• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! მარად ახალგაზრდად დარჩით, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად

July 19, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

სახისა და სხეულის არაქირურგიული პლასტიკა ბოლო რამდენიმე წელია პოპულარობის ზენიტშია. ესთეტიკური მედიცინა იმდენად განვითარდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი ვიზუალური პრობლემა, რომელიც მთელი ცხოვრება აწუხებდათ, პროფესიონალთან რამდენიმე ვიზიტში მოაგვარონ. თუმცა სიფრთხილე აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვის ანდობთ საკუთარ სხეულს? რა ტექნიკებს ფლობს სპეცილისტი? რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ პროცედურას ჩავიტარებთ? OK!-ის მკითხველს გთავაზობთ ინტერვიუს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ესთეტიკოს-კოსმეტოლოგ ლიკა ნიორაძესთან, რომელსაც უფრო მეტ კითხვას დავუსვამთ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად.

როგორც ცნობილია, წლებია ამ სფეროს ემსახურებით, უფრო ზუსტად რომ გვესაუბროთ თქვენი საქმიანობის შესახებ?

დიახ, მე ვარ ექიმი-კოსმეტოლოგი-ინიექციონისტი. კოსმეტოლოგიაში უკვე 30 წელია ვმოღვაწეობ, ვარ დიპლომირებული ზოგადი პროფილის ექიმი, დავამთავრე პეტერბურგის სამედიცინო უნივერსიტეტი, რაც, მგონია, რომ ძალიან დამეხმარა შემდგომში ესთეტიკური კოსმეტოლოგიისა და ინიექციონისტის პროფესიის სრულყოფილად დაუფლებაში. რაც შეეხება ინიექციონისტის პროფესიას, რაც მოთხოვნა გაიზარდა ქართულ ბაზარზე, მას შემდეგ მეც ჩართული ვარ ამ მიმართულებაში და სულ ვცდილობ პროფესიულად განვვითარდე-გავიზარდო, ვინაიდან ეს არის ის სფერო, რომელიც ლამის ყოველდღიურად გვთავაზობს სიახლეებსა და ინოვაციებს. არ შეიძლება იყო ინიექციონისტი-კოსმეტოლოგი და ერთჯერად სწავლებას დასჯერდე, ტკეპნო ერთი და იგივე ადგილი. ყოველი დღე სიახლის შესწავლას უნდა დაუთმო. მიუხედავად კოსმეტოლოგიაში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა, არცერთი წამი არ მეთაკილება, ვიარო ყველა საინტერესო და საჭირო ტრენინგზე. ვმოგზაურობ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და გავდივარ უამრავ სასწავლო კურსს ამ სფეროს კორიფეებთან, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივად იცვლება ინიექციური პროცედურების ტექნიკები, მიდგომები…

როგორც ვხვდები თქვენს საქმიანობაზე შეყვარებული ხართ. რატომ გაგიჩნდათ სურვილი, ამ პროფესიას დაუფლებოდით?

გეთანხმებით, ეს არ არის უბრალოდ პროფესია, ეს არის საქმიანობა, რომელიც მხდის ბედნიერს, ულევი ენთუზიაზმი და მოტივაცია მაქვს. გინდათ საიდუმლო გაგანდოთ, ჩემი მოტივაციის წყარო რა არის? ვარსკვლავები, რომელსაც პროცედურის შემდეგ პაცინტების თვალებში ვხედავ. ამ დროს საერთოდ არ მახსოვს, რა ღირებულების პროცედურა ჩაიტარა პაციენტმა ან რომელი პრეპარატი შეარჩია, ანუ ფინანსური ნაწილი არის გადატყორცნილი ყველაზე ბოლო ადგილას და ვტკბები მათი კმაყოფილებით. სულიერად ვსაზრდოობ.

 

კონკრეტულად რა მომსახურებებს სთავაზობთ თქვენთან მოსულ პაციენტებს?

პირველ რიგში, სახის კანის მოვლასა და მკურნალობას, რადგან მიმაჩნია, რომ სახის კანი სარკესავით აირეკლავს ჩვენს ასაკს. ხშირად მომმართავენ ახალგაზრდებიც, რადგან კანზე არსებული პრობლემები მათ თავდაჯერებულობას ძალიან აქვეითებს. შედარებით მოზრდილ ადამიანებს ვთავაზობ ბიორევიტალიზაციას, მეზოთერაპიას, რაც კანის სტრუქტურას აახლებს-აახალგაზრდავებს და, რა თქმა უნდა, კონტურულ პლასტიკას. აქ შედის: მაღალი ხარისხის ფილერისა და ბოტოქსის გამოყენებით სახის ან სხეულის სხვადასხვა ზონის შეცვლა-კორექცია.

მე ქალს აღვიქვამ, როგორც სამყაროში ერთ-ერთ ლამაზ ქმნილებას და ჩემი პროფესია სწორედ ამ სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა.

რა არის თქვენთვის ყველაზე მთავარი ამ სფეროში?

შემიძლია ვთქვა, რომ არ ვღალატობ ჩემს პრინციპებს და სულ ვცდილობ: პაციენტებს ვემსახურო კეთილსინდისიერად, ვიყო ყურადღებიანი-გულისხმიერი, ვეიმედებოდე 24/7-ზე, გავამართლო მათი მოლოდინები და შევინარჩუნო ხარისხიანი მომსახურების მაღალი სტანდარტი. ზუსტად ვიცი, არ მოვექცევი პაციენტს ისე, როგორც მე არ მენდომება მომექცეს ექიმი.

რა დატვირთვა აქვს თქვენთვის სამუშაო სივრცეს?

ესთეტიკის ცენტრ „კონტურში“ ვმუშაობ და მე მაბედნიერებს ეს სივრცე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ადგილი, სადაც ჩემს პაციენტებთან უშუალო შეხება მაქვს. უფრო მეტად თავდაჯერებული და ამაყი ვარ, როდესაც ვიზიტზე მოსული ადამიანები აღნიშნავენ, თუ როგორი სასიამოვნო აურა და სივრცეა. ერთია, სპეციალისტმა ჩაატაროს სრულყოფილად პროცედურები და მეორე – რა სივრცეში აკეთებს ამ ყველაფერს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს ორი ძირითადი საკითხი ერთმანეთთან არის პირდაპირპროპორციული. ესთეტიკურ ცენტრ „კონტურში“ მოსულ ადამიანებს ვპირდები, რომ დახვდებათ დახვეწილი, მოწესრიგებული და მყუდრო გარემო, სადაც გარდა ესთეტიკური კოსმეტოლოგიისა, სხვა მრავალი მაღალი დონის სერვისის მიღებაც შეეძლებათ.

რას ურჩევდით ქალბატონებს?

მარტივად ვიტყვი, მე ვარ მომხრე, მაქსიმალურად სასიკეთოდ გამოვიყენოთ მედიცინის იმ დარგის შესაძლებლობები, რასაც ესთეტიკური კოსმეტოლოგია გვთავაზობს. მე თავად მაქვს სვირინგი ხელზე – Forever young და რასაც საკუთარ თავს ვახსენებ ამ წარწერით, იმასვე გირჩევთ თქვენც, – მარად ახალგაზრდად დარჩით როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. თქვენ იმსახურებთ საუკეთესოს!

 

ასევე გაეცანი

#OK! კანის საშემოდგომო სიღრმისეული მოვლა
Health & Beauty

#OK! კანის საშემოდგომო სიღრმისეული მოვლა

September 11, 2025
#OK! პროფესიონალის გზა პაციენტების გულისკენ – ინგა ელიაშვილი
Health & Beauty

#OK! პროფესიონალის გზა პაციენტების გულისკენ – ინგა ელიაშვილი

September 12, 2025
#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი
Health & Beauty

#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი

September 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

September 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვიდეო, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბოლდუინს უყვირის

#OK! ვიდეო, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ჰეილი ბოლდუინს უყვირის

July 14, 2021
#OK! Euphoria-ს მსახიობი ანგუს ქლაუდი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! Euphoria-ს მსახიობი ანგუს ქლაუდი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

August 1, 2023
#OK! რეჟისორის ცხოვრების გზა

#OK! რეჟისორის ცხოვრების გზა

October 11, 2022
#OK! 10 დიზაინერი, რომელთა სახელი ყველამ იცის, თუმცა სახეზე თითქმის ვერავინ ცნობს

#OK! 10 დიზაინერი, რომელთა სახელი ყველამ იცის, თუმცა სახეზე თითქმის ვერავინ ცნობს

October 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რობი უილიამსს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

#OK! რობი უილიამსს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

October 1, 2025
#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები