• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! კრიპტო თაღლითობების ფსიქოლოგია: რატომ ებმებიან ადამიანები და როგორ ამოვიცნოთ მსგავსი სქემები

January 27, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

კრიპტო ბაზრის განვითარებასთან ერთად, 2026 წელს თაღლითობებიც უფრო დახვეწილი გახდა: ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი პროფილები, “საფორთის” იმიტაცია და ინვესტიციის სქემები სულ უფრო რეალურ სახეს იღებს. ასეთ პირობებში უსაფრთხოება მხოლოდ ტექნიკურ ცოდნაზე აღარ დგას, საჭიროა ინფორმაციის გადამოწმება და სისწორეში დარწმუნება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ მნიშვნელოვანია, კრიპტოსთან სანდო გარემოში მუშაობა, მაგალითად, ისეთ პლატფორმაზე, როგორიცაა საერთაშორისო კრიპტო ბირჟა ბაიბიტი.

დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, რატომ ებმებიან ადამიანები კრიპტო თაღლითობებში, რა ფსიქოლოგიურ ხრიკებს იყენებენ სქემერები და როგორ ამოვიცნოთ მსგავსი სქემები მანამ, სანამ ზიანი მოგვადგება.

 

რატომ ებმებიან ადამიანები: თაღლითების ფსიქოლოგიური „ტრიგერები“

კრიპტო თაღლითები ხშირად ემოციებით თამაშობენ. სქემერის მიზანი ერთია: ისე დაგაჩქაროს და აგაღელვოს, რომ გადაწყვეტილება ლოგიკით კი არა, იმპულსურად მიიღო.

სიჩქარე და პანიკა – კლასიკური ფრაზაა: „ახლავე გააკეთე, თორემ ანგარიში დაგებლოკება“ ან „ბოლოსკენ ვართ, დრო აღარ გვაქვს“. როცა ნერვიულობ, დეტალებს ნაკლებად ამოწმებ.

FOMO და „მოგების დაპირება“ – „ბოლო შანსი“, „გარანტირებული მოგება“, „რისკი ნულია“. კრიპტოში სიტყვა „გარანტირებულის“ გამოყენება თითქმის ყოველთვის სიგნალია, რომ რაღაც საეჭვოა.

ავტორიტეტი – ხშირად გწერენ ბანკის, ბირჟის, „ტექ-საპორტის“ ან „რეგულატორის“ სახელით. ავტორიტეტული ტონი გიბიძგებს, არ შეეწინააღმდეგო და „უბრალოდ შეასრულო“.

სოციალური მტკიცებულება – ყალბი სქრინები, „რევიუები“, ჯგუფური ჩატები, სადაც თითქოს ყველასთვის მომგებიანია. მიზანია, შენც „ნორმალური ნაბიჯი“ მოგეჩვენოს.

ნდობის მოპოვება – ზოგჯერ თაღლითობა მეგობრული საუბრით იწყება და ნელ-ნელა გადადის ინვესტირების შემოთავაზებებზე. აქ ყველაზე რთულია სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ადამიანი უკვე ემოციურადაა ჩართული.

და მთავარი: ეს ყველას შეიძლება დაემართოს, რადგან თაღლითები ჩვენს ბუნებრივ ემოციებს იყენებენ.

 

როგორ ამოვიცნოთ სქემა

კრიპტო თაღლითობის ამოცნობა ყოველთვის მარტივი როდია, თუმცა პრაქტიკაში არსებობს მკაფიო ნიშნები, რომლებიც თითქმის ყველა სქემაში მეორდება. თუ ასეთ „წითელ დროშებს“ დროულად შეამჩნევ, შეცდომის თავიდან აცილება გაცილებით გაგიადვილდება.

  • გთხოვენ seed phrase-ს ან private key-ს

ეს ყველაზე მკაფიო სიგნალია. ლეგიტიმურ ბირჟას, საფულეს ან „ტექ-საფორთს“ ასეთი ინფორმაცია არასდროს სჭირდება.

  • გატანისას უცნაური მოთხოვნები

ფრაზების ტიპი: „გადაიხადე საკომისიო“, „დაფარე გადასახადი, რომ თანხა გამოიტანო“ ხშირად მიუთითებს ყალბ პლატფორმაზე, სადაც გატანა რეალურად არ არსებობს.

  • უცნაური ლინკი ან ყალბი საიტი

გიგზავნიან ბმულს და გთხოვენ „აქვე დაადასტურო“ ან „ახლავე შეხვიდე“. ერთი შეხედვით ყველაფერი ნამდვილი ჩანს, მაგრამ მისამართი ხშირად მცირედით განსხვავდება ოფიციალურისგან.

 

  • გაჩქარებენ 

„დრო აღარ გვაქვს“, „არავის უთხრა, ეს შანსი მხოლოდ შენთვისაა“ – დაჩქარება თაღლითების კლასიკური იარაღია.

 

  • ზედმეტად კარგი პირობები

„რისკის გარეშე“, „გარანტირებული მოგება“, „100% შედეგი“ – კრიპტოში ასეთი დაპირებები რეალობას არ შეესაბამება.

  • იდენტობის გაურკვევლობა

ვიდეოზარზე უარს ამბობენ, პროფილი ახლად შექმნილია ან დეტალების გაზიარებას თავს არიდებენ.

ყველაფერი იწყება „შემთხვევითი მესიჯით“ ან მეგობრული საუბრით. შემდეგ გთავაზობენ ინვესტიციას, სადაც მცირე თანხით თითქოს მოგებაზე გახვალ. როცა თანხის გამოტანა გინდა, დამატებით გადასახადს გთხოვენ და სწორედ ამ მომენტში სქემა იშლება, ხოლო კონტაქტი ქრება.

ამ ნიშნების ცოდნა უსაფრთხოებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

 

როგორ დავიცვათ თავი

კრიპტო უსაფრთხოება ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება და გარკვეული ჩვევების ჩამოყალიბებაა, რომლებიც ყველაზე ხშირად საუკეთესოდ უმკლავდება სქემერბს.

 

10 წუთის პაუზა

თუ გაჩქარებენ და გთხოვენ „ახლავე“ მოქმედებას, შეჩერდი. დროის ზეწოლა თითქმის ყოველთვის სქემის ნაწილია. რამდენიმე წუთიანი პაუზა ხშირად საკმარისია, რომ ემოციები ჩაცხრეს და დეტალები გადაამოწმო.

 

მხოლოდ ოფიციალური არხები

კრიპტო სერვისებზე შედი მხოლოდ ოფიციალური ვებგვერდიდან, აპიდან ან წინასწარ შენახული ბუქმარქიდან. სოციალურ ქსელებსა და პირად შეტყობინებებში მიღებული ლინკები ყველაზე ხშირი ფიშინგის წყაროა.

 

2FA და ძლიერი პაროლები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელფოსტის დაცვა, რადგან ხშირად სწორედ იქიდან იღებენ ანგარიშებზე წვდომა. გამოიყენე უნიკალური პაროლები და ორფაქტორიანი ავტორიზაცია.

 

Approve / Permissions კონტროლი

უცნობ dApp-ებსა და „airdrop/claim“ შეთავაზებებს ფრთხილად მოეკიდე, ერთმა არასწორმა ავტორიზაციამ შეიძლება საფულის დაცლამდე მიგიყვანოს.

 

პატარა ტესტ-ტრანსფერი

დიდი თანხის გაგზავნამდე ყოველთვის გადაამოწმე ყველაფერი მცირე ტრანზაქციით.

თუ მაინც შეცდომა დაუშვი, დრო გადამწყვეტია: დარჩენილი აქტივები სწრაფად გადაიტანე ახალ, „სუფთა“ საფულეში და შეინახე ყველა მტკიცებულება: ტრანზაქციის ჰეში (TXID), მისამართები და სქრინშოთები.

 

შეჯამება

კრიპტო სქემერი წარმატებას აღწევს მაშინ, როცა ემოციები ლოგიკას ამარცხებს. სწორედ ამიტომ, საუკეთესო დაცვა ინფორმირებულობა, სიფრთხილე და ყოველდღიური ჩვევების გამომუშავებაა. თუ ყურადღებას მიაქცევ „წითელ დროშებს“, არ იჩქარებ გადაწყვეტილებების მიღებას და კრიპტოსთან მუშაობისას მხოლოდ გადამოწმებულ გზებს გამოიყენებ, თაღლითობის რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებ. კრიპტოში უსაფრთხოება იწყება შენგან.

ასევე გაეცანი

#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია
OK! News

#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია

February 24, 2026
#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა
OK! News

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

February 24, 2026
#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა
OK! News

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

February 24, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი სექსსიმბოლო: რა ვიცით “ევროვიზიის” გამარჯვებულ  დამიანო დავიდზე?

#OK! ახალი სექსსიმბოლო: რა ვიცით “ევროვიზიის” გამარჯვებულ დამიანო დავიდზე?

May 26, 2021
#OK! ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, კმაყოფილი მომხმარებელი ყველაზე დიდი რეკლამაა, რომელიც ზრდის იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც შენზე აკეთებს არჩევანს

#OK! ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, კმაყოფილი მომხმარებელი ყველაზე დიდი რეკლამაა, რომელიც ზრდის იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც შენზე აკეთებს არჩევანს

September 11, 2021
#OK! “ჩემი სიყვარული და მადლიერება ამ სამყაროსა და სიცოცხლის მიმართ,”-  ალექსანდრა პაიჭაძის ახალი მანქანა  (ვიდეო)

#OK! “ჩემი სიყვარული და მადლიერება ამ სამყაროსა და სიცოცხლის მიმართ,”- ალექსანდრა პაიჭაძის ახალი მანქანა (ვიდეო)

August 26, 2021
#OK! მეურმია – როდესაც ტანისამოსში კომფორტი და დახვეწილობა ერთმანეთს ერწყმის

#OK! მეურმია – როდესაც ტანისამოსში კომფორტი და დახვეწილობა ერთმანეთს ერწყმის

October 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია

#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია

February 24, 2026
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები