• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კუნძული ბალი – დაუვიწყარი დასვენებისა და განტვირთვისთვის!

August 4, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბალი ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კუნძულია, რომელიც მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში, კუნძულ იავასა და ლომბოკს შორის მდებარეობს. ბალი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია თავისი ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, მაღალგანვითარებული ხელოვნებით, სკულპტურებით, მუსიკით და ა.შ. ტურისტებისთვის ბალი − ეს არის, უპირველესად, ეგზოტიკური პეიზაჟები, პლაჟები, უძველესი კულტურის მისტიკური ტაძრები, აზიური სამზარეულო და რა თქმა უნდა, საცურაოდ თბილი ზღვა და სერფინგი. მუდმივმა მიმოქცევებმა სერფინგისტებისთვის კურორტი სამოთხედ აქცია.

აზიის სხვა ბევრი ეგზოტიკური კურორტისგან განსხვავებით, ბალიზე სამოგზაუროდ განსაკუთრებით საუკეთესო პერიოდი ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზეა, კონკრეტულად კი ივნისიდან ოქტომბრამდე. ამ პერიოდში წვიმა იშვიათია და ჰაერიც ნაკლებ ნესტიანი, რაც აქ დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის დამსვენებლებისთვის.

ბალის, როგორც წარმატებული ტურისტული ადგილის, მთავარი ფაქტორი მისი პროდუქტის მრავალფეროვნება და მიმზიდველობაა, ამიტომ ტროპიკულ ტყეში დილით ადრე დაწყებული მოგზაურობა შუადღის შემდეგ პლაჟის კურორტზე გრძელდება. ბალიზე ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც პირდაპირი რეისებით დაკავშირებულია მსოფლიოს უამრავ წერტილთან.

თუ გადაწყვეტთ და ბალის ესტუმრებით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ უბუდი, რომელიც მდებარეობს მთიან ადგილზე და გარშემორტყმულია მწვანე გორაკებით, ბრინჯის მინდვრებით, ჯუნგლებითა და მდინარეებით. ბალის ბრინჯის მინდვრები უბრალოდ ლამაზი კი არა, სუნთქვისშემკვრელი სანახაობაა. გორაკებზე გადაჭიმული მწვანე ზოლები მთების, ტერასების, პალმებისა და პლანტაციების გარშემო ირხევა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უბუდი ისეთი ადგილია, რომელიც თქვენ მიერ ნანახ არცერთ ადგილს არ ჰგავს.

ახალბედა სერფერებს კი, ბალიზე ყველაზე „სტუმართმოყვარე“ ტალღები ელოდებათ. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გამოცდილი სერფერი ხართ თუ არა − ბალიზე სტუმრობისას აუცილებლად უნდა დაკავდეთ სერფინგით, რისთვისაც საუკეთესო ადგილები კუტა, სემინიაკი და ულუვატუა. კურორტი კუტა შედარებით ახალბედებისთვისაა შესაფერისი, რადგან უფრო მშვიდი სანაპირო და სერფინგის შემსწავლელი მრავალი სკოლაა. ულუვატუ კი მხოლოდ პროფესიონალებისთვისაა, რადგან ამ ადგილს მაღალი ტალღები ახასიათებს.

კუტა როგორც სერფინგისთვის, ასევე ღამის ცხოვრების მოყვარულთათვისაც ძალიან აქტუალურია, რადგან გამოირჩევა დაბალბიუჯეტიანი და ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით.

ბალიზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო ტერიტორია – ნუსა დუა თავისი ულამაზესი სანაპიროებით, რომლებიც მართლაც რომ საუცხოოა ულამაზესი ხედებით, მშვიდი ზღვით, მოვლილი პლაჟებით და მაღალი კლასის სასტუმროებით.

ისევე, როგორც აზიის სხვა ქვეყნების სამზარეულო, ბალიც ეგზოტიკურია იმ სანელებლებისა და პროდუქტების სიუხვის წყალობით, რომლებიც ჩვენთან არ მოიპოვება. ამიტომ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მათი კერძები.

ბალის SPA-ცენტრები განთქმულია თავისი სპეციალური პროგრამებით, რომლებიც მოიცავს სტრესისგან გათავისუფლებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ორგანიზმის ტონიზირებას.

ბალიზე ასევე ძალიან პოპულარულია დაივინგი. კუნძულის თითქმის ყველა კურორტზე დაივინგის სკოლები და ცენტრები არსებობს, რადგან კუნძულის ნაპირებთან შთამბეჭდავი წყალქვეშა სამყაროა: მარჯნის ბაღები, კუები, ვარსკვლავები, ზღვის ღრუბლები, ბაყაყები და თევზის სხვა იშვიათი სახეობები.

Batur Mount – ბალის ერთ-ერთი მოქმედი ვულკანია 1717 მეტრ სიმაღლეზე, რომლის მწვერვალზე ასვლის შემდეგ, შეგიძლიათ თავად ვულკანის ხედითა და მიმდებარე ტერიტორიის სილამაზით დატკბეთ, იხილოთ კალდერაში წარმოქმნილი ტბა და კრატერებში ლავის დუღილს მოუსმინოთ.

ასევე, წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბალის ღირსშესანიშნაობები. პურა ბესაკიჰის ტაძარი ბალის მთავარი სალოცავი და ინდონეზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტაძრის კომპლექსია, რომელიც 1000 წლის წინ ვულკან აგუნგის ფერდობზე აშენდა და სავსეა უამრავი მცენარით, ეგზოტიკური ყვავილით, ულამაზესი კიბეებით, პატარა და დიდი ქანდაკებებით. ტერიტორიაზე 22 ტაძარია განთავსებული და თითოეული მათგანიდან საოცარი ხედი იშლება, რადგან კომპლექსი 1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბალი ზღაპრული და ფანტასტიკური ადგილია, როგორც თაფლობისთვის გასატარებლად, ასევე, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად.

 

pura ulun danu bratan temple in Bali, indonesia.

ასევე გაეცანი

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის
Travel

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

July 14, 2026
#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
Slider Area

#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

June 26, 2026
#OK! 5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას ზაფხულში
Travel

#OK! 5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას ზაფხულში

June 23, 2026
#OK! რატომ უნდა მოხვდეს კვიპროსი თქვენს სამოგზაურო სიაში – კუნძული, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საზაფხულო კურორტი
Travel

#OK! რატომ უნდა მოხვდეს კვიპროსი თქვენს სამოგზაურო სიაში – კუნძული, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საზაფხულო კურორტი

June 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

March 16, 2023
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

June 15, 2021
#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023

კვირის ჰიტები

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

August 17, 2026
#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

ნაომი კემპბელი თბილისში – მსოფლიო მოდის ლეგენდა 26 სექტემბერს ექსკლუზიური DJ სეტით წარდგება

August 18, 2026
ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

August 13, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები