• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში

February 14, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

როდესაც გამოცდილი ექიმები საერთო ფასეულობების გარშემო ერთიანდებიან და გადაწყვეტენ თავად შექმნან უკეთესი სამედიცინო რეალობა, იბადება ახალი სტანდარტი. სწორედ ამ იდეით შეიქმნა კლინიკა „მიკროდერმა“, სივრცე, სადაც პროფესიული გამოცდილება, ინოვაციური მიდგომა და მაღალი ევროპული სამედიცინო სტანდარტები ერთიანდება. „მიკროდერმას“ სერვისები ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს და გუნდის მრავალწლიან გამოცდილებას. აქ მომუშავე ექიმებისთვის, კმაყოფილ პაციენტთან ერთად, უმნიშვნელოვანესია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. სწორედ ამაზე მეტყველებს კლინიკა „მიკროდერმას“ მიერ განხორციელებული არაერთი საინტერესო სოციალური პროექტი. ამ თემაზე უფრო ვრცლად „მიკროდერმას“ დამფუძნებლები, ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი, გიორგი არველაძე და კლინიკის დირექტორი, სანდრო ბოჭორიშვილი გვესაუბრნენ.

 

 

 

რა იყო კლინიკა „მიკროდერმას“ შექმნის მიზანი და რა სერვისებს სთავაზობთ საზოგადოებას?

გიორგი არველაძე: მედიცინის მთავარი მიზანი პაციენტი და მისი ჯანრმთელობაა, რაც გულისხმობს სწორ დიაგნოზირებას და პაციენტის ფსიქოემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მორგებულ ინდივიდუალურ მკურნალობას, რასაც სრულად ვიაზრებთ. ჩვენ ვიყენებთ ყველა ტექნოლოგიას, რაც დღეს მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია შევძლოთ ის, რაც საქართველოში აქამდე თითქოს შეუძლებელად ჟღერდა, ვგულისხმობ მართლაც ევროპულ საუკეთესო გამოცდილებას – გამოცდილი სამედიცინო გუნდისა და უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების შერწყმას, ამასთანავე, ევროპული ჯანდაცვის ყველაზე მკაცრ რეგულაციებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას.

კლინიკის შექმნის მიზანი იყო, აქ მოსულ პაციენტს ჰქონოდა შესაძლებლობა და კომფორტი, ერთ სივრცეში მიეღო ყველა ის მომსახურება, რაც დაკავშირებულია კანსა და კანზე არსებულ წარმონაქმნებთან. ვთავაზობთ მომსახურებას შემდეგი მიმართულებით: დერმატოლოგია, პოდოლოგია, ხალების სკრინინგი, კანის ქირურგია, თმის ცვენის მკურნალობა, ესთეტიკური მედიცინა, ექოსკოპია, ლაბორატორია.

 

 

გვესაუბრეთ კლინიკის უპირატესობებზე.

კლინიკაში თითოეული მიმართულება არის მაქსიმალურად გამართული, შესაბამება ყველა იმ თანამედროვე სტანდარტს, რითაც ხელმძღვანელობენ აშშ-სა და ევროპის წამყვან კლინიკებში. ამას ემატება თითოეული გუნდის წევრის გამოცდილება, რაც ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკურნალობის შედეგებში.

კლინიკა აღჭურვილია სრულიად თანამედროვე ევროპული სამედიცინო ტექნოლოგიებით, მათ შორის: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული FotoFinder, Meesma, CO2 ლაზერი და სხვა უახლესი აპარატებით. „მიკროდერმაში“ ხელოვნური ინტელექტი დანერგილია ყველა მიმართულებით და წარმოადგენს ექიმის ეფექტურ დამხმარეს, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმის გამოცდილებას. არაკვალიფიციურად გამოყენებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა არასწორი შეფასება და შეცდომითი დიაგნოზი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტი ექიმს არასდროს ჩაანაცვლებს, თუმცა მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებაში.

აღსანიშნავია შენობის ინტერიერი, რადგან ვფიქრობთ დახვეწილი და თბილი გარემო განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს პაციენტის ფსიქოლოგიურ განწყობაზე. კლინიკის გახსნამდე ბევრჯერ ვესტუმრეთ მსოფლიოს ცნობილ კლინიკებს, გავეცანით მათ გამოცდილებას, რაც მაქსიმალურად გავითვალისწინეთ კლინიკის დაგეგმარების ყველა ასპექტში.

სამედიცინო ინფრასტრუქტურასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო თავად შენობისა და ადმინისტრაციული გუნდის სწორად დაგეგმარება, რათა პაციენტის მომსახურება ყოფილიყო კომფორტული, სწრაფი, ხარისხიანი და რაც მთავარია, უსაფრთხო. კოვიდის დროს დაინერგა საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ყველა ოთახის ვენტილირებას გულისხმობს, რაც საქართველოში ამბულატორიულ მომსახურებაში არ არის სავალდებულო, თუმცა ჩვენ ეს სტანდარტი გავითვალისწინეთ და ყველა ოთახი არის სწრაფად ვენტილირებადი სეზონის ნებისმიერ დროს. ეს კი უზრუნველყოფს კლინიკაში ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე დაყვანას.

 

 

გიორგი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექიმი ხართ თქვენს სფეროში. როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებთან?

მადლობა ამ შეფასებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტთან მაქვს ინდივიდუალური მიდგომა. ყველა ადამიანი განვსხვავდებით, შეიძლება ერთ დედმამიშვილებს ჰქონდეთ ერთი დაავადება, მაგრამ ორივეს სხვადასხვა ფორმით გამოუვლინდეს. თითოეულ მათგანს სჭირდება არა შაბლონური, არამედ ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობა. ერთი საკითხია ის გაიდლაინები, რაც ექიმისთვის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს, ხოლო მეორეა ამის გადმოტანა და ინდივიდუალურად მორგება, რაც საკმაოდ რთულია. ინდივიდუალურობა მნიშვნელოვანია ყველა ასპექტში, ეს იქნება მკურნალობის მხრივ თუ ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით, ყველანაირი რგოლი უნდა იყოს მაქსიმალურად გააზრებული, რათა ადამიანმა შედეგი მიიღოს.

ასევე, პაციენტთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია არ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აუხსნა თითოეული საკითხი.

 

 

გუნდი, რომელიც კლინიკა „მიკროდერმას“ ქმნის…

სანდრო ბოჭორიშვილი: ნებისმიერი ორგანიზაციის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია მოტივირებული გუნდი, რომელსაც საერთო და კეთილი მიზნები აერთიანებს. გუნდის წევრებს შორის არსებულ ჯანსაღ ურთიერთობას კი ხშირად აღნიშნავენ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რადგან უმეტეს შემთხვევაში ასეთი გარემო უცხოა მათთვის.

კლინიკა ყველა მიმართულებით დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი თანამშრომლებით, რომელთაც აერთიანებთ მეგობრობა და საქმის სიყვარული, რაც მომენტალურად აისახება პაციენტებთან დამოკიდებულებაში. ჩვენთან დანერგილია ანონიმური შეფასების პროგრამა, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად ვიღებთ შეფასებებს. პაციენტები განსაკუთრებით აღნიშნავენ ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, რაც ვფიქრობ, ზუსტად ასახავს ჩვენი გუნდის მნიშვნელობას.

ყოველდღიურად იმართება სამედიცინო კონსილიუმი, რომლის მიზანია თითოეული პაციენტის გუნდური განხილვა და მკურნალობის შეფასება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი შეცდომის არსებობა მინიმუმადე დავიყვანოთ. როცა მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი, „მიკროდერმას“ გუნდის ყველა წევრი მომენტალურად ერთიანდება, მიუხედავად სამსახურებრივი განსხვავებული მოვალეობისა.

ჩვენ ვიპოვეთ გადაკვეთა კეთილსინდისიერებასა და საქმეს შორის. ყოველთვის პრიორიტეტია პაციენტი. როდესაც შეგვიძლია მისი დახმარება ქველმოქმედების კუთხითაც, ამის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნებით, პირიქით, არაერთი საქველმოქმედო პროექტი გავაკეთეთ და მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს ვგეგმავთ.

 

 

როგორ შეაჯამებდით ამ წელს, რას თვლით კლინიკის მთავარ მიღწევად?

გასული პერიოდი კლინიკისთვის დინამიკური ზრდისა და განვითარების ეტაპი აღმოჩნდა. გუნდი, რომელმაც მუშაობა დაიწყო, წელიწად-ნახევარში გაორმაგდა, რაც მკაფიოდ მიუთითებს ჩვენს სამედიცინო სერვისებზე არსებულ მაღალ მოთხოვნაზე. ამ დროის განმავლობაში დაფიქსირდა დაახლოებით 55 000 ვიზიტი. ზრდის პარალელურად, გაიზარდა ინფრასტრუქტურაც, ამ ეტაპზე პაციენტებს ვემსახურებით 18 სრულად აღჭურვილ კაბინეტში. ვგეგმავთ როგორც გუნდისა და მომსახურების მოცულობის გაორმაგებას, ასევე კლინიკის ფილიალების გახსნას.

მივიღეთ შემოთავაზება ევროპელი პარტნიორებისგან, გაიხსნას ქართული დერმატოლოგიური კლინიკა – „მიკროდერმას“ ფილიალი გერმანიაში, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ეს იქნება ქართული მედიცინის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპულ მედიცინაში, რადგან საქართველოში ძალიან ხშირად პირიქით ხდება, – აქ იხსნება ევროპული კლინიკები.

 

 

გვესაუბრეთ კლინიკის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

სამედიცინო დარგიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა ატარებდეს საინფორმაციო და სოციალურ პასუხისმგებლობას. ამის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე სოციალური აქტივობა, ერთ-ერთი იყო მსოფლიო რეკორდის დამყარება. ჩვენმა დერმატო-ვენეროლოგმა, ჯანსუღ ვერულაშვილმა, 24 საათის განმავლობაში კანის სკრინინგი 363 პაციენტს ჩაუტარა, რომელთაგანაც ორი საკმაოდ მძიმე შემთხვევა (კანის კიბო) გამოვლინდა, ორივე ადამიანს ჩაუტარდა სრულყოფილი მკურნალობა და მათი სიცოცხლე გადავარჩინეთ, რადგანაც მელანომა ადრეულ ეტაპზე იქნა აღმოჩენილი. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა კანის კიბოს პრევენციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობას. ეს არის პირველი მსოფლიო რეკორდი ქართული მედიცინის ისტორიაში.

ამის შემდეგ, პირველად საქართველოში, დავგეგმეთ დერმატოლოგიური ექსპედიცია, რომელიც 25-წუთიან ფილმად გადმოვეცით. მოგეხსენებათ, მთებში საკმაოდ ღრმად არის შემონახული ხალხური მედიცინა, ჩვენთვის საინტერესო იყო გაგვეგო, თუ რა გადაკვეთა არსებობს თანამედროვე და ხალხურ მედიცინას შორის. ძალიან საინტერესო აღმოჩენები გავაკეთეთ, მაგალითად: იმ მცენარეებს, რასაც იყენებდნენ პაციენტების სამკურნალოდ, დღეს თანამედროვე პრეპარატების შემადგენლობაში შეხვდებით. ამ ექსპედიციის ფარგლებში, ზემო სვანეთში პაციენტებს უფასოდ ჩავუტარეთ სკრინინგი და გადავეცით საჩუქრები, ამასთანავე ჩავატარეთ ესთეტიკური პროცედურებიც. ამ პროექტს კვლავ გავაგრძელებთ, რათა საქართველო მთლიანად მოვიცვათ.

ასევე, განვახორციელეთ კიდევ ერთი პროექტი – პირველი საბავშვო ანიმაცია, რომელიც საგანმანათლებლო ფუნქციას ატარებს. მისი მიზანია, ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე ავუხსნათ, თუ როგორ უნდა დაიცვან და მოუარონ საკუთარ კანს. გასათვალისწინებელია პატარა პაციენტების ექიმთან ვიზიტის ფსიქოლოგიური ბარიერები, რაც ხშირად ართულებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევას. ვფიქრობთ ჩვენ მიერ შექმნილი ანიმაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აღნიშნული ბარიერის მოხსნაში და გააუმჯობესებს პატარა პაციენტების სამედიცინო მომსახურებას არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, არამედ ზოგადად ბავშვების მხრიდან ექიმის დადებითად აღქმაში.

 

სამომავლო გეგმები

ეს აქტივობები გაგრძელდება. ჩვენი თითოეული მარკეტინგული ვიდეოს მიზანია პაციენტის ინფორმირება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. მალე დავაანონსებთ საქველმოქმედო პროექტს, რომლის ფარგლებშიც თითოეული ჩვენი პაციენტი ერთი დიდი კეთილი საქმის მონაწილე გახდება.

სამომავლოდ ვაპირებთ საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარებას – აკადემიის გახსნას. საქართველოში მას ანალოგი არ ექნება. ასევე, ვმუშაობთ სამეცნიერო მიმართულებით, რაც მოიცავს ისეთი ინოვაციური და ეფექტიანი მკურნალობების დანერგვას, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის მიერ, თუმცა საქართველოში ჯერ სამედიცინო სერვისის სახით არ არსებობს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო
Uncategorized

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 14, 2026
#OK! ერთი ნახვით შეყვარება  ოლესია თავაძისა და ზაზა აბზიანიძის სიყვარულის ამბავი
OK! Story

#OK! ერთი ნახვით შეყვარება ოლესია თავაძისა და ზაზა აბზიანიძის სიყვარულის ამბავი

February 14, 2026
#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert
OK! Business

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

February 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დაუვიწყარი არომატები Megi’s Art-ისგან

#OK! დაუვიწყარი არომატები Megi’s Art-ისგან

February 7, 2024
#OK! “ის ნამდვილი ბარბია” – კიმ კარდაშიანის მორიგი გამოჩენა “ბალენსიაგას” სამოსით

#OK! “ის ნამდვილი ბარბია” – კიმ კარდაშიანის მორიგი გამოჩენა “ბალენსიაგას” სამოსით

June 22, 2022
#OK! მოდის განათლება საქართველოში – ინტერვიუ ნინო მგალობლიშვილთან

#OK! მოდის განათლება საქართველოში – ინტერვიუ ნინო მგალობლიშვილთან

April 5, 2022
#OK! კენდალ ჯენერი Givenchy-ს ახალი კოლექციისთვის! მოდელი მეთიუ უილიამსის ობიექტივში!

#OK! კენდალ ჯენერი Givenchy-ს ახალი კოლექციისთვის! მოდელი მეთიუ უილიამსის ობიექტივში!

March 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 9, 2026
#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

February 13, 2026
#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

February 7, 2026
#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

February 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები