროდუქტი საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი, და როცა იყო – ყოველთვის რაღაც აკლდა. ამიტომ გადავწყვიტე ახალი ნაბიჯი გადამედგა და retail მიმართულებით მეცადა ძალები. 2025 წლის 16 იანვარს გავხსენი Umamia – აზიური და იტალიური პროდუქციის მაღაზია ვაკეში, კეკელიძის 2 ნომერში. ეს ჩემთვის არ იყო მხოლოდ ბიზნესგადაწყვეტილება, ეს იყო სურვილი, გამეზიარებინა ის პროდუქტები, რომლებსაც თავად ვეძებდი, როგორც პროფესიონალი.

 

 

რას სთავაზობს Umamia მომხმარებლებს?

დღეს Umamia-ში 600-ზე მეტი პროდუქტი გვაქვს – დაწყებული სოუსებითა და სანელებლებით, დამთავრებული უნიკალური ნახევარფაბრიკატებით. ვფიქრობთ როგორც პროფესიონალ შეფებზე, ისე იმ ადამიანებზე, ვისაც სახლში ექსპერიმენტები უყვარს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიაში შემოსულმა მომხმარებელმა აღმოაჩინოს რაღაც ახალი და საინტერესო. წლის ბოლომდე ვგეგმავთ ასორტიმენტის 800 დასახელებამდე გაზრდას და ისეთი პროდუქტების შემოტანას, რომლებიც აქამდე ქართულ ბაზარზე საერთოდ არ ყოფილა.

 

რა არის თქვენი მთავარი მიზანი ამ პროექტში?

ჩემი მიზანია, რომ Umamia იქცეს არა მხოლოდ მაღაზიად, არამედ პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის სივრცედ, სადაც ხარისხი და მრავალფეროვნება პირველ ადგილზე დგას. მინდა, რომ ეს იყოს სტანდარტის დამამკვიდრებელი პროექტი – ისეთი, რომელიც ბაზარზე სრულიად ახალ დონეს შემოიტანს. ჩემი გეგმაა, ქართულ სამზარეულოში უფრო მეტი შესაძლებლობა შევქმნა და შევიტანო ის პროდუქტები, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი შეფები იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

 

ასევე გაეცანი

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჩემი პატარა ამბავი – მაიკო წერეთელი

#OK! ჩემი პატარა ამბავი – მაიკო წერეთელი

October 20, 2025
#OK! მადონა 65 წლის გახდა:  პოპის დედოფალი, რომელმაც მუსიკალური ინდუსტრია შეცვალა

#OK! მადონა 65 წლის გახდა: პოპის დედოფალი, რომელმაც მუსიკალური ინდუსტრია შეცვალა

August 16, 2023
#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! შენი სიცოცხლე შენს ხელშია

#OK! შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 5, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

February 19, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები