• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, კმაყოფილი მომხმარებელი ყველაზე დიდი რეკლამაა, რომელიც ზრდის იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც შენზე აკეთებს არჩევანს

სექტემბერი 11, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ყოველთვის იზიდავდა ფოტოგრაფია, მაგრამ ვერასდროს იფიქრებდა, რომ ინტერესს პროფესიად აქცევდა. თუმცა, ყოველთვის ჩნდება მიზეზი, რის გამოც სწორედ იქ მივდივართ, სადაც აუცილებლად უნდა მივსულიყავით. 6 წლის წინ ასე აღმოჩნდა ფოტოგრაფიის დაუსრულებელ ლაბირინთებში OK! ბათუმის სტუმარი მინდია დუმბაძე, რომლისთვისაც დღეს ფოტოგრაფობა პროფესიასთან ერთად ის საქმიანობაა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ვინ მისცა პირველი ბიძგი, რომ უფრო ახლოს შეეგრძნო ფოტოგრაფია, რომელია  კადრი, რომელიც არასოდეს წაიშლება მისი მეხსიერებიდან და რომელ პროფესიას დაეუფლებოდა სიამოვნებით – გაეცანით OK! ბათუმის ფურცლებიდან.

გაიხსენეთ პირველი შთაბეჭდილება, რამაც დაგაინტერესათ, გიბიძგათ ფოტოგრაფიისკენ.

ყოველთვის მიზიდავდა ვიზუალური ხელოვნება, საინტერესო ფოტოგრაფია, მაგრამ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე თავადაც დავიწყებდი მის შესწავლას. პირველი ვინც მიბიძგა ფოტოგრაფიისკენ   იყო გოგონა, რომელიც მომწონდა და რომელსაც ფოტოგრაფია ძალიან უყვარდა. მის გამო დავრეგისტრირდი სოციალურ ქსელში „ვკონტაკტე“, სადაც ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით ჯგუფებს გადავეყარე. მანდვე ვნახე ჩემთვის საინტერესო საქორწილო ფოტოგრაფების ნამუშევრები და ნელ-ნელა დავიწყე შესწავლა. ძალიან ბევრი უფასო კონტენტი იყო, რაც გამოვიყენე. ისე გამიტაცა ფოტოგრაფიამ, მალევე სამსახურს თავი დავანებე და, 24 წლის ასაკში, სრულად გადავეშვი იმ მრავალფეროვან სამყაროში, რასაც ფოტოგრაფია ჰქვია.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ფოტოგრაფია?

ჩემთვის ფოტოგრაფია პირველ რიგში ჰობია, რომელსაც სიამოვნება მოაქვს, ასევე, თვითგამოხატვის საშუალებაა, გარდა კონტენტისა რომელსაც ვქმნი. ფოტოგრაფია ჩემთვის არის იმ ადამიანების უამრავი მადლობა რომლებსაც ვიღებ, ან უბრალოდ სოციალურ ქსელებში ჩემი გამომწერები არიან და დადებითი შეფასებებით უდიდეს სტიმულს მაძლევენ.

საქორწინო ფოტოგრაფია განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. აღბეჭდო ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, უდიდესი პასუხისმგებლობაა. გარდა პროფესიონალიზმისა, რა თვისებები გეხმარებათ იმაში, რომ ფოტოები ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორი მოლოდინიც დამკვეთს აქვს?

გარდა პროფესიონალიზმისა, საქორწილო ფოტოგრაფიას სჭირდება კომუნიკაბელურობა. ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ყველაზე ნიჭიერი ფოტოგრაფი იყო, მაგრამ თუ ადამიანს ვერ გააგებინე რა გინდა მისგან და ის ატმოსფერო ვერ შექმენი სადაც წყვილი თავისუფლად იქნება, ვერც რაიმე ღირებულს გადაიღებ. გარდა ფოტოგრაფიის ცოდნისა, ამ სფეროში საჭიროა ბევრი უნარი, ეს არის: სოციალური ქსელების მენეჯმენტი და მართვა, ტექნიკის ცოდნა, შენი ნამუშევრის სწორად წარდგენა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ფოტოგრაფი დღეს მარტო ფოტოგრაფი არ არის, თუ ხალხს ემსახურები და ეს ნამდვილად შენი პროფესიაა, ასევე, უნდა ოყო უბრალო, სასიამოვნო და საინტერესო პიროვნება, რომ ადამიანმა, მოდელმა, ვისთანაც მუშაობ, თავი კომფორტულად იგრძნოს შენს გარემოში.

კადრი, რომელიც არასოდეს წაიშლება თქვენი მეხსიერებიდან…

მსგავსი კადრი, ბევრია, ერთს ვერ გამოვყოფ. მახსოვს, უდაბნოში ოთხსაათიანი გადაღება, სადაც კისრის ზევით შავი დავბრუნდი სახლში, ან უცებ ამოვარდნილი შტორმი, რომელმაც საქორწინო ცერემონიისთვის განკუთვნილი დეკორი ხიდიდან წყალში წაიღო, მაგრამ არ შევჩერდი და სრულიად სველი, აპარატზე ვარდისფერი „პარკით“ გადახვეული ვიღებდი… სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფოტოები გამოვიდა. მოულოდნელად ტალღების მოვარდნა, წყალში ჩავარდნა, ერთხელ ლამის მანქანამ გადამიარა ფეხზე, ანუ ბევრი მსგავსი ინციდენტი ხდება ფოტოგრაფების ცხოვრებაში.

 

როგორც ფოტოგრაფი, ბათუმში რომელი ადგილების მონახულებას ურჩევთ ადამიანებს, სადაც შეუძლიათ სასიამოვნო დასვენებასთან ერთად, კარგი ფოტოები გადაიღონ…

ბათუმი და ზოგადად საქართველო, მგონი ულამაზესი ფოტოების  გადაღებისთვისაა შექმნილი. ჩვენთან, მთიანეთში, უკვე მეინსტრიმი გახდა ქორწილების გაკეთება უცხოელებისთვის. განსაკუთრებულ ადგილებს ვერ გირჩევთ. ბათუმში, ძველი ბათუმიდან დაწყებული სარფამდე, და ასევე ჩაქვამდე, ბევრი ადგილია სადაც ფოტოსესიას ვატარებ. არის რამდენიმე ადგილი რომელიც თავად აღმოვაჩინე, შემდეგ კი პოპულარული გახდა. მაგრამ, ტურისტული ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად, ხელუხლებელი ადგილი თითქმის აღარ დარჩა. ყოველ წელს უფრო ნაკლები ადგილი რჩება სადაც თავისუფლად შეიძლებ ფოტოსესიის ჩატარებას.

ჰობი… თავისუფალი დრო…

ჰობი, პრინციპში ისევ ფოტოგრაფიაა. ძალიან მომწონს მობილური ტელეფონით გადაღება, არასოდეს მაქვს თან ტექნიკა, რადგან მძიმეა, (10კგ ჩანთა) ამიტომ, ჩემთვის ტელეფონით ვიღებ. ასევე გამოვყოფდი სპორტს და კიდევ, უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი ფსიქოლოგიას.

ვისი ფოტოგრაფი იქნებოდით სიამოვნებით…

კონკრეტულ პიროვნებას ვერ დაგისახელებთ, თუმცა, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი მსოფლიო ვარსკვლავებს.

ფოტოგრაფია საკმაოდ კონკურენტუნარიანი სფეროა, შესაბამისად, თავის დამკვიდრებაც არ არის ადვილი. როგორ მოახერხეთ ნდობის მოპოვება და ის, რომ თქვენი შემკვეთები ქართველების გარდა უცხოელებიც არიან…

კარგი კითხვაა. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, როგორი ნამუშევრებით წარსდგები, რამდენად მიიპყრობ ყურადღებას. ვფიქრობ, უნდა აკეთო რაც არასტანდარტულია, მაგრამ კლასიკური ფოტოგრაფიის ჩარჩოებში, წესების დაცვით, უფრო სწორად ტექნიკის დაცვით, ყველაფერს აქვს თავისი შესრულების ტექნიკა. შემდეგ კი მნიშვნელოვანია სოციალური ქსელების საშუალებით ნამუშევრების სწორად წარდგენა საზოგადოებისთვის. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ დღეს, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან არაერთი დამკვეთი მყავს. ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, კმაყოფილი მომხმარებელი ყველაზე დიდი რეკლამაა, რომელიც ზრდის იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც შენზე აკეთებს არჩევანს.

 

რას მოაქვს ადრენალინი თქვენთვის…

სამუშაოს არასტანდარტულ სიტუაციებში, სადაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. მაგალითად, როდესაც გეგმა იშლება, მაგრამ საქმე გასაკეთებელია, ასეთ დროს საკმაოდ კარგად გამომდის მუშაობა. სამუშაოს გარეთ კი, ადრენალინი სპორტს, აქტიურ დასვენებას მოაქვს ჩემთვის.

რომ არა ფოტოგრაფია, ვინ იქნებოდით პროფესიით?

9 წელიწადი ვიმუშავე კაზინოში, დავასრულე პიტ-ბოსის(სათამაშო სივრცის მენეჯერი) პოზიციით. ალბათ, გამიგრძელდებოდა მუშაობა იქ, რომ არა ფოტოგრაფია. ზოგადად, ძალიან მიზიდავს სხვადასხვა სახის ბიზნესი.

მათ, ვისაც თქვენი ნამუშევრების დათვალიერება სურთ…

დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე იხილონ ჩემი ნამუშევრები: www.instagram.com/mindia-dumbadze; www.mindiadumbadze.com ; www.facebook.com/mindiaphoto

 

ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,

ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით
Fashion

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით

ივნისი 6, 2022
#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული
Fashion

#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული

ივნისი 6, 2022
#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage
Health & Beauty

#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage

ივნისი 6, 2022
Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი
Health & Beauty

Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი

ივნისი 6, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ტენდენციები ტურანა ალიევასგან

#OK! ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ტენდენციები ტურანა ალიევასგან

აპრილი 5, 2021
#OK! მარია გიორგობიანისა და ელენე დუმბაძის ჯანსაღი ცხოვრების წესი

#OK! მარია გიორგობიანისა და ელენე დუმბაძის ჯანსაღი ცხოვრების წესი

თებერვალი 1, 2022
#OK! ჯიჯი ჰადიდი H&M-ის ტოპით და Ralph Lauren-ის პერანგით! მოდელის ქუჩის სტილი!

#OK! ჯიჯი ჰადიდი H&M-ის ტოპით და Ralph Lauren-ის პერანგით! მოდელის ქუჩის სტილი!

ივნისი 25, 2021
#OK! პერიზ ჰილტონი Self Portrait-ის კაბით! ვარსკვლავი საქმროსთან, კარტერ რუმთან ერთად!

#OK! პერიზ ჰილტონი Self Portrait-ის კაბით! ვარსკვლავი საქმროსთან, კარტერ რუმთან ერთად!

ივლისი 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დაკოტა ჯონსონის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Vanity Fair-ის ახალი ნომრისთვის

#OK! დაკოტა ჯონსონის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Vanity Fair-ის ახალი ნომრისთვის

ივნისი 28, 2022
#OK! “4 შვილის მოვლით ძალიან ვიღლები, დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება” – კიმ კარდაშიანი

#OK! “4 შვილის მოვლით ძალიან ვიღლები, დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება” – კიმ კარდაშიანი

ივნისი 23, 2022
#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

ივნისი 25, 2022
#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

ივნისი 29, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×