• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ლილიბეტი – კომფორტული სამოსი პატარებისთვის

October 4, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„ლილიბეტი“ ქართული ბრენდია, რომელიც პატარებისთვის ყველაზე კომფორტულ და მათზე მორგებულ ტანისამოსს აწარმოებს. იგი გამოირჩევა დახვეწილი, გემოვნებიანი და ზომიერად ფერადი პროდუქციის ფართო არჩევანით. „ლილიბეტის“ სამოსის შეძენა შესაძლებელია მის ვებგვერდებზე. ბრენდი არის საუკეთესო საშუალება, შევუქმნათ კომფორტი ჩვენს პატარებს, მათთვის ყველაზე მოძრავ და ხალისით სავსე პერიოდში. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ბრენდის დამფუძნებელს, მარიამ ჩხაპელია-რაჭველიშვილს.

გვესაუბრეთ „ლილიბეტის“ შექმნის ისტორია.

„ლილიბეტის“ შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც გადავწყვიტე ჩემი შვილისთვის, მისი აქტიური ბუნებიდან გამომდინარე, კომფორტული სამოსი შემექმნა. სტილის თვალსაზრისით, მინდოდა ტანსაცმელი ყოფილიყო თავისუფალი და კომფორტული სატარებლად, რადგან ჩემი 2 წლის გოგონა ყველა სამოსს იშორებდა, რომელიც რაიმე სახით უზღუდავდა მოძრაობას. ამ კარგი ამბის ბოლო წვეთად მიიჩნევა ისტორია, როდესაც ჩემს შვილს ელიზაბედს დაუპატარავდა მისი საყვარელი მაისური და იძულებული გავხდი მასში ამოქარგული პერსონაჟები ამომეჭრა და ახალ მაისურზე დამეკერებინა. მაშინ ვიფიქრე, რომ ასეთი ჭრა-კერვა ბევრ იდეას აჩენდა და გადავწყვიტე, შემექმნა „ლილიბეტი“. მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ბავშვი ჩემთვის ბევრი იდეის ინსპირაციის წყაროდ იქცა. „ლილიბეტი“ ერთ-ერთი მათგანია, დანარჩენი იდეები კი განხორციელებას ელის. ვეცდები, ჩემი ქმედებებით საზოგადოება უფრო მეტად გავხადო ბავშვებზე ორიენტირებული, ვინაიდან, მიმაჩნია, რომ ყველაფერი ბავშვობიდან მოდის, მათ შორის – „ლილიბეტიც“.

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი პროდუქცია მაქსიმალურად კომფორტზე იქნება ორიენტირებული, დახვეწილად ფერადი, ორიგინალური და მინიმალისტური, ვინაიდან „ლილიბეტის“ პროდუქცია სპეციალურად ჩვენი საყვარელი, პატარა ადამიანების სამოსია, რომელიც ბუნებრივი ქსოვილით იქმნება.

 

მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს ბრენდს გამოარჩევს…

ჩვენი ბრენდი წარმოებს საქართველოში. იდეიდან დაწყებული, რეალიზაციამდე დასრულებული, მის ყველა დეტალში ჩართულნი მხოლოდ ქალბატონები არიან. მინდა, ამ მხრივ სოლიდარული ვიყო იმ გენდერის მიმართ, რომელსაც წარმოვადგენ და თუ საქმე არჩევანზე მიდგება, თუ ვინ დასაქმდეს ჩვენთან, სოლიდარული ვიქნები ჩემი გენდერის მიმართ.

ასევე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია საკუთარი საქმიანობით არ დავაზარალოთ ბუნება და ვიყოთ ეკომეგობრულები პროდუქციის შექმნისა თუ რეალიზებისას. ამდენად, ჩვენი პროდუქციის შესაფუთად ვიყენებთ მხოლოდ მეორეულ, ანუ გადამუშავებულ ქაღალდს.

სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

ამ ეტაპისთვის ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება სოციალური ქსელის მეშვეობით, Facebook და Instagram-პლატფორმებზე. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროდუქციის თურქეთის რამდენიმე ქალაქში გატანასთან დაკავშირებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ვიხილავთ ჩვენს ქართულ წამოწყებას მეზობელ ქვეყანაში.

სამომავლო გეგმები…

ტანისამოსთან ერთად, იგეგმება მომხმარებლისთვის ხისა და ნაქსოვი სათამაშოების შეთავაზება. რა თქმა უნდა, ორივე მათგანი დამზადდება საქართველოში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Facebook: Lilibet

Instagram: ლილიბეტ

ტელ.: 598 915 004

ასევე გაეცანი

#OK! 2026-ის მოდური ტენდენციები მარიამ კუხალაშვილისგან
Fashion

#OK! 2026-ის მოდური ტენდენციები მარიამ კუხალაშვილისგან

January 5, 2026
UNIQUE FASHION SHOW NEW YORK
Fashion

UNIQUE FASHION SHOW NEW YORK

December 31, 2025
#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა
Fashion

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

November 18, 2025
#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
Fashion

#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

October 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! ბილი აილიში GUCCI-ის სათვალეების უახლეს კამპანიაში

#OK! ბილი აილიში GUCCI-ის სათვალეების უახლეს კამპანიაში

September 7, 2022
#OK! „30 წლის წინ, ჩემს ქმართან, რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, გავფრინდი“ – ნანიკო ხაზარაძის სიყვარულის ისტორია!

#OK! „30 წლის წინ, ჩემს ქმართან, რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, გავფრინდი“ – ნანიკო ხაზარაძის სიყვარულის ისტორია!

June 5, 2023
#OK! იამალი უფასო ავტოგრაფებს აღარ დაარიგებს

#OK! იამალი უფასო ავტოგრაფებს აღარ დაარიგებს

October 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს

#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს

January 15, 2026
#OK!  მასკის გადაწყვეტილებით, ირანელები Starlink-ის ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

#OK! მასკის გადაწყვეტილებით, ირანელები Starlink-ის ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

January 15, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები