• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისური სითბო

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქუთაისი რომ არაერთხელ გამხდარა ხელოვანი ადამიანებისთვის შთაგონებისა და ინსპირაციის წყარო და კულტურული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამას მისი ისტორია მოწმობს. როგორც რეზო გაბრიაძე ამბობდა: „არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა, აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია“. სწორედ ამ სითბოს ქვეშ ერთიანდებიან მსახიობები: ლამარა ვაშაკიძე და ნინო ჭოლაძე, რომლებიც პროფესიაზე, კინოს მნიშვნელობასა და საყვარელ ქალაქზე გვესაუბრებიან.

 

პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ პროფესიის მიმართ?

ლამარა: ბავშვობიდან. ჩემს ოჯახს ძალიან უყვარდა ხელოვნება, განსაკუთრებით მამას. ყოველთვის დავდიოდი თეატრში, ცირკში, მუზეუმებში. ქუთაისის თეატრი განსაკუთრებით მდიდარი იყო კორიფეებით. სწორედ მაშინ, ახალგაზრდა მსახიობი მარი გელაშვილი იყოს ის, ვინც ნამდვილად შემაყვარა თეატრი და სულ ვამბობ, რომ საოცარი ნიჭი და გარეგნობა ჰქონდა. რაც ჩემს მეხსიერებას ახსოვს, ყოველთვის ვფიქრობდი და ვოცნებობდი, როდის გავხდებოდი მსახიობი. ჩემი მთავარი ოცნება კინომსახიობობა იყო და ესაა ის ერთადერთი სურვილი, რომელიც ვერ ავისრულე.

ნინო: არასდროს მიფიქრია, რომ მსახიობობის გარდა, სხვა პროფესიით დავინტერესდებოდი, თითქოს ღრმა ბავშვობიდანვე ასე გადაწყდა.

 

ქ-ნო ლამარა, თქვენ მიერ განსახიერებული როლებიდან რომელს გამოარჩევდით?

პირველად ჩემი სცენაზე გასვლა მაშინდელ ვაჟთა პირველ სკოლას უკავშირდება. მე-9 კლასში ვიყავი. მსახიობებმა იციან თქმა, ყველა როლი საკუთარი შვილივით არისო. რა თქმა უნდა, ყველა პერსონაჟის შექმნაზე მუშაობ და ენერგიას ხარჯავ, თუმცა მე პირადად მაყურებელმა ხატიას როლით შემიყვარა, გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში „მე ვხედავ მზეს“. ასევე იყო ანა ფრანკის როლი. ქუთაისში მცხოვრები ებრაელები ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ ამ როლისთვის ვიყავი დაბადებული. ბევრი დასამახსოვრებელი პერსონაჟი განვასახიერე. სამწუხაროდ, მხოლოდ მე შემოვრჩი ძველი თეატრალური დასიდან და შესაბამისად, ჩემი მაყურებელიც, იმ თაობასთან ერთად, ეტაპობრივად შემცირდა.

 

ნინო, რა არის მსახიობისთვის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი თეატრსა და კინოს შორის? სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

მთავარი განსხვავება ალბათ რიტმია. ფილმში უფრო სხარტი და მოქნილი მოქმედებაა საჭირო, გადასაღებ მოედანზე ხშირად გიწევს ექსტრემალურ სიტუაციებში ყოფნა. თეატრში, საბედნიეროდ, გვაქვს იმის საშუალება, რომ სამაგიდო რეპეტიცია გვქონდეს, პროცესი კარგად გავიაროთ და გავიაზროთ. თეატრი ჩემთვის სხვა ფუფუნება და შემოქმედებაა, საკუთარი თავის გამოცდაც არის და ერთგვარი სიამოვნებაც. რასაკვირველია, ფილმიდანაც იღებ დადებით ემოციებს, თუმცა თეატრში  მე ჩემი მაყურებლები მყავს, რომლებიც ყველაფერს მირჩევნია.

 

თქვენი ასაკის უპირატესობად რა მიგაჩნიათ?

ლამარა: ვფიქრობ, როცა ახალგაზრდა ხარ, ამ მშვენიერებას სათანადოდ ვერ აფასებ და გრძნობ. 80 წლის შემდეგ უფრო ტკბება სიცოცხლე, სილამაზეს უკეთესად აკვირდები და აღიქვამ. მე პირადად ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვხედავ. ყოველთვის მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ყოველდღიურად დიდ სიამოვნებას ვიღებ. ბუნებისგან უნდა აიღო სიყვარული, სითბო, სიკეთე და შემდეგ უნდა ასხივებდე ამას. წლებთან ერთად ეს სხივი არ უნდა დაკარგო, პირიქით. სულ მეშინია ცხოვრებიდან არ გაქრეს ეს სურვილი, რადგან ამის გარეშე არაფერია ადამიანი.

 

რა როლი აქვს ქუთაისს ქართული კინოს ისტორიაში?

ლამარა: კინოს თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქს, ჩემმა მეგობარმა, კინომცოდნე გოგი დოლიძემ აღმოაჩინა ვასილ ამაშუკელი, რომელიც პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ავტორია – „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, მისი ისტორიაც ქუთაისიდან იღებს სათავეს და პრემიერაც ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ გაიმართა. ამ ქალაქმა ბევრი ვარსკვლავი დაბადა, მათ შორისაა თამარ ბოლქვაძე, რომელიც თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა და ერთ-ერთი პირველი კინოვარსკვლავია, რომელიც „მუნჯი კინოს“ ლეგენდად დარჩა. მარტო ვერიკო ანჯაფარიძე რად ღირს ქართული კინოს ისტორიისთვის…

ნინო: როცა კინოსა და ქუთაისზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით რეზო გაბრიაძეს, რომელიც თავისი შემოქმედებით ყველანაირ საზღვრებს გასცდა. მართლა ვარსკვლავთცვენა იყო. ყოველთვის ხდებოდა ნიჭიერი ადამიანების გადინება ამ ქალაქიდან, დღემდე ასე გრძელდება. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ყველა დაუბრუნდება საყვარელ ქალაქსა და საქმეს.

 

თანამედროვე კინო და ქუთაისი

ნინო: ქუთაისმა არაერთხელ უმასპინძლა საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს. მიხარია, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდა, რადგან ის ადამიანები, ვინც არ იცნობენ ამ ქალაქს, აღმოაჩენენ და შეიცნობენ მას. ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა ახლის ძიების ინტერესი და ყველა სიახლეს სწრაფად ისრუტავს, შეიძლება აქვს განცდა, თითქოს რაღაცას ჩამორჩა და ისეთი ხმაურიანი არ არის, როგორიც სხვა ქალაქები, მაგრამ ვფიქრობ, აქ გარემოს უფრო სუფთა აურა აქვს, ნაკლებად დაბინძურებული და მგონია, რომ ქუთაისი არის ერთგვარი რენტგენი, აქ თუ გაივლი და ჩააბარებ გამოცდას, შემდეგ უკვე მარტივდება რაღაცები.

 

 

ლამარა ვაშაკიძის მოგონება თეთრ ხიდზე…

მყავდა მეგობარი ვაჟი, რომელიც როგორც ძმა, ისე მიყვარდა, მაგრამ მას სხვა სიყვარულით ვუყვარდი და არა როგორც და. საოცარი ადამიანი იყო და ბევრიც გიჟდებოდა მასზე. როცა წერილებს მწერდა, ზამთარში, გოგებაშვილის ქუჩიდან დავეშვებოდით თეთრ ხიდზე და ვგუნდაობდით, იქვე სკვერია, რომელსაც მაშინ წულუკიძის ბაღს ეძახდნენ, სადაც ფოტოებს ვიღებდით. საოცარი წლები და მოგონებები იყო.

ქუთაისზე რომ ფილმი გადაიღონ, რა იქნებოდა ამ ქალაქის მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის?

ნინო: მთავარი სათქმელი აუცილებლად მისი მნიშვნელობა იქნებოდა, რომელიც ხაზგასასმელია. ალბათ ყოველთვის სუბიექტურად გამომდის, როცა ვამბობ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ქალაქი. ეს არის არაჩვეულებრივი ქალაქი არაჩვეულებრივი ადამიანებით.

ლამარა: მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც ის ხალხია, რომელსაც ჩემი აღზრდის პერიოდიდან დღემდე ვხედავდი. დიდი მეცენატები იყვნენ ქუთაისში. აქ ადამიანებს სხვანაირად უყვართ, აინტერესებთ და ადარდებთ ერთმანეთი. მახსოვს, როცა პირველ კლასში ვიყავი, როგორ გამოჰყავდათ დაჭრილები სკოლიდან. ჩვენ გარეთ ვიდექით და ვუყურებდით სიკეთით ანთებულ თვალებს, როგორ ეხმარებოდა ყველა ყველას, რითაც შეეძლო და უანგაროდ უნაწილებდნენ ერთმანეთს იმას, რაც ჰქონდათ. ეს ადამიანები ქმნიან ამ ქალაქის მნიშვნელოვან ამბავს.

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე, ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მამაცი და უშიშარი Viva Magenta – 2023 წლის მთავარი ფერი

#OK! მამაცი და უშიშარი Viva Magenta – 2023 წლის მთავარი ფერი

December 26, 2022
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

December 27, 2022
#OK! მოდა ინტერიერში

#OK! მოდა ინტერიერში

August 24, 2025
#OK! სიყვარულით შექმნილი ექსკლუზიური ნამუშევრები TEIO CERAMICS-ისგან

#OK! სიყვარულით შექმნილი ექსკლუზიური ნამუშევრები TEIO CERAMICS-ისგან

March 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები