რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლემონსი – ახალი სიტყვა მარკეტინგულ და დეველოპერულ ბაზარზე, ლიმონისა და მილიონების არომატით

დეკემბერი 1, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read
რეკლამა
რეკლამა

„ლემონსი“ − კომპანია, რომელიც ლიმონთან, სიჯანსაღესთან, მილიონებთან და კრეატიულობასთან ასოცირდება, 11 წლის გახდა. კომპანია ათწლეულზე მეტია მარკეტინგულ ბაზარზე მომხმარებლებისთვის არაორდინარულ და კრეატიულ პროდუქტებს ქმნის. კომპანიის დამფუძნებელი, ირა მელიმონაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს „ლემონსის“ დაარსების ისტორიას, აფასებს ბაზარზე არსებულ ვითარებას და გვიყვება კომპანიის სამომავლო გეგმებზე.

უპირველესად, გაგვეცანით.

ირა მელიმონაძე − „ლემონს გრუპის“ დამფუძნებელი. უკვე 11 წელია რაც საკუთარ კომპანიაში ვმართავ ბიზნესპროცესებს, ვსწავლობ ბაზარს და ვცდილობ, ახალი, საინტერესო მარკეტინგული პროექტები დავნერგო.

როდის და როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა?

ხშირად გვეკითხებიან, რატომ ჰქვია კომპანიას „ლემონსი“. ამბავი საინტერესოა და არასოდეს დავიღლებით ამ საოცარი ისტორიის მოყოლით. ხშირად „ლემონსი“ გუნდის ხელმძღვანელის გვართან − მელიმონაძესთან ასოცირდება. სინამდვილეში, სახელწოდება სიტყვა „ლიმონს“ უკავშირდება − ლიმონი ხომ სიჯანსაღის, კვლავ განახლების, გაცოცხლებისა და სასიამოვნოდ დავლილი ჟრუანტელის სიმბოლოა! ლიმონი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე ადამიანების უმრავლესობა გამოყოფს ნერწყვს – ჩვენც ვიფიქრეთ, უფრო მეტად დაგვიმახსოვრებდნენ. კიდევ უფრო გამყარდა „ლემონსის“ კონცეფცია, როდესაც გავიხსენეთ, რომ მაგალითად, მილიონი ხშირად მოიხსენიება, როგორც ერთი ლიმონი. შესაბამისად, ჯანსაღი პროდუქტის, ნერწყვის გამოყოფის სინდრომისა და მილიონების ხათრით, ოცამდე ვერსიიდან სახელწოდება „ლემონსმა“გაიმარჯვა!

ლიმონი ჩვენთვის ასოცირდება ჯანსაღი ცხოვრების წესთან, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ყოველთვის ესწრაფვის. ლიმონი ესაა − ადრიანად, მზის ამოსვლასთან ერთად დაწყებული წარმატებული და საქმიანი დღე… დილის გარბენი და ოდნავ დამტკბარი ჩაი ციტრუსების განუმეორებელი არომატით… გრილი შხაპი და საყვარელი სუნამოს სურნელი, ნაზი, მაგრამ გამყოლი შლეიფით… ლიმონი ჯანმრთელობაა… ვიტამინ C-ს საბადო! − ვიტამინის, რომელმაც covid-19-ის პანდემიის დროს არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იხსნა, ასევე, ფინანსური კეთილდღეობა უზრუნველყო!

გვიამბეთ კომპანიის შესახებ. რა სახის მომსახურებას სთავაზობთ თქვენს დამკვეთებს?

„ლემონსის“ ისტორია 2009 წელს დაიწყო, და დაიწყო იმიტომ, რომ იდეების განხორციელებისა და ადამიანებისთვის წარმატების შესაძლებლობები მიეცა. თუმცა, „ლემონსის“ დაბადების დღე 2011 წლის 23 დეკემბერია, როცა ბევრი ფიქრის, მსჯელობისა და აზრთა შეჯერების შედეგად, შეირჩა გუნდის სახელი – „ლემონსი“. ტექნოლოგიების, დიზაინისა და მარკეტინგის სფეროში, ვფიქრობ, თავის სიტყვა თქვა კომპანიამ ამ 11 წლის განმავლობაში.

წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით და რატომ?

ძალიან რთული სათქმელია, რომელი იყო ყველაზე გამორჩეული პროექტი, რადგან ყველა მათგანი უნიკალურ გამოცდილებას გვაძლევდა. არ ჰქონდა ჩვენთვის მნიშვნელობა პროექტის ბიუჯეტს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცდილებიდან გამომდინარე, თანაბარი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვამუშავებდით. თუმცა, 5 წლის წინ, მომსახურების სფეროში ახალმა სიტყვამ ჩვენს კომპანიაში გარდატეხა მოახდინა − ეს იყო საინვესტიციო მარკეტინგული მომსახურების შეთავაზება მშენებლებისთვის, რის შედეგადაც „ლემონსის“ ძირითადი საქმიანობა ამ მიმართულებაზე გადაერთო და დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს დეველოპერულ ბაზარზე.

შეიძლება ითქვას, რომ „ლემონსში“ არსებული სერვისებიდან სამშენებლო პროექტების მენეჯმენტისა და გაყიდვების მომსახურებას 70% უჭირავს, ხოლო დანარჩენი მომსახურებიდან მოწინავეა ბრენდინგისა და ვებგვერდების დამზადება, ასევე, სოციალური მედიამენეჯმენტი.

თქვენს სამუშაო სფეროში რა როლს თამაშობს კრეატივი?

ჩვენი კომპანიის სლოგანია „მხოლოდ კრეატიული გადაწყვეტილებები“ − თითქოს არაფერი კრეატიული იმაში არაა, როცა ვამბობთ, რომ თუ ცხოვრებამ მოგვცა ლიმონი, გააკეთე მისგან ლიმონათი. მაგრამ ყველაზე გენიალური იდეები ყველამ ვიცით, რომ მარტივია. შესაბამისად, სიმარტივე არის ჩვენი ყოველდღიურობის დევიზი. მიგვაჩნია, რომ ბიზნესის წარმოებისას ეძებო გზა, რომელიც გაამარტივებს ამ პროცესებს, ნამდვილად არის შემოქმედებითობის გამოვლენა.

მთელი გუნდი სიცოცხლით ივსება, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე მსჯელობენ, როცა „ეკლიანი გზით მივდივართ იქ, სადაც ია და ვარდია მოფენილი“.

როგორ ხედავთ მარკეტინგის მომავალს ქართულ ბაზარზე?

მარკეტინგზე როცა ვსაუბრობ, ყოველთვის სუბიექტური ვარ, ეს არის სფერო, რომელიც მიყვარს, რომლის გარეშე თითქოს ვერც ვარსებობ.

მარკეტინგის განვითარების ყველა პროცესი თანაბრად საინტერესოა − ქვის ხანიდან დღემდე. ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო ბევრი ხელსაწყო გვექნება ჩვენ, ამ სფეროს სპეციალისტებს, რათა ჩვენს „მფრინავ“ იდეებს ფრთები შევასხათ.

იმდენად სწრაფად ვითარდება ციფრული მარკეტინგი, ვფიქრობ, აქ და ახლა მარკეტინგის შექმნა ყველაზე საინტერესოა. გაუმართლათ ახლად შემოერთებულ კოლეგებს, რადგან მათ ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა 10 ან 15 წლის წინ.

რა სახის სირთულეებს აწყდებით მრავალპროფილური მარკეტინგული მომსახურების დროს?

სირთულეს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ამჟამად ჩვენი გამოწვევაა, რომ მომხმარებელმა, რომელიც გვიკვეთავს თავისი ბიზნესის მარკეტინგულ მომსახურებებს, გამოხატოს მზადყოფნა და გამბედაობა, ასევე, მოთმინება სასურველი შედეგების მისაღებად. მარკეტინგს არ უჭირავს ხელში „ჯადოსნური ჯოხი“, რომ ხელის ერთი მოსმით გავიდეს შედეგებზე. გასავლელი გზა, შესაძლოა, მცირედით შეამოკლო, მაგრამ 10 წელს 1 წელიწადში ვერ დაფარავ.

რომ შევაჯამო, მთავარი გამოწვევაა მომხმარებლის მხრიდან მზადყოფნა, რომ ამ გზაზე შეცდომების გარეშე ვერ გაივლი. შეცდომებია იმის საწინდარი, რასაც გზის ბოლოს წარმატებას ვუწოდებთ, თუ, რაღა თქმა უნდა, ამ შეცდომებს მოთმინებითა და ნაბიჯ-ნაბიჯ გაანალიზების შედეგად აღმოვფხვრით.

თქვენს ვებსაიტზე მკითხველი ბლოგის სახით არაერთ საინტერესო სიახლესა თუ რჩევას კითხულობს. გვიამბეთ ამ ინიციატივის შესახებ. როგორი გამოხმაურებაა მკითხველის მხრიდან?

სულ თავიდან, როცა „ლემონსის“ ვებგვერდი გავუშვით, გვინდოდა საძიებო სისტემებთან მჭიდროდ ვყოფილიყავით ინტეგრირებული. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ქართულ ენაზე მარკეტინგისა და IT-ინდუსტრიის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო.

ჩვენი გათვლა გახლდათ სამი რამ: საკვანძო სიტყვების მიხედვით ვყოფილიყავით საძიებო სისტემებში პირველ პოზიციებზე, ასევე, აგვემაღლებინა მომხმარებლის ცნობიერება და დამატებით, სტუდენტებისთვის ვყოფილიყავით ერთგვარი გაიდლაინი ჩვენს სფეროში.

სამივე მიზანი თანაბრად მიღწეულია − საძიებო სისტემებში ყველა ჩვენთვის სასურველ საძიებო სიტყვაზე ვართ წამყვან პოზიციებზე, პირველ ხუთეულში. მომხმარებელი თუ დაინტერესდება, ჩვენს ვებგვერდზე, ბლოგის განყოფილებაში, თითქმის ყველა კითხვაზეა პასუხი. ჩვენ ძალიან ბევრ უკუკავშირს ვიღებთ სტუდენტებისგან, რომლებიც ჩვენი ბლოგის ინფორმაციებზე დაყრდნობით წერენ თემებს და აკეთებენ პრეზენტაციებს.

თითოეული ბლოგპოსტი შექმნილია ჩვენ მიერ ნათარგმნი სხვადასხვა წყაროდან, რაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, ამის კეთების მოტივაციას კი მკითხველისგან მიღებული შეფასებები გვაძლევს.

რა სახის ცვლილებები განიცადა კომპანიამ წლების განმავლობაში და როგორ ადაპტირდა ის ციფრულ ინოვაციებთან? როგორ შეაჯამებდით განვლილ წლებს?

„ლემონსი“ სიახლეებთან და ახლის დამკვიდრებასთან ასოცირდება. ყოველწლიურად გვქონდა სიახლეები, რომლებსაც ვნერგავდით სხვადასხვა მიმართულებით. ციფრულ ინოვაციებთან ადაპტირება კი ჩვენთვის არ იყო ახალი, რადგან მუდმივად ამ სფეროში ვიყავით და გვიწევდა, გამოგვეყენებინა ციფრული სამყაროს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ხელსაწყო, იმისათვის, რომ ჩვენი ბიზნესპროცესები გაცილებით კომფორტული და სწრაფი ყოფილიყო.

რაც შეეხება გარდამტეხ ცვლილებებს, ეს იყო ჩვენთვის 2018 წელი, როდესაც დავნერგეთ საინვესტიციო მარკეტინგული მომსახურება მშენებლებისთვის, რა დროსაც მოხდა „ლემონსის“ 15-კაციანი გუნდიდან 30-კაციან გუნდად გარდაქმნა და ყველაზე მტკივნეული ზრდაც ამ ეტაპზე განვიცადეთ. შემდეგი დიდი გამოწვევა იყო „კოვიდ“-პანდემია. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ციფრულ ინდუსტრიაში ვიყავით, გადასარჩენად კომპანიაში გარკვეული სიახლეების დანერგვა მოგვიწია. ვფიქრობ, პანდემიური პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, გამოწვევას გავუძელით და კიდევ უფრო გავძლიერდით. ამჟამად კომპანიას 50 თანამშრომელი ჰყავს და კიდევ განაგრძობს ზრდას…

რა სამომავლო გეგმები აქვს „ლემონსს“?

ამ ეტაპზე, შესყიდული გვაქვს სამშენებლო პროექტი და უახლოეს პერიოდში საკუთარ მშენებლობას დავიწყებთ. „ლემონსი“ წარდგება ახალი ბრენდით და ექნება საკუთარი სამშენებლო პროექტები.

რაც შეეხება საინვესტიციო მარკეტინგულ მიმართულებას, უკვე გაწერილია, რომელი პროექტებით ვიქნებით წარმოდგენილი 2023 წელს. ესენია: „ალფა სახლი“ გლდანში (60 000 კვ.მ); „ლაიონ დეველოპმენტი“ საბურთალოზე (20 000 კვ.მ); „ალფა სახლი“ საბურთალოზე − ბიზნესცენტრი, (70 000 კვ.მ-მდე).

რა თქმა უნდა, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და ვგეგმავთ, 2023 წლის ბოლომდე მინიმუმ 2-ჯერ გავიზარდოთ.

web: https://lemons.ge/ka

www.facebook.com/Lemons.ge/

მის: წერეთლის გამზირი #117ა

Email: [email protected]

ტელ: 032 2 45 01 01

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია
Uncategorized

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია

იანვარი 30, 2023
#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან
Health & Beauty

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

დეკემბერი 30, 2022
#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება
Health & Beauty

#OK! პილატეს თბილისი ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება

დეკემბერი 29, 2022
#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!
Health & Beauty

#OK! Deutsche pharmacy – ხარისხი ყველასთვის!

დეკემბერი 29, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! კიმ კარდაშიანი კრის ჯენერს დედის დღეს აქამდე უცნობი ფოტოთი ულოცავს

#OK! კიმ კარდაშიანი კრის ჯენერს დედის დღეს აქამდე უცნობი ფოტოთი ულოცავს

მაისი 9, 2022
#OK! პრინცები – ჰარი და უილიამი დედის საპატივცემულოდ ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ

#OK! პრინცები – ჰარი და უილიამი დედის საპატივცემულოდ ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ

აპრილი 5, 2021
#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული მომენტი ნიუ-იორკის ქუჩებში

#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული მომენტი ნიუ-იორკის ქუჩებში

აგვისტო 18, 2022
#OK! ბელა ჰადიდის 70-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა

#OK! ბელა ჰადიდის 70-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა

აპრილი 9, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! “ჰოლივუდის ლეგენდები” – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ახალი ფილმის Wolves-ის გადაღებებზე

#OK! “ჰოლივუდის ლეგენდები” – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ახალი ფილმის Wolves-ის გადაღებებზე

იანვარი 25, 2023
#OK! მანქანა, რომელიც დევიდ ბექჰემის მფლობელობაში იყო, შეგიძლიათ ახლა £110,000-ად იყიდოთ

#OK! მანქანა, რომელიც დევიდ ბექჰემის მფლობელობაში იყო, შეგიძლიათ ახლა £110,000-ად იყიდოთ

იანვარი 30, 2023
#OK! ირინა შეიკის ფენომენალური გამოსვლა Thierry Mugler-ის ჩვენებაზე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში

#OK! ირინა შეიკის ფენომენალური გამოსვლა Thierry Mugler-ის ჩვენებაზე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში

იანვარი 27, 2023
#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

იანვარი 28, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×