• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Kids

#OK! Language Centre – მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის

September 1, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

 

OK! წარმოგიდგენთ მრავალპროფილიან სასწავლო ცენტრს – Language Centre (LC).  ეს არის ადგილი, სადაც სასკოლო-სააბიტურიენტო საგნებსა და უცხო ენებს ერთ სივრცეში ასწავლიან. 14-წლიანი გამოცდილება, პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე მიდგომები, – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რითაც აღნიშნული ცენტრი საგანმანათლებლო ბაზარზე გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ Language Centre (LC)-ის სამივე ფილიალში ახალი სასწავლო წლისათვის მიღება (რეგისტრაცია) დაწყებულია, აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად  ცენტრის დამფუძნებლისა და დირექტორის, ია რაზმაძისგან შევიტყვეთ.

 

გაგვაცანით Language Centre (LC), რა კურსებს სთავაზობთ თქვენთან მოსულ ადამიანებს?

მინდა მოგიყვეთ იმ წარმატების შესახებ, რომელსაც Language Centre (LC)-მა 14 წლის მანძილზე მიაღწია. თავდაპირველად, ცენტრში მხოლოდ უცხო ენები ისწავლებოდა:

  • ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული და არაბული.

 ინგლისური ენა იყო და არის მთავარი ღერძი ჩვენი ცენტრისთვის, მისი შესწავლა ჩვენთან მოსულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია A1 დონიდან C2 დონის ჩათვლით, ასაკის შეუზღუდავად. ასევე, ჩვენთან ხდება საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება (IELTS, TOEFL, FCE, CAE, SAT…. ), ბიზნესინგლისურისა და სასაუბრო (ე.წ. სფიქინგის) გაკვეთილები. ყოველი კურსის დასრულებისას გაიცემა ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დაარსების მეორე წელს კი დავამატეთ მეორე მიმართულება – სასკოლო-სააბიტურიენტო საგნები :

  • ქართული, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხატვა და ხაზვა.

ამ წლების განმავლობაში LC-ის გუნდმა დიდი შრომის შედეგად შეძლო ბაზარზე დამკვიდრება და ყოველი წარმატებული შედეგი თითოეული მასწავლებლის მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურება. თავის მხრივ, უამრავი წარმატებული მოსწავლე გახდა მოტივი-მიზეზი იმისა, რომ ერთ ადგილზე არ გავჩერებულიყავით.

 

 

რა გამოგარჩევთ ბაზარზე არსებული სხვა ცენტრებისგან?

ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ბრიტანულ ინსტიტუტებთან და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით. ცენტრის უცხო ენის პედაგოგები გამოწვევად იღებენ მოსწავლეების ისეთ გავრცელებულ ფრაზას, როგორიცაა „ყველაფერი მესმის, მაგრამ ვერ ვსაუბრობ“ … შესაბამისად, ოთხივე უნარ-ჩვევის კომბინაცია, რომელიც გულისხმობს წერას, კითხვას, მოსმენასა და საუბარს, თანაბრადაა გადანაწილებული სწავლების პროცესში და უფრო მეტიც, სისუსტის აღმოფხვრის თვალსაზრისით მეტი აქცენტი კეთდება ამა თუ იმ პრობლემის დაძლევაზე.

ვხელმძღვანელობთ ე.წ. ეკლექტური მიდგომით, რაც მოიცავს სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას: გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი (GrammarTranslation Method), აუდიოლინგვალური მეთოდი (Audio-Lingual Method), კომუნიკაციური მიდგომა ენის სწავლებაში (Communicative Language Teaching), დავალებაზე ორიენტირებული ენის სწავლება (Task-based Language Learning), სრული ფიზიკური რეაგირება/პასუხი (Total Physical Response), პირდაპირი მეთოდი (Direct Method), ბუნებრივი მეთოდი (Natural Method), და სხვ. აღნიშნულ მეთოდებს პედაგოგი ინდივიდუალურად არგებს როგორც ჯგუფს, ასევე თითოეულ მოსწავლეს ასაკისა და მიზნების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ცენტრში დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, ერთ-ერთი მეთოდი საგნების სრულყოფილად სწავლებისთვის, მოგეხსენებათ, არის IT-ის გამოყენება. კვლევა-ძიების, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებისთვის ვიყენებთ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტებს, სიმულაციებსა და ვირტუალურ ლაბორატორიებს საბუნებისმეტყველო საგნებში.

 

გვესაუბრეთ შედეგებზე, რა გაძლევთ მოტივაციას?

წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მუდმივად განვითარების სურვილი. სწორად დაგეგმილი პროგრამა, ზუსტად შერჩეული სახელმძღვანელოები და უამრავი წარმატებული მოსწავლე-სტუდენტი.

ცენტრის განვითარების გზა გულისხმობს არამარტო სხვადასხვა მეთოდის გამოყენებასა და დახვეწას, არამედ სხვადასხვა გამოწვევის მიღებასა და დროულ რეაქციას. უნდა აღინიშნოს პანდემია და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, პედაგოგების პროფესიონალიზმია, როდესაც დაუყოვნებლივ მოხდა მორგება ონლაინსწავლებასა და ხარისხის შენარჩუნებაზე, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს ცენტრი თანაბარი ეფექტიანობით უმკლავდება როგორც ონლაინ, ასევე საკლასო სწავლებას.

კითხვაზე, თუ როგორ აღწევენ პედაგოგები სასურველ შედეგს, შემიძლია გიპასუხოთ, რომ პედაგოგები გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით, რაც გულისხმობს გავლილ ტრენინგებს და საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა CELTA, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია საგნის სიყვარული, რადგან მასზე დაფუძნებული ცოდნა არის მოსწავლის წარმატების ფორმულა.

 

 

როგორ ხვდებით ახალ სასწავლო წელს?

როგორც ყოველთვის, ახალ სასწავლო წელს ვხვდებით სიახლეებით. წელს უკვე შესაძლებელი იქნება პედაგოგთა გადამზადება – ცენტრში საბაზო და საშუალო განათლების პროგრამების მიხედვით, შევიმუშავეთ მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდის ჩასაბარებელი მოსამზადებელი კურსის პროგრამები ყველა საგანში, რომელიც მორგებულია განათლების მაღალი ხარისხის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნიერების უნარზე, რაც მიგვაჩნია, რომ აკადემიური წარმატების მთავარი პრიორიტეტია კომპეტენციის დადასტურების დროს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლობის მსურველები შეძლებენ დაუფლონ სწავლა-სწავლების საჭიროებაზე მორგებულ უნარ-ჩვევებს.

გარდა ამისა, წელს პირველად, Language Centre (LC) საკუთარი სახელმძღვანელოს გამოყენებით, ინგლისური ენაში განაგრძობს აბიტურიენტების მომზადებას (დამატებით სახელმძღვანელოსთან ერთად). წლების განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ წიგნების შეძენის საშუალება მოგვცა.

ასევე, წელს დავამატეთ ახალი ჯგუფები – წინა სასკოლო მზაობისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.

მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი გუნდის მიმართ, რომლის დამსახურებაა, რომ ცენტრმა, როგორც ბრენდმა, გაამართლა და ამდენი წლის განმავლობაში პოპულარულია, რაზეც მეტყველებს ის უამრავი მსურველი, რომლებიც ყოველ წელს რეგისტრირდებიან ჩვენს ცენტრში.

საუბრის დასასრულს კი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ცენტრის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სოც.ქსელებით: language__centre და  Language Centre (LC)   

 

საკონტაქტო ინფო:

მის: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #78ა. ( | ფილიალი)

მობ: 599 989 503 მობ: 599 097 804 ოფისი: 2308820 (1)

მის: ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ.#45.( || ფილიალი)

მობ:  599 096 304 ოფისი: 2308820 (2)

მის: ქ.რუსთავი, გ.ლეონიძის ქ.#12 ( ||| ფილიალი)

მობ: 511 148 816

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკი “ვიქტორია სეკრეტისთვის” – 35 წლის მოდელი ბრენდის უახლეს კამპანიაში

#OK! ირინა შეიკი “ვიქტორია სეკრეტისთვის” – 35 წლის მოდელი ბრენდის უახლეს კამპანიაში

April 14, 2021
#OK! 6 გამორჩეული ფილმი მოგზაურობაზე

#OK! 6 გამორჩეული ფილმი მოგზაურობაზე

August 7, 2021
#OK! საჭირო ტექნიკა ბლოგერობის დასაწყებად

#OK! საჭირო ტექნიკა ბლოგერობის დასაწყებად

June 4, 2021
#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 10, 2025

კვირის ჰიტები

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

July 11, 2025
#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები