• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! მატილდა გვარლიანი – მსოფლიო მოდის კაშკაშა ვარსკვლავი

October 16, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

24 წლის ქართველი მოდელის მატილდა გვარლიანის გზა წარმატებისკენ მართლაც რომ შთამბეჭდავია. მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შეძლო და ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Chanel, Gucci, Dior, Lacoste, Calvin Klein, Ralph Lauren, Diesel, Emporio Armani, Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა. ამასთან ერთად ქართველი მოდელი TOP 50 მოდელს შორისაა.

მატილდა სამ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი).

სულ რამდენიმე საათში კი მატილდას Victoria’s Secret-ის შოუზე ვიხილავთ. ის იქნება პირველი ქართველი ანგელოზი, რომელიც ყველასთვის საყვარელ და გამორჩეულ მოდელებთან ერთად დადგება.

Victoria’s secret-ის შოუ ყოველწლიური ღონისძიება იყო, რომელიც 1995 წლიდან იმართებოდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ, დაბალი რეიტინგისა და გაყიდვების გამო, კომპანიას მისი გაუქმება მოუწია. ექვსწლიანი პაუზის, რებრენდინგისა და ახლებური სტრატეგიის შემუშავების შემდეგ Victoria’s Secret-ის გრანდიოზული და მასშტაბური შოუ, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ველოდით ნიუ-იორკში კვლავ ბრუნდება.

 

 

ქართველი მოდელის ახალი წარმატების ფონზე გავიხსენოთ მისი განვლილი გზა და მნიშვნელოვანი მომენტები.

მატილდა გვარლიანმა მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).

მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. მოგვიანებით იგი გამოჩნდა იტალიური Vogue-ის სარეკლამო კამპანიაში.

მოდელის დებიუტი Haute Couture-ზე Dolce & Gabbana-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. ის ასევე გამოვიდა GCDS 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუზე. 2020 წელს უკრაინული Marie Claire-ის აპრილის ნომრის გარეკანზე ახალგაზრდა ქართველი მოდელი გამოჩნდა.

მოგვიანებით მატილდა  Fendi-ის ერთ-ერთი სახე გახდა. ის გადაღებულია Fendi-ის ახალი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ხაზის, Icons-ის სარეკლამო კამპანიისთვის. 2020 წლის ბოლოს მატილდა გახდა Valentino-ს ახალგაზრდული ხაზის, REDValentino-ს სახე. იგი ასევე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა, Parfois, Diesel და Roberto Cavalli.

ბოლო დროს მატილდა გულშემატკივრებს სულ უფრო ხშირად ახარებს ცნობილ ბრენდებსა და მოდის სახლებთან თუ გავლენიან გამოცემებთან თანამშრომლობით.

  • სულ რამდენიმე დღის წინ პარიზში Holiday Magazine -ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, გარეკანზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანია გამოსახული;
  • მატილდა ასევე პარიზში, CHANEL -ის ახალი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა;
  • CHANEL -ის შემდეგ, Louis Vuitton -ის ჩვენებაზეც გამოვიდა;
  • მოდელი ასევე ვიქტორია ბექჰემის ჩვენებაზე ვიხილეთ;
  • Schiaparelli-ს 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა;
  • Dries Van Noten-ის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება პარიზში…

ახალგაზრდა ქართველი მოდელის ამ წარმატებულ ნაბიჯებს სამშობლოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ბოლო სიახლემ, მატილდას Victoria’s Secret-ის შოუსთვის შერჩევამ, განსაკუთრებით აღაფრთოვანა.

შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს აშშ-ის დროით 19:00 საათზე, ხოლო საქართველოს დროით, 03:00 საათზეა დაგეგმილი.

 

ასევე გაეცანით:

#OK! მატილდა გვარლიანი მექსიკური Vogue-ის გარეკანზე

#OK! მატილდა გვარლიანი Models.com-მა TOP 50 ახალგაზრდა მოდელში შეიყვანა

#OK! პირველი ქართველი მოდელი Vogue-ის გარეკანზე – მატილდა გვარლიანი

#OK! მატილდა გვარლიანი Calvin Klein-ის ახალ კამპანიაში

#OK! მატილდა გვარლიანი Dior-ის ჩვენებაზე გამოვიდა

#OK! მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება

#OK! მატილდა გვარლიანი Fendi-ის ჩვენებაზე გამოვიდა

ასევე გაეცანი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი
OK! Business

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 7, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი
Slider Area

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 7, 2026
#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის
Slider Area

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი
Slider Area

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

March 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 24 წლის შონ მენდესი 51 წლის შეყვარებულთან ჯოსელინ მირანდასთან ერთად

#OK! 24 წლის შონ მენდესი 51 წლის შეყვარებულთან ჯოსელინ მირანდასთან ერთად

April 13, 2023
#OK! პასუხისმგებლობაა, გერქვას ქუთაისელი და ღირსეულად ატარო მისი სახელი – გიორგი შავგულიძე

#OK! პასუხისმგებლობაა, გერქვას ქუთაისელი და ღირსეულად ატარო მისი სახელი – გიორგი შავგულიძე

June 12, 2025
#OK! კენდალ ჯენერის პირველი გამოჩენა მას შემდეგ, რაც FWRD-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

#OK! კენდალ ჯენერის პირველი გამოჩენა მას შემდეგ, რაც FWRD-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

September 2, 2021
#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება

#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება

November 7, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

March 6, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 7, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები