• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ივენთ კომპანია Laka, რომელსაც ჟურნალი OK! -ს მკითხველი სხვადასხვა მიმართულებით (Laka Wedding, Laka Elité Club, Laka Dance Therapy) იცნობს, 11 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. ის ახალ საავტორო პროგრამას გვთავაზობს – ეს არის Laka Ètiquette. ეტიკეტის ისტორია, როლი და პრაქტიკული ინფორმაციის ცოდნა ცხოვრებას მეტად უკონფლიქტოს და საინტერესოს ხდის. უფრო ვრცლად მისი დამფუძნებელი ლაკა წერეთელი გვესაუბრა.

როგორ გაჩნდა ამ პროგრამის შექმნის იდეა?

ნებისმიერი ურთიერთობა ოჯახში, სამსახურსა თუ საზოგადოებრივ სივრცეში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიცავთ საზღვრებს, ვუსმენთ ერთმანეთს და ვავლენთ პატივისცემას. 11-წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ამ თემაზე საუბარი სასიკეთოა. ძალიან გამიმართლა და ეტიკეტი ბავშვობაში, სკოლაში ვისწავლე. მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ღრმა, საინტერესო და საჭირო სფერო. წლების განმავლობაში ვიკვლევდი, ვაგროვებდი ინფორმაციას და ამ ყველაფრის პარალელურად სურვილი გამიჩნდა, რომ ეს გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გამეხადა. ასე დაიბადა საავტორო პროგრამა. სივრცე, სადაც წესრიგი, გემოვნება და ზრუნვა ერთიანდება – ეს კი ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შანსს აძლევს.

 

 

რას სთავაზობს „ეტიკეტის“ პროგრამა საზოგადოებას?

საზოგადოებას ვთავაზობთ ახალ სერვისს – „ეტიკეტის“ შესწავლას. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მომხმარებლები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენენ, პროგრამა გაწერილია ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის.

პროგრამის ფარგლებში თქვენ გაეცნობით ისეთ თემებს, როგორიცაა:

  • ეტიკეტის განმარტება, მნიშვნელობა და როლი თანამედროვე ცხოვრებაში;
  • ეტიკეტის ისტორია – როგორ და რატომ გახდა საჭირო სხვადასხვა წესის დამკვიდრება;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ეტიკეტი პირად და პროფესიულ ცხოვრებაში;
  • კომუნიკაციის წესები და საკუთარი თავის წარდგენა;
  • სუფრის ეტიკეტი – სუფრასთან ქცევის, მირთმევისა და სერვირების წესები;
  • ციფრული ეტიკეტი – მიმოწერისა და კომუნიკაციის წესები სოციალურ ქსელებში;
  • სხეულის ენა;
  • როგორ შევარჩიოთ განსხვავებული სამოსი და, ამავდროულად, დავიცვათ დრესკოდი;
  • პრაქტიკული ტექნიკები.

სასწავლო პროგრამა ინდივიდუალურად იწერება, ნებისმიერი სახის მოთხოვნიდან გამომდინარე – წყვილის, ოჯახისა თუ რომელიმე პროფესიული გუნდისთვის.

რატომ გადაწყვიტეთ კურსში სხეულის ენის დამატება?

სხეულის ენა კურსში ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩავამატე. წლების წინ ვმუშაობდი საგამოძიებო დეპარტამენტში, სადაც თითოეული ჟესტი და მზერა ინფორმაციის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეიცავდა. მაშინ გავიაზრე, რომ სხეულის ენა არის „ჩუმი დიალოგი“, რომელმაც შესაძლოა გაცილებით მეტი გვითხრას. ჩემი პროგრამის ფარგლებში მსმენელები სწავლობენ, როგორ ამოიცნონ სხვისი განწყობა ან დამოკიდებულება არავერბალური ქცევიდან გამომდინარე და პარალელურად, როგორ მართონ საკუთარი სხეული.

როგორ იმოქმედებს ეს პროგრამა მონაწილეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

ჩვენ უკვე ჩავატარეთ ინდივიდუალური და კოლექტიური მასტერკლასი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. საინტერესოა დაკვირვება, თუ როგორ გარდაიქმნება ადამიანის ყოველდღიური ჩვევები და დამოკიდებულებები მას შემდეგ, რაც ის ჩაუღრმავდება ეტიკეტის კულტურას. მჯერა, რომ პროგრამის მონაწილეები ბევრად თავდაჯერებულები გახდებიან ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება პროფესიული შეხვედრა თუ ოჯახური თავშეყრა. რაც მთავარია, ისწავლიან სხვა ადამიანის მოსმენასა და მათი ემოციების პატივისცემას.

მნიშვნელოვანია, რომ ეტიკეტის სწავლა ადრეული ასაკიდან ან თინეიჯერობიდან იწყებოდეს. ამ ასაკში მიღებული ცოდნა საფუძველს უყრის ემპათიური პიროვნების ჩამოყალიბებას.

დღეს, როცა საზოგადოება მუდმივად იცვლება და სოციალური ნორმები ყოველდღიურად ახალ ფორმას იღებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა საკუთარი ინდივიდუალობის შენარჩუნების პარალელურად, სხვისი საზღვრების პატივისცემა შეძლონ. სწორედ ამიტომ, „ეტიკეტის“ სწავლება აღარ არის მხოლოდ ელიტური წრის პრივილეგია, როგორც საუკუნეების წინ იყო. ის ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა და საკუთარ თავთან, სხვებთან და საზოგადოებასთან ჰარმონიული ურთიერთობის საფუძველს შექმნის.

როგორც ვიცი, ცხოვრებაში ბევრი პროფესიული საწყისი გქონიათ. რა კარიერულ რჩევებს მისცემდით 40+ ასაკის ქალბატონებს?

ვურჩევდი, რომ თამამად გადადგან ნაბიჯები ოცნებისკენ მიმავალ გზაზე, იმიტომ, რომ ცხოვრება ხელოვნებაა.

 

 

 

ტექსტი: მარიამ ჩოქური

ფოტო: თამარა გონჯილაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი ქეთი შავგულიძე

#OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი ქეთი შავგულიძე

May 31, 2022
#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! დავით გაბუნიას საკითხავი

#OK! დავით გაბუნიას საკითხავი

June 16, 2025
#OK! ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ABC-ს ეთერიდან  მოხსნეს

#OK! ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ABC-ს ეთერიდან მოხსნეს

September 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! დედოფალი კამილა კლარენს-ჰაუსში ანა ვინტურს შეხვდა

#OK! დედოფალი კამილა კლარენს-ჰაუსში ანა ვინტურს შეხვდა

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები