• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! მეღვინეობა „ფალავანი“ – ტრადიციული და თანამედროვე ღვინის სინთეზი

November 8, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ მეღვინეობა „ფალავანს“, რომელსაც არსებობის ორსაუკუნენახევრიანი ისტორია აქვს. მიუხედავად სირთულისა, ახალმა თაობამ კვლავ შეძლო 2012 წლიდან ახალი სიცოცხლე მიეცა მეღვინეობისთვის და ქარხნისთვის ძველი ტრადიციული იერსახე შეენარჩუნებინა. კომპანია აწარმოებს, როგორც ტრადიციული ქართული წესით დამზადებულ ქვევრის ღვინოს, ასევე კლასიკური ევროპული ტიპისას. განსაკუთრებული ტრადიციებით გაჯერებული წარმოება, თანამედროვე, ახალი მიდგომები და მაღალი ხარისხის ღვინო არის ის, რითაც „ფალავანი“ გამოირჩევა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. ღვინის მაღალ ხარისხზე კი ის უამრავი ჯილდო მეტყველებს, რომელიც „ფალავანის“ პროდუქციას აქვს მიღებული. მიმდინარე წელს კომპანიამ მოიპოვა სამი ოქროს მედალი, მათ შორის ერთი „ორმაგი ოქრო“ (Double Gold), რომელიც არის იშვიათი ჯილდო, რადგან ის ენიჭება იმ პროდუქციას, რომელიც მოიპოვებს 97 ქულაზე მეტს, მაქსიმალური 100 ქულიდან. მეღვინეობა „ფალავანის“ განვითარების საინტერესო ისტორიას კომპანიის მომავალი თაობა – მარკეტინგის მენეჯერი ნიკოლოზ კოტეტიშვილი გვიყვება.

 

როგორია მეღვინეობა „ფალავანის“ შექმნის ისტორია?

ჩვენი მეღვინეობის ისტორია XVIII საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ქართლ-კახეთის მეფემ, ერეკლე II-მ არაგვის საერისთავო გააუქმა და ბეჟან ერისთავს სოფელი ქისტაური უბოძა, სადაც ის შემდგომ დასახლდა. მან გააცოცხლა განადგურებული სოფელი და 1780 წლიდან კახეთში პოპულარული გახდა მისი მარანი. გასაბჭოების შემდეგ ერისთავების სახლი, ღვინის მარანი და ვენახები სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. ღვინოზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდებოდა და შემთხვევითობა არ არის, რომ ღვინის ტრადიციით ცნობილ ქისტაურში ახალი ღვინის ქარხანა აშენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოდესღაც აყვავებული საწარმო განადგურდა და მის კედლებში სიცარიელემ დაისადგურა, თუმცა 1996 წელს ჩემმა ბაბუამ, მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტმა ანზორ ქიბროწაშვილმა, შეისყიდა ეს ოდესღაც ცნობილი და ღვინის ტრადიციებით გაჯერებული წარმოება და მას ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამ პერიოდისთვის ბაბუას უკვე ჰქონდა ღვინის წარმოება გორში, სადაც იმ დროისთვის ცნობილი ცქრიალა ღვინო – REGINA TAMARA მზადდებოდა. ვინაიდან ის წარმოშობით ახმეტიდან იყო, მას გულით უნდოდა არ დაკარგულიყო მეღვინეობის ტრადიცია ქისტაურში, სამწუხაროდ, ბაბუა ამას ვერ მოესწრო.

2012 წელს კი ახალმა თაობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქისტაურში ღვინის წარმოება აგვეღორძინებინა. ეს რეკონსტრუქცია დღემდე მიმდინარეობს, რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება, მომხდარიყო არა ახალი ქარხნის აშენება, არამედ უკვე არსებული ქარხნის რესტავრაცია, რაც გაცილებით შრომატევადი და რთული ამოცანა აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ დღესაც, სამუშაოების დროს, ტერიტორიაზე, სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ჩამარხულ ქვევრებს ვპოულობთ, რაც თანდათანობით უფრო გვიღვივებს სიამაყის გრძნობას და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ჩვენი არჩევანის სისწორეში – შეგვენარჩუნებინა ქარხნისთვის ძველი, ტრადიციული იერსახე.

 

რამდენი სახეობის ღვინოს ქმნით? გეგმავთ სამომავლოდ სახეობების დამატებას ან წარმოების გაფართოებას?

ჩვენ მუდამ ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, არ ვერიდებით ექსპერიმენტებს, გვსურს სამომავლოდ ახალი პროდუქციის შექმნა.

დღესდღეობით კომპანია უკვე აწარმოებს როგორც ტრადიციული ქართული წესით დამზადებულ ქვევრის ღვინოებს, ასევე კლასიკური ევროპული ტიპის ღვინოს, ამასთან ერთად ვაწარმოებთ ცქრიალა ღვინოს, ბრენდის და ჭაჭას. სულ წარმოებაში 41 სახეობის ალკოჰოლური პროდუქციაა.

 

სად ხდება თქვენი პროდუქციის რეალიზება?

დღეის მდგომარეობით კომპანია აწარმოებს ექსპორტს 18 ქვეყანაში, კერძოდ, ესენია: ევროკავშირის ქვეყნები, დსთ-ს ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია, აფრიკა, ჩინეთი, ისრაელი და, რა თქმა უნდა, საქართველო.

 

რა გამოარჩევს მეღვინეობა „ფალავანს“?

საქართველოში ცოტა მოიძებნება ადგილი, სადაც მეღვინეობა ორსაუკუნე-ნახევარია, ფაქტობრივად, შეუწყვეტლივ არსებობს. არ მინდა ტრაბახად ჩამეთვალოს, მაგრამ ჩვენი კომპანია გამოირჩევა პროდუქციის მაღალი ხარისხით, რაც ჩვენი მთავარი მეღვინის, ბატონ ირაკლი ნანეიშვილის დამსახურებაა, რომელიც ჩვენს კომპანიაში მეორე თაობას წარმოადგენს. მამამისმა, გურამ ნანეიშვილმა, განთქმულმა ქართველმა მეღვინემ, საქართველოს მთავარმა შამპანისტმა, ბაბუაჩემთან ერთად ჩვენს ქარხანაში ღვინის წარმოებას საფუძველი ჩაუყარა. მსგავსი არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როდესაც კომპანიაში მუშაობას ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია იზრდება და ფართოვდება, მის წევრებს შორის არ იკარგება ერთმანეთის მიმართ ოჯახური დამოკიდებულება, რისი უამრავი მაგალითიც არსებობს ჩვენს კომპანიაში.

ასევე, განსაკუთრებით დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი წარმოების ხელმძღვანელის, ბატონ ვაჟა ტუშურის მიმართ, რომელმაც მძიმე პერიოდში დიდი წვლილი შეიტანა ქარხნის შენარჩუნებაში და დღესაც წარმატებით უძღვება მის განვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მისი ვაჟიც ჩვენთან მუშაობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს კომპანიაში თაობათა უწყვეტ ჯაჭვს.

სწორედ ყოველივე ზემოაღნიშნულის თანაფარდობა განაპირობებს პროდუქციის მაღალ ხარისხს, რაც თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ მომხმარებლის შეფასება, არამედ ის უამრავი ჯილდო, რომელსაც ჩვენი პროდუქცია ყოველწლიურად მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსებზე მოიპოვებს. მიმდინარე წელს კომპანიამ მოიპოვა სამი ოქროს მედალი, მათ შორის ერთი „ორმაგი ოქრო“ (Double Gold), რომელიც არის იშვიათი ჯილდო, რადგან ის ენიჭება იმ პროდუქციას, რომელიც მოიპოვებს 97 ქულაზე მეტს, მაქსიმალური 100 ქულიდან.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი ძირითადი მიზანია, ღირსეულად გავაგრძელოთ ქართული 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიცია. ღვინის ხარისხის ახალ საფეხურზე ასაწევად გადავწყვიტეთ გაგვეშენებინა ბიოვენახები. წელს ველოდებოდით პირველ მოსავალს, მაგრამ, სამწუხაროდ, მევენახეობისთვის ეს იყო მძიმე წელი, უხვი ნალექის გამო ვენახს გაუჩნდა სხვადასხვა დაავადება, რაც ჩვეულებრივი ვენახებისთვის, არათუ ბიოვენახებისთვის, საბედისწირო აღმოჩნდა, რის გამოც ვერ მოხერხდა მოსავლის მიღება. ვიმედოვნებთ, მომავალი წელი იქნება წარმატებული და ჩვენ შევძლებთ ჩვენი ბიოვენახებიდან მივიღოთ პირველი მოსავალი და ასორტიმენტს ბიოღვინო შევმატოთ. შემდგომ გვსურს, უფრო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და ბიომეღვინეობიდან გადავიდეთ ბიოდინამიკურ მეღვინეობაზე. ჩვენი ოჯახისთვის მეღვინეობა არა მხოლოდ ბიზნესია, არამედ, ისევე, როგორც ყველა ქართველისთვის, ის ჩვენი ცხოვრების სტილი და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ოპელმა ახალი ლოგო „blitz“ წარადგინა

#OK! ოპელმა ახალი ლოგო „blitz“ წარადგინა

July 4, 2023
#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

November 16, 2021
#OK! “ფერადი, დახვეწილი და ელეგანტური” – ენ ჰეტევეი Stephen Colbert-ის შოუს კრისტოფერ როჯერსის სამოსით ესტუმრა

#OK! “ფერადი, დახვეწილი და ელეგანტური” – ენ ჰეტევეი Stephen Colbert-ის შოუს კრისტოფერ როჯერსის სამოსით ესტუმრა

March 16, 2022
#OK! ორსული მეგან მარკლი 1 წლის არჩისთან ერთად სეირნობის დროს დააფიქსირეს

#OK! ორსული მეგან მარკლი 1 წლის არჩისთან ერთად სეირნობის დროს დააფიქსირეს

April 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება რევოლუციის შემდეგ

#OK! როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება რევოლუციის შემდეგ

January 15, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები