• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 10, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

მერკურმა მშვილდოსნის ნიშანში რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო, იუპიტერი კვირის ბოლომდე უმოძრაოდ რჩება,  შემდეგ კი კირჩხიბის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. პლანეტების ასეთი განლაგება ქმნის განცდას, რომ დრო გაჩერდა და სამყარომ სუნთქვა შეაჩერა, რომ მოვუსმინოთ იმას, რაც ცხოვრების ქაოსში შეუმჩნეველი გვრჩება.

რეტროგრადული მერკური ტრადიციულად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხარვეზებს, ავტოსაგზაო შემთხვევების მატებას, საბუთებში შეცდომებს და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნივთების დაკარგვას იწვევს. ეს ყოველ ოთხ თვეში ერთხელ ხდება და სამი კვირა გრძელდება.

იუპიტერი კირჩხიბში სიმბოლურად სახლს, ოჯახს, ემოციურ უსაფრთხოებასა და ტრადიციებს განასახიერებს. განსაკუთრებით ძლიერდება თემები, რომლებიც დაკავშირებულია სამშობლოსთან, ფესვებთან, კუთვნილების განცდასა და შინაგან რწმენებთან. ეს შეიძლება იყოს კვირა, როცა როცა ძლიერდება მოგონებები მშობლებზე, ბებია-ბაბუაზე, ბავშვობის სახლზე და იქ დაბრუნების ძლიერი სურვილი გიჩნდებათ, რაც თქვენი ფესვების გაძლიერებაში და შინაგანი მხარდაჭერის მიღებაში დაგეხმარებათ.

ვერძი

მოულოდნელობებით სავსე კვირაა, რომელიც ახალ აღმოჩენებს გაჩუქებთ. მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეს დაგანახებთ, რომ ძველთან დამშვიდობების და ახლის მიღების დროა. ახლობელ ადამიანთან მოსალოდნელია ცხარე კამათი, მაგრამ ამას კონფლიქტად ნუ აღიქვამთ – ეს უფრო სიმართლის დანახვის შანსია. თქვენი შინაგანი პიროვნული ზრდა იმაში გამოიხატება, რამდენად მშვიდად შეგიძლიათ ცვლილებებზე რეაგირება. როცა ყველაფრის გაკონტროლების სურვილს დაკარგავთ, საოცარ სიმსუბუქესა და სიწმინდეს იგრძნობთ. პირად ცხოვრებაში გულწრფელი დიალოგი ნდობას გააღრმავებს და ურთიერთობებს გააძლიერებს.

კურო

ეს კვირა თქვენს შინაგან სიძლიერეს რთულ გამოცდას მოუწყობს, მაგრამ ამასთან ძალასა და თავდაჯერებას მოგანიჭებთ. მოულოდნელმა გარემოებებმა შესაძლოა,  წონასწორობა დაგირღვიოთ, თუმცა თქვენი შინაგანი ძალა სწორედ ასეთ მომენტებში ვლინდება. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. პროფესიული საქმიანობის სფეროში შეიძლება  იმედისმომცემი წინადადებები გაჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინიციატივას და მოქნილობას გამოიჩენთ. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ – თქვენი საიმედოობა და გამჭრიახობა ღირსეულად დაფასდება. ურთიერთობებში გულწრფელი საუბრის დრო დგება, რაც სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ეს კვირა გაიძულებთ დაფიქრდეთ, ვის აძლევთ საკუთარ ენერგიას და რატომ. მეგობრებთან ურთიერთობაში შექმნილმა პრობლემებმა შეიძლება ძლიერი ემოციები გამოიწვიოს, თუმცა მნიშვნელოვანია თვითკონტროლის შენარჩუნება შეძლოთ. იყავით გულწრფელი, თუნდაც სიმართლე მოუხერხებლად ჟღერდეს, ეს ზედმეტი ვალდებულებებისგან გაგათავისუფლებთ. ეცადეთ სამსახურში ინიციატივა გამოიჩინოთ, მაგრამ ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. პირად ურთიერთობებში განახლების დროა – საუბრები, რომლებსაც აქამდე ერიდებოდით, ახლა ურთიერთგაგებას და ნდობას მოგიტანთ. გულწრფელობის ახალ დონეზე გადადიხართ  და ეს ამ კვირაში თქვენი მთავარი მიღწევა გახდება.

კირჩხიბი

თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც თავიდან შეიძლება ქაოტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოოდ შინაგან ჰარმონიამდე მიგიყვანთ. შესაძლოა პრიორიტეტების თავიდან განსაზღვრა და ურთიერთობების გადახედვა დაგჭირდეთ. საკუთარ გრძნობებზე საუბრის ნუ შეგეშინდებათ – ურთიერთობების გაწონასწორებაში სწორედ ეს დაგეხმარებათ. სამუშაო სფეროში გაჩნდება შანსი, ინიციატივა გამოავლინოთ და თქვენი პოზიციები განამტკიცოთ. კვირის ბოლო ხელსაყრელი დროა თავის მოვლისთვის – მიეცით თავს დასვენების, განმარტოების და ახლობლებთან თბილი ურთიერთობის უფლება. უსმინეთ გულს და ის მიგასწავლით, სად უნდა ეძებოთ სტაბილურობა ცვლილებების ზღვაში.

ლომი

თქვენი სასიცოცხლო ენერგია იზრდება და ძლიერდება. სურვილი გაქვთ იმოქმედოთ, შექმნათ და სხვებიც შთააგონოთ. ეს შესანიშნავი დროა თამამი იდეებისთვის, შემოქმედებითი პროექტებისა და გულწრფელი აღიარებებისთვის. სიყვარულში გარდამტეხი მომენტი დგება, სადაც გულწრფელობა თქვენი მთავარი მოკავშირეა. მარტოხელა ლომს ელის შეხვედრა ადამიანთან, რომელიც შეგახსენებთ, როგორი კარგია იყო ის, ვინც ხარ, ნიღბების გარეშე. კვირის ბოლოს მოსალოდნელია შთაგონება, რომელიც ძველი ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. მთავარია, ნუ იჩქარებთ, ინტუიციას უსმინეთ და  ზომიერება შეინარჩუნეთ.

ქალწული

კვირის მთავარი მოვლენები სახლსა და ოჯახს უკავშირდება, სადაც  მოულოდნელი მოვლენები ან ემოციური საუბრები გელით. ძველი მოგონებები დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, როგორ მოქმედებს წარსული თქვენზე. შინაგანი განწმენდისა და ნდობის აღდგენის დროა. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ – ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს და ეცადეთ ადამიანები ისეთები მიიღოთ, როგორებიც არიან. ბუნებაში სეირნობა ან სუფთა ჰაერზე ყოფნა ფიქრების დალაგებაში დაგეხმარებათ. შაბათ-კვირას იგრძნობთ, როგორ იცვლება შინაგანი დაძაბულობა სიმშვიდითა და სითბოთი და თქვენს სახლში თანხმობა დამყარდება.

სასწორი

ამ კვირაში თქვენი სიტყვა განსაკუთრებულ ძალას ატარებს. საუბრები, წერილები, თუნდაც მოკლე შეტყობინებები ბევრს შეცვლის. დიპლომატიური უნარები დაძაბული ურთიერთობების განმუხტვაში დაგეხმარებათ – მთავარია, გულწრფელი საუბარი გაბედოთ. ეცადეთ პროფესიულ სფეროში დიპლომატიურობა გამოიჩინოთ — მოსმენის უნარი შეთანხმების მიღწევაში დაგეხმარებათ. კვირის ბოლოს შვებას  იგრძნობთ – ყველაფერი, რასაც სითბოთი და პატივისცემით იტყვით, ნანატრ ურთიერთგაგებას მოგიტანთ.

მორიელი

გამოიჩინეთ სიბრძნე და დაემშვიდობეთ ყველაფერს რასაც კმაყოფილება აღარ მოაქვს. ფინანსურმა ან ემოციურმა ვალდებულებებმა შეიძლება ურთიერთობაში დაძაბულობა გამოიწვიოს, მაგრამ მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორ მართოთ საკუთარი ცხოვრება. ნუ შეგეშინდებათ იმის აღიარების, რომ ზოგი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება.  ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლება საშუალებას მოგცემთ, რომ მომავალისთვის მყარი საფუძველი შექმნათ. სამსახურში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. შაბათ-კვირისკენ იგრძნობთ შვებას და გააცნობიერებთ, რომ ნამდვილი ძალა არა კონტროლში, არამედ შინაგან სიმშვიდეშია.

მშვილდოსანი

იდეებითა და ენთუზიაზმით სავსე ხართ, მაგრამ თუ პრიორიტეტებს მკაფიოდ არ განსაზღვრავთ, შეიძლება ენერგია უმიზნოდ გაფანტოთ. გეგმების განხორციელებას მშვიდად და აუჩქარებლად მიჰყევით, რომ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგეპაროთ. პირად ცხოვრებაში ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ – აჩვენეთ, რომ მათ  გვერდით ხართ და ურთიერთობები გაძლიერდება. ვინც სიყვარულს ეძებს, შესაძლოა შეხვდეს ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობა მსუბუქი და სასიამოვნო იქნება. გახსოვდეთ, რომ წარმატებამდე მხოლოდ შინაგანი წონასწორობა მიგიყვანთ.

თხის რქა

შინაგანი გამძლეობა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ემოციურ რყევებს, რომელიც შეიძლება კვირის დასაწყისში წარმოიშვას. ზოგი სიტუაცია შეგახსენებთ, რომ ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია. ჰოროსკოპი გირჩევთ ზედმეტ მოლოდინებს დაემშვიდობოთ და რეალობა აღიაროთ. ხელსაყრელი დროა პრიორიტეტებისა და გეგმების გადაფასებისათვის, განსაკუთრებით, პროფესიულ სფეროში. სავარაუდოდ, მოულოდნელ შემოთავაზებას მიიღებთ, მაგრამ ყველა დეტალზე დაფიქრდით და პასუხის გაცემა არ იჩქაროთ. შაბათ-კვირისთვის მიხვდებით, რომ სასურველი შედეგი მხოლოდ სიმშვიდეს და ცვლილებებისთვის მზადყოფნას მოაქვს.

მერწყული

ეს კვირა გაჩვენებთ, რამდენად მზად ხართ გარემოებებთან ერთად შეიცვალოთ. მეგობრების ან კოლეგების წრეში შესაძლოა როლები შეიცვალოს და ახალ რეალობასთან შეგუება მოგიწიოთ. უსმინეთ საკუთარ თავს და ნუ ჩაებღაუჭებით იმას, რაც უკვე დასრულდა. კვირის ბოლოს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც ახალ გზას გაგიხსნით. თავდაჯერება თქვენს ხედვაში სხვებსაც შთააგონებს და მოტივაციის მოზღვავებას მოგიტანთ. მთავარია განახლების არ შეგეშინდეთ.

თევზები

პროფესიულ სფეროში მწიფდება ცვლილებები, რომლებიც ახალ დონეზე აგიყვანთ. შესაძლოა ავტორიტეტული პირების წინაშე გამძლეობის გამოჩენა მოგიწიოთ, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი შინაგანი სიმტკიცის გამოცდაა.  რთულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი თქვენი წარმატების გასაღები გახდება. გრძნობთ, როგორ კარგავენ ძალას წარსულის შიშები და თავდაჯერება იზრდება. კვირის ბოლოს მოსალოდნელია აღიარება ან ფინანსური მხარდაჭერა. ყველაფერი ისე ვითარდება, რომ ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროთ -მზად ხართ ბევრად მეტისთვის, ვიდრე გეგონათ.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასევე გაეცანი

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა
OK! News

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

November 12, 2025
#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ
OK! News

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ
OK! News

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025
#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის
OK! News

#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სელენა გომესი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან? ვარსკვლავების უახლესი ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

#OK! სელენა გომესი და კრის ევანსი ერთმანეთს ხვდებიან? ვარსკვლავების უახლესი ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

October 8, 2021
#OK! ჰეილი ბიბერი Saint Laurent-ის კაბით ELLE Women In Hollywood-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! ჰეილი ბიბერი Saint Laurent-ის კაბით ELLE Women In Hollywood-ის წითელ ხალიჩაზე

October 18, 2022
#OK! ქეთევან გოგილაშვილი

#OK! თამარ ყაჭაშვილი

March 7, 2021
#OK! საქართველო განსაკუთრებული ადგილი

#OK! საქართველო განსაკუთრებული ადგილი

June 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025
#OK! ილონ მასკი შეიძლება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს

#OK! ილონ მასკი შეიძლება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს

November 11, 2025
#OK! მაიკლ ჯექსონი – ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავი

#OK! მაიკლ ჯექსონი – ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავი

November 7, 2025
#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები