• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „მე ვწუხვარ ბაღზე” – საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე

April 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საქართველოს ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე ინსტალაცია “მე ვწუხვარ ბაღზე” წარადგენს. კულტურის სამინისტრომ პროექტი კონკურსის გზით შეარჩია.

საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის საგამოფენო სივრცე კუნძულ ჯუდეკაზე შეირჩა. საქართველოს ეროვნული პავილიონი დამთვალიერებელს 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე უმასპინძლებს.

 „მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის პროექტია. ის მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე. დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR გამოცდილების საშულებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან, მედიუმის, რომელშიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობენ.

 

VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია. ვირტუალური ბაღი – ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ  მცენარეებს აერთიანებს.  აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. უკანასკნელ 250 წელიწადში დედამიწაზე, სხვადასხვა ადგილებში, 600-მდე მცენარე გაქრა.

ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვითგენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილება ინტერაქციულია. “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიც ტექნოლოგიური ეპოქით განპირობებული ახალი სურეალიზმის ენით დასასრულსა და დასაწყისზე გვესაუბრება.

პროექტის, “მე ვწუხვარ ბაღზე” წარმდგენი პლატფორმაა „მდგომარეობებს შორის”, მისი დამფუძნებლების: ვატო ურუშაძის, ხატია ჭოხონელიძის და გიორგი სპანდერაშვილის კურატორობით. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ პროექტს კურატორობას უწევს პლატფორმა, კურატორების ერთობა და არა ცალკეული კურატორი, როგორც აქამდე იყო მიღებული. „მდგომარეობებს შორის” –  მულტიმედია სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია-ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ახალი გამომსახველობითი და რეპრეზენტაციული ფორმების კვლევას. “მდგომარეობებს შორის” 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მართავს ფართო მასშტაბის გამოფენებს, რითაც ხელს უწყობს საქართველოში ახალი მედია-ხელოვნების განვითარებისთვის კონტექსტის შექმნას. www.inbetween.media

შენიშნვა: „მდგომარეობებს შორის“გუნდის უშუალო ჩართულობის შედეგად 2021 წელს თბილისი შეუერთდა UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს, UCCN და მიენიჭა მედია ხელოვნების ქალაქის სტატუსი 4 წლით. ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული პავილიონი წელს ასევე წარსდგება ვენეციის 59-ე ბიენალზე მულტიმედია/VR ნამუშევრით მნიშვნელოვნად აძლიერის ზოგადად მედია ხელოვნების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის თანმიდევრულობას.

„მე ვწუხვარ ბაღზე”

მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კომისარი: მაგდა გურული

მხატვრები: მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე

ორგანიზაცია: „მდგომარეობებს შორის”

კურატორები: გიორგი სპანდერაშვილი, ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე

ადგილობრივი პარტნიორი: Nuova Icona

პარტნიორი: Spazio Punch

ხმის დიზაინერი / კომპოზიტორი: დავით ხორბალაძე

CTO: ალექს ლაშხი, StormBringer Studios OÜ

გამოფენის დიზაინერი: ლუკა მუროვეკ (ჩ), raumlaborberlin

კონსულტანტ/ბიოლოგი გადაშენების პირას მყოფი მცენარეების საკითხებში: რაფაელ გოვართსი, Head of Plant & Fungal Names, Royal Botanic Gardens, Kew (UK)

ტექსტის რედაქტორი: გაბრიელ ადამსი

ექსპოზიციის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით პროექტის გუნდი თანამშრომლობს კომპანიაა raumlaborberlin-თან, რომელიც მრავალი საერთაშორისო პრიზის, მათ შორის, 2021 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელია.

ასევე გაეცანი

#OK! დიდი ბრიტანეთის მეფის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი საკუთარ დაბადების დღეს დააკავეს – BBC News
OK! News

#OK! დიდი ბრიტანეთის მეფის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი საკუთარ დაბადების დღეს დააკავეს – BBC News

February 19, 2026
#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია
OK! News

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

February 19, 2026
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს
OK! News

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“
OK! News

#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

February 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კლოდ მონეს ბაღი ჟივერნიში

#OK! კლოდ მონეს ბაღი ჟივერნიში

May 7, 2021
#OK! ჰელენ მაკკრორი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! ჰელენ მაკკრორი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

April 16, 2021
#OK! როგორ იქცნენ ტყუპი ძმები ბოგდანოვები კულტურულ ფენომენად

#OK! როგორ იქცნენ ტყუპი ძმები ბოგდანოვები კულტურულ ფენომენად

September 30, 2025
#OK! არხში წყლის მწვანედ შეღებვის გამო, გრეტა თუნბერგი ვენეციიდან გააძევეს

#OK! არხში წყლის მწვანედ შეღებვის გამო, გრეტა თუნბერგი ვენეციიდან გააძევეს

November 28, 2025

კვირის ჰიტები

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

February 13, 2026
#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! ახალი კვლევა – ცნობილია სიყვარულში ყველაზე ბედნიერი თაობა

#OK! ახალი კვლევა – ცნობილია სიყვარულში ყველაზე ბედნიერი თაობა

February 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები