• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ვცდილობ, პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში – ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის ექიმ თამარ ხახიშვილთან

აგვისტო 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

დღეს ესთეტიკური მედიცინა მუდმივად ვითარდება. სწორედ ამიტომ ამ სფეროში აუცილებელია არ ჩამორჩე ტენდენციებს და მუდმივად იყო ორიენტირებული განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ექიმ-კოსმეტოლოგ თამარ ხახიშვილს, რომლისთვისაც პაციენტების დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ რომელი პროცედურაა დღეს ყველაზე მოთხოვნადი, და სხვა საინტერესო საკითხის შესახებ თამარი თავად გვიამბობს.

უპირველესად, გაეცანით ჩვენს მკითხველს.

პროფესიით ვარ ექიმი-ეპიდემიოლოგი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი და ექიმი-კოსმეტოლოგი. ყოველთვის მაინტერესებდა ესთეტიკის სფერო, კოსმეტოლოგია კი ზუსტად ისაა, სადაც ამ მიზიდულობის ძალამ მიმიყვანა. მედიცინა არის სფერო, რომელიც მოითხოვს პროფესიონალიზმს, მუდმივ განვითარებას, თავდადებას და ხშირად თავგანწირვასაც.

ამჟამად ვმუშაობ ორ ადგილას − მრავალპროფილურ კლინიკაში „ნითა“, სადაც ქალბატონებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ხარისხიან დერმატო-კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, არამედ რეპროდუქტოლოგიურ, გინეკოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ სერვისს, ასევე კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის სრულ სპექტრს უახლესი თაობის აპარატურით.

რაც შეეხება მეორე სამსახურს, ეს არის „რ&ჯ სილამაზის სახლი“ − პრემიუმკლასის სალონი, რომლის მფლობელი და ტოპ-სტილისტი რიდვან სემიჰია. მას სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ეს არის ადგილი, სადაც უცხოელ და ქართველ მომხმარებლებს კვალიფიციური სპეციალისტები ემსახურებიან.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა?

ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა არის ბოტულინოთერაპია (ბოტოქსი) და ტუჩის კორექცია. პოსტკოვიდურ პერიოდში კი გაიზარდა მოთხოვნა თმის ცვენის სამკურნალო საშუალებებზე, როგორიცაა პლაზმოთერაპია და მეზოთერაპია.

გვესაუბრეთ პაციენტებისადმი თქვენს მიდგომაზე.

ყველა პაციენტს სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა. ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო მათ, რომ არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი. რაც შეეხება მათ ნდობას, აუცილებელია იყო პაციენტებთან გულწრფელი, არასდროს შეწყვიტო კომუნიკაცია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზად უნდა იყო აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად და მათ დასახმარებლად.

როგორია თქვენი სილამაზის ფორმულა?

ხშირად მეკითხებიან თუ რა არის სილამაზე, ჩემი პასუხი კი ყოველთვის ცალსახაა: სილამაზის აღქმა ძალიან სუბიექტურია. როგორც ექიმი, მე ვცდილობ პაციენტებს დავეხმარო ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაში. და მაინც, სილამაზე − ეს არის საკუთარი თავის რწმენა და ქარიზმა. ჩემთვის არ არსებობს სილამაზის სტანდარტი. როგორც კოკო შანელი იტყოდა, არ არსებობს ულამაზო ქალი, არსებობს ზარმაცი.

თავად როგორ უვლით სახის კანს?

რა თქმა უნდა, მეც მაქვს საკუთარი სახის კანის მოვლის რუტინა: ვიბან სწორად შერჩეული დასაბანი გელით, ვიყენებ დამატენიანებელ კრემს და spf-ის შემცველ საშუალებებს. ასაკის მატებასთან ერთად დგება პერიოდი, როდესაც გარეგანი საშუალებები ვეღარ გვეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, ამიტომ სამ თვეში ერთხელ ვიკეთებ ბიორევიტალიზაციას და თვეში ერთხელ პლაზმოთერაპიას.

სამომავლო გეგმები…

ჩემი საყვარელი სიტყვებია: „აკეთე ის, რაც გიყვარს და შენ არასდროს მოგიწევს მუშაობა“. ვცდილობ მუდმივად განვვითარდე და არ გავჩერდე. ხშირად ვმონაწილეობ საერთაშორისო კონგრესებში, ახლახან ვიყავი პარიზში, იმკას-ის (international master course on aging science) საერთაშორისო კონგრესზე, ასევე „კოლხიდა“ და ITC (international transcaucasus congress). არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ იმკას-ის კურსი იყო საოცარი, cadaver-გამოცდილება, გვქონდა შესაძლებლობა გვამებზე გვემუშავა, შევხვდი ჩემს უცხოელ კოლეგებს და ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება. აგრეთვე, გავეცანით ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიდგომებსა და სიახლეებს. ზამთარშიც მიწვეული ვარ იმკას-ის მომდევნო კონგრესზე, რომელიც ასევე პარიზში გაიმართება და გაზაფხულზე მონაკოში, AMWC-ზე (Aesthetic and Anti-Aging Medicine World Congress-ზე).

 

საკონტაქტო ინფო:

https://www.instagram.com/dr.tamara_khakhishvili/?igshid=NmZiMzY2Mjc%3D&fbclid=IwAR05PdIVMGgH9G5ru7OVysS7MEMKkGo3EbX5eojSvSYobOWH2eWFU3ftx4M

555 560 299 თამარ ხახიშვილი

ტექსტი: სოფიო მალანია

 

ასევე გაეცანი

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ
Health & Beauty

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ

აგვისტო 4, 2022
#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს
Health & Beauty

#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს

აგვისტო 4, 2022
OK! „ჩვენი მიზანია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იყოს გამორჩეული ჰაბი კავკასიის რეგიონში“ – ინტერვიუ ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორთან
Health & Beauty

OK! „ჩვენი მიზანია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იყოს გამორჩეული ჰაბი კავკასიის რეგიონში“ – ინტერვიუ ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორთან

აგვისტო 1, 2022
#OK! DMS-ის სილამაზის ცენტრის განახლებული ფილიალი დიღომში
Health & Beauty

#OK! DMS-ის სილამაზის ცენტრის განახლებული ფილიალი დიღომში

ივლისი 28, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! “მხოლოდ სიხარული და არანაირი კომპრომისი” – ბრიტანული ვოგის 2022 წლის თებერვლის ნომრის ვარსკვლავები

#OK! “მხოლოდ სიხარული და არანაირი კომპრომისი” – ბრიტანული ვოგის 2022 წლის თებერვლის ნომრის ვარსკვლავები

იანვარი 14, 2022
#OK! “ტრანსგენდერები ვიღებთ უამრავ დაცინვას და დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთის აზრით, არ გვაქვს არსებობის უფლება” – ვალენტინა სამპაიო

#OK! “ტრანსგენდერები ვიღებთ უამრავ დაცინვას და დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთის აზრით, არ გვაქვს არსებობის უფლება” – ვალენტინა სამპაიო

იანვარი 10, 2022
#OK! მოულოდნელი გამოჩენა: ანჯელინა ჯოლი საქველმოქმედო მისიით აფრიკას კიდევ ერთხელ ესტუმრა

#OK! მოულოდნელი გამოჩენა: ანჯელინა ჯოლი საქველმოქმედო მისიით აფრიკას კიდევ ერთხელ ესტუმრა

ივნისი 22, 2021
#OK! კაილი ჯენერი გამომწერებს სემუელ რაუდას გადასარჩენად ფულის გადარიცხვას სთხოვს

#OK! კაილი ჯენერი გამომწერებს სემუელ რაუდას გადასარჩენად ფულის გადარიცხვას სთხოვს

მარტი 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სამოთხე დედამიწაზე – კაპროვანში „ივერია ელლი“ გიმასპინძლებთ

#OK! სამოთხე დედამიწაზე – კაპროვანში „ივერია ელლი“ გიმასპინძლებთ

აგვისტო 5, 2022
#OK! ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს

#OK! ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს

აგვისტო 9, 2022
#OK! არაბთა გაერთიანებული საამიროები

#OK! არაბთა გაერთიანებული საამიროები

აგვისტო 5, 2022
#OK! დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი პატივს მიაგებს მარო მაყაშვილს – ქართველ ანა ფრანკს

#OK! დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი პატივს მიაგებს მარო მაყაშვილს – ქართველ ანა ფრანკს

აგვისტო 9, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×