ამჯერად, ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. ვინაიდან ნატო გელაშვილი შესანიშნავ კულინარად მიიჩნევა, გადავწყვიტეთ ამ თემაზე მის ვაჟებს გავსაუბრებოდით. შეჯიბრის ფარგლებში დაგეგმილი იყო ღვინისა და ლუდის დაფების მომზადება, მაგრამ ძმებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს − ეს ორი დავალება გააერთიანეს. დაფებისთვის ქართული პროდუქცია გამოიყენეს − „ნიკორასგან“.
დილის საუზმე:
(ლუკა): საუზმეზე კვერცხი მიყვარს ძალიან და სხვათა შორის, შესანიშნავად ვწვავ − არც ვაშრობ და არც ძალიან სველია. ამასაც ცოდნა სჭირდება. შემწვარი სოსისიც ძალიან უხდება შემწვარ კვერცხს.
(გიორგი): ნოყიერი საუზმე ძალიან გვიყვარს. სენდვიჩები ძეხვეულით ან შემწვარი სოსისი, „ყიყლიყოსთან“ ან შემწვარ კვერცხთან ერთად გადასარევია. ძალიან ხშირად ვყიდულობ „ნიკორას“ პროდუქტს – წლების გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საუკეთესო არჩევანია.
კულინარიასთან რამდენად ახლოს ხართ?
(გიორგი): ჩვენი ბებიები საოცრად გემრიელ საკვებს ამზადებდნენ. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ კულინარიის ნიჭი გენეტიკურად მოგვდგამს. დედაც და მამაც ძალიან გემრიელად ამზადებენ. მე და ლუკას რაც შეგვეხება, ჭამა უზომოდ გვიყვარს და შესაბამისად, კეთებაც გვაინტერესებს.
(ლუკა): ყველა ოჯახში ყველას ჰგონია, რომ თავისი ბებია, თავისი დედა ყველაზე კარგად ამზადებს. ჩვენც არ ვართ გამონაკლისები და ასევე მიგვაჩნია. ხომ ამბობენ, ქალებს უფრო ეხერხებათ მზადებაო, − ნატოს შესანიშნავი კერძების შესახებ ყველამ იცის. ახლა კი გეტყვით, რომ მამაჩემიც ძალიან კარგად ამზადებს. როცა რაიმე ჩვენი გასაკეთებელია, ვაღიარებ, იოლად გამოძრომა მიყვარს და ასეთ დროს „ნიკორას“ პროდუქტები ძალიან მეხმარება. ახლაც ნახავთ, როგორი გამოცდილი ვარ ლამაზი დაფების აწყობაში.
რამდენად ხშირად ტრიალებთ სამზარეულოში?
(ლუკა): მე საკვების კეთება დიდად არ მიყვარს, უფრო დაგემოვნება მიზიდავს. გიოს კარგად გამოსდის და უყვარს კიდეც მზადების პროცესი. მზა საკვებს ხშირად ვიძენ. დავუშვათ, მეგობრებს ველი, ასეთ დროს ღვინის დაფას ან ლუდის დაფას დავალაგებ ხოლმე ლამაზად. ბოლო ხანებში ცალ-ცალკეც კი არ ვალაგებ − ვაერთიანებ და ასე უფრო მომწონს. სხვათა შორის, ყველას ძალიან უყვარს, როცა ასეთი დაფებით უმასპინძლდებიან.
(გიორგი): ხშირად არა, მაგრამ როცა მოვინდომებ, კარგად ვამზადებ. აი, მაგალითად, ბურგერს ვამზადებ გადასარევად, თუმცა შემდეგ მთელი სამზარეულო ცხიმიანია.
უფრო ხორცი თუ ბოსტნეული?
(გიორგი): მე ხორცი ძალიან მიყვარს. ბავშვობაში ასე არ ვიყავი, მაგრამ ბოლო პერიოდში თუ ხორცი არ მივირთვი, ვერ ვნაყრდები.
(ლუკა): ჩემთვის რძის პროდუქტია უპირველესი.
ყველი მარილიანი თუ უმარილო?
(გიორგი): კარგ გუდის ყველს რა სჯობს? რბილს და უმარილოს ვერ გეახლებით. სულგუნის კუთხეები ჩემია ხოლმე, გული − ლუკასი.
(ლუკა): მე რბილი და უმარილო ყველი მიყვარს. ამიტომ გადანაწილებული გვაქვს.
„ჩიხირთმა თუ ბოზბაში“?
(ლუკა): ნაბახუსევზე ჩიხირთმა არის ცხონება.
(გიორგი): ჩემთვის − ხინკალი.
ის, რასაც გადასარევად ვამზადებ, არის…
(გიორგი): აი, ახლა გავაკეთეთ გადასარევი დაფა ლუდისთვის. დაფების აწყობისას თანაპროდუქტებია ასევე მნიშვნელოვანი. ადამიანი თუ დაფას ამზადებს, გათვალისწინებული უნდა იყოს რა უხდება ღვინის და რა − ლუდის შემთხვევაში. ისე, სენდვიჩები და ბურგერი გამომდის კარგად. ვემზადები, რომ „ოსტრი“ გავაკეთო. განწყობას და მუზის მოსვლას ველი.
(ლუკა): გიორგის გადასარევად გამოსდის პელმენისა და სოსისის მოხარშვა. საკითხის მარტივად გადასაჭრელად კი, როგორც უკვე გითხარით, „ნიკორას“ პროდუქცია ზედგამოჭრილია. სწრაფად მზადდება ასეთი დაფები.
უფრო ცხარე თუ უფრო ტკბილი?
(გიორგი): საჭმელი ცხარე თუ არ არის, ვერ მივირთმევ. თუმცა, ტკბილეულიც მიყვარს.
(ლუკა): ცხარე კერძები არ მიყვარს. დესერტიც მიყვარს, რა თქმა უნდა. ჭამას რაც ეხება, ყველაფერი გვიყვარს.
რომელ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?
(ლუკა): მე ყველი ძალიან მიყვარს და შესაბამისად, უფრო იტალიურ სამზარეულოს ვანიჭებ უპირატესობას.
(გიორგი): მე აზიური და ამერიკული სამზარეულოსკენ ვიხრები.
საქართველოდან რომ მივდიოდე, აუცილებლად წავიღებდი ქართულ…
(გიორგი): კახურ შოთებს.
(ლუკა): რძიან სულგუნს.
„კულინარიული შერკინების“ შედეგი ფოტოებზე კარგად ჩანს. ძმები ერთ რამეში ნამდვილად ერთსულოვანნი იყვნენ − ქართულ, ხარისხიან პროდუქტს ირჩევენ და საინტერესო კომბინაციას გვთავაზობენ.
დაფების ძირითადი ინგრედიენტებია ძეხვი „მონადირული“, „ბრაუნშვაიგური“ შავი წიწაკით, „სალიამი“, „სნეკვურსტი“, „ექსტრა“ და შაშხის ნაირსახეობა: „შეიკა პროშუტო“, ბეკონი − რა თქმა უნდა, „ნიკორას“ ბრენდის. თანაპროდუქტები − თქვენი გემოვნებით.
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ფოტო: ალექსეი სეროვი