• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ლაშა ღუღუნიშვილის ფოტოხელოვნება – ნატურალიზმის ხიბლი, რომელიც დროს უძლებს

August 29, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

OK! წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველ ნიჭიერ ფოტოგრაფ ლაშა ღუღუნიშვილს. როდის აღმოაჩინა საკუთარი თავი ფოტოგრაფიაში, როგორ გარდაიქმნა გატაცება საქმიანობად, რას მიიჩნევს თავად ფოტოგრაფი საკუთარი პროფესიული ხელწერის მთავარ ნიშნად და რომელია მისთვის ყველაზე დაუვიწყარი გადაღება − წაიკითხეთ ლაშასთან ინტერვიუში.

ლაშა, როდიდან გახდა ფოტოგრაფია თქვენი ცხოვრების ნაწილი? როგორ გაჩნდა ინტერესი და როგორ აღმოაჩინეთ, რომ ეს სფერო თქვენია?

13 წლის წინ დავიწყე ფოტოების გადაღება. თავდაპირველად, გართობის მიზნით, მოგზაურობის დროს. მალე ისე შემიყვარდა გადაღების პროცესი, რომ მივხვდი − ეს ის საქმე იყო, რისი კეთებაც მინდოდა. პროფესიული კამერაც მალევე შევიძინე და სხვა ენერგიითა და ენთუზიაზმით დავიწყე გადაღება.

 

 

თქვენი, როგორც ფოტოგრაფის, ხელწერა რა არის? რის გადაღება გიყვართ გამორჩეულად?

ჩემი ხელწერა, ალბათ, უფრო სიმარტივეშია. ვცდილობ, ფოტოები მაქსიმალურად ნატურალურ ფერებში გადავიღო, რადგან მიმაჩნია, რომ დროს ნატურალური, რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს მდგარი ფოტოები უფრო მეტად გაუძლებს, მათი ნახვა ყოველთვის დადებით ემოციებს გამოიწვევს და მუდამ აქტუალური იქნება.

ოცნების პროექტი თუ გაქვთ? მაგალითად, ვინმეს გადაღება ან რომელიღაც კონკრეტულ მიმართულებაზე მუშაობა?

დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ცნობილ უცხოურ გამოცემებთან, როგორიც არის Vogue და harper’s bazaar.

გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო გადაღება ან გადაღებები. რით იყო გამორჩეული?

ყველა გადაღება გამორჩეული და დასამახსოვრებელია.

ფოტოგრაფობა ძალიან საინტერესო პროფესიაა, რადგან უამრავ, ერთმანეთისგან განსხვავებულ და საინტერესო ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. გამოვარჩევდი ერთ-ერთი წვეულების გადაღებას პორტუგალიის ულამაზეს სანაპიროზე. ნამდვილად დაუვიწყარი იყო.

 

ფოტოგრაფია, ფაქტობრივად, ერთდროულად თქვენი პროფესიაცაა, გატაცებაც და ცხოვრებაც. ასეა? თქვენს სხვა გატაცებებზეც მოგვიყევით.

ასეა, ფოტოგრაფია უბრალო გატაცებიდან პროფესიად და ძირითად საქმიანობად გარდაიქმნა. რაც შეეხება გართობის სხვა საშუალებებს, ძალიან მიყვარს ექსტრემალური სპორტი, განსაკუთრებით − თხილამურები. გარდა ამისა, თავისუფალ დროს ხატვით ვარ გატაცებული.

თქვენთვის, როგორ პროფესიონალისთვის, მუშაობის დროს რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა? რა სირთულე შეიძლება ახლდეს გადაღების პროცესს?

გადაღების დროს ფოტოგრაფმა ყველანაირი პრობლემა, უგუნებობა თუ უბრალო დაღლილობა უნდა დაივიწყოს და მთელი გულით იმაზე იფიქროს და კონცენტრირდეს, რის გადაღებასაც აპირებს. უამრავი, ერთი შეხედვით თითქოს გამოუვალი მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას გადაღების პროცესში, მაგრამ ყოველთვის არის გზა და გამოსავალი ამ სირთულეებიდან.

ლაშა, საუბრის დასასრულ, ოჯახი გაგვაცანით. მოგვიყევით ოჯახის წევრებზე.

მყავს მეუღლე − გვანცა ლომთათიძე და ორი გოგონა: 6 წლის ნინა და 4 წლის ირიშკა. ოჯახში გვყავს ასევე გერმანული ნაგაზი − „ტობი“. ძალიან გვიყვარს ერთად მოგზაურობა და ქალაქგარეთ გასვლა. მთავარია, ერთად ვიყოთ, და სად ვიქნებით, დიდად არც აქვს მნიშვნელობა − ერთად ყველგან ძალიან ბედნიერები ვართ.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ნათია ასანიძე ( LIG STUDIO)

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება, მე მისი პირველი ქმარი ვიყავი, ბენი კი მეოთხეა” – ჯენიფერ ლოპესის ყოფილი მეუღლე წყვილის ურთიერთობაზე საუბრობს

#OK! “მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება, მე მისი პირველი ქმარი ვიყავი, ბენი კი მეოთხეა” – ჯენიფერ ლოპესის ყოფილი მეუღლე წყვილის ურთიერთობაზე საუბრობს

August 17, 2022
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025

#OK! მენეჯერი – ნინო თევზაძე

April 1, 2025
#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს

#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს

February 16, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
#OK! გამარჯვების დროშები

#OK! გამარჯვების დროშები

March 7, 2026
#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

March 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები