• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კუზანოვის კლინიკის გზა ლოკალური ბაზრიდან საერთაშორისო წარმატებამდე – ავთანდილ ტუღუში კლინიკის განვითარების სტრატეგიაზე

June 12, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„კუზანოვის კლინიკა“ წლებია საქართველოში პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ავტორიტეტულ სამედიცინო სივრცედ მიიჩნევა. ბოლო წლებში კი კლინიკამ საერთაშორისო ბაზარზეც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი კლინიკის დირექტორმა, ავთანდილ ტუღუშმა შეიტანა, რომლის ხელმძღვანელობითაც „კუზანოვის კლინიკა“ სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. ისრაელიდან ევროპამდე – როგორ შეძლო ქართულმა პლასტიკური ქირურგიის ცენტრმა საერთაშორისო ნდობის მოპოვება და რატომ მიაჩნია ავთანდილ ტუღუშს, რომ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ამის შესახებ ვრცლად ინტერვიუში ვისაუბრებთ.

 

როგორ გადაიკვეთა თქვენი, როგორც ჟურნალისტისა და პროდიუსერის გზა სამედიცინო სფეროსთან და კონკრეტულად „კუზანოვის კლინიკასთან“?

ყველაფერი საერთაშორისო საქველმოქმედო-სამედიცინო პროექტით დაიწყო. იმ პერიოდში ერთ-ერთი ტელევიზიის პროდიუსერი ვიყავი და ეს პროექტი დავგეგმეთ „კუზანოვის კლინიკასთან“ ერთად. მანამდე, რა თქმა უნდა, ბევრჯერ მსმენოდა ბატონი ივა კუზანოვის შესახებ. ვიცოდი, რომ იგი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის წამყვანი სპეციალისტია საქართველოში, თუმცა პირადი ნაცნობობის პატივი არ მქონია.

პროექტის დასრულებისთანავე ბატონმა ივამ კლინიკაში მიმიწვია, არსებული სიტუაცია გამაცნო და თანამშრომლობა შემომთავაზა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, დავთანხმდი და კლინიკის დირექტორი გავხდი. ასე დაიწყო ჩვენი ერთობლივი მუშაობა.

 

თქვენი აზრით, კონკრეტულად რა თვისებები დაინახა ბატონმა ივამ თქვენში, რომ ამხელა ნდობა გამოგიცხადათ?

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფეროში გამოცდილება არ მქონდა, კლინიკისთვის ჩემი, როგორც ჟურნალისტის უნარები სასარგებლო აღმოჩნდა. ვფიქრობ, ბატონი ივას გადაწყვეტილება ჩემმა კომუნიკაბელურობამ, პრაქტიკულობამ და განსხვავებულმა ხედვამ განაპირობა. მან დაინახა ჩემი აქტივობები სხვადასხვა საკითხზე და ჩათვალა, რომ ახალი კუთხით ბევრი კარგი პროექტის გაკეთება შემეძლო.

თუმცა, ჟურნალისტიკის გარდა, ბიზნესმარკეტინგიც მაქვს დამთავრებული. დირექტორად დანიშვნისთანავე, გამოცდილების მისაღებად, სპეციალური კურსები გავიარე ბიზნესსა და სამედიცინო მარკეტინგში. ბევრი რამ მუშაობის პროცესშიც ვისწავლე.

 

 

რა ღირებულებებზე დგას „კუზანოვის კლინიკა“?

ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ოჯახური გარემოა. კლინიკაში ბატონი ივა, მისი შვილები: ალექსანდრე და გუგა, და უკვე შვილიშვილი, ბაია კუზანოვი მუშაობენ. მათ გარდა გუნდში კიდევ 15 ახალგაზრდა პლასტიკური ქირურგია. როდესაც თანამშრომელს სამსახურში მოსვლა უხარია, ეს ქმნის განსაკუთრებულ კომფორტსა და სითბოს, რასაც პაციენტებიც პირველივე წუთიდან გრძნობენ.

 

როდის გაჩნდა იდეა, რომ კლინიკის მომსახურება უცხოური ბაზრისთვისაც შეგეთავაზებინათ?

ეს გააზრებული, საფუძვლიანი გადაწყვეტილება იყო. „კუზანოვის კლინიკა“ სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაა, სადაც ბატონი ივას ხელმძღვანელობით უამრავი რეზიდენტი იზრდება. ამან საქართველოში კონკურენცია საგრძნობლად გაზარდა. მივხვდი, რომ ჩვენივე გაზრდილი კადრები ირიბად ჩვენი კონკურენტები ხდებოდნენ, 3-მილიონიანი ქვეყნის ბაზარი კი ძალიან პატარა იყო.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ქვეყნის გარეთ გასვლა და სამედიცინო ტურიზმის განვითარება. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც ამაზე ღიად ისაუბრა, ჩაატარა პრეზენტაციები და უცხოელ პაციენტებს საქართველოში იგივე პროფესიონალიზმი ბევრად ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზა.

 

როგორ მოახერხეთ ისრაელის ბაზარზე ნდობის მოპოვება?

როდესაც ისრაელიდან პაციენტების მოზიდვა გადავწყვიტე, მეუბნებოდნენ, რომ არ გამოვიდოდა. თუმცა, სწორი სტრატეგიით მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით. სტრატეგიულად ავარჩიე არა თელ-ავივი, არამედ აშდოდი – ქალაქი, სადაც ბევრი ქართველი ებრაელი და რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებსაც სმენიათ ბატონი ივას შესახებ. ეს ნაბიჯი სრული ფურორი აღმოჩნდა: 100 კაცზე გათვლილ დარბაზში 300 ადამიანი მოვიდა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ტელევიზიამ ჩვენზე რეპორტაჟი მოამზადა და ჩვენი ფასები გაჟღერდა, ნამდვილი ბუმი დაიწყო. ჩვენ თურქეთის კონკურენტები გავხდით, რადგან მათზე დაბალ ფასად სრული პაკეტი შევთავაზეთ: აეროპორტში დახვედრა, სასტუმრო და კლინიკაში ტრანსფერი.

ვინაიდან ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას 14-15 დღე სჭირდება, მათთვის, ვინც საქართველოში ორ კვირას ვერ ატარებს, გამოსავალი ვიპოვეთ: ისრაელში გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი ექიმი, რომელიც პაციენტებს ადგილზე იღებს და ნაკერებს ხსნის.

დღეს უკვე 6 ქვეყანაში გვაქვს წარმომადგენლობა. მაგალითად, საბერძნეთში ოფიციალური ოფისი უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს და ბერძენ კოლეგებთან ერთად ოპერაციებს ადგილზევე ვატარებთ. ეს საუკეთესო ალტერნატივაა მათთვის, ვინც საბუთების თუ სხვა მიზეზის გამო საქართველოში ვერ ჩამოდის. ასევე, წარმომადგენლობები გვაქვს ავსტრიაში, სლოვაკეთში, იტალიაში, ნიუ-იორკსა და ყაზახეთში.

 

როგორ ხედავთ სამედიცინო ტურიზმის განვითარებას საქართველოში?

ემიგრანტების ოჯახში, უცხოეთში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ საქართველოს პოტენციალს მუდამ ზედმიწევნით ვხედავდი. საერთაშორისო კონფერენციებზე ჩვენს მოხსენებებს უცხოელი კოლეგები ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებიან. პროფესიონალიზმით ძალიან მაღალ საფეხურზე ვართ, რასაც ჩვენი ულამაზესი ქვეყანა და ტურისტული რესურსიც ემატება.

კლინიკიდან გაწერის შემდეგ, ჩვენს პაციენტებს რეაბილიტაციის პერიოდში შეუძლიათ კახეთში, ყაზბეგსა თუ ქუთაისში დაისვენონ. ვინაიდან ფილიალები კახეთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისშიც გვაქვს, გზად რაიმე თუ დასჭირდებათ, პირველად დახმარებას ადგილზევე მიიღებენ.

 

როგორ აფასებთ დღევანდელ კონკურენტულ გარემოს და რა მარკეტინგული სტრატეგიით ინარჩუნებთ ლიდერობას, მითუმეტეს, რომ უცხოურ ბაზარზე გასვლის თქვენი მოდელი სხვა ქართული კომპანიებისთვისაც მისაბაძი აღმოჩნდა?

კონკურენცია და ჩვენი ნაბიჯების გამეორება აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა ყოველთვის მაქვს ამბიცია, ვიყო პირველი და არა მეორე. ჩემმა კონკურენტებმა დაუშვეს შეცდომა და აქცენტი მაშინვე მაღალ სეგმენტზე გააკეთეს, იმ ხალხზე, ვინც შვეიცარიასა თუ მაიამიში დაფრინავს პლასტიკური ოპერაციის ჩასატარებლად.

მე კი ის საშუალო სეგმენტი შევისწავლე და მოვიზიდე, რომელიც მანამდე ფასის გამო თურქეთში მიდიოდა. სწორმა მარკეტინგულმა გათვლამ და ქალაქების სწორად შერჩევამ მოგვიტანა ის, რომ გზა პირველებმა გავკვალეთ ისრაელისკენ, საბერძნეთისკენ თუ იტალიისკენ.

 

როგორია კლინიკის განვითარების სამომავლო გეგმები?

ამჟამად 4 საოპერაციო გვაქვს, თუმცა არსებული ფართი მასშტაბების გაზრდის საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ ამიტომ, დიღომში შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, სადაც ახალ, დიდ კლინიკას ავაშენებთ. იქ განთავსდება 7-8 საოპერაციო, კლინიკის სასტუმრო და კაფე. პლასტიკური ქირურგია ხშირად ძალიან კონფიდენციალური თემაა. ახალ კლინიკაში პაციენტებს საშუალება ექნებათ, ორი კვირის განმავლობაში გარეთ გასვლის გარეშე, სრული რეაბილიტაცია ადგილზევე, მაქსიმალურად ანონიმურად გაიარონ, სურვილის შემთხვევაში კი, ჩვენი ტრანსპორტით საქართველოს ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერონ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

June 12, 2025
#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

November 27, 2023
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

August 27, 2026
#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

August 26, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები