• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! დღეს ლეონარდო დიკაპრიო 48 წლის გახდა – გავიხსენოთ “ოსკაროსანი” მსახიობის გზა წარმატებამდე

November 11, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო საზოგადოებისთვის ცნობილი ფენომენური როლებით, ორიგინალური შესრულებითა და გამორჩეული გარეგნობით გახდა, თუმცა მიუხედავად მისი ურიცხვი წარმატებისა, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის იმ გზის შესახებ, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულმა შემსრულებელმა წარმატების მისაღწევად განვლო. ლეონარდო დიკაპრიო 1975 წლის 11 ნოემბერს ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში დაიბადა. სახელის ინსპირაცია ლეონარდოს დედამ იმ დროს მიიღო, როდესაც ფლორენციაში, Uffizi-ის მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის ნახატის დათვალიერებისას მუცელში ბავშვის პირველი ბიძგები იგრძნო. ლეოს მშობლები მისი დაბადებიდან მალევე, რამდენიმე თვეში დაშორდნენ ერთმანეთს. დედ-მამის განქორწინების შემდეგ, პატარა ლეონარდო უმეტეს დროს Echo Park-ში დედასთან, ნახევარძმასთან და მამინაცვალთან ერთად ატარებდა.

Leonardo DiCaprio Talks On Telephone, c. 1989.

სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპი მისთვის მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის პარალელურად, ერთ-ერთმა აგენტმა საკუთარი სახელის ლენი უილიამსით შეცვლა სთხოვა, განაწყენებულმა ლეომ იმედი დაკარგა, რის შემდეგაც მსახიობობისთვის თავი დანებება სურდა. ოჯახის წევრების დახმარებით, მან აზრი მალევე შეიცვალა, თუმცა სახელის შეცვლაზე უარი განაცხადა.

Parenthood
„მახსოვს, როგორ მეუბნებოდნენ ქასთინგის დირექტორები სისტემატურად უარს. ამ დროს თავს გარიყულად ვგრძნობდი. ყოველთვის მეგონა, რომ აუთსაიდერი ვიყავი, რომელიც ამ საზოგადოებას არ ეკუთვნოდა. როდესაც მსახიობობა დავიწყე, მასზე, როგორც კარიერაზე, არასდროს მიფიქრია, არ მესმოდა ამ ყველაფრის კონცეფცია. ვფიქრობ, იმ პერიოდში უბრალოდ ვცდილობდი კოლეჯში სასწავლებლად ფული შემეგროვებინა“.

Parenthood

ლეონარდომ 1990-იან წლებში სატელევიზიო სერიალ Parenthood-ში Garry Buckman-ის როლი შეასრულა, გადაღებებზე კი შემსრულებელი ტობი მაგუაიერი გაიცნო, რომელთანაც დღეს არა მხოლოდ საერთო პროექტები, არამედ მრავალწლიანი საუკეთესო მეგობრობა აკავშირებს.

LEONARDO DICAPRIO

მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო ძალიან ბევრ სარეკლამო რგოლში ჩნდებოდა, რომელთაგან პირველი 14 წლის ასაკში Matchbox-ის სათამაშო ავტომობილების რეკლამა იყო. დიკაპრიომ სახელი Critters 3-ში შესრულებული სადებიუტო როლით გაითქვა, რომელიც 1991 წელს გამოვიდა. ფილმს არაერთი წარმატებული პროექტი მოჰყვა. 1993 წელს მსახიობმა What’s Eating Gilbert Grape-ში მენტალურად ჩამორჩენილი ბავშვის როლი შეასრულა. მისი მოქმედება იმდენად დამაჯერებელი იყო და მაყურებელი იმდენად აღაფრთოვანა, რომ ზოგიერთს ის რეალურ ცხოვრებაშიც მსგავსი ეგონა. ლეონარდომ მიიღო „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ფილმი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალგაზრდა მსახიობის კარიერაში. მას შემდეგ ლეონარდომ შექსპირის პიესის, „რომეო და ჯულიეტას“ 1996 წლის განახლებულ ვერსიაში მთავარი როლი მიიღო.

"This Boys Life" Premiere

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ლეონარდო უკვე ძალიან ბევრ ფილმში მონაწილეობდა, მას საყოველთაო აღიარება თითქმის ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა ფილმმა Titanic-მა, შემდეგ კი The Revenant-მა და The Wolf Of Wall Street-მა მოუტანა.

"Carlitos Way" Los Angeles Premiere
2016 წელს ლეონარდომ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო სწორედ The Revenant-ში შესრულებული როლით მიიღო. ეს პროექტი გახდა მისი სიმბოლური კარიერული მომენტი, რომელმაც ვარსკვლავს მსოფლიო აღიარება მოუტანა. „ოსკარის“ მოპოვებამდე მსახიობი ხუთჯერ იყო ნომინირებული, თუმცა 2016 წლამდე გამარჯვება ვერ მოახერხა. ის ამავე წელს ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაც ნომინანტებს შორის დასახელდა.

"What's Eating Gilbert Grape" Los Angeles Premiere

„არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ველოდი ისეთ ჯილდოს, როგორიც „ოსკარია“. სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო ჩემი მოტივაცია, როდესაც კონკრეტულ როლზე ვმუშაობდი. მსახიობობაში ყველაზე კარგი ის არის, რომ დანარჩენი პროფესიებისგან რადიკალურად განსხვავდება. შენ არ შეგიძლია გააკეთო იგივე, რასაც გუშინ აკეთებდი. მე მოტივირებული ვარ ნიჭიერ ადამიანებთან მუშაობით და შემდეგ ამ ყველაფრის დიდი სიამაყით გახსენებით“.

Leonardo Di Caprio Sighting in New York City 1993
ლეონარდოს სიტყვა „ჰოლივუდზე“ უპირველესად საკუთარი ბავშვობა, შემდეგ კი მთელი თავისი არსებობა ახსენდება. მსახიობის თქმით, ჰოლივუდი იყო ადგილი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა, თუმცა იმდენად „ხელშეუხებელი“ ეგონა, რომ ამ ნატვრის ახდენა ზოგჯერ ეჩვენებოდა.

Gwyneth Paltrow and Leonardo DiCaprio

„მე დავიბადე და გავიზარდე ჰოლივუდში. ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთადერთი მიზეზი ჩემი მსახიობად ყოფნისა არის ის, რომ აქ ვცხოვრობ. ჩემს პროფესიაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, თუმცა თავი ამ ყველაფრის ნაწილად არასდროს წარმომედგინა. ჰოლივუდი ჩემთვის ხელშეუხებელ ოცნებად რჩებოდა“.

Leonardo Dicaprio

მსახიობის აზრით, ძალიან რთულია იყო ოპტიმისტი, თუმცა ამბობს, რომ პესიმისტური აზროვნება დამღუპველია. ის ადამიანებს მოუწოდებს, რომ მიუხედავად ცხოვრებაში არსებული სირთულეებისა, დადებითი დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ.

Filming of Woody Allen's Film "Celebrity"
„წარმოუდგენლად რთულია იყო ოპტიმისტი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვიბრძვით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება… თუ შეგიძლია აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგდის და ბედნიერი ხარ, ეს ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრ ადამიანზე წინ ხარ“.

1992 MTV Rock 'n' Jock Basketball

ლეონარდო სამსახიობო კარიერის პარალელურად დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. ის არის Appian Way Productions-ის და არაკომერციული ორგანიზაცია Leonardo DiCaprio Foundation-ის დამფუძნებელი. მსახიობი მხარს უჭერს ქველმოქმედებს და შექმნილი აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი გარემოს დაცვის შესახებ. 2016 წელს Times Magazine-მა ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა.

1/18/98 Beverly Hills, CA. Leonardo DiCaprio at the Golden Globe Awards held at the Beverly Hilton.

გაიგე მეტი: ლეონარდო დიკაპრიო

ასევე გაეცანი

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს
OK! News

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

December 2, 2025
#OK! Fashion Awards 2025-მა წლის დიზაინერად კვლავ ჯონათან ანდერსონი დაასახელა
OK! News

#OK! Fashion Awards 2025-მა წლის დიზაინერად კვლავ ჯონათან ანდერსონი დაასახელა

December 2, 2025
#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა
OK! News

#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

December 2, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ
OK! News

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

December 2, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! შეიქმენი კომფორტული გარემო  ინტერიერის დიზაინის კომპანია N.S.Kariauli

#OK! შეიქმენი კომფორტული გარემო ინტერიერის დიზაინის კომპანია N.S.Kariauli

March 1, 2023
#OK! ყოფილები: ბელა ჰადიდი და The Weeknd

#OK! ყოფილები: ბელა ჰადიდი და The Weeknd

October 25, 2023
#OK! კენდალ ჯენერი და ჰეილი ბიბერი მექსიკაში ერთად ისვენებენ

#OK! კენდალ ჯენერი და ჰეილი ბიბერი მექსიკაში ერთად ისვენებენ

June 15, 2021
#OK! ოუშენ კაპიტალის – ევროპული სტანდარტი

#OK! ოუშენ კაპიტალის – ევროპული სტანდარტი

September 4, 2022

კვირის ჰიტები

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

November 29, 2025
#OK! კრისტიან ბეილი უდედმამო ბავშვებისთვის სოფელს აშენებს

#OK! კრისტიან ბეილი უდედმამო ბავშვებისთვის სოფელს აშენებს

November 29, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

December 1, 2025
#OK! არხში წყლის მწვანედ შეღებვის გამო, გრეტა თუნბერგი ვენეციიდან გააძევეს

#OK! არხში წყლის მწვანედ შეღებვის გამო, გრეტა თუნბერგი ვენეციიდან გააძევეს

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები