• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! Life – On Georgia ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე

October 14, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ფარმაცევტული კომპანია Life – on Georgia, 6 წლის წინ დაფუძნდა. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში, სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად, წარმატებისა და განვითარების საინტერესო ისტორიის დაწერა შეძლო. ისტორიის, რომელიც, პირველ რიგში, პაციენტების საჭიროებებზეა მორგებული. მიაჩნია, რომ, იდგე ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში, ყველაზე საპასუხისმგებლო მისიაა. „OK! ბათუმის“ სტუმარია კომპანია Life – On Georgia-ს ხელმძღვანელი, მანანა ამაღლობელი.

მოგვიყევით ფარმაცევტულ კომპანიასა და მისი განვითარების ეტაპებზე…

Life – On Georgia 2019 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს ფარმაცევტულ ბაზარზე. კომპანიამ საკმაოდ რთული გზა გაიარა, რადგან იყვნენ ადამიანები, ვინც პროფესიულ განვითარებაში ხელი შემიწყო და პირიქით, ისეთებიც, ვინც ხელი შემიშალა. მიუხედავად აღნიშნულისა, შეუპოვრად განვაგრძობდი გზას იმ სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად, რომლისთვისაც პრიორიტეტი მომხმარებლის ჯანმრთელობა და მათთვის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფა იყო. ჩვენ კომპანიის დაარსების დღიდან ვდგავართ ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე.

 

 

კონკურენტუნარიან ბაზარზე რთულია თავის დამკვიდრება, როგორ მოახერხეთ ნდობის მოპოვება?

ნამდვილად რთულია ნდობის მოპოვება. თუმცა, როცა გიყვარს შენი პროფესია, თავდაუზოგავად შრომობ და პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს, დასახულ მიზანს აუცილებლად აღწევ. ერთ-ერთი ექიმის სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა – უნდა იარო წინ, უკეთესი მომავლისკენ. მას არ უყვარს საკუთარი თავის აფიშირება, თუმცა, უამრავი რამ ვისწავლე მისგან და მინდა „OK! ბათუმის“ საშუალებით მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის.

ხშირია მოსახლეობის მხრიდან წამლის ფასებზე წუხილი. თქვენი კომპანია რამდენად ითვალისწინებს აღნიშნულ ფაქტორს…

ზოგადად, არსებული ეკონომიკური პრობლემა ყველა სფეროზე აისახება, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სფეროზე. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულს და „ლაიფ ონის“ მედიკამენტები როგორც ხარისხით, ასევე ფასითაც ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.

როგორია თქვენი თავისუფალი დრო და ინტერესები…

თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, ყოველთვის ვშრომობ. თუმცა ვცდილობ, რა დროც მაქვს, ჩემს შვილთან ერთად გავატარო, რადგან სულ მაკლია მასთან ყოფნა. მასაც აქვს ჩემი დანაკლისი, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი.

 

რას მოაქვს წარმატება?

წარმატება მოაქვს ისევ და ისევ დაუღალავ შრომას, იმ ადამიანებისადმი მადლიერებას, ვინც ამ ყველაფერს ხედავს და გიფასებს. პასუხისმგებლობის განცდას თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც გენდობა. მადლობა ადამიანებს, ვინც ჩემი თითოეული ნაბიჯი, წარმატება გაიზიარა, ვინც მომცა ძალა, რომ უფრო მეტი შემართებით მეკეთებინა საქმე.

რატომ უნდა აირჩიოს თქვენი კომპანიის საკვებდანამატები მომხმარებელმა?

Life On-ის პროდუქტები იწარმოება კარგი წარმოების პრაქტიკის (GMP) და MHRA დამტკიცებულ დაწესებულებაში, დიდ ბრიტანეთში. Life On-მა მიაწოდა ხარისხიანი კვების პროდუქტები გაერთიანებული სამეფოს ბაზარს და უცხოელ მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც მომხმარებელთა საჭიროებებს მთელ მსოფლიოში აკმაყოფილებენ. ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუ რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი ჩვენს კომპანიაზე, თუმცა ვფიქრობ, ამის ყველაზე კარგი მაგალითი სწორედ ის არის, რომ დღეს

Life – On Georgia-ს არაერთი ექიმი უცხადებს ნდობას.

სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.

არაერთი გეგმა მაქვს, მათი განხორციელების მოტივაციას თავიანთ სფეროში წარმატებული ადამიანები მაძლევენ. ჩემთვის წარმატებული ადამიანი არის ის, ვინც საყვარელ საქმეს დაუზარებლად აკეთებს. ასეთი ადამიანები ჩემ ირგვლივ ბევრია და მათგან უამრავ კარგ გამოცდილებას ვიღებ. ერთ-ერთი მათგანი ექიმი-პედიატრი, ქალბატონი ჯამილა მინჯიაა. მინდა მას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის, იმ გამოცდილების გაზიარებისათვის, რაც მეხმარება, მეტად განვავითარო კომპანია.

„Ok! ბათუმის“ მეშვეობით ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მომწოდებელს, რომლის თანადგომისა და კეთილგანწყობის გარეშე ვერ შევძლებდით განვითარებას… Life On-ის ბრენდის დევიზია – ჩვენ უნდა ვბრწყინავდეთ… მომხმარებელს შევთავაზოთ ვიტამინებისა და მინერალების სრული ასორტიმენტი როგორც პედიატრიაში, ასევე მოზრდილებში.

Life – On Georgia-ს არაერთი სამედიცინო დაწესებულება და ექიმი უცხადებს ნდობას, მათ შორისაა კლინიკა „საგიტარიუსის“ ექიმი-პედიატრი, ჯამილა მინჯია, რომელიც 42 წელია დგას პატარების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვანია, პაციენტების მკურნალობა ხარისხიანი მედიკამენტებით მოახდინოს.

 

რატომ ირჩევს life – On Georgia-ს პროდუქციას და რომელ მედიკამენტს უწევს რეკომენდაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით „OK! ბათუმთან“ პედიატრმა კომენტარი გააკეთა.

თითოეული ექიმისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ პრეპარატის ხარისხი, რომლის მიღებასაც ურჩევს პაციენტს. იმიტომ ვირჩევ Life – On Gergia-ს პროდუქციას, რომ ვენდობი. გამოცდილებამაც აჩვენა – ყველა პრეპარატი თავისი შემადგენლობით და პრაქტიკაში მოქმედებით უმაღლეს შედეგს გვაძლევს. დიდ ბრიტანეთში წარმოებული პრეპარატები, რომლებიც შესულია გაიდლაინებში, აკმაყოფილებს საერთაშორისო პროტოკოლს მედიცინაში. მაგალითად, ასეთი არის Life On-ის საკვებდანამატები, განსაკუთრებით აღვნიშნავ ვიტამინ B 12 -ლაიფის სპრეის, რომელსაც დოზების მართვადი ფორმა აქვს. მადლობას ვუხდი LIfe On-ის კომპანიას, რომლის მესვეურებიც თავდაუზოგავად შრომობენ და აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რათა მოსახლეობას ხარისხიანი მედიკამენტები მიაწოდონ.

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პულმანი – პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმრო თბილისის ცენტრალურ უბანში

#OK! პულმანი – პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმრო თბილისის ცენტრალურ უბანში

April 15, 2025
#OK! ანჯელინა ჯოლი ერთდროულად The Weeknd-ს და ყოფილ მეუღლეს ჯონი ლი მილერს ხვდება? რას იუწყებიან უცხოური გამოცემები

#OK! ანჯელინა ჯოლი ერთდროულად The Weeknd-ს და ყოფილ მეუღლეს ჯონი ლი მილერს ხვდება? რას იუწყებიან უცხოური გამოცემები

October 14, 2021
#OK! „მწვანე უბანი ქუთაისში“ – პირველი ინოვაციური პროექტი West Development-ისგან

#OK! „მწვანე უბანი ქუთაისში“ – პირველი ინოვაციური პროექტი West Development-ისგან

June 4, 2024
#OK! ახალი ცხოვრების დასაწყისი განქორწინების შემდეგ – 6 რჩევა სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენისგან

#OK! ახალი ცხოვრების დასაწყისი განქორწინების შემდეგ – 6 რჩევა სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენისგან

February 26, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

July 3, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

July 8, 2025
#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები