• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კლინიკა „ჰოლომედი“- კარგ კომპანიას კარგი თანამშრომლები ქმნიან

October 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK! კლინიკა „ჰოლომედის“ შესახებ გიამბობთ, რომლის მთავარ პრიორიტეტს პაციენტების კომფორტი და მათი ჯანმრთელობა წარმოადგენს. კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა იმ აუცილებელი პროცედურითა და კვლევით, რომელსაც სამედიცინო სფერო მოიცავს. აღსანიშნავია, რომ „ჰოლომედი“ დაკომპლექტებულია პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც ორიენტირებულნი არიან თქვენს ჯანმრთელობაზე და მუდამ მზად თქვენი ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცესისთვის

ფიქრია რეხვიაშვილი – კლინიკა „ჰოლომედის“ დამფუძნებელი, ექიმი-რადიოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

 

ფიქრია, გვესაუბრეთ თქვენს საქმიანობაზე. რამდენი ხანია, რაც ამ პროფესიაში საქმიანობთ?   

ექიმის პროფესია 24 წლის წინ ავირჩიე და მას შემდეგ ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობისთვის. შესაბამისად, სამედიცინო სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში ინდივიდუალურ მიდგომებს, ხოლო ჯანდაცვის მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდის შედეგად, გადავწყვიტე კლინიკა „ჰოლომედი“ დამეარსებინა. 5 წელია დავნერგე კლინიკაში პაციენტის მიღების ინოვაციური მეთოდი − ონლაინკონსულტაცია ექიმ-სპეციალისტის ვირტუალურ კაბინეტში. გუნდური მუშაობის პრინციპი.

გვესაუბრეთ თქვენს პროფესიულ მიმართულებაზე.

კლინიკა „ჰოლომედის“ მთავარ უპირატესობას ჰოლისტიკური მედიცინის მიდგომა წარმოადგენს. ამ მიდგომის მიხედვით, პაციენტი მაქსიმალურად არის ჩართული ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცესში. ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი პაციენტების კომფორტზეა მორგებული. კლინიკის სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარე შევარჩიეთ. „ჰოლომედი“ – „ჰოლისტიკური“ და „მედიცინის“ სიტყვათა ნაერთია, რაც ასევე დაავადების კომპლექსური გზით მკურნალობას გულისხმობს.

კლინიკაზეც გვიამბეთ − რომელი უპირატესობებით გამოირჩევა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

პაციენტს ვიღებთ როგორც ინდივიდუალურ, უნიკალურ პიროვნებას, რომელსაც სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტი უწევს კონსულტაციას და შემდეგ მას ენიშნება მკურნალობა ყველა ექიმის კონსულტაციების შეთანხმების საფუძველზე. ასევე, „ჰოლომედის“ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პაციენტი სრულად იყოს ჩართული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში. ამ მხრივ, პაციენტის უკუკავშირის მისაღებად, კლინიკაში დანერგილია ე.წ. პაციენტის ვიზიტამდე შეხსენებითი მექანიზმი (Reminder) და ვიზიტის შემდგომი გამოკითხვა (Feedback), რაც დამატებით ზრდის პაციენტის სანდოობას. ჩვენ გვაქვს უსაზღვრო სამედიცინო მემკვიდრეობა, რომელსაც სჭირდება როგორც გაფრთხილება, ისე განვითარება. შესაბამისად, როგორც ყველას, მეც მსურს, საკუთარი კლინიკით წვლილი შევიტანო საქართველოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. ჩემი სურვილია „ჰოლომედი“ გახდეს სამედიცინო ბრენდი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონსა და უბანში იქნება წარმოდგენილი თავისი სივრცეებით, რომელიც თითოეული უბნისა და რეგიონის მოთხოვნებზე იქნება მორგებული და ხელს შეუწყობს მოსახლეობის მხრიდან მედიცინის არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვის გამოყენებას. პატივისცემით, კლინიკა „ჰოლომედის“ დამფუძნებელი ფიქრია რეხვიაშვილი − პროფესიით ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

მედეა ამაშუკელი – ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი

მედეა, გვიამბეთ თქვენს საქმიანობაზე. რამდენი ხანია, რაც ამ პროფესიაში საქმიანობთ?

მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი. 2008 წლიდან აქტიურად ვსაქმიანობ ჩემი სპეციალობით.

გვესაუბრეთ თქვენს პროფესიულ მიმართულებაზე კლინიკაში „ჰოლომედი“.

ჩემს კომპეტენციაში შედის ისეთი აქტუალური და გავრცელებული დაავადებების დიაგნოსტირება და მართვა, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, დიფუზური ან კვანძოვანი ჩიყვი (ჰორმონული დისფუნქციით ან მის გარეშე), ოსტეოპოროზი. ასევე, ნაკლებად გავრცელებული დაავადებები: პარათირეოიდული და თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის პათოლოგიები (ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი, ჰიპერალდოსტერონიზმი, ჰიპოკორტიციზმი, ჰიპერპოლაქტინემია).

რამდენი ხანია, რაც კლინიკა „ჰოლომედს“ დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა?

ჩემი ძირითადი სამუშაო ადგილია „ჩაფიძის კარდიოლოგიური კლინიკა“. პარალელურად, დაარსების დღიდან ვმუშაობ კლინიკაში „ჰოლომედი“.

რომელი უპირატესობებით გამოირჩევით და რას სთავაზობთ მომხმარებლებს კლინიკაში „ჰოლომედი“?

კლინიკა არის თანამედროვე, მრავალპროფილური, პაციენტის კომფორტზე ორიენტირებული. პაციენტის მართვაში ჩართულია სპეციალისტთა გუნდი, რაც ყოველთვის გვაძლევს კარგ შედეგს.

მარიამ გურული – კარდიოლოგი და კარდიოექოსკოპისტი

მარიამ, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მე გახლავართ კარდიოლოგი და კარდიოექოსკოპისტი უკვე 7 წელია. 2016 წელს ავიღე ლიცენზია, თუმცა 2012 წლიდან დავიწყე ამ პროფესიაში საქმიანობა.

რამდენი ხანია, რაც თქვენი საქმიანობა „ჰოლომედს“ დაუკავშირეთ?

„ჰოლომედში“ მარტის თვიდან დავიწყე მუშაობა, როგორც უკვე აღვნიშნე, კარდიოლოგად და კარდიოექოსკოპისტად ამბულატორიული განხრით.

რა უპირატესობებით გამოირჩევა კლინიკა და რას სთავაზობს პაციენტებს?

საზოგადოებას ვთავაზობთ სამედიცინო სერვისის სრულ პაკეტს და მომსახურებას. კლინიკას ჰყავს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ყველა მიმართულებით.

თათია ზარნაძე – ექიმი-ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი

 

 

თათია, უპირველესად გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მე ვარ ექიმი-ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გავიარე რეზიდენტურის პროგრამა ოტორინოლარინგოლოგიაში და 15 წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ.

გვესაუბრეთ თქვენს პროფესიულ მიმართულებაზე.

ოტორინოლარინგოლოგია მოიცავს ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს, მათ თერაპიულ და ქირურგიულ-ოპერაციულ მკურნალობას.

რამდენი ხანია, რაც კლინიკას „ჰოლომედი“ დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა?

კლინიკაში „ჰოლომედი“ ვმუშაობ მისი გახსნის დღიდან. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, აქვს თანამედროვე მიდგომები მკურნალობაში, ორიენტირებულია განვითარებაზე, პაციენტისთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნაზე.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქეით მიდლტონმა კაბა, რომელიც 2011 წელს ეცვა კიდევ ერთხელ მოირგო

#OK! ქეით მიდლტონმა კაბა, რომელიც 2011 წელს ეცვა კიდევ ერთხელ მოირგო

October 19, 2021
#OK! „ევროფარმა ჯორჯია“ 12 წლისაა

#OK! „ევროფარმა ჯორჯია“ 12 წლისაა

December 2, 2023
#OK! ნატალი პორტმანის დახვეწილი იმიჯი Pachinko-ს პრემიერისთვის

#OK! ნატალი პორტმანის დახვეწილი იმიჯი Pachinko-ს პრემიერისთვის

March 17, 2022
#OK! “ორი ბავშვი ოჯახში”- ორსული რუსკა მაყაშვილი ბავშვების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

#OK! “ორი ბავშვი ოჯახში”- ორსული რუსკა მაყაშვილი ბავშვების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

May 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით

#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით

July 1, 2025
პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

June 28, 2025
#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

June 29, 2025
#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

July 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები