• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ლუმბა – სასარგებლო და გემრიელი

February 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

უკვე ორი წელია, რაც ონლაინპლატფორმა „ლუმბა“ დაარსდა და რამდენიმე თვეა წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, ქართველ მომხმარებელს აწვდის სასარგებლო და სანდო ინფორმაციას ჯანსაღი კვების შესახებ და ამავდროულად, სთავაზობს სრულიად ჯანსაღ, 100%-ით ნატურალური შემადგენლობის პროდუქციას. „ლუმბაზე“ სასაუბროდ თავად ბრენდის დამფუძნებლებს − ნანიკო კლდიაშვილს და მაშო იოსელიანს შევხვდით, რომელთაც უფრო კარგად გაგვაცნეს „ლუმბა“, გვიამბეს, რამხელა შრომას ახარჯავენ თითოეულ დეტალს და სიღრმისეულად აგვიხსნეს, გაგვანდეს მათი პროდუქციის მაღალი ხარისხის საიდუმლო.

ნანიკო, მაშო, როგორ გაჩნდა „ლუმბას“ იდეა?

(ნანიკო):  საფრანგეთში Le Cordon Bleu ინსტიტუტში გავიარე კულინარიის ყოვლისმომცველი, ინტენსიური კურსი, რომელშიც შედიოდა როგორც კულინარია, ასევე, კონდიტერია, და დავიწყე ფიქრი, რომ ეს სფერო ჩემი საქმიანობა გამხდარიყო. მსოფლიო ტენდენციებიდან და საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ჯერ მოყვარულად, ხოლო შემდეგ პროფესიულად დავინტერესდი ნუტრიციოლოგიით. გავიარე რამდენიმე კურსი სტენფორდისა და ინტეგრალური ნუტრიციოლოგიის ინსტიტუტში, რის შედეგადაც გამიჩნდა იდეა და სურვილი, რომ მიღებული ცოდნა საქმიანობაში გამომეყენებინა.

ამ დროს, მაშო სწავლობდა შოტლანდიაში, სხვა მიმართულებით, ეკონომიკისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე, თუმცა მის ცხოვრებაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჯანსაღი ცხოვრებს წესს და ჩემი დიდი მრჩეველი იყო ყოველთვის ამ საკითხებში. როცა პარტნიორზე ფიქრი დავიწყე, უპირველესად მაშო გამახსენდა. მივედი, გავუზიარე ჩემი იდეები და შევთავაზე, ერთად დაგვეწყო ეს საქმე.

(მაშო):  ამ დროს უკვე სერიოზულად ვფიქრობდი პროფესიის შეცვლაზე და ნუტრიციოლოგიის პროფესიულად შესწავლაზე. ნანიკომ რომ იდეები გამიზიარა, მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო ამ სფეროში საქმიანობა. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი აზრები და მიზნები ერთმანეთს დაემთხვა.

რამდენად რთული აღმოჩნდა იდეის განხორციელება?

(ნანიკო):  ორი წლის წინ დავაფუძნეთ ჩვენი კომპანია და მას შემდეგ სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ეს გაცილებით გრძელი და რთული გზა აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ − იქნებოდა ეს ღამის გათენება, ლაბორატორიებში სირბილი თუ ტექნოლოგებთან მუშაობა.

(მაშო):  საკვებთან შეხება საკმაოდ სარისკო და საპასუხისმგებლოა, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. რადგან ჩვენი პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს, ემულგატორებს და ხელოვნურ დანამატებს, კიდევ უფრო რთული იყო სრულყოფილი პროდუქტი შეგვექმნა. ყველა დეტალს დიდი სიფრთხილით გავდივართ და წარმოების ყოველ ეტაპში თანაბრად ვართ ჩართულნი.

გვითხარით, რას სთავაზობს კომპანია „ლუმბა“ მომხმარებლებს?

(მაშო):  „ლუმბა“ ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებულ ონლაინპლატფორმას წარმოადგენს, რომლის მისია სხვადასხვა გზით ამ თემის წახალისება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი საკვების წარმოებაა. „ლუმბა“ მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უშაქრო, ულაქტოზო და ასევე, უგლუტენო პროდუქტს.

 

რა სახის პროდუქციის შეძენა არის შესაძლებელი თქვენს კომპანიაში?

(ნანიკო):  ამჟამად სამი ტიპის პროდუქტი გვაქვს − ენერგიის ბურთები, რომლებიც მდიდარია უჯრედისით, შეიცავს პროტეინის, სასარგებლო ნახშირწყლებისა და ჯანსაღი ცხიმების ნაერთს. მათ ვამზადებთ სხვადასხვა თხილით, ფინიკით და უშაქრო ჩირებით, კონსერვანტებისა და რაფინირებული შაქრის გარეშე. თითოეულ შეკვრას აქვს 79-106 კალორია, ინგრედიენტების მიხედვით.  ენერგიის ბურთები ხელს უწყობს კუნთოვანი მასის სწორ ზრდას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, რადგან მათში ცხიმების, პროტეინებისა და ნახშირწყლების დაბალანსებული კონცენტრაციაა, არ იწვევს სისხლში შაქრის მკვეთრ მომატებას და შესაბამისად, ხელს უწყობს ენერგიის სტაბილურ შენარჩუნებას დღის განმავლობაში. ასევე, გვაქვს შვრიის ბარები, რომლებიც ყველა ინგრედიენტს შეიცავს, რაც დილის ფაფაში უნდა იყოს − ზეითუნის ზეთს, თაფლს, და მცენარეულ ომეგა-3-ს სელის ან ჩიას სახით. შვრიის ბარი იდეალურია საუზმეზე მისართმევად, რადგან საკმაოდ დიდხანს ტოვებს დანაყრების შეგრძნებას. ამასთანავე, შეიცავს მკვებავი ნივთიერებების დღიურ დოზას და ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. გარდა ამისა, გვაქვს შვრიისა და მწვანე ბიოწიწიბურას გრანოლები. იმისათვის, რომ წიწიბურა მარტივად აითვისოს ჩვენმა ორგანიზმმა და შეინარჩუნოს დადებითი თვისებები, მას ჯერ ვაღვივებთ და შემდეგ ვაშრობთ 42 გრადუსზე. კიდევ სხვა ახალი პროდუქტები გვაქვს სატესტო რეჟიმში და გვინდა როგორც საზღვრებს გარეთ გასვლა, ასევე ლოკალურად განვითარება.

(მაშო):  ვაწარმოებთ ბლოგს, რომლის საშუალებით ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვაწვდით ადამიანებს სწორ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ეს არის ერთგვარი საგანმანათლებლო-საინფორმაციო პლატფორმა, საიდანაც მნიშვნელოვან და სასარგებლო, მეცნიერულ ინფორმაციას მიიღებენ ადამიანები, რაც მთავარია − გასაგებ ენაზე. ეს ინფორმაცია თანამედროვე კვლევებითა და მეცნიერული მიდგომებით გახლავთ გამყარებული და არ არის სხვადასხვა ვებგვერდიდან აღებული ინფორმაციის ნაკრები.

რამდენადაც ვიცით, „ლუმბას“ რეცეპტები უნიკალურია. თავად ადგენთ რეცეპტებს?

(ნანიკო):  რადგან „ლუმბას“ პროდუქცია მხოლოდ ნატურალური პროდუქტისგან მზადდება, დიდი დრო ეთმობა უნიკალური რეცეპტების შემუშავებას. ზედმიწევნით ვარჩევთ ყველა ინგრედიენტს და მათ კომბინაციებს, რათა სასურველ გემოს მივაღწიოთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ჯანსაღი საკვები ძალიან გემრიელი შეიძლება იყოს.

(მაშო):  ჩვენი მთავარი მიზანია, „ლუმბას“ პროდუქცია გემრიელთან ერთად იყოს ნუტრიციულად დაბალანსებული და შეიცავდეს ჯანსაღ ცხიმებს, ცილას, უჯრედისს, ვიტამინებსა და მინერალებს.

რა გზით არის შესაძლებელი „ლუმბას“ პროდუქციის შეძენა?

(ნანიკო):  ჯერჯერობით მხოლოდ „ვოლტის“ აპლიკაციაზე ვართ, მაგრამ ძალიან მალე შევალთ მაღაზიებში, სავარჯიშო დარბაზებში და სხვა მრავალ ადგილას.

(მაშო):  უახლოეს მომავალში ჩვენს ინსტაგრამ-გვერდზე (Loomba Food Lab) განვათავსებთ იმ მაღაზიებისა და ობიექტების სრულ სიას, სადაც იქნება შესაძლებელი „ლუმბას“ პროდუქციის შეძენა. ასევე, სულ მალე გვექნება ვებგვერდი, საიდანაც გაიყიდება პროდუქცია და შეძლებთ ჩვენი ბლოგის უფრო ვრცლად წაკითხვას.

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: მასუ მწარიაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები
Gastro

#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები

October 12, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვარსკვლავები Wimbledon-ის ჩემპიონატზე და პრინცესა შარლოტას სადებიუტო გამოჩენა ტურნირის სტუმართა შორის

#OK! ვარსკვლავები Wimbledon-ის ჩემპიონატზე და პრინცესა შარლოტას სადებიუტო გამოჩენა ტურნირის სტუმართა შორის

July 17, 2023
#OK! დუა ლიპამ “გრემის” დაჯილდოებაზე სინდი კროუფორდის საკულტო იმიჯი გააცოცხლა

#OK! დუა ლიპამ “გრემის” დაჯილდოებაზე სინდი კროუფორდის საკულტო იმიჯი გააცოცხლა

April 4, 2022
#OK! საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით სააფთიაქო ქსელი GPC-სგან

#OK! საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით სააფთიაქო ქსელი GPC-სგან

December 30, 2023
#OK! სოციალური ქსელების ძალა – როგორ გვმართავს დოფამინი?

#OK! სოციალური ქსელების ძალა – როგორ გვმართავს დოფამინი?

August 17, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ჯონ ტრავოლტას შვილი შეიძლება ელვის პრესლის შვილთაშვილი აღმოჩნდეს

#OK! ჯონ ტრავოლტას შვილი შეიძლება ელვის პრესლის შვილთაშვილი აღმოჩნდეს

December 18, 2025
ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

December 21, 2025
#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

December 23, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები